ამირან-ნასარიანი


ვინ შექნაარსი ყოველი, ნივთი და უნივთელები,
სიუხვითა გვზდის წყალობით არა აქვს გასაძნელები,
რა არს ქარხანა ესეთი საცვიფრო, მიუგნელები,
და ურწმუნოსა და მორწმუნეს როჭიკი უცდენელები.

თუ იწვრთნი, მითქვამს ნათქვამი ფილასოფოსათა ბრძნობანი,
სულისა შვების მიმცემი, ხორცისა გასამხნობანი,
ბედისა არად სახმარი, ცდისა და საქმის ნობანი,
და ყრმათა და გამოუცდელთა ბრძმედულად გარდადნობანი.

სიბრძნემ მიმზიდა საამბოდ ამბავი საამბელადო,
მინდა რომ იყვნეთ მოყვასნი ურთიერთ უგმობელადო,
შევმზადე რამე საზრდელი, არ სულა უგბობელადო,
და თქმა ადვილია, მოყვასო, ყურთ თუ ხარ მომგდებელადო.

გილანის თემთა არეთა თვით მეფე იყო მჯდომელი,
ვითა წესია სოფლისა, დაბერდა არად მდომელი,
შვილს მისცა თავის მეფობა, განაგდო დაუდგომელი,
და უბრძანა ესე ანდერძი, რაცა იწ ითქმის რომელი.

პირველ მისმინე ნათქვამი უჭირო, გაუძნელები,
რაც რომ გინდოდეს სათქმელად, ანუ თუ იყო მქნელები,
მისსა სახელსა ხადოდე, ვინც არის გამაგნელები,
და არდააცდინო მადლობა, დღენი მოგხვდეს თუ ბნელები.

გინდა სიმაღლე აღსავლად ხარისხსა გასადიდებსა,
იცან საჭიროდ საცნობი, ესევდე დაურიდებსა,
მონასა მისცა მცოდველთა, მსწრაფლ დღესა დაუბინდებსა,
და ის უფრო მისცემს სასწორით დამშავეთ გასაქირდებსა.

სიკეთის ნდომას სიმდაბლე უცხოთ რამ გააძალებსა,
ღვთისმოყვარენი ამითი გასტეხს ბასრსა და სალებსა,
გული მდაბალი ცეცხლსა გავს, ამპარტავანი-წყალებსა,
და ზე სწევ, ქვე მოდის; ქვე დასწევ, ზეითვე მიდის ალებსა.

სოფელსა კაცი ამით იქს თავისა გამოჩენასა,
თავი არ რიდოს გარჯასა, სწავლისა აღმოცენასა,
ენა და ყური აცადე, კარგის თქმასა და სმენასა,
და თვარემ მიგზიდავს ბუნება, სათქმელად კაცის წყენასა.

ადგილს თქვი სიტყვა, ნუმცა ხარ უჟამოდ რისმე მბოსანი,
უგემო იყოს, კარგიც თქვი წყენისა მიმცემოსანი,
იცი სამსალის უმწარე ენა ტკბილი და მგოსანი.
და წამლად ეს უთქვამთ: რადა ხარ, რაცა არ გკითხონ, ხმოსანი?

ხამსცა კაცსა ავ-სიტყვაზე ყური ჰქონდეს ნარიდალი,
რაცა ჰკითხონ, კარგი უთხრას, არა რამე ნაცუდალი,
ლაღობა და სალაღობო, საამბობლად დასაცდალი,
და სასიბრძნო და სარჩეველი, არც მაღალი, არცა მხდალი.

რა საშურია კაცისა სიკეთე, კარგ კაცობანი!
შენც შეეცადე, მისებრივ გქონდესცა მონაცობანი.
რამცა გამოვა შურისგან? მოწყენა, გაოცობანი.
და გააგდევ ცუდი წადილი, დაუყავ გამხოცობანი.

რა ნახო კაცი მდიდარი, მაღალი, მაღლა მყოფელი,
ნუ ბორგავ, ნუ გშურს, ხომ იცი, წარმავალია სოფელი.
რა მიუღია შენ გამო, რადა ხარ გამაცოფელი?
და საჭვრეტთა ავად მჭვრეტელი თვალია დასაყოფელი.

თუ ენა კაცსა ატყუებს და გულსა დააჯერებსა,
მისაცემელი უფროსად აცდენს და გააჯერებსა;
მიკვირს, სოფლისა სიცრუვე ვით მისწევს, დანაბერებსა.
და რა მოსავალი მოვიდეს, ბრძენს უფრო გააშტერებსა.

რა კარგი ქნას უმეცარმა, მასვე წამსა დაანანებს,
არ იციან კარგი კარგს შობს, ავი ავსა მოიყვანებს,
მაგრამ ბრზენი ერთსა არ სჯერა, ცდილობს მრავალს მოსამგვანებს,
და აქვს დაცდილი, წინ დახვდება, ერიდების შეუგვანებს.

ლხინსა და ჭირზე ორზედვე იპოვე კაცი მგნებელი,
მოგცეს წამალი, რომ უთხრა გულისა მოსანებელი,
ცუდია ცუდის მითხრობა, ქმნა საქმე გაუცნობელი.
და ლხენას ვერ მისცემს სნეულსა მკურნალი შეუგნებელი.

ავსა და კარგზე ნუ სწრაფობ მარტვილთა მიმდგომელისა,
რად ხარ ამყოლი კაცისა საშუღრად მომდომელისა?
-მალ გაუხდების სანანად მას მისის სანდომელისა.
და რა გაეწყობის ავს სიტყვას?-მოთმენა მომთმელისა.

გიყოსმცა კაცმა სიკეთე, ანუ ბოროტის წილები,
აცადე ბევრხან, სიავეს შეექმენ დანარბილები,
მალ მიეც კარგი, სიკეთეს არ გექნას დანაცილები;
და ნაცვალი მიხვდა მრავალთა, ვინ ნახა დანაბილები.

ბრძენს უთქვამს: არა სიმდიდრე, არა სიკეთის ქონანი
არ შეედრების სახელსა მისი, ვისა აქვს გონანი.
მსხმენი ნატრობენ მნახავთა, სწადან რომ იყვნენ მონანი,
და ქება დარჩების ბოლომდი არასი შესაწონანი.

ვერ იცნობ კაცსა, არ იცი ამბავი ნაუბარისა,
მიეცე, რასთვის ენდობი საქმესა დასაბარისა?
ენა თავსაცა არიდე, თუ ნახვა გინდა დარისა.
და ენა უბრალოდ მეტყველი კაცს მისცემს დასაბარისა.

სიკეთესა და ნამუსსა ვერა სჯობს ტანსაცმელია,
უგვანთა მორთვა, შემკობა უნათლოა და ბნელია,
ავგულობისა სანაცლო სხვა მტერი რა სათქმელია?
და მოყვარეც მტერად გაუდგეს, ეს მიკვირს, რა საქნელია!

ძებნა არ უნდა სწავლისა დღესა, დროსა და ჟამებსა,
კვლავ შევეცდები, რად უბნობ, გულისა დასაამებსა?
არ დაისწავლოს ერთიცა, ნუ გამოუშვებ წამებსა.
და რა სახმარია, სოფელში, კაცი გიძახდეს ხამაბსა?

თუ არ ახლავხარ ბრძენსა და კარგს ვისმე გონიერებსა,
ხელთაგანც ბევრსა ისწავლი, რა ექმნა შესამეზრებსა:
რასაცა ავსა იქმოდეს, შენ ნუ იქ მის უშვერებსა.
და ავსა არა იქ, კარგის მეტს ვერას იქ ვერას ვერებსა.

მტრისგან უფრო დავისწავლე, მეფე ბძანებს მაკიდონის,
მით მოყვასნი მიფარევდენ, მტერნი მზრახდენ მაკიდონ ის.
მე ნაზრახსა დავერიდი,უფრო ვმწვანდი მაკიდონის
და მტრობის იშნმა კარგი მომცა, ავი ჩემი მაკიდონ ის.

რა შეიქნები მოყვსისგან უფრო სიკეთის მდომელი,
მეტად იწამებ სხვისასა, იქმნა უმჯობედ მდგომელი,
ცდისგან იქნების ყოველი, ვინც კარგზედ არის მშრომელი.
და არა ჰქნა შენი სოფელი უშვერად გარდამხდომელი.

გარჯისა დარიდებისგან, ნეტარ, რა არი უარე?
საქმეს და შრომას ეცადე, თავსა ამითი უარე.
სიკეთის სწავლას წაუხდენს, ვინც არი ცუდად მოარე,
და სახელის ვარდი კოკობი ვერ ჰპოოს მოსაპოვარე.

ურცხვი დაჰკარგავს ურცხობით ორსავე საქებელებსა,
მორცხვი მორცხვობით წაახდენს სახელსა საამებელსა,
თავთავის დროსა მოიმკის ორივე მოსამკელებსა.
და ვაქებ სიავის მორცხვსა და სიკეთის ურცხვენელებსა.

შენს უკეთესსა გაეწყევ, იყავ მასთანა მხლებელი,
ხარ რაცა მისგან უკეთე, მალ შეიქნები მგებელი
ეს ორი არი კაცისა საქმე რამ შეუქებელი:
და სირბილე ყველას საბრიყო, სიძვირე არვის მრგებელი.

ბრძენს ვისმე უთქვამს: დამძრახვენ, თვარამ ძალმიძეს თხრობანი.
არა არის რა ქვეყნად, რომ არ ვიცოდე ხრობანი;
ნუ მოჰკვეხ, ნუცა გონია, სხვას ჰქონდეს შენზე მხრობანი,
და დაგძრახავს მისი გამგონი, არა აქვ მოსახმრობანი.

კეისრის ელჩსა ხოსრო-შამ ვეზირის უთხრა ქებანი,
ეგონა ისიც იტყოდა: ,,სულ ქვეყნისა მაქვს გებანი.”
ელჩს უკან უთხრა: ,,რად არ სთქვი ,,მაქვს ყოვლის ცოდნის ბრძნებანი?”
და ,,ქვეყნად არავინ შობილა, ვით მეძლო თქვენს წინ გნებანი.”

მართალს უბნობდე ნუ უბნობ ტყუილსა წესად უდებსა.
სულ ტყუილი სჯობს საუბრად, მართალი გვანდეს მრუდებსა,
ვის შეემცნევის მსმენელსა, გულსა ვერათი უდებსა.
და ბევრს მართალს ერთის ტყუილის გარევა გააცუდებსა.

მეფე ვინმე ჯდა შექცევად, ბრძენი ჰყვა გვერთა მხლებელი,
სიტყვას უგებდენ ერთმანერთს სიტყვისა გამახლებელი,
ბრძენი ჰკადრებდა მეფესა: ,,დღემცა გაქვს დაუკლებელი,
და ქარქანსა ვიყავ, მუნ ვნახე ამბავი უცილებელი.

სოფელი არის ბმთის ძირად თვალის სიწმიდის მძლეველი,
წყალი გამოდის მის მთიდამ ახლის სულისა მძლეველი;
რა ქალნი წავლენ მოღებად, წინ უძღვის გზისა მკვლეველი,
და ჭიაა მწვანე, რა ნახავს, გარდაგდებს გზიდამ მლეველი.

თუ დარჩა გზაზე, უწადად ვინც არის მაზე მარენი,
ვინც ფეხს დაადგამს, მოკვდება, წყალი გახდება მწარენი;
წყალი ქვე უნდა დაასხან, რა ნახონ შესაზარენი,
და ჭურჭლები სრულად დარეცხონ; ავსონ, ვლონ იგივ არენი.”

რა ესმა მეფეს, უწყინა, მან ბრძენმა გავლო კარები.
ბრძანა: ,,რასათვის იკადრა ეს სიტყვა დასაზარები?”
მან განჯით წიგნი მისწერა იმ სოფელთ სიტყვა მდარები:
და ,,მომწერეთ ამის სიმართლე, ვინც იყოთ მანდა ჯარები.”

რა მოუვიდა მოართვა, რაც მათგან მოეწეროდეს.
ჰკადრა: ,,თქვენს წინა ტყუილსა როგორ ვიტყოდი მე რიდეს?”
უბრძანა: ,,ტყუილს არ იტყვი, მაგრამ ზე შეემზეროდეს.
და ასეთს მართალსა რას აქნევ, უმოწმოდ არვინ სჯეროდეს?”

ენისგან არის ორივე: სიტყვა ტკბილი და მწარენი,
მტერს გაამოყვრებს, მოყვარეს გაამტრობს დასაზარენი,
გამოვა მცირე წინწკალი, სულ დასწვას არე-მარენი.
და პირმანვე წართქვას სულისა და ხორცის მოსახმარენი.

კბილი ჩასცვივდა სიზმარში, ხალიფა სჭვრეტდა მძინარი,
ბრძენი მოიხმო ამხსნელი, მას უბრძანებდა მწყინარი.
,,შენს უწინ ამოგიწყდება-ჰკადრა-მოყვასი ვინ არი.”
და არგნით გალახა, გააგდო, დაწმუნდა გაუცინარი.

კვლავ სხვა მოიხმო, უბრძანა, იგივე განსახმობარე,
ჰკადრა: ,,მეფეა მოყვასთაგან დღეგძელობითა მჯობარე.”
ასი უბოძა წითელი. ბრძანებს პირველის მგმობარე.
და თუცა თუ ორთავ ერთი თქვეს, ეს უკეთ იყო მგმობარე.

სარჯლის მომცემსა განუდეგ,სანანსა წარსათქმელებსა,
რა საწყენია უბნობა, რად გულსა გაგიცხელებსა?
არას გაწყენს და ბევრს გარგებს მით ნახავ დასაცდელებსა,
და დაისწავლიდე სიტყვებსა თავისა დამაცველებსა.

კაცს რის დატევა შეეძლოს აგებულების წესითა
იმგვარი უთხარ, აამე ქვენათი, გინა ზესითა.
გასინჯე სიტყვა, ისე თქვი, არ მოგხვდეს დასაკვნესითა.
და სიტყვა წაახდენს და სიტყვით გახდება მზე უმზესითა.

ვერ დაისწავლის მის მეტსა, რასაც არ გაიგონებსა,
ჩვილი აღზარდო ერთ სახლში, რომ გვანდეს ვარდის კონებსა,
ვერ ნახო, ვერცა ისმინო, უტყვად გაიხდის გონებსა
და გამოუცდელი გონება თავს მტერსა დაამონებსა.

მეფეთგან კარგის ბრძანება გააყრმობს კაცსა ბერებსა,
გულსა ვარდულად გაუშლის, მუსიკებრ აამღერებსა,
თვალს მისცემს მზეებრ ნათელსა, მხედველთა გააშტერებსა.
და სიტყვისგან ბევრი გამოვა, ქვენას იტყვი, თუ ზენასა.

ნოვშირვან იყო პირველად, სპარსთა თემისა მპყრობელი,
საფლავი იყო იმისი ყოველგან გასახმობელი,
ნახვა იწადა ხალიფამ, იყო ბაღდადის მფლობელი,
და ცხენი ითხოვა, მოართვეს, მივა სოფლისა მგმობელი.

მივიდა, ნახა ერთის მხრით კედელზე მინაწერენი,
ბრძენნი იახლენ მრავალნი, იგ მისი შენამზერენი;
თარგმანი ბრძანა, უთარგმნეს, მიართმენ ფეხთა მტვერენი.
და ეწერა რამე ანდერძი საამბოდ გასაშტერენი:

ჩემს სამსართალსა აქებდენ, სანამდი ვიყავ, ყოველი,
მალ იყვნენ სამსახურისა, უხვად მიზდისა მპოველი;
დავსწერე ესე, რა მოდგა ჩემზედა ყოვლთა მძოველი,
და ვინცა მნახავენ, სანაცვლოდ ეს ჰქონდეს მოსაშოველი.

ცხოველსა მყვანდენ მორჩილნი, მადრიელ, მაქებარენი,
აწცა მწადს იყვნენ ჩემისა კარგისა მოამბარენი;
მაშინღა ვიყავ უნჯითა გულისა მომგებარენი,
და აწ სწავლითა მწადს, ისმინეთ, ამბავი მოამბარენი.

ზედან ეწერა პირველად საფლავსა, მისსა ვნებასა
,,კვლავ რატომღა იქს, ვინცა იქს, ერთს რასმე დასანანებსა.
მეფეთ წინაშე მდგომელსა და ახლო მინაყვანებსა
და სიფრთხილე უხამს დიადი,არ დასცდეს შეუგვანებსა.

მოყვასს ნუ ეტყვი, რაც გწადდეს, მტრისათვის დასაფარავსა,
ავს ჰყიდი, ავსა იყიდი, მოსავლად დაუზარავსა,
სიკვდილი უჯობს ავ კაცთა, პურის ჭამითა მხარ ავსა.
და ნუღარ შეხედავ იმ თვალით გლახაკს სხვისაგან მხარავსა.

თუ გინდა ავი კაცისა, თუ გწადს მოყვასთა ჯარები,
ავისთვის ავსა რად უზამ, გინდა მტრის მოსახარები?
თუ სხვის ფარდასა არ დახევ, არც შენზე გაიმწარები
და სასმენად საწყინარია უგვანთა სიტყვის გებანი.

უხვად მისცემდე, რადგან გწამს მყოფობა კაცის გულებსა,
ნამუსი შორად დარჩება ენაგრძელსა და უსულებსა.~
გათავდა მისი ანდერძი, რაც ეთქვა ნაუსულებსა.
და შენდობა გმართებს მსმენელსა, თუ მიხვდა მისსა სულებსა.

სიყრმეს ისწავლე, ხელთ დაგრჩეს, და წავლო ერთი ხანები,
ყრმად უარესად გამოჩნდეს ბევრი უსწავლთა მგვანები;
ლხინსა და ჭირსა უზარო, ბრძოლასა მბრძოლი ყრმანები,
და უხვი საღმრთო და ზნესრული, სიკეთით მონავანები.

ბერთა და ყრმათა ეს არ განყოფა, განთვისებანი:
ბერთა ყრმის საქმე არ ძალუცს, Qჭირს სოფლით დაკვნესებანი,
ყრმათ მცხოვანთ დაცდა არა აქვს, საწუთროს ესე ებანი.
და გულსა ამაყად გაშლილსა,სილაღით მიხვდეს ვსებანი.

ყმას ძრახავს ბერსა სისუსტეს და მისი მონატრელია,
მისწვდა ის მისსა საწადას, შენ გწადს საყვარელი,
ნუღარ ნუ აწყენ საწყენსა, სოფელი არი ტრელია,
და და მოვა შენზედაც, თუ გასძელ, ფერი თეთრი და Qწრელია.

ბერსა ასის წლის მოკლულსა სჭვრეტდა მოცინარენი:
`ვინ მოგცა მშვილდი - ეტყოდა- მაგ რიგად მონახარრენი?
მეცა ვიყიდო, მასწავლე, საჩემოდ მოსახმარენი.~
და თქვა: `ჭკუით იქეც, ვინც მომცა, შენც მოგცეს გასახარენი.~

ბერს-კაცს ერიდე უცებსა სახლებად, საამბელადო,
ბევრით სჯობს მოყმე ამისთვის, საქმე აქვს გასაძნელადო.
რაცა არ იცის, მის მეტი არ ძალუცს სხვა სათქმელადო.
და ყრმა სწავლას ელის, თუ რამ სჭირს სიყრმით და დაუცდელადო.

ორმოცის წლისა გამოსვლა საწყენსა გაამრავლებსა,
ორმოოცდაათი, სამოცი, კაცს გაჰხდის შესაბრალებსა;
რა ოთხმოცისა შეიქნას, გზას ვეღარ გაიკვალებსა,
და გავს პირაღმართზე ასულსა, თავდაღმართ ჩამავალებსა.

თუ მეფე იყო, იყავმცა მეფობის შემაფერები,
თვალი და ხელი დაკრძალე, სიავის მოსაგერები;
გულად არჩიე სიკეთე, მერმეღა სცნობენ ერები
და განაგდე უქმი სთქმელი, არაში დასაწერები.

მოკლე და კარგად ნათქვამი გულს გაახარებს, გონებსა,
კარგს ყური უგდე, ავსიტყვას ერიდე მოუწონებსა,
გლახაკს და მდაბალს პატივეც, მისცემდე შესაწონებსა
და რად უგვიანებ წყალობას სამსახურისა ქონებსა?

ნუ ხარ სიმართლის მოზარე, ნურცა სულ მარტო მჯდომარე,
მას მეფესავით არ მოხვდეს, ვინც იყო ამის მდომარე:
ჯდა მეფე ვინმე უშჯულო, ყოველგან ხელის მწვდომარე,
და სამუდმოდ იჯდა მხეველთან ფეხისა დაიდგომარე.

მოხელეთაგან შესჩივლა ქალმა ქვრივობით მყოფელმა,
ბრძანება მისსა, უსაჯონ სამსჯავროშია მყობელმან.
კვლავე შესჩივლა მეორედ ბედსა დამაგმობელმან,
და უბრძანა კიდევ ბრძანების მიცემა გაუგნებელმან.

ჰკადრა: `ძოღანცა მიბოძე, არა ქნეს გასაგონელად.~
`მეტი რა გიყო მაგისგან უმჯობე მოსაგონელად?~
`წამალს გასწავლი-შეჰკადრა- არ მექმნა გასაწყრომელად,
და რა ერთის მოვლა შეგეძლოს, იმთენს თემს ექმენ მქონელად.~

რა მეფეს ესმა, განიფთხო ვითა მძინარმა ძილადო,
იგ მოხელენი დახოცა, მისცა მათ მათსა წილადო;
ქვეყანა სრულად დაწყნარდა, აღარვინ იყო მცილადო.
და ამად არა ხამს მინდობა ვეზირთა დაუცილადო.

მეფეთა ცოტა გაცემა უკადრად დასამზერია,
არ უნდა ბძანონ სიტყვითა ცოტა რამ დასაჯერია.
რა ღვარი ატყდეს, სულ მორწყოს ტყე, მინდორი და სერია.
და ასე ხამს მათი სიუხვე, ყოველგან დასაწერია.

ერთს მეფეს ვახლდი რვას წელსა, სამი რამ სჭირდა სრულადო:
ორას ფლურს ქვეით არ გასცის, რაც რამე გამოკრულადო;
კბილს არ იჩენდის სიცილში, ეთქვათ რამ საცრუელადო
და ვერც ვნახე გაჯავრებული გინების აღმასრულადო

არ არი წესი მეფისა, ყმით იყოს დანამთვრალები,
მტერს დაფარულად მტერობდეს, ჰქონდესა დიდი ბრალები.
პირისპირ ძალუც საქნელად საქმენი დაუმცრალები,
და უკადრისია დიადად ქურდობით განამწყრალები.


თქმა ხელმწიფეთა სამსახურისათვის

ხედავთ, ტრფიალნო, გამოდით გაზაფხულისა არესო, ვარდსა ლახვრისა მსობელსა, რომელს მიჯნურსა არ ესო; ყვავილსა ფერად-ფერებში ეს-თუ არავინ არესო, და იმას უამოდ რას ვაქნევ, სამსალის უფრო მწარესო? აწ გაგიცხადო მსახურთა, მეფეთა სამსახურისა, რაზომ მიგწიოს, შორ დადეგ სამსურსა მოსასურისა; იყავ ბრძანების მორჩილი მძლავრისა, უსუსურისა, და სიფთხილით მქონე დღითი-დღე, მატებდე დასაშურუსა. ხელმწიფეთაგან რა მოგხვდეს პატივი განადიდები, მაშინ ეკრძალე უფროსად, შიშობდე მონარიდები, თუ ავი რამე ურჩივე, შენც მალე ჩამომცირდები. და მტრის მორევსა არმდომი სიცრუვეს გაუფთხილდები. არად ვარგა კაცი იყოს მეორისა ვისმე მძრახლად, სხვისა ვისმე საქონელი ნამალავად მისდვას სახლად, უთხრას რამე ავი სიტყვა ნაძვალევი განაახლად, და მოგაშორვებს ამგვარები, ვეღარა ჰქნა დასამძახლად. ბრძენთა სიტყვა, მეფეთ წყრომა ნუ გგონია სალაღობა, ცოდნა კაცსა გაათარხნებს, ზღუდე არის მოსაღობი. ხუთი უნდა თარხანს სჭირდეს მათის გულის დასალღობი: პირველ ესე-თვალი, ყური, გულიც მათგან მოუღობი. ეს სამი ჰქონდეს მუდამად ხელმწიფეზედა მზერელი, ამ წამ რა ბძანოს, რა სწადდეს, რისაცა იყოს მჭერელი; მეორედ-იყოს შვენებით მხატვართა დასაწერელი, რომ არ შესძულდეს ნახვაზე, არ ექნას მიწყივ მზერელი. მესამედ-მეფეთ წინაშე საჩენი ყველა რამენი, წიგნი, შაირი, კაი ხმა, ხუმრობა სასიამენი; ვარსკვლავთრიცხვა და გამოთქმა მისი რამ შესაწამენი. და წადილისებრივ იქმოდეს, როს იყოს მისი ჟამენი. მხედრად ვარგიყოს, სამხედრო ისოდეს ყოვლი ზნენია, ლაშქრობის დროსა სალაშქრო, რაც მისი გასაგნენია, ნადირობისა რაც არი წესი და შესამცნენია, არ დარჩეს უკან საქმეში უცოდნი, უამენია. რა ხელმწიფე თავის წინა იჯდეს, ახლდეს არავინ და, მას შეეძლოს გარიგება, წესი ნუმცა დაუცვინდა, რჩევა ჰკადროს, რა უბრძანოს: “ესე საქმე ასე გვინდა.” და კარგი ჰქონდეს საიდუმლოდ, არაოდეს შეუძვინდა. უნდა იცოდეს მეჯლიშის წესი და მართებულები იმ ვეზირსავით Aარ მიხვდეს საქმენი დაკარგულები: იჯდა ხელმწიფე, გვერთ ახლდა ვეზირი მიახლულები, და მეღვინეები გაასხა მათ გაიხაროს გულები. ვეზირმა მთვრალმა რა ნახა, თვალს უზამს, შენამზერობსა, მეფემ რქვა: ,,თვალსა რა გიჭირს, რომ აგრე განაჩერობსა?” ,,მეცა არ ვიცი-შეჰკადრა-რას მივხვდი გასაშტეროსა. და აქვს თვალი მრუდად მზერალი თავის თავისა მტეროსა. სიკვდილამდე ეგრე ჰქონდა მას უცებსა თვალი მზერად ვერ მოშლიდის კაცთა წინა, მდგომი იყო ანუ მწერად. ამით მორჩა რისხვისაგან, სასაიკვდილოდ დასაჭერად და კაცს გაუხდის აჩქარება დღესა მისსა დაუბერად.

თქმა მდივანთათვის

ძმასა არ არგო, სად ემწო, ანუ თუ დასცა დარია, ანუ სოფლისა სიმდიდრე, ბევრს ვისმე დასცა, დარია, ვინ მორჩა სიმუხთლისაგან, არავინ დასცა დარია. და ბოლოს ყოველი მუხთალმან ანაზდად დასცა და რია. მდივანს მართებს ყოვლი ენა საცოდნელად, დასაწერად, სიტყვა ჰქონდეს სახელმწიფო შესაკადრი შესაფერად ცოდნა სრული უნაკლულო სასაქმოში დასაჯერად, და მეჯლისშა და ღაღობაში მშვენიერი სამზერელად. ჯდომა,დგომა და წადგომა,თავაზა საქებელი, ტურფა მწერალი,წერილი საამოდ სასმენლები, რა წიგნის თავი ამოსცნოს,ბოლოს სცნას საამებელი, და მალ პოოს მისი პასუხი საჭირო,გასაძნელები. მეფემ მისწერა ერთს მეფეს ამბავი შეუგნებელი: “ჰაერზე სახლი-სამყოფი ჩემთვის ქენ ასაგებელი, ვერა ქნა,თემი მიბოძე ჩემის თემისა მხლებელი, და თვარემ გაახლო ლაშქარი საბრძოლად შეუძლებელი.” რა მივიდნენ მოციქულნი,მეფეს ჰკადრეს დანაპირი, თავდახრილი იგონებდა,ვეღარ გახსნა სათქმელად პირი; ჰყვა მდივანი სიბრძნით სავსე უკიდური,უნაპირი, და ჰკადრა:”ხანი დამაცალე,მასვე მივცე მისი ჭირი.” კვლავ გააბრუნეს დესპანი,შესთვალეს ,მიუწერესა: კალატოზებსა გაახლებ ხანს უკან დასაჯერესა.” რა ის წავიდა,მდივანი შეუდგა მას სამტერესა, და გასწვართა ოთხი არწივიზესტა ამსვლელად ზერესა, სამი ზედ შესხა ყმაწვილი,ამა სიტყვისა მხმობელად: “მომეც კივი და აგური ჩქარ-ჩქარად დაუკლებელად.” რა გასწვრთნა, თვითცა წავიდა,იგიც თანა ჰყვის მხლებელად, მივიდა მათსა ადგილსა,პირობის უცილებელად. ჰკადრა გაახლოთ მეფემა ჰაერზე სახლის მგებელი, ხვალ ხელსა მივყოფ აგებად,თუ მეფე არის მნებელი.” უბრძანა:”კარგი იქნება.”ჰკვირობდენ გაუგნებელი. და რა მზე აღმოჰხდა,მეიდანს გავიდა უყენებელი. აუშვა იგი არწივნი,ყმანი ზედ იყვნენ მჯდომელი, ჰაერთ სიმაღლედ ავიდენ,ჰკივრობდენ მუნა მდგომელი. ყრმანი მას სიტყვას იძახდენ,რაცა ესწავლა რომელი; და გაცუდდენ,რადგან ვერ მისცეს მას მისი მოსანდომელი. ჰკადრა მდივანმა:”უბოძეთ,მასალა მოსახმარენი.” მათ ვერაფერი ვერა ჰქნეს მისაწდომ,მისაკარენი; გაშველდენ,დადგნენ თავისთვის,გული დაუტკბათ მწარენი, და მდივანს მრავალი უბოძეს,მან წავლო მისვე მხარენი.

თხრობა ვეზირთათვის

თუ აქვს სოფელსა სიმაღლე ზეცამდე მისაწდომელად, ბოლოს დაუშვებს ძლიერად ქვესკნელად ჩასახდომელად, საჭვრეტლად გახდის საბრალოდ და არარისა მდომელად, და თოკი გაწყდება რჩევისა, მისაწდომ, მისახდომებლად. რა როგორ ღირს, რიცხვთა ცოდნა ვეზირთაა მოსახმარი, ხელმწიფეთა ქცევა-წესი არა მართებს განამხმარი, ქვეყნის მოვლა, გარიგება, რაც უჯობდეს მოსაქმარი, და მეფეთ წინა მართლის მთქმელი, უტყუარი, უუქმარი. შეშას არ გამოიმეტებ, მწვადი დარჩების უმადო, კარისკაცს ხელს ნუ შეუკრავ ცხადად და დასაჩუმადო. თუ რასმე სჭამდეს საჭმელსა საჯაროდ, ანუ მდუმადო, და ორის თითითა იხმიოს, არ დარჩეს გასამგუმადო. ვით იქცეოდეს მეფესთან, ჯარში ხამს აგრე ქცევანი, ნუ ეძებს ცოტას საძებსა, უფრო მიხვდება რევანი. კბილს დანარჩომმა საჭმელმა მუცელს ვერ მისცეს წევანი და სარგებელს ექნას სასწორით ზიანი, დამაძლევანი. გწადს რადგან მეფეთ მოსავლის სიმრავლე, შემატებანი, რუ გამოიღევ, უშენთა უყავ ზე აშენებანი; მეფისგან საზრდოს ნუ უჭრი, რაზომცა გქონდეს ნებანი, და ღმერთს შესტირებენ, არ არი ერთგულებისა მცნებანი. ხელმწიფემვინმე წაართვა ვეზირსა ვეზირობანი, უბრძანა: ,,მთხოვე ადგილი, გქონდეს ნებისად პყრობანი.” ჰკადრა: ,,ნასოფლის ადგილის მიბოძეთ საურობანი.” და ბრძანა: ,,მოსძებნეთ, მიეცით, იწადა უფერობანი.” სძებნეს და ვერსად იპოვეს მას თემსა ნასოფლარები. ,,სამეფოშია არ არი-ჰკადრეს-მაგვარი არები.” უთხრა ვეზირმა: ,,არც მე მწადს სანაცვლოდ მაგის გვარები, და ასეთს კაცს მიეც, ჩემსავით ქნას მანცა მონაბარები.” რა ეს ცნა მეფემ, ვეზირთან ბოდიშსა მომთხოველობდა, ვეზირობაზე სხვაც ბევრი მისცა და მიამთვლელობდა. სჯობს საქმის სწორად დაჭერა, სიმრუდით რათა მვლელობდა? და სჯიდე წყალობით, გასინჯვით, ნურავის გულსა მწველობდა. მშვიდობა გინდა მეფისა, შიში გქონდეს და რიდები, რა გინდ რომ იყოს ყმაწვილი, დამდაბლდი, ნუ ედიდები. იხვის ბარტყს სწავლა არ უნდა ცურვისა,არცა ხიდები. და აგრევ მეფეთა ნაშობმა იკიდოს ასაკიდები. რადგან ასეა, შეგიტყობს როსცაა კარგსა და ავებსა, მოგაგებს შენსა პასუხსა, ნაქნარსა, ნასადავებსა; სადაც წავიდნენ მეფენი, ნუ შორავ მოსადავებსა, და თვარემე მტერი გიპოვნის დროს რასმე გასათავებსა. კაცს რომ მის სარგოდ უნდოდეს საქმეში განარეობა, სხვა არვინ უნდეს სამყოფად, რომ ეძლოს გასამხრეობა, იპარევდეს და სხვისა რამ თავისად ჰქონდეს მრეობა, და მეფედ სახელსა წაახდენს თემს მისცეს ჭირის მდრეობა. ამგვარნი გვანან, უდენს რუს წყალი ჩაუგდო მდენადო, თვითონ შეისვამს, არ უშვებს ცოტა ჩავიდეს ქვენადო, ნადენს რუს მალე გაივლის, ჩქარა და მოუწყენადო, და მით მაძღარია სისველით ძირსა, ბოლოს და ზენადო. სპარსთ მეფემ ერთს კაცს უბოძა სამთავროდ სამარყანდია, რა მუხლს აკოცა მან კაცმა, ჰკადრაეს შეუგვანდია: ,,რაც სამსახური მიბრძანო, დანიშნე, გავიყვან დია.” და უბრძანა: ,,პასუხსაწ გეტყვი, რისაცა იყავ მდომარე: არ მართებს მეფეს, რომ იყოს მტყუანი, შეუძლებარი, ხმლით აძლევს მტერსა პასუხსა, ყმათაა ურცხვად მგებარი, შენ რატომ მკადრე ეს სიტყვა უკადრი, შეუქებარი? და აწე სცნა, რომე არა ვარ უღონო, შეუგებარი.”

თქმა სპასალართათვის:

რა ხანი წარვლის, გარდავა სახელიც სახელოვანი, იგივ უფროა სიგძითა სხვისაგან გასაძლოვანი; რადგან არა რა დაგვრჩება, ესევ სჯობს ძალგულოვანი, და მივდევდეთ მასვე სახელსა, შევიქნათ დასაგლოვანი. მებრძოლს მართებს ქალწულება, არ შეუშვას სიძვა გულად, არ უნდოდეს მოსვენება, გარჯით იყოს დასაგულად, მართ აგრევე მორჩილება არ მიაჩნდეს მისა წყლულად, ნუ იქადი მამაცობას, თუ არა გჭირს ესე სრულად. თუ გწადს, რომ იყო სპასპეტი, იყავ უხვი და მძლეველი, მოლაშქრენია საშენოდ სულისა დამალეველი, შენ რატომე გშურს წყალობა, რად არ ხარ ამის მკვლეველი? და რაც არ დასთესო სათესში, ვერ ჰპოო მოსაძლეველი. რა საქმე აღარ მოგეშვას, უკან ნუ სდგები მშიშარი, ადრე სჯობს მთრისა დასწრება ყოველი შესამუშარი, რომ გიმზადებდეს ვახშამსა, სადილად შექენ მქუშარი. ცდითა და მოჭირვებითა მოგეცეს დასაშუშარი. ომსა სისუსტე არ უნდა, თავისა დამზოგაობა, არ მოგხვდეს საფლავის მეტად მოსვენებისა მგაობა, ნუ მოისვენებ ცოცხალი, ნუ შეგდგამს არამგაობა, და ან სახელი ჰქენ, ან მოკვდი, ცუდია სხვა იგაობა.

თქმა სტუმართათვის

ყვავილს სიცხე ააყვავებს, ყინვა დასძრავს, დაამჭკნარებს, აგრევ კაცსა ეს სოფელი ბოლოდ ჭირად დაამთქნარებს, ვერ გაიტანს მოსახმარსა, თუ არ კარგის ნასაქმარებს. და პატივი და სიყვარული სულ აღმოფხვრის ეკალ-ნარებს. დია ხამს სტუმრის თავაზა დახდომა, გულის ჩვენება, ყმა იყოს,გინა უმცროსი, პატივით მართებს ხსენება, ყვედრება არის, თუ უთხრა ეგეთი გასაწყენება: და ,,უკაცრავად ვარ, ვერ დაგხვდი, ვითა მწადდა მწადდა და მენება.” შესწრაფება ლხინს ვერ ნახავს ამგვარის სიტყვის სმენითა. მასპინძელს მართებს სტუმარზე, საქმით, სიტყვით და ენითა- მდაბალი მაღლა ასწიოს სიტყვითა მოუწყენითა, და უშურვლად მისცეს,რაც სწადეს, საქმითა შეუქენითა. ბასრა უბოძა ერთს კაცსა მეფემ არაბთა მფლობელმან, მრავალი მეფეთ ხაზინა შეჭამა დასაგმობელმან, რა სცნეს, მოიხმეს, უბრძანეს: ,,რასთვის ჰქენ მიუნდობელმან?” და ,,ანგარიშშია დაატყდა”- თქვა მწუხრად გაუგებელმან. თვე ერთი სთხოვა, მაცადეთ, თქვენსა მოგართმევ სრულადო, მათ მოუსმინეს, გაგზავნეს თვით სახლსა შენახულადო; რა თვე გათავდა, მოიხმეს, სთხოვდენ სულ უნაკლულადო. და თქვა: ,,სრულად მომირთმევია, რაც იყო ჩემზე თქმულადო. თეთრი არ მოგეც, თვე არის ვარ სახლსა შენსა მჯდომელი, პურის ცხონამა შემიქნა კბილები დაუდგომელი.” რა მეფეს ესმა, იამა, სტუმრად ყოფილა მცხრომელი. და სტუმარს სხვა მეტი რა ვკადროთ, მივართოთ მოსანდომელი! მით აპატივა ყოველი, სტუმრად რომა თქვა თავია, ჩააროვინა ერთპირად, რაც ჰქონდა დასადავია, წავიდა სახლსა მშვიდობით მადლობის გამათავია. და ვინც მასპინძლობა არ იცის, რისავ თქვათ შესართავია?

თქმა სიყვარულისათვის

მღვთით, სვემან და მოჭირვებამ წარიმართა ამა სამა, ერთმა სოფლის მოსავალმა ცუდად რამე ამასამა, აწ გამხადა სოფლის მგმობლად ჭირმა ჩემმა ამ ასამა. და ვერვინ ჰპოოს სოფელშია საამობლად ამას ამა. ნახეთ მოციქულთ წერილი სიყვარულს როგორ ზრახებსა! თვით მას მოქმედს და უქმედსა სიყვარულს დაასახებსა, ამით გვაქადის მორჩენას მას ძნელსა დასაახებსა, და თავსა დაგხურავს გვირგვინსა თვალთაგან დაუნახებსა. გიყვარდეს ასე მოყვასი, რაცა გწადს შენ საქნელადო მტერი იყოს, თუ მოყვარე, მეტი ნუ გინდა ძნელადო; ნუ საქმით, ნურცა რჩევითა, ნურც სიტყვის გამომთქმელადო. და სხვისგან შენ ავი, სხვამ შენგან ვერ ჰპოოთ მოსასვლელადო.

თქმა საქონლის შეკრებისათვის

ბევრი დავთესე ყვავილი სურნელებისა ფშოვანი, გავმარგლე, მოვრწყე, გავაწყევ, კარი არ უყავ მხშოვანი ყურისა ხარბად სასმენი, გულისა შესაშოვანი. და გარე ნუ უვლით, შიგ შედით, მიიღეთ მოსაშოვანი ნუ აგროვებ საქონელსა, ნურც გაუშვებ, გახდე გლახად, ღარიბს მიეც, დავრდომილსა, ნურას აძლევ მდიდარს ნახად. რად დახარჯავ ცუდად რასმე, უსარვაგოს გამოსახად? და გარჯას თავსა ნუ არიდებ, ვერ აღრაცხო განძი სახად. ნუ სჭმუნავ, გამხიარულდი, თეთრი მალ მოიგებისა, თეთრი მწვედ საყვარელია და გული მიეგებისა; გლახა უფროსად გიყვარდეს, სხვა რამე მოგეგებისა. და არვის შერჩება სიმდიდრე, გარდივლის, არ დადგებისა. რაცა მოგეცეს განგებით, დასჯერდი, დასაჯერებსა, ადგილს დახარჯე სახარჯი, ნუ ასწევ მეტსა ზერებსა, გარიგდებოდეს უქრთამოდ, ნუ აძლევ ცუდად მწერებსა. და დახარჯე, სადაც გმართებდეს, არ მიხვდე დასაჯერებსა. ნუ ეწყობი მდიდარს, იყოს უამებლად, კაცთა შურად. ერთი თავის სიღარიბებით გაგეჩვენოს სამსახურად, მალე მიეც, ნუ შეირჩენ, მაგიერი დასაშურად. და გული ასე აღუსრულე, არ თქვას რა უხამსურად. ძვირი იეფად იყიდოს, კაცსა მწვე იამებისა, სასუფეველი იყიდე აღსასრულებად ნებისა; ნაკლები არის ნაკლები, მეტი მიმცემი ვნებისა, და შუას გზაზედა მრავალსა გზა მიხვდა გასაგნებისა. ნათელს ჭრაქსა ბევრი ზეთი ვერ ანათებს, დააბნელებს, ხარბათ წყალი სარწყავს მისცე, მოსავალსა დაანელებს; არგებს ყველას ზომიერი, საქმეს არას გააძნელებს, და შუა გზა და შუა საქმე ავს არ მოგვრის მისა მქნელებს.

თქმა ანაბრის შენახვისათვის

ბრალი არის წასახდენად მაღლა სარო ანაზარდი, ქვე ზურმუხტად გამწვანული, დაცვარული გარე ვარდი, ჩრდილი მისი მონაძული, გაგდებული, განავარდი, და არვინ ჰყვანდეს ხელის მყრელი,შესახვევი, შესაყვარდი. ნუ მიიბარებ ანაბარს თუ არ დიდისა ძნელობით, თუ მიიბარო ნუ აკლებ, იყავ ამისა მცდელობით. ცოდვა არ არის ღვთის წინა უდიდეს შინა მვლელობით, და ასე ძნელია ღალატი,სახლი შეგიქნას მცლელობით. კაცი წავა დილა ბნელსა, აბანოსა საბანელად, მოყვას[ს] უთხრა: ,,თან წამამყევ შენცა ამის გასაგნელად.” ,,გიახლები კარამდისი-უთხრა-სევდის დასანელად.” და მიჰყვა უკან გამობრუნდა გზასამისსა მეტად ნელად. აბანოს კარსა მივიდა ის კაცი შემავალები, მოყვსის ეგონა იქ ყოფნა, ქმნა საქმე შენაცვალები, ჯიბიდამ თეთრი მოიღო უნახად დაუთვალები: ,,ღვთის ანაბარი მიიღე”-უბნობს ეს დასავალები. მუნ ქურდი იდგა, მოუღო, დაჯდა მუნ კართა მცველობსა, რა გამოვიდა ის კაცი, მასვე მას გზასა მვლელობსა, ქურდმან უყივლა: ,,მობრუნდი, თეთრი წაიღე მთვლელობსა, და დღეს მოვსცდი ამა საქმითა, საქმესა ჩემს საცდელობსა.” ჰკითხეს: ,, ვინა ხარ?” ,,ის კაცი ვარ-უთხრა-ქურდი მპარავი.” ,,რად არ წაიღე ეს თეთრი, საშოვრედ იყო არ ავი?'” ,,ღვთის ანაბარზე სიმუხთლე ვით მექნა გასამწარავი! და თუ ჩემითახლად მეშოვნა, მქონდა გასახარავი.” ქურდიც ელტვის, რომე გესმას,საქმე რასმე დასაბარსა. არ იმუხთლო ანაბარზე არვის მიჰყვე საუბარსა, არვინა იქს ბრძენთაგანი,თავსა მისცემს დასაბარსა. და თქმულა: მგელიც შეინახავს ცხვარსა მისსა მინაბარსა.

თქმა მემშურნობისათვის

გემუდარები ნუ მიჩხრეკ ლექსის სიგძე-განებასა, ნურცა რუსთველსა მადარებ, ნურცა-ღა ლექსთა სხვანებსა; ზარდახშანშია დასჭვრიტე თეთრსა, წითელსა, მწვანებსა; და აღიღე, რაცაგეწადოს, ნუ ეძებ შეუგვანებსა. შურით კაცისა წახდენა ვისგან რა საუბნარია? მიტევება და დათმობა კარგი რამ საცოდნარია. პირუტყვის მეტი ვინ არი,რა იყოს ამის მქნარია, და არ გაურიოს საქმეში ეკალი ანუ ნარია. ადამც არ დარჩა უცოდი, პირველი კაცი ბრძენია, სხვა ვინ დარჩების სამს გარდა ნაშობი მისი ძენია? რა გცოდოს კაცმან საცოდი მოსაძულ გასაძენია, და მოიქცეს, მალ მიუტევ, მცნებისა შესაძენია. ჰყვა ხელმწიფესა სამართლით ქვეყანა მომადლებული, სიმშვიდითა და წყალობით გზისა მის დაუკლებული, მოართვეს ბევრი შემცოდე, სწყრებოდა გაალებული და ბრძანა და ზოგი დახოცეს სოფლისგან დანაკლებული. დამშავეთაგან იზახდა: ,,მეფისა საცოდნარია, ქება სამართლის ჩვენზედა ცუდ იყო საამბარია, ეს მოგვივიდა, შენს ჟამში სამარედ მისაბარია, და უწყალო სხვას რას გვიზემდა, უღმრთო და უცებარია.” ხელმწიფეს ესმა, უბრძანა: ,,გაუშვით, გაუტევენით, არც მათ დავხოცდი, წინ გეთქვა, ვინც გახდენ ჭირის მწევენით.” ასე ხამს მოწყალებანი, რომ იქნან მისასევენით. და მეფე და ქვეყნის ორგული გასტანჯეთ შეუწევენით. ხვეწნად არა ღირს, იცოდე, დანაშაულის მჭევრები, ვინც შუა შემოგივიდეს, მიმადლე, იყოს ბევრები, ანუ თუ თვითან შეიქნას, ვედრებით განამტვერები, და გეყოფა ღვთისგან, ძმა არი ხვეწნისა დამაჯერები.

თქმა სიკეთისათვის

შიგ დავრჩი სოფლის ღელვასა მენავე ნაოსანია, არ დამიჯერეს უმცროსთა,რაც უთხარ სარგოსანია, იქით მკრა, აქეთ მომაგდო, საქმე ვცან სამხნოსანია; და ნაპირს გამოველ, ეს დამრჩა სალხინოდ სამოსანია. ნუ ედავები უბრალოდ საქმესა მიუდავებსა, დღეს დაგიმოკლებს, შეგასწრებს ჟამსა და დროსა ავებსა. დავი თუ გინდა, იქმოდე საქმეზე შესაგვავებსა. და ნუ რჯი, სარჯელსა სარჯელი მოაქვს და მოემწვავებსა. კაცსა უნდა მოწყალება გულსა ჰქონდეს დანერგულად, რჯიდე ვისმე,რა სარგოა წყლულს აძლევდე წყლულსა გულად? უმეცარად ცუდის ჯავრით ბოროტის ხარ განაგულად. და ნუ გააღებ მტრობის კარსა, მაგრადა ჰქენ მინაგულად. კაცსა ჰყვანდა ცხვარი ბევრი, რძესა, რძესა სწტველოდა მეტად მრავლად, შიგან წყალსა გაურევდის, ჰყიდის, იყვის ეგრე მავლად. მეცხვარე ჰყვა გონიერი, დაურიგდა უგბილს სწავლად: და “შეიბრალე ღავი შენი, ჩამოეხსენ საქავს მქავლად.” არ უსმინა, რაზომიცა შესაგონი შეაგონა, გაბრუნდა და ცხვარტან მივა, რა აღარ გაუგონა ფარეხს ცხვარიშეაყენა, ჰქონდა ღელეს ასაგონა, და ავიდა და სერზედ დაწვა, ჭირთა მისღა დაუღონა. მთვარე წყლის ბურჯი შევიდა, ღვარი ასტეხა ცვრეული, ის ღელე სრულად მოგრაგნა, რაც იყო მაშიგ რეული, მეცხვარე ადგა, მივიდა პატრონთარ გულდანგრეული, და უთხრა: ნაქნარსა ნაცვალი არ ექნას განსერული. ერთპირად წყალი მოვიდა, რაც რძესა იყო რეულად, სრულად მოწყვიტა ჭამბარი, ძველი იყო თუ წლეულად; არ დამიჯერე ნათქვამი, რაცა ვთქვენ შენამცენულად.” და უგბილად ქმნულმან უგბილი ასე გახადოს ძლეულად. სიავე და უწყალობა, ნუ გგონია, შეგრჩეს ბოლოს, თუ პირველზე გაგინათლოს, მერმე ბნელად დაგაბოლოს, დაიჯერე ბრძენთა სიტყვა, ნუ აჰყვები აუყოლოს. და რაც ნაქნარი უმეცრული თავსა მისცემს დასაქოლოს. არას დამჭირნე არ იყოს, უთქვამს კაცობის ნიშანი, არვისა სთხოვდეს ღვთის მეტსა,ჭირი მიხვდეს, თუ იშანი, მთხოველსა მისცეს უყვედრად, ვითა სიუხვით ქვიშანი, და ისწავლოს სხვამაც იმისგან მოწყალეება ვიშანი. უწყალოდ და ულმობელად ესეაო ჩასაგდებლად, დაჭირებულს არ აძლევდე უნჯსა შენსა მისადებლად. სპარსი მისცემს მოწყალებას, სხვას არ სწავლის მოსაგებლად და ფრანგი თუცა ისწავლება, არას მისცემს გარდსადებლად. მეტის მეტად სამი უნდა კაცსა ჰქონდეს შენახულად: ენა, ხელი, სახედველი ჰქონდეს ავზე დაკლებულად. მოეშორვე სამსა რასმე, ნუ შეუშვებ ეამსაც გულად. და უთქვამს: უნახს, უქონელსა ნუ ეძიებ შენდა წყლულად. სამი გქონდეს სამუდამოდ განაშალი განღებულად: სალარო და სახლის კარი, სუფრა აროს დაკლებულად; მტერი იყოს თუ მოყვასი ნუ გშურს უხვად მიღებულად. და მისთვის მტერსა გაგიმოყვრებს და შეგიქმნას დაძემბულად. რაცა შენთვის არა გწადდეს, სხვას ნუ უზამ მოსასვლელად, მაშინ იცან თავი შენი ავისაგან გარდამცვლელად. მტერსამტრობა არ მიაგო, იქმნა ავთა გარდამვლელად, და შეუნდო და მიუტეო, ყოფილიყოს შენდა მკვლელად. გინდა თუ იყო ქვეყნად საქები საამბობარე, ნუ ზოგავ, ნახო გლახაკი დაჭირებითა მხმობარე; ბევრს ჰპოებს ცოტას დათესით უცთური ამის მებარე, და სხვისა ნუ გინდა, გიჭირდეს, ეს ავი დასაგმობარე. ,,სამოც-და-სამის წლისა ვარ_ასწავლის, ეუბნებისა,_ ასე მივლია, თუ დავრჩი, ესევე მენებებისა, რაც საქმე ჩემთვის არ მომწონს, არც შენთვის მეკეთებისა, და სხვას არ იწვრთიდე, ეს იწვრთენ: გასამტკიცებლად თბებისა.” იწვრთე, ისმინე ნაწვართი, კარგვარად მოგიხდებისა, თუ არ ისმინო, ქვე დადევ, სხვა ისმენს, არ წახდებისა, შენდობას ვინმე მიბრძანებს,ჩემ[ს] სულსა მოუხდებისა. და კვლავ გითხრა კიდევ სათქმელი, თუ მზე არ დამიხდებისა. ბრძენსა უთქვამს: რაც არა ვთქვი, აროს მომხვდა სინანულად, თქმულან ჩემმან დასანანი ადრე მომცა ისევ ძნულად, არ მობრუნდეს განატყორცი უმეცრული გაუგნელად, და დაკოდილი ვერ გამთელდეს მალამისა რისმე ქმნულად. უბრძანებია კეკისარს დასახსოვარი თქმულები: უფრო ნებად მაქვს თქმულისგან უთქმელი დამარხულები, მით რასაც ვიტყვი, ვერ მოვშლი კიდეც მითქვემდეს გულები, და უთქმელსა არ ვიქ, თუ არ მწადს, მოვრჩები დაუწყლულები. გონჯი, ავსახე, ავტანი ფილასოფოსი ბრძენია მაკიდონელთან მივიდა , ბრძანა: ,,რა მოსაძენია?” ჰკადრებდა: ,,სიტყვა მისმინე, არა ვარ გასაძენია, და არ დაითმობის სიგონჯით, თუცა ადამის ძენია. უწყალოდ უნდა სძრახევდე, არ სიგონჯისა მქონელსა, ვამსგავსებ კაცსა ქარქაშსა, ხმლის პირსა სულსა მგონელსა, ხამს პირისათვის უბნობდენ ქებასა შეუწოენლსა, და თვარამ ქარქაში რაც იყოს, დაფარავს შესაკონელსა. ავ-გული იყოს კეკლუცი, მშვენვარე, სატურფალია, მისთვის მძიმეა სიტყვაი უგვანი, საღაფალია, არ სჭირდეს კარგი სიტურფეს დასამარხ, დასაფალია, და ვერას იშოვნის იმითი მთავარი საუფალია. კარგი კაცი საქონელსა მოყვას[ს] მისცემს, მიანიჭებს ავი მტერსა სეუნახავს, საქმესა იქს გასაკრიჭებს. რა ეს ნახა ალექსანდრემ, სიბრძნე მისი მოღრმოდ იჭებს, და წამ ბოდიში მოიხადა, გაამდიდრებს,არ აბიჭებს. უთქვამს სოგრატს საქონელი მოსვენებად, კაცის ლხინად. რაც ინათრო, სულ აგიხდეს, ჭკუას გახდის სასაცინად. არ ითქმოდეს რაცა ჯარში, სათქმელია მეტად ძვინად, და სირცხვილის დასაძრახავის დათმობაა ჭკუის მძინად. მცოდნესა და გონიერსა გარჯა უფრო მოასვენებს, უგბილსა და უმეცარსა მოსვენებაც ვერ ასვენებს. მალს ცხენსა ჰგავს კაცის დღენი გაჭენებულს, გასამჩვენებს, და ვერ ეწიოს რაზომც სდიოს,შეუპყრობს და მიუწევნებს. ვითა სნეულსა მკურნალი ელ-ნელა მისცემს რგებასა, რა სწვრთნიდე ბრძენი უცებსა, უზემდე სიტყვის გებასა , იქმოდე მისებრ, რას აქნევ, მეტად ბევრ-ხანსა გებასა? და უცების აყიბარჩებას გიჯობს საბმური გებასა. ასწავლის სოგრატ მოწაფეს სოფლად სოფლისა თმობასა: ,,ერთი დღის საგძლად გეყოფა_უზამს ამრიგად გმობასა_ არ დაგძრას სიცხემ, სიცივემ, ადგილი ჰპოვე ხმობასა- და შენვე მსახურე შენს თავსა, ვალს ნუ იკიდებ ხმობასა. შენი ფეხი ცხენად გყვანდეს. ქვეშ საგებად მიწა შავი, სასინათლოდ ვარსკვლავები და მაშხალად მთვარე მგვავი, ცოდნა შენდა ამხანაგად, რაღა გითხრა მოსადავი? და ასე გავლე ეს სოფელი, მტვერი მისი დაიგავი. სწავლას ეცადე დიადად, სჯობდე შენ შენსა ტოლებსა, გამოჩნდე კაცად, არ გვანდე პირუტყვის გასაყოლებსა.” “რა არის უცხო?- ჰკითხევდენ სოგრატს სიბერით მწოლებსა,- და რასტვინ დასცდება ჭვიანი, რად ცეცხლსა მოიბოლებსა?” საკრავს სწავობდა, სიმღერას, უთქვამტო კაცი ბერია, დასცინეს: “რად ხარ მაგ დროთა შაგირდობისი მზერია? თქვა: “ არ მრცხვენიან ბერს-კაცსა, ცოდნა ხამს დასაჯერია, და რომ არ ვიცოდე, ის უფრო სასირცხვოდ დასაწერია.” კვლავ ჰკითხეს: “გვითხარ, სოფელში რა უფრო გემრიელობსა?” “სწავლა და სიტყვის გაგონა, ვინცა ვინ ამას მცდელობსა, საყვარელია, ვინცაღა კარგ-საქციელად მვლელობსა. და მკურნალი ცოდნის სიმრავლე მრავალსა სენსა მშველობსა. ის არი ქურდი, ვინც მთხრობლობს, მთქმელსა ვერ დაისწავლისა, მოგკითხვენ ბოლოდ ნათქვამსა, მასვე გზაზედა წავლისა; გყვანდეს მოყვასი მისანდო, ისმინე სიტყვა სწავლისა, და რა გინდ რომ აღარ შეეძლოს, ნუ დასთმობ შესაბრალისა.” მეფეთ წახდენა მიაგავს ხომალდსა ზღვაში მღელავსა, რა ის გატყდება, მრავალი დაინთქმის, დაიქელავსა, აგრევ მათივე ქვეყანას გააწლობს, გააწველავსა, და სადაც სჭირს კაცსა სიკეთე, სამკვიდროდ ის უღელავსა. ,,კაცი გიპირებს სიკვდილსა,”_კაცი კაცს ეუბნებისა._ უთხრა: ,,მას უფრო ეშინის მისგანვე მისის ვნებასა.” სიტყვა ბრძენისა უსწავლთან ამას გავს, ვინც ინებისა, და მთვრალმან ფხიზლისა ნათქვამი ქებისა ან გინებისა. ოდეს გულსა პატრონობდეს, არ იცნობა მისი ნება, არ მოუა არსით ავი, არც აუგი ეოცნება; სიბრძნის წილში ის ჩააგდევ, ვისა ჰქონდეს ესე გნება, და არას მტერს და მოყვარესა არ უნდოდეს მისი ვნება. საწუთრო მიჰგავს ეკალსა გზას ქვეშე დანაყაროსა, იყოს ამგვარად ნაქნარი, ინახებოდეს აროსა, გამვლელს ფეხზედა ჩხვლეტითა აჭირვოს,შეაზაროსა, და ვინცა იცნობდეს, ფთხილად და უვნებლად გაიაროსა. ალექსანდრეს ვინც ეტყოდა სიტყვას რასმე საქებარსა, უწყენდა და უბრძანებდა: ,,მას ნუ მასმენ საუბარსა, ხვეწნა კაცსა გაამაყებს, ქება შეიქს დასაბარსა, და შვენის კაცსა უგუნურსა, დასათესავ, დასაბარსა.” თუ სჯერა ვინმე მკურნალის ნათქვამსა, დანარიგებსა, ჭირსა მორჩება ადრობით, გძლად ქვეშე აღარ იგებსა, არ უსმენს, ნუღარ აბრალებს, ვერარას გაურიგებსა, და ირგებს იმთენსაც უცები, ჭამით სნეული ირგებსა. თუ სჯერა ვინმე მკურნალის ნათქვამსა, დანარიგებსა, ჭირსა მორჩება ადრობით, გძლად ქვეშე აღარ იგებსა, არ უსმენს, ნუღარ აბრალებს, ვერეარას გაურიგებსა, და ირგებს იმთენსაც უცები, ჭამით სნეული ირგებსა. თუ მართებს მეფეთ საწყრომზე რისხვა და დიდი ზარები, მოწყალება და სიმშვიდე ზედ არი მოსახმარები ავია მათი ურცხობა, მჭვრეტელთა შესაზარები და სხვისგან თავისი უფროსად სირცხვილი ჰქონდეს მხარები. ავს დაეჩვევი, მალ წავა, დაგრჩება ავ-გულობანი, ავ კაცად იმას ჩავაგდებ, ჰქონდეს ეს ჩვეულობანი: აგროვებდეს და სხვას დარჩეს სიმდიდრე, სიმრავლობანი და სულ გაუცუდდეს ნაცადი, მტერს მიხვდეს ხადილობანი. თუ ოთხფეხა უენობა მოჰკლავს, ისივ გააცუდებს. ენა კაცსა სულისაგან გაიყვანს და გააგუდებს, სიჩქარე არ-გასინჯვა სინანულსა წინ დაუდებს, და თვალი ავად მყურებელი გაასივებს მისსა ბუდებს. უმჯობე მეფე ის არის, ჭკუითა ჰოქნდეს მკობანი. ერთმან ვეზირმან ერთს მეფეს უყო ამისი მბობანი: მოსულა ზღვის პირს ვაჭარი, სპეკალთა უამრობანი,- და ას-ათას დინრად ვიყიდე ერთმანერთისა მჯობანი. უბრძანა: მითხარ ამბავი ჩემს წინა მოუწონარი, ასი-ათასი მაგდენი ერთ ფულადა მჩანს მქონარი, მე რომ ვაჭრობა დავიწყო, ვიყო მაგისი მგონარი, და ვაჭარმა რა ქნას, რით დარჩეს, ვითი ქმნას უქმად მცონარი? უბრძანა: მიეც უკლებად მაგ ფასად ვაჭართ სრულობით, მყავს მოხელენი მრავალი მაგ სახელოზე თქმულობით, თუ მინდა მომიტანებენ, სადა აქვთ დანა გულობით, და ვით ფასს დასდებენ, ვიყიდი გულისა დაუწყლულობით. სპარსთ მეფე იყო მიდამო სიკეთით გახმოვნებული, ბასრის მთავრისგან ურიამ უჩივლა, ვარო ვნებული. ნატეხარზედა დაწერა ტალახით ესრეთ მცნებული: და ,,ანუ უსაჯე,ანა ხარ სახელით განყენებული.” წიგნი რა ნახა მთავარმა ურიის მინაღებული, უსაჯა მრავლის ბოდიშით, ასრულა მისი ნებული: ,,ნუღარ უჩივლებ მეფესა ჩემგამო მოყივნებული.” და ასე ხამს შექმნას სამართლით მოქენე შექენებული. * * * ამირ-ნასრანის ნათქვამი გათავდა სპარსთა თქმულები, ჯერ გამოვიღე ამბავად ვარდი-კოკობი რგულები, აწ სევდის მოსაქარვებლად ლექსად ვარ განმაგულები. და ყველას დარჩება სოფელში გაუკურნებლად წყლულები. სიმრავლის მწიკვლი ცოდვისა ვერა ვქენ განაბანია, უკან-და-უკან სხვა მომყვა ართმანეთს მონაბანია, სულ დამიქცია სამყოფი,სახლი სართული, ბანია. და მეფობის ნაცვლად სოფელმან მიბოძა ლექსობანია. არვის დაინდობს სოფელი მისანდოდ დაუნდობელი, მიმდევთა გასაქიქენი, უდევთა დასაგმობელი, მეფეთა ანუ გლახაკთა ბუკთა საჭიროს მხმობელი, და გულითა ამაღლებულთა საბრალოდ დამამხობელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი