შემომღუღუნე, ჩონგურო
შემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილაღე რამდენი ჩანალესია!.. ამოჟღარუნდი ხმატკბილად, ატირდი, ამატირია!.. ჩემთვის ღვთის პირით ტირილში სამოთხე დანაპირია, ტირილით გაუმთელდება გულს მოტეხილი პირია. ანგელოზთ გუნდში კი ვმღერი მაშინ, როს აქა ვტირია. თვალს ნუ მარიდებ, ლამაზო, ჩემკენ მოიღე პირია. შენს მზერას ჩონგურის ხმაზე რაღა სამოთხე სჭირია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი