მუტრუკი მიტომ მუტრუკობს
მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი: შაუფეროდე ყველასა; ნუ მიენდობი, ერიდე კაცს გაიძვერას, მელასა. ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს, რა უშავ ჩოხის ძველასა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი