გამო...ანათებ
და ვზივართ ისევ მზის სასთუმალთან ოთახში სხივებს არ უშვებს ქარი, კაცი ეწევა ყალიონს აკლავს დარდებს რომელსაც უტოვებს ქალი. ამ დროს ყოველი წამია უქმი და სხვა ფერების ერევა ვნება, ფანჯრიდა მკერდზე გეცემა შუქი და მაინც შენში უკუნათ ბნელა.. გაუსაძლისი სიჩუმე სუფევს; მოდებულია იები საწოლს დრო ჩვენ სიცოცხლეს წამებად ითვლის; და ნერვებს მიწყვეტს რომ გტოვებ მარტოს. წუთები გადის მზე სამარხშია ოთახში სხივებს არ უშვებს ქარი კაცი ეწევა და დარდებს აკლავს, დარდებს რომელაც უტოვებს ქალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი