ოქროს კიდობანი


სამწუხაროდ დრო ერთჯერად ფაქტებს ინახავს
სხვები კი ლაპარაკობენ,
ლაპარაკობენ,
ლაპარაკობენ გაუთავებლად,
რომ დააგროვონ დუმილი
და ჩემ წინ გადმოანთხიონ.
მე კი ამ დროს
ოქროს კიდობანს ვაგებ,
სადაც მხოლოდ შენ აგიყვან
და მეყოლება მთელი სამყარო შენში
და მეყვარება მთელი სამყარო შენში,
გაფრენისას კი
უკანასკნელად გადმოვხედავთ დედამიწელებს,
რათა ვუთხრათ:
წაშალეთ ფაქტები, წაშალეთ!
მანდ მხოლოდ სიძულვილს ინახავთ
და სანამ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს
ამდენი ბოროტებისაგან,
დაიწყეთ კიდობნის აგება
ახლა სწორედ ამის დროა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი