წრე


ჩემი დაბადება არ მახსოვს:)
ამბობენ,რომ გაზაფხული 
და თან აპრილის თვე იყო,
მე კი მგონია მუდმივ რეინკარნაციაში ვცხოვრობ!

წრე!
რომელსაც დაუსრულებად ვხაზავ,
უკვე მკვეთრია
და შენი მიმავალი გზა
მწვერვალისაკენ,
უფრო მალე გაქრება,ვიდრე ჩემი წრე,
სადაც
მარტივი კონსტრუქციით ვაწყობ
ჩემი პრინციპების ბინას.

სხეული
ზომბივით ტკეპნის
ერთიდაიგივეობას მიწაზე,
ჩემი სული კი,
ჯერ ისევ ნირვანაშია!

(გამეღიმა,
ვიცი რომ ვერ გაიგე.
ჩუუ...
სიჩუმით უფრო მაღალი ჩანხარ.)

ხო და 
აი ასე,
უბრალოდ და უფრო ბანალურად,
ეს მე ვარ
გრძნობები და ემოციები,
მთელ თქვენს მოდერნისტულ ფასეულობებზე
უფრო მეტი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
.....8 წლის წინ

საღოლ მაგრა მომეწონა..

.....8 წლის წინ

განსაკუთრებით ბრჩხილებში ჩასმული წინადადება

სანდრე მეზღვაური8 წლის წინ

სმაილი ზედმეტია ვფიქრობ.
მთლიანობაში მომეწონა ლექსი.
წარმატებები :))

და ეს სიმღერა ჩემგან შენ

https://www.youtube.com/watch?v=9Verd71OOjA

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი