თემაზე ..


თემაზე


           თემა   მოიცავს   ტრენინგს   ნიღბების   დახმარებით,   გათვალისწინებული   თეატრალური   უნივერსიტეტის   სამსახიობო   ფაკულტეტის   I   კურსის   სტუდენტთათვის    და,   აგრეთვე,   შესაძლებელია   გამოყენებულ   იქნას   თეატრის    მსახიობების    მიერაც. 
               ნიღაბი   აბსოლუტურ   თავისუფლებას   მისცემს   სტუდენტებს   და   მსახიობებს   მოქმედებისთვის.    ისინი   განთავისუფლებულნი   იქნებიან   ყოველგვარი   დაძაბულობისგან   და   ექნებათ   საშუალება   შექმნან   ესა   თუ   ის   სახე   და   იმოქმედონ   მათი   საკუთარი   ბუნებისგან   განსხვავებულად.   შეეძლებათ    აკეთონ   ისეთი   რამ,   რისი   გაკეთების   საშუალებასაც   ვერ   აძლევს   ადამიანი   საკუთარ   თავს   ცხოვრებაში.   ტრენინგი   ნიღბებით   დაეხმარება   სტუდენტებს   და   მსახიობებს   გარკვეულწილად   კომპლექსების    მოხსნაში,   განსაკუთრებით   კი   სტუდენტებს,   ვინაიდან   I   კურსზე,   გარემოს   შეცვლით   და   ახალ,   მათთვის   უჩვეულო   სიტუაციაში   აღმოჩენით,   ბევრ   მათგანს   უჩნდება   დაჭიმულობის,   კომპლექსების,   ჩაკეტილობის,   სირცხვილის   შეგრძნებები.
                ნაშრომი     შეიცავს,    აგრეთვე,   გარკვეულ   თანმიმდევრულ   ტრენინგებს   და   ეტიუდებს,   რომლებიც   დაეხმარება   სტუდენტებს   ფსიქო  –  ფიზიკური   მდგომარეობის   დაბალამსებაში.
                განსაკუთრებული   ყურადღება   ექცევა   ფსიქოლოგიურ   ტრენინგს   ნეიტრალური   (  უსახო  )   ნიღბის   გამოყენებით,   ვინაიდან   ნეიტრალური   საწყისი   არის   პირველი   ეტაპი   ზოგადად   სამსახიობო   ხელოვნების   სწავლების   დასაწყისშიც   და   შემდგომშიც.    
                                                                             О ТЕМЕ


              Тема     заключает    тренинг    с    помощью    масок,    который   предназначен    для    актерского    факультета     театрального   университета,    а   так   же      возможность   использования   этого   метода   для    актеров   театра.
              Маска   дает   абсолютную   свободу   действиям    студентам   и   актерам   театра.    Они   будут   освобождены   от   всяких   зажимов   и   у   них   будет    возможность    создать   тот   или   иной   образ   и   действовать    вопреки     собственной    природы.   Они    смогут   действовать    вопреки   собственным   желаниям,    которым   не   дают   возможность   проявиться   в   жизни.
              Тренинг   в   масках   поможет   студентам   и   актерам   для   снятия   комплексов,   в    особенности   здесь    надо    подчеркнуть    работу     студентов,    во   время    репетиций    и   лекций,   так    как    на   I   курсе,    с    изменением    окружающей    их    среды,    они    оказываются   в   непревычной    по  -   началу    ситуации,    приходится    вжиться   в   новую   среду.   У    них    появляются    зажимы,    комплексы,    скрытность   и   замкнутость,     а   так   же   стыдливость.    Тренинг   в   масках   поможет    им    преодолеть    эти    трудности.
               Тема    заключает   в   себя   так   же   ряд   тренингов   и   этюдов,   которые   помогут   студентам   сбалансировать    психо  -   физическое   состояние.
              Особое   внимание   уделяется   психологическому   тренингу    с   помощью   нейтральной  (   без   лика  )   маски,   так   как   нейтральное   тело   и   лицо   есть   изначальный   этап   изучения    актерского    мастерства.



















                                             
                          ნიღაბი  და  მისი  მნიშვნელობა   სამსახიობო

                                             ხელოვნებაში   
                                      
                        

                                             ,, ყველა   თავგადასავლებისგან,   რომელსაც 
                                                         გვიმზადებს   ჩვენ   ცხოვრება,   ყველაზე
                                                         მთავარი   და   საინტერესოა   გავემგზავროთ
                                                          ჩვენი  ,,  მე  ’’ – ს   შიგნით,  გამოვიკვლიოთ
                                                          ჩვენთვის   უჩინარი  და  უხილავი  ნაწილი          
                                                                                                    საკუთარი თავისა...”
                                                                                                                                ფ.  ფელინი


                                                         ,,       იმპროვიზაცია   ნიღბებით  ეს  არის  არა  მიმის  
                                                         ტრენინგი,   არა მოძრაობის  ტრენინგი,  არამედ
                                                ეს   არის    მსახიობის   მომზადების   მეთოდი,
                                                          რომელიც   ანთავისუფლებს   მის  წარმოსახვას  
                                                        და     შეგრძნებებს...  ’’
                                                                                                                   ჟაკ    კოპო



              
                       საუკუნეების    წინ,    როდესად   ადამიანებისთვის      ზებუნებრივი   მოვლენები     მისტიური   და   გაუგებარი    იყო,   ისინი    ძალიან   ადვილად    ექცეოდნენ    შამანების   და   ჯადოქრების    ზეგავლენის    ქვეშ.   საკულტო   სანახაობების   დროს    მისნები     იყენებდნენ     გარკვეულ    საშუალებებს  და  ფერადებს,   რათა   სახე    აბსოლუტურად     დამალული    ყოფილიყო.   
                  სიტყვა    ნიღაბს   ,,  Mask  ’’   აქვს   სხვა   და  სხვაგვარი   მნიშვნელობები :   შეცვლა,   გამორჩევა,   მოდულირება,   გამრავალფეროვნება,   შეფარვა,     დაფარვა,    დემონსტრირება,    დამალვა,    შენიღბვა,    მყუდროდ   მოწყობა,    შეზღუდვა,    მოაქციო    ჩარჩოებში,    გარდაიქმნა     უცნობად,   შირმა,     ეკრანი,    ფარი,    საფარი,     მალული    სამალავი,    გადაცმა,   ორსახეობა,    მატყუარა,    თვალთმაქცი,   სიყალბე,   ტყუილი   და   ა.   შ.    შენიღბვის    ფორმათა   მრავალფეროვენბა  (   სოციალური   ნიღაბი,   ამპლუა,   იმიჯი,    როლი,   შტამპი,   თეატრისა    და    კინოს   ნიღაბის,   ფერწერა   და   სკულპტურული   ნიღბები,   სარეკლამო   ნიღბები   და   სხვა  )   ასრულებენ   გარკვეულ    ფუნქციებს.   
               ნიღაბი    არის   კულტურის   მუდმივი   ელემენტი:   უძველესიც   და თანამედროვეც.   ის    დაიბადა   მითოლოგიისა   და   ფოლკლორის   წიაღში, როგორც  მისი   ერთ  –  ერთი   შემადგენელი   ნაწილი,   რომელსაც    აქვს  თავისი   კოდი,   რომელიც   ხსნის   მის   ხასიათს,   რომელ   გარემოშიც   იგი ყალიბდებოდა.
                           ზოგიერთ    კვლევებში    ნიღაბი   განიხილება   მისი   სარიტუალო დანიშნულებით,   როგორც   გარკვეული,   სპეციალური    გამოსახულება რომელიმე    არსებისა,   რომელსაც   ან   სახეზე    იფარებდნენ   ან   და   ხელში ჰქონდათ   მხოლოდ   იმ   მიზნით,   რომ   გარდაქმნილიყვნენ    მოცემულ არსებაში.
                 შემდეგ,   დროის   სვლასთან   ერთად,   საკულტო   სანახაობებმა თეატრალიზირებული   ხასიათი   მიიღო   და   გარკვეულწილად   გასართობი დანიშნულების  გახდა.   გაჩნდა    კონკრეტული   ნიღბის    გამოყენების აუცილებლობა,   ძირითადად   ეს  ცხოველების  გამოსახულებისა იყო. შემდეგ    უკვე    ადგილიც   დაკონკრეტდა,   სადაც   ეს   ,,  წარმოდგენები  ’’ იმართებოდა   და   საბოლოოდ   მივიღეთ   დღევანდელი   თანამედროვე თეატრი   თავისი    ყველანაირი   ატრიბუტიკით.
                 ნიღაბს  ხშირად  თეატრალური   ხელოვნების   ემბლემადაც   კი ხმარობენ.   ნიღბის  წარმოშობა  უნდა   ვეძიოთ   საკულტო  და საწესჩვეულებო   სანახაობებში.   გავიხსენოთ    ძველი    ქართული   საკულტო   სანახაობები   ,,  ბერიკაობა  ’’ და  ,,  ყეენობა  ’’,   ბერძნული,  ეგვიპტური, იაპონური,   რუსული,   იტალიური   ნიღბების    წარმოშობა,   რომელთა ისტორიული   კვლევა,   აგრეთვე,   დაკავშირებულია   ძველ,   წარმართულ სანახაობებთან.
                 აქ   აღსანიშნავია   ნიღაბთა   ფართო   პალიტრა:   ტახის,   ღორის, კვახის   ( გოგრის ) ,   მეფის    და   სხვათა   ნიღბები,   რომლებიც   სახეს სრულად   ფარავდნენ.
                           გ.   წერეთლის   სიტყვით:   ,,  ამ    თავის   საყვარელი   ჩვეულებით ყოველი   ქართველი   წელიწადში    ერთხელ    მსახიობობით   გამოხატავს თვალწინ      წარსულ    ისტორიულ   სურათს  ’’.    (  24  გვ.   ი.    გრიშაშვილი,   ,,  ძველი    ტფილისის    ლიტერატურული    ბოჰემა   ’’,   1927    წ.   –   სახელგამი ).
                             ნიღბის    მოხმარების    აუცილებლობას   ვხვდებით   აგრეთვე თეატრის    განვითარების   შემდგომ   ეტაპებზეც.
                კინტოს,    მასხარას,    მსახურის,    აგრეთვე,   ზღაპრული   პერსონაჟების   –   დევის,    ნაცარქექიას,    ჯადოქრის    და    სხვათა     ნიღბები.     ამგვარი    ნიღბების      გამოყენება      შეიძლება      მზა    მდგომარეობაში,     სახის     და    ხასიათის      შეუცვლელად. 
                 კინტო     ქართული   კომედიის    ერთ   –   ერთი    თვალსაჩინო წარმომადგენელია.     დიდი      ზეგავლენა     მოახდინა    კინტოს    პერსონაჟის ჩამოყალიბებაზე     ყარაჩოღელების     ტიპმა.     კინტოს      დამახასიათებელი ნიღაბი    და     ჩაცმულობა   ახასიათებდა.   
                  კინტო      ნიშნავს     კინწით,       კისრით      თაბახის       მზიდველს  (  კვინტი     ძველებურად     კუდიანებსაც     ნიშნავდა ).   ,,  ყარაჩოღელი   ძველი   თბილისის     ძველი      თაობაა...    კინტო     კი     შექმნილია     შორეული   ბაზრის      წიაღში,     როცა     ვაჭრობამ     ხელობას     გაუსწრო.    იგი    ნალექია   ყარაჩოღელთა      ოჯახისა,      გაზრდილი      ქუჩებსა    და    სამორინეებში .
                კინტო,    როგორც     ცუღლუტი,     მცირე     უნარის    და    მცირე მოთხოვნილების      პატრონია,     კმაყოფილდება     ორგროშიანი     მოგებით, რომელსაც      დიდხანს      ჯიბეში     არც     კი     იჩერებს...  ’’    –    (   იოსებ   გრიშაშვილი,    ,,   ძველი   ტფილისის   ლიტერატურული   ბოჰემა  . ’’
                            რაც      შეეხება   მასხარას   ნიღაბს,   იგი   არ   მიეკუთვნება   რომელიმე გარკვეული  ერის კონკრეტულ შთამომავალთ. 
               მასხარას     ნიღაბს    ძალიან    ბევრი      ნაირსახეობა      გააჩნია:   ანტიკური    მიმი,       შუასაუკუნეების      მასხარები,     სკომოროხები,    დელ  –   არტეს     –    არლეკინი,   ინგლისის   –   პონჩო,   რუსული  –   პეტრუშკა      და  სხვა .   ერთი     სიტყვით,   მასხარას     ნიღაბი     მსოფლიოში  ყველაზე   გავრცელებული   და  საყვარელი   ნიღაბია.
             ნაცარქექიას    ნიღაბი     თვალსაჩინო      წარმომადგენელია     ქართული ზღაპრებისა.    მას    არ    ჭირდება   ზედმეტი   შელამაზება.   იგი     ქართული ფოლკლორიდან      გადმოტანილი     გმირია,    თავის      დამახასიათებელი   ნიღბით     და     კოსტიუმით.    იგივე    შეიძლება   ვთქვათ   დევის    ნიღაბზეც.    
               მე   –   XX   საუკუნეში   მოდერნიზმის    ისეთი    ფორმები,   როგორებიცაა    ექსპრესიონიზმი,    ფუტურიზმი,     სიმბოლიზმი     თუ     სიურეალიზმი,       ხშირად    იყენებდნენ      ნიღაბს,     როგორც    გამოხატვის ნათელი   საშუალება,     როგორც     ახალი    მხატვრული   ენის     თუ   ფორმის     გამოხატვის    და     ზემოქმედების    საშუალება   მაყურებელზე,   ამისათვის       საჭირო    გახდა    მისი     ფუნქციის   გამოკვლევაც,   როგორც     ფსიქო   –   ფიზიკური    მოვლენა,    სადაც გაირკვეოდა     თუ    რა    გზებით    და    რა    ხერხებით      ხდებოდა    მაყურებელზე     ზემოქმედება.     რა      გზას      გადიოდა      ადამიანის    ფსიქიკა,    რომ    დაეჯერებინა   მის    მიერ    ნანახი    სანახაობა.  (  ფ.  ნიცშე,  ფ.   შილერი,  კ.   იუნგის   ნაშრომები ) .
               ნიღაბზე    წერდნენ,   იკვლევდნენ    და    იყენებდნენ    თავის    სპექტაკლებში     მრავალი    მნიშვნელოვანი   თეატრალური    თეორეტიკოსები   და    რეჟისორები     რუსული    და    დასავლეთ    –  ევროპული     თეატრებისა.   მათ   რიცხვშია :  ჟ.  ლ.    ბარრო,   ბ.   ბრეხტი,   ფ.  ფ.    კომისარჟევსკი,   ჟ.   კოპო,   გ.   კრეგი,   ე.  ვახტანგოვი,ვ.   მეიერჰოლდი,   კ.   ს.  სტანისლავსი     და    სხვები.
               ცნობილმა   საზოგადო   მოღვაწემ     და   რეჟისორმა   გ.   კრეგმა   ჟურნალში  ,,   ნიღაბი  ’’  გაახმაურა   ნიღბების    დაბრუნების    აუცილებლობა     სცენაზე,   როგორც    ერთ   –  ერთი     საშუალება     დრამატული      თეატრის     აღორძინებისათვის.    მან     დასვა     საკითხი    ნიღბების    გამოყენებისა    თეატრის    მსახიობებისა    და რეჟისორების     აღზრდის     საკითხებში     ნოვატურული    პრინციპებით.    კრეგი ამტკიცებდა       უნიკალური     მსახიობის      პრინციპს :    ავტორისეულის    და    პირადულის      შერწყმა     სცენიურ   თამაშში.  უპირველესი   და   უმთავრესი   პირობა     უნივერსალური     მსახიობისთვის     იყო    იმპროვიზაციის    ფლობის    აუცილებლობა.    კრეგი     შეეცადა    აღედგინა    ტრენინგი    ნიღბებში  ,,   კომედია    დელ   –   არტეს   ’’    საშუალებით,   იმპროვიზაციის   ტექნიკის   განვითარება   და    თეატრალური    სკოლის    სასწავლო     პროგრამში     ჩართვა.    თუმცა   კრეგმა   იცოდა    მაშინ,    რომ    ეს    მომავლის    საქმე   იყო    და   მისი    თანამედროვენი   ამას ვერ     მიიღებდნენ.
                        ვახტანგოვს  ,,  პრინცესა   ტურანდოტში   ’’ გამოყენებული    ჰქონდა    იმ    დროისთვის    პირველად    მსოფლიოში    არაორდინალური   და    რევოლუციური    ხერხები.    უცნაური    კოსტიუმების    ფერთა    გამა   და    ორიგინალური     შეხამება.     დიდგვაროვანი     ლორდების    ჩაცმულობა      იყო  გაფორმებული   უბრალო  ადამიანთა   საცვლებითა  და     განსხვავებული     ნიღბებით.    თითქოს   და     შეუფერებელით     პირველი     შეხედვისთანავე     და    ამავდროულად    ზუსტად     მიგნებული    გმირების    შინაგანი    მწირი    ბუნებით.
             ვახტანგოვის   აზრით,   ნიღბებისთვის,  ირჩევდნენ  ისეთ    მსახიობებს,      რომელთაც      უნდა     შეეძლოთ     უშუალო    კონტაქტის    დამყარება    მაყურებელთან,    მათ    უნდა    ჰქონოდათ     დიდი    იუმორის    გრძნობა.   ანუ,     აქ   იგულისხმებოდა     მთელი     სისავსით    იმპროვიზაციის    უნარის    ფლობა.
               თეატრალური    ნიღაბი    იძლევა    საშუალებას    ვითამაშოთ განზოგადოებული,     არაინდივიდუალიზირებული    სახე,    სადაც    მთავარი   იქნება      უნივერსალური    ემოციური     ხაზის     წარმოშობა   და    განვითარება.
               ნიღბების   საშუალებით   თანამედროვე    თეატრი    ხაზს    უსვამს    მსახიობის    სხეულის    მოძრაობის    გამოხატვას,    გვეხმარება    გავთავისუფლდეთ     ყოველგვარი      აკრძალვებისგან   (  მათ    რიცხვშია    სოციალურიც   და    სექსუალურიც  )   და   გვეხმარება    მივაღწიოთ    სცენიურ    გროტესკამდე.    
                ხშირად   თეატრალურ   ხელოვნებაში  იხმარება   ნიღბის  ,,   გაკეთების   ’’  და    მისი   ,,  ჩამოგლეჯის  ’’  ხერხი,   სადაც   თვალსაჩინოთ   ჩანს     ,,  თამაშის   ’’    და    ,,  ცხოვრების  ’’    საზღვრები.   (   გავიხსენოთ    ბრეხტის     თეატრი  ).
                             თეატრალურ     ნიღბებში      მუშაობა      დამყარებულია    იმპროვიზაციაზე.   ასეთი     იმპროვიზაციის     დროს     მონაწილეობს     მხატვრული    გარდასახვის    ყველა   ელემენტი,   ის  ძალზედ     დინამიურია      და     იბადება     იმპროვიზაციული    შეგრძნებების      საფუძველზე. 
                  სიტყვა   ,,   ნიღაბი   ’’,   ლათინურად   ,,   persona   ’’   –  ს   ნიშნავს,    მიეკუთვნება    პირველ    რიგში     თვით    ნიღაბს,    რომელსაც    იყენებს    მსახიობი,    მეორე,     თვით     მსახიობს,     და ,     მესამე,      შესაქმნელ     ხასიათს.
                  ანუ,    როდესაც     საუბარია    თეატრალურ    თამაშზე     ნიღბებით,    შეიძლება     ვისაუბროთ    ნიღაბზეც,     მსახიობზეც    და     პერსონაჟზეც,    როგორც     შემოქმედებით     სამეულზე.
                 ნიღაბი   –   არის    უბრალო     ტრანსფორმაციის    ინსტრუმენტი.   ასეთი    თამაშის    დროს    ,,  მე  ’’  –   უკვე    აღარ   არის   ,,  მე  ’’  –   შესაბამისად   ,,  სხვამ   ’’     შეიძლება    მისცეს    თავს    უფლება    აკეთოს     წარმოუდგენელი    და    ზოგჯერ    მიუღებელიც    კი.
                    უმთავრესი    და    უმნიშვნელოვანესი    ფუნქცია,    რომელსაც     ითავსებს   ნიღაბის     მოდელით     შექმნილი     გარკვეული    სახე,     ეს    არის    შექმნა   განსაზღვრული,    დამახასიათებელი   სახე   (   ცხოველის,    წინაპრის,    აჩრდილის,   ღმერთის    და    სხვათა)     და    ამ    სახით,    ამ    ნიღბით     იწყო     მოქმედება  (  პირდაპირი  გაგებით  შექმნა  პაროდია   განსაზღვრულ    თემაზე,    გარკვეულწილად  რა თქმა  უნდა ) , საზოგადოებისთვის  მისაღებ ფორმებში.   
                       ნიღაბი    არის    აგრეთვე    ჩვენი     სოციალური    როლის    იდენტიფიკაციის    საშუალება,    პრესტიჟის    და    სტატუსის     ატრიბუტი,      მრავალფეროვნად    გამოსაყენები    საშუალება,    მოვახდინოთ    ზემოქმედება    ბავშვსა    თუ     ზრდასრულ    ადამიანზე,     საშუალებაა     კომუნიკაციისა,    აგრეთვე     თვითაქტუალიზაციისაც    კი.
                         ნიღაბი     იძლევა     ხასიათის     მრავალფეროვანი    გამოხატვის  საშუალებებს.     ძალიან     რთულია    თავისთავად     ნიღბის    მოდელის   გარდაქმნა   თეატრალური    სახის    შესაქმნელად,    ვინაიდან     მისი    არსი   იმდენად    რთულია, რომ    მის    უკან    აფარებულ    ადამიანს     გარკვეულწილად    უჭირს    გადააბიჯოს   ზოგადად    ესთეტიკური    თუ    კულტურული გადმონაშთების გამოვლინებებს, რომლებიც     დაკავშირებულია    ერების    ფსიქო  –   ფიზიკური    აღზრდის,    ყველა ერისთვის    განსხვავებული    მსოფლმხედველობისა    თუ    ადათების    გადაბიჯება  –    გაქარწყლების    გზით.    ანუ,   აქ    საუბარია    იმ     სტერეოტიპებზე,    სადაც   ადამიანი    ,,   გარდაიქმნება   ’’    სხვა,     მისთვის    უცნობ    და   ზოგჯერ   მიუღებელ   არსებად   თუ    ადამიანად,     რომლის    მოქმედების    და    აზროვნების    ლოგიკა   მკვეთრად   არის    განსხვავებული     შემსრულებელი    პირის   მოქმედების    ლოგიკასა    და    მსოფლმხედველო  ბისგან.
                                     მაგრამ   აქ    მეორე    მხარეც    იჩენს    თავს,    თუ    კი    მსახიობი    –   ადამიანი   ვერ    შეძლებს    გადალახოს    მისთვის     მიუღებელი    და      განსხვავებული      სტერეოტიპები,     მაშინ    იგი    ვერ     იარსებებს     მისთვის    ზოგჯერ    მიუღებელ     და    განსხვავებულ     სიტუაციებში. 
                                    მნიშვნელოვანია     ავღნიშნოთ     ერთი       გამოსავალი,    რომელიც,    ჩემი     აზრით,    უდაო     და       მიზანმიმართული     შეიძლება    აღმოჩნდეს     ამ     კონკრეტული    აზროვნების     ლოგიკის   ჩამოყალიბებისას.     ეს    ის     უფლებაა,     რომელსაც    ნიღაბი    იყენებდა    თავისი    წარმოშობის    პირველყოფილ    საწყისებში.    ეს    არის    ნიღბით     იმპროვიზაცია,    სადაც    გამოირიცხება    სიტყვის     ძალა.    ანუ,    მოქმედება     ტექსტუალური დატვირთვის     გარეშე,     სადაც    მიექცევა     მეტი    ყურადღება    პლასტიკას    და   მოძრაობას,     რომელიც    ბოლომდე    უნდა     გამოხატავდეს    გმირის     ხასიათს.    ამგვარი    გამოხატვის    საშუალება     იძლევა      წარმოსახვის      უნივერსალურ     მარშტაბებს,    რომელიც    გაჟღენთილია     მრავალფეროვანი       მნიშვნელობებით,    რომელიც     ბოლომდე     ატყვევებს     მაყურებელს.    ეს    ფორმა    დამახასიათებელია    ტოტალური      თეატრისთვის,     სადაც      უმთავრესია    ადამიანების   (   ამ   შემთხვევაში      მაყურებლის   )    დაბრუნება    თეატრში,    მათი     ერთიანობაში     მოქცევა,    როგორც     სადღესასწაულო,     სარიტუალო,    ასევე     კულტურულ     სფეროშიც.
                      ნიღბის   ტიპი    ცხოვრობს    დრამაში    გარეგნული    მოვლენების    ხარჯზე,    არ     განიცდის    შინაგან     ცვლილებებს,    არ    აქვს     განვითარების      საშუალება,       რომელიც     ინარჩუნებს     თავის    სახეს     დასაწყისიდან     ბოლომდე.
                      ამგვარი     ნიღბის    მოქმედება    მკაცრად    განსაზღვრულია,    რაც    საშუალებას   აძლევს   ,,  ნიღბის   თეატრს  ’’   გარკვეულ     შემთხვევებში    იარსებოს    დრამატურგიული     მასალის    გარეშეც.    ის     კმაყოფილდება     მხოლოდ     სცენარით,    სადაც        ფიქსირებულია     მარტო       სიუჟეტი,    დრამატურგიული     სიტუაციების     თანმიმდევრობა,    სადაც    არ     არის    მკაფიოდ     გაწერილი    პერსონაჟების     მონოლოგები    და    დიალოგები.
                      ნიღაბს    წინა    პლანზე    გამოაქვს   ,,   წარმოდგენითი  ’’    და    ,,  განცდების  ’’ თეატრის    გამომსახველობითი    საშუალებების     პრობლემა.    ვთვლი,    რომ    თანამედროვე     თეატრისათვის     აქტუალურია  ამ      კითხვების     პრაქტიკული   გადაწყვეტა,   რომელიც   დაკავშირებულია   ,,  წარმოდგენის   ’’  თეატრის  თამაშის საშუალებებთან   და    თეატრალურ    ხელოვნებაში  ამ   საწინააღმდეგო    ტენდენციების  შეერთება.    ვფიქრობ,    რომ    ნიღაბი    და    პერსონაჟის    თამაშის    მოდელირება     ნიღბის     საშუალებით    არის     გარკვეულწილად    ,,   წარმოდგენის   ’’    თეატრის    წინაპირობა,    მოდელი    მსახიობის    არსებობისა    ამგვარ    თეატრალურ   მიმდინარეობაში.    ასეთი      პრაქტიკა,    ჩემი    აზრით ,    იძლევა     საშუალებას    შექმნა   პერსონაჟი    ფართო      დიაპაზონის    მქონე       საშუალებების     გამოყენებით, რომელსაც    ითვალისწინებს    კ.    ს.   სტანისლავსკის    ფსიქოლოგიური    თეატრი    და     ბ.   ბრეხტის    ,,   ეპიკური   ’’  თეატრი.
                      მინდა    შემოგთავაზოთ    ერთგვარი   ტრენინგი   ნიღბებით,   რომელიც   დაეხმარება   სტუდენტებს   და   მსახიობებს   კომპლექსების   მოხსნაში.   სტუდენტებს   I    კურსზე   გარემოს   შეცვლით   და   ახალ,   მათთვის  თავდაპირველად   უჩვეულო   გარემოში   აღმოჩენით   უჩნდებათ   დაჭიმულობის,   კომპლექსების,   ჩაკეტილობის,   სირცხვილის   შეგრძნებები.   ნიღაბი   და   მათში   სავარჯიშოების    შესრულება   დაეხმარებათ   სტუდენტებს   და   მსახიობებს    თვითრეალიზაციაში,   რათა   მათი   თამაშის   ტექნიკა   დაიხვეწოს,   გაჩნდეს    გულწრფელი   და   მიზანმიმართული    გრძნობების   გამოხატვის   ხერხები   და   საშუალებები,   რათა   საბოლოოდ   განთავისუფლდნენ    გარკვეულ    მოქმედებებში    შეზღუდვისგან.
                                 ნიღაბს      აქვს      უნარი      გამოხატოს      მრავალი    შტრიხი,    რომელიც    დამახასიათებელია    პოსტმოდერნისტული      ხელოვნებისთვის :    ანუ,       დეკონსტრუქციისკენ      სწრაფვა,      კოლაჟებისა   და     ციტატებისკენ      მისწრაფება,      გახსნილობისა    თუ    ირონიისკენ გადახრა,     როგორც   დამანგრეველის   ერთ  –  ერთი   ფორმა,   განმარტების  მრავალი   ვარიანტების    ძიება     და    გამოვლენა,     საკუთარი    ,,   მე   ’  –  ს    დაკარგვის     საშიშროება   და     ამ    პროცესების   სიღრმისეული   აღქმა,     თამაშისკენ     დაბრუნება    და    ალეგორია,   საკარნავალო    სიტუაციებისკენ     სწრაფვა    და    პერფორმანსი,     სხეულისადმი     ინტერესი, კონსტრუქტივიზმი,    სადაც     გამოყენებულია     მრავალგვარი    გამონათქვამები.
                    უნივერსალური     მეთოდური     ხერხების    ძიება     და     ნაციონალური     ნიშნების     შენარჩუნება    გვაძლევს     საშუალებას     ვიმუშაოთ     მრავალგვარ     ნიღბებთან    (   სოციალური,    ფსიქოლოგიური,     სარიტუალო   და   სხვ   ),  იმ  კონტექსტებში,  რომლებიც  გამოხატავენ   და  მოითხოვე  სპექტაკლისა  თუ   რეპეტიციების    ესთეტიკური    თავისებურებანი.
                     ნიღაბი    თეატრალურ     კულტურაში    –    არის    ერთ   –   ერთი       ინსტრუმენტი   მოდელირებისა,  სადაც   შედის  აგრეთვე   პლასტიკა,      კოსტიუმი,     გრიმი,    პარიკი,     მეტყველების     თავისებურებანი    და    სხვა.   მათი     შერწყმა     განაპირობებს     კონკრეტულ    ისტორიულ       ფორმას    და    თამაშის     მოდელის      ტიპოლოგიურ     მრავალფეროვნებას.     მსახიობი,     რომელიც     ქმნის    მოდელს      ნიღაბში,     იმყოფება     ერთდროულად      სამ     მდგომარეობაში:   შემომქმედი,     მასალა    და     მხატვრული     პროდუქცია.    მსახიობს    აერთიანებს    ,, სამი    სხვა     და   სხვა     ცნობიერება   ’’   (   ტერმინი   მ.    ჩეხოვისა  )  –   ყოფითი,     უმაღლესი    (   შემომქმედი  )   და     თავისი     შექმნილი     პერსონაჟის   ბოლომდე   გააზრება.    მისი     შექმნის    ტექნიკა    და     საშუალებები    განსაზღვრავს  მოდელის    ტიპს.    მოდელის     ტიპი,     აგრეთვე,     განსაზღვრავს   მაყურებელზე     ზემოქმედების    ხარისხსაც.    ტრაგედიაში     ეს      ერთი    ხერხია       ზემოქმედებისა      და      თამაშისა,    ხოლო      კომედიაში,    საესტრადო      პაროდიაში,    კლოუნადაში,    ტრაგი   –   ფარსში,    აბსურდის     თეატრში,    მისტიურ     თრილერში   და    სხვა,    არის      სხვაგვარი.
                                    ნიღაბი    არ     არსებობს    თეატრში     როგორც    ასეთი,    დამოუკიდებლად,    რომელიც       შეიცავს      მხოლოდ     აზრობრივ,     დამოუკიდებელ    არსს.    ნიღაბი      არის     დაკავშირებული     თეატრის     ტიპთან    (   მუსიკალური,     დრამატული,     პლასტიკური,     თოჯინური,     პოლიტიკური,    სპონტანური     და    ა.   შ.  ),      ჟანრთან    და    პიესის    ესთეტიკურ      თავისებურებებთან,      მსახიობის     ამპლუასთან.
                          ნიღბების   თეატრი   –    ვიზუალურად,     დასანახად   და  გასაგებად     მისაღები   თეატრია.  იგი,   ჩემი   აზრით,   არ   გამორიცხავს   ფსიქოლოგიურ   და  ტექსტუალურ    სხვა   და  სხვაგვარად   ინტერპრეტაციის   შინაარსს,   მას   მაყურებლამდე   მიაქვს  ფსიქოლოგიური,  ცხოვრებისეული   მომენტების   შინაარსი    ოდნავ    განსხვავებული    ფორმით.    ამისათვის   მოქმედებები    უნდა    დავყოთ    ცალკეულ     ფრაგმენტებად,    სცენებად,   რომლებიც   გაჯერებული    იქნება     შესაფერისი      მოძრაობებით    და   ჟესტებით.     ესეთი   მიდგომა    გარკვეულწილად   ჰგავს  ცეკვის  გარკვეული   მოძრაობების   ერთობლიობას,   რომლებიც   აზრობრივად   არიან   ერთმანეთთან    დაკავშირებულნი.   აქ    საჭიროა    მსახიობმა   ზუსტად   გათვალოს    თავისი   მოქმედებები    და   იყოს   უზუსტესი   შესრულების   დროს.    ნიღაბში    პლასტიური   ტრენინგების   დროს   შესაძლებელია   იქნეს   გამოყენებული   ბალეტის   ელემენტები,    კლასიკური   ცეკვისთვის   დამახასიათებელი   ნიშნებით,   ვინაიდან    ისინი    არიან   გარკვეულწილად   ნეიტრალურნი,  ჰარმონიულნი,  ,,  სრულყოფილნი  ’’   და   დაბალანსებულნი.    კლასიკური   პოზები   და   კომბინაციების  სისტემა   შეიძლება    დაგვეხმაროს    პლასტიურ   და   მხატვრულ   ფუძედ  ნიღაბში   მუშაობისას.   (   ეს    ხერხი    შეიძლება    იქნეს   გამოყენებული   პედაგოგის   სურვილისამებრ   ).     მრავალ    ნაციონალურ    თეატრებში   ასეთი   პლასტიური ტრენინგების    სისტემები   უკვე    არსებობს   (   იაპონური   თეატრი   ).     
                        ნიღაბში     მუშაობისას      თვითეული        ემოციური   გამოვლინებები   უნდა   იყოს   აგრეთვე    ზუსტი    და    ლოგიკური.   ძალიან   მნიშვნელოვანია,   რომ    მსახიობმა    აკონტროლოს   თავისი    ემოციები,   რომ   არ     გამოჩნდეს   შესრულებისას    ყალბი.   დიდი     შრომა    არის    საჭირო    იმისათვის,   რომ   ნიღაბმა    სრულად  არ   გამოიწვიოს  მსახიობის    შთანთქმა    და  იგი  არ   გახდეს   ნიღაბზე   დამოკიდებული.  აქ     საჭიროა  მსახიობის   ძლიერი  შინაგანი   ბუნება   და  თვითკონტროლი,  რომ   ნიღბებში    ტრენინგის   შემდეგ     სახემ     არ    დაკარგოს   თავისი    ემოციური   და    გარეგნული   ხასიათის    დაჭერილი   თვისებები,    და    მას    არ   გაუჭირდეს    ნიღბის   გარეშე     გაიმეოროს   იგივე.
                     შეიძლება    მოხდეს    სხვაგვარი   რამაც.   მსახიობი,    მის   მერე   რაც   მოიხსნის     ნიღაბს,   შეიძლება    დაიწყოს   ზედმეტი     თვითკონტროლი   მოქმედებებში    და   დაკარგოს   უშუალობა.   ასეთი      მსახიობებისთვის   საჭირო      იქნება   გარკვეული   დრო,   რათა   ტრენინგმა   ნიღბებში   მისცეს   მას     საშუალება     აკონტროლოს   და   გამოიყენოს    შემდგომში   ეს   უნარები   თავის      საქმიანობაში. 
                      ტრენინგი    ნიღბებში    ეს   არის   ის   მეთოდი,   რომელიც   აწრთობს     წარმოსახვას   და   ემოციურ   ბუნებას,    აძლევს   საშუალებას   მსახიობის     სხეულს      უპასუხოს    ნიღაბზე    აღბეჭდილი   პერსონაჟის   გამოხატულებას,   იძლევა     აზროვნების    განახლებას   და     გადმოცემის   ახლებურ     საშუალებას.
                       მსახიობი   უნდა   შეეცადოს   დაუმორჩილოს   წარმოსახვა,   პლასტიკა    და    ემოციური   ბუნება   იმ   ხასიათს,   რომელსაც   იგი   ქმნის   და   არ    გაიმეოროს   საკუთარი     ფსიქო   –  ფიზიკური   გამოვლინებები. 
                        ნიღაბი     მსახიობისთვის   უპირველესად   არის   ფორმის   ობიექტი,   რომლის   შეცვლა   მას    არ   ძალუძს   და   იგი   ვალდებულია   მას   შეეგუოს     და     იგი     აითვისოს.
                                 ნიღაბში   მუშაობისას   იღვიძებს,   მთავარი   ხდება   აღქმის   ექსპრესიულობა    და    გამოხატვის      ძალა,   იუმორის     გრძნობა   და   აზროვნების    პარადოქსულობა.   ნიღაბში   მუშაობა   ბადებს    მსახიობში   ახალ     ინფორმაციას   თავის   თავზე,    ავლენს     ახალ     თვისობრივ   ინდივიდუალურობას,     ანვითარებს     პიროვნების      კომუნიკაციურობას.
                      სახეზე   ნიღბის   გაკეთების   შემდეგ,   ადამიანი   იღებს   ძლიერ   იმპულსს,  რომელსაც  უნდა   დაემორჩილოს.  სულიერი  და   ფსიქოლოგიური   მოძრაობანი   აკუმულირდებიან   ნიღბის  ქვეშ   და  ამიტომაც  სახე   დუნდება.   სხეული   ხდება   მეტყველი   მას    ამოძრავებს   სულიერი   გრძნობების   შედეგად   წარმოშობილი   ძალა.   როგორც   კი   მსახიობი   დაეუფლება   ნიღაბთან   მუშაობის   ელემენტარულ   ტექნიკას,   ის   ხვდება,   რომ   ნიღაბს   არ  უყვარს   აჟიტირება,  ის  შეიძლება  იყოს  გაცოცხლებული   და   დატვირთული   ძლიერ    და   აბსოლუტურად   მარტივი   მოქმედებებით,   რომელიც  ნ დამოკიდებულია   მსახიობის   თუ   სტუდენტის   შინაგანი   ცხოვრების   სიმდიდრეზე.
                       ნიღაბი   აძლევს   მსახიობს   ექსპერიმენტების    საშუალებას   საკმაოდ   გაბედულ   ფორმებში.   მსახიობის   სხეული   ამ   შემთხვევაში   მშვიდია   და   დაბალანსებული.   იმ   მომენტში,   როდესაც   მსახიობის   გრძნობები   იმყოფებიან   უმაღლეს   მწვერვალზე,   მძაფრდება   ფიზიკური   ცხოვრების   კონტროლის   აუცილებლობა,   რომელსაც   გვკარნახობს   ნიღაბი    და   აკონტროლებს   პროცესებს.   იგი   გვაძლევს   თვითკონტროლის    საშუალებას    და   შეხედულებათა   სიმკვეთრეს.
                         ნიღაბში   ტრენინგი   აძლევს   ნიჭიერ   მსახიობს   შესაძლებლობას   დაეუფლოს   ფართო,   ამაღლებულ    და   მართებულ   თამაშის   სტილს. 
                          ჩვეულებრივ   ცხოვრებაში   ჩვენ   ვმალავთ   ან   და   ვაკონტროლებთ   ქვეცნობიერ   იმპულსებს.   ნიღბები   კი   მუშაობენ   საწინააღმდეგო   რეჟიმში   –   ისინი   გახსნილნი   არიან,   როგორც   ბავშვები,   იმპულსურნი   არიან.   მათ   მოქმედებებს   მსუბუქად   იღებს   აუდიტორია,   მაგრამ   მათი   ერთმანეთთან   კონტაქტი   აუცილებელი   სულაც   არ   არის.
                          ნიღაბი   შეიძლება   განვიხილოთ   როგორც   თამაშის   სისტემა,   რომელიც   ერთმანეთთან   არის   დაკავშირებული   თეატრალური   ნიშნებით  –  ჟესტებით,   პლასტიკით,   მიმიკით   (  ნიღაბში  ),   თამაშის   შაბლონით,   რომელსაც   გვკარნახობს   ზოგ   შემთხვევაში   სცენარი.  (  გავიხსენოთ   იტალიური   თეატრი   ,,   კომედია  –  დელ   არტე    ’’  ).   მსახიობი   თამაშობს,   იყენებს   ამ   ნიშნებს   ან   იკავებს   მათ,   და   ამაში   მდგომარეობს   მისი   შემოქმედება   –  შენარჩუნება   გარკვეული   თამაშის   ჰარმონიისა.  
                         შეიძლება   შევთავაზოთ   სტუდენტებს   თვითონ   შექმნან   საკუთარი   შეხედულებით   ნიღაბი  (  ნახევარ  –  ნიღაბი  ).   როდესაც   სტუდენტი   თვითონ   იღებს   მონაწილეობას   ამგვარ   სამუშაოში,   ხდება   საკუთარი   თავის   გარდაქმნა   თავის   საკუთარ   წარმოსახვაში   და   ეს   ჰპოვებს   განსახიერებას   ნიღბის   საშუალებით,   მისი   დახმარებით   და   უშუალო   მონაწილეობით,   თუ   შეიძლება   ასე   ვთქვათ,   არქეტიპში   გარდაქმნა,   რომელიც   მისთვის   გასაგები   იქნება  (  აქ   შეიძლება   იყოს   სტუდენტის   მიერ   შექმნილი   უარყოფითი   გმირიც  ).   ამგვარი   სახის   ნიღაბი   გვაძლევს   საშუალებას   გავაღვიძოთ   წარმოსახვა,   პლასტიური   მეხსიერება   და   გვაძლევს   თავისუფალი   იმპროვიზაციის   საშუალებასაც. 
                         ნიღაბში   მუშაობისას   მძაფრდება   აღქმის   უნარი   განსხვავებული    ჩვეულებრივისგან   მოქცევის   ხერხი   იძლევა    საშუალებას   დავინახოთ   და   ვიგრძნოთ   სხვანაირად,   ვიდრე   ყოველთვის.
                        შთაბეჭდილება,   რომელსაც   ქმნის   ნიღაბი   სრულიად   განსხვავდება   ჩვეულებრივი   მდგომარეობისაგან.   ნიღბის   გმირის   შექმნას   თან   ახლავს   გარდაქმნა   სხვა   და   სხვა   ასპექტებში :   მიმიკურში,   პლასტიურში,   სამეტყველო   და   ფსიქოლოგიურში.   ნიღაბი   ან   ნიღბოსანი   პერსონაჟი   იპყრობს   პატრონს    ან   და   პატრონი   იპყრობს   ნიღბის   პერსონაჟს.   ამგვარ   ფსიქოლოგიურ   მდგომარეობაში   ნიღბის   მფლობელს   არ   ეშინია   გამოამჟღავნოს   საკუთარი   ჩახშული   სურვილები,   გახსნას   სულიერი   ტკივილები   ან   და    ისაუბროს   პრობლემებზე,   მოიქცეს   საკუთარი   თავისთვის   მიუღებლად   და   ჩაიდინოს   მისთვის    არადამახასიათებელი   საქციელი.          
                         ნიღაბში    იმპროვიზაციის     გამოყენება    ერწყმის     უკვე   არსებულ     მეთოდიკას     მსახიობის   აღზრდის   საკითხებში.     ნიღაბში   მუშაობის     ხერხები     გულისხმობენ    კონკრეტული   ფსიქო  –  ტექნიკის   პარამეტრების    განვითარებას.   ამგვარი    ფსიქო  –   ტექნიკის   ელემენტები   თხოულობენ     სპეციალურ     ტრენინგს,     განსაკუთრებულ   პედაგოგიურ   მიდგომებს    და   გარკვეულ  პრინციპებს   და,   აგრეთვე,   ლექციის   სხვაგვარ     წარმართვას     და    ჩატარებას.    ამისათვის   საჭიროა   შეიქმნას   ტრენინგების     განსაკუთრებული   ხაზი,   სისტემა,    ეტაპები.     ყველა   სწავლის     ეტაპი   –   მარტივიდან     რთულამდე,     დამოკიდებულია   ერთმანეთზე    და,   იმის    მიხედვით,   თუ    როგორი   თანმიმდევრობით   ყალიბდება      მსახიობის     ოსტატობის     ლექციის   მსვლელობა,   იქნება   გამდიდრებული     უფრო     რთული    ფსიქო  –   ტექნიკის   ელემენტებით.   ეს   მეთოდი     გულისხმობს     მსახიობის      ფსიქოლოგიურ    ფორმირებას   კომპლექსური      მიდგომით.   
                         ვფიქრობ,     რომ     სასურველი   იქნება      განვიხილოთ   თეატრალური      ნიღბები     სხვა    თეატრალურ,        გამომხატველ   კულტურებთან   მიმართებაშიც, როგორიცაა: პლასტიკა   უპირველესყოვლისა,     გრიმი   (  როგორც   ნიღბის   ერთ   –  ერთი   სახეობა  ),   ვარცხნილობა,    კოსტუმი,    თამაშის    სივრცის   განსაკუთრებულობა,   მუსიკა   და    განათება,   სპექტაკლის      ჟანრობრივი   თავისებურება,    რეჟისორული     ხედვის      ესთეტიკური    მახასიათებელი.
                        ნიღაბში   ტრენინგის   პრაქტიკული   გამოყენება   თანამედროვე   თეატრალურ     ხელოვნებაში     დამყარებულია    ნიღბისა   და     სხეულის   განუყოფელ      პრინციპებზე,   ანსამბლში     თამაშზე,      შემოქმედებითი   ატმოსფეროს      შექმნაზე,    მეცადინეობების    დროზე,    კომფორტზე    და   ნიღბის   გამომხატველობის   სიძლიერეზე,    განსაკუთრებულ   ,,   ჩაძირვაზე   ’’   პერსონაჟში  (  კონტროლირებადი   ტრანსი  ),  იმპროვიზაციულ      აზროვნებაზე,      ფსიქიკურ      და      ფიზიკურ   მუსიკალურობაზე,     მსახიობის     ოსტატობის     აღზრდის     საწყისზე   და   მხატვრის     პიროვნულობაზე   (   მსახიობი  –  გამომგონებელი,   როლის   კომპოზიტორი   ).     
                           უმთავრესი,   საითაც   მსახიობმა   ან   და   სტუდენტმა    უნდა     მიმართოს   თავისი   ძალები,   ეს     არის   უდიდესი   ყურადღების   და   დაკვირვების    უნარი,   რომელიც   გამოიხატება    უპირველესად    ნიღბის   შესწავლის    პროცესში.   ანუ,     მსახიობმა     უნდა     განსაზღვროს,     რისი   მოცემა     შეუძლია   ამა    თუ    იმ    ნიღაბს,   რა   ინფორმაციის    მატარებელია   და    რითი     შეიძლება    მისი   შევსება,    რამაც     უნდა     განასხვაოს   იგი    სხვა     მსგავსი     ნიღბებისგან.
                                        ნიღაბი   მსახიობს   აიძულებს   იმოძრაოს   განსაკუთრებული     სახით,     სადაც     სახე     ყოველთვის     უნდა     იყო   მიმართული      მაყურებლისკენ.     ეს     პირობა     ყოველთვის     განსაზღვრავს   სხეულის     აგებულებას     და     აგრეთვე      გამოხატავს   მიზანსცენასაც.   მსახიობის    სხეული    ამ    შემთხვევაში    მოქმედებს,    როგორც    ერთი   მთლიანი     გამომხატველი     სისტემა     ნიღბისთვის,    ის     გარდაქმნის   ნიღბის      სტატიურობას     და     უმოქმედობას.
                             ჟესტების   ხასიათი,   მისი   ვარიაციები,  რითმი   და   მოცულობა      განსაზღვრავენ     მნიშვნელობას,   გამოხატულებას   და   ნიღბის   ღირებულებას.   ანუ,     ამ     შემთხვევაში    გვაქვს      საქმე     მსახიობის   სხეულის       მოძრაობების     მკაცრ    დაქვემდებარებას      პლასტიკისადმი,   მისი     მეტყველებისა    და    რითმის   განსაზღვრას     ნიღბის     ხასიათთან.   
                              შეიძლება    ასეც    ავხსნათ    მსახიობის     მოქმედების   ლოგიკა     ნიღბებით    ტრენინგის   დროს.   როდესაც     იგი     გაიკეთებს   ნიღაბს     და     იწყებს     მოქმედებას,   იგი   შინაგანად    იხსენებს     სახეს,   ანალიზს     უკეთებს     თავის     და     ნიღბის     პერსონაჟის    ერთობლიობას,   გრძნობს    თავის    მოძრაობებს    და    მოქმედებებს,    აფიქსირებს     თავის   მიერ     შესრულებული     სხეულის     თვითეულ    მოძრაობას.   ყოველივე     ეს,    როგორც     ვხედავთ,   სინთეზური   პროცესია,    სადაც    შერწყმულია   მსახიობის    ოსტატობის     ელემენტები     და   აგრეთვე     ქორეოგრაფიიის,   მუსიკის    და    ზეპირმეტყველების     ელემენტები.   წინა    პლანზე    იწევს   პოზა   (   მიზანსცენა  ),   ჟესტი   (   ემოციური   გამოვლენის   ერთ  –   ერთი   ხერხი   ),    შეგრძნებები,   რომლებიც   გამოიხატება   სხეულის   მოძრაობებით,    ანუ    პლასტიკით.
                          ნიღაბი    პროვოცირებს     მსახიობს     ამოქმედოს   სხეული   ზუსტად,   მის   პლასტიკას    და   მუსიკალურობას   გაუსვას   ხაზი.   რაღაც   მომენტში     ყოველივე     ეს     უახლოვდება     აზრობრივად     პანტომიმის   თეატრისათვის      დამახასიათებელ       ნიშანთვისებებს.   ეს    მოქმედება   მრავალფეროვანია,     სინთეზურია.     იძლევა   საშუალებას   გავაერთიანოთ   პანტომიმის   ელემენტები,   დრამატული    და     მუსიკალური   თეატრის   ერთობლიობა    და    აგრეთვე     ლიტერატურული   და     ფოლკლორული    საწყისები    და    მათთვის    დამახასიათებელი    ელემენტები.   ანუ,    ცეკვა,   ფოლკლორული    ელემენტები,    მოძრაობის    უბადლო    შესრულება,   მეტყველების   უნარი  (   ამ    შემთხვევაში    ტექსტი  ),   საწესჩვეულებო   სანახაობის     უმთავრესი     მამოძრავებელი    და     მახასიათებელი   ნიშნები   და     ვოკალი.  
                             ნიღბით     ტრენინგი    ემყარება    ძირითადად    ფიზიკურ    და     პლასტიკურ    მოქმედებებზე,   ვიდრე     წარმოთქმულ   სიტყვაზე.   ნიღბებით     ტრენინგის    დროს    არ   არის    საჭირო   ვეძიოთ   პერსონაჟის   ხასიათი,     გარდა    უსახო   (   ნეიტრალური   ნიღაბი  )   ნიღაბისა,   აქ    თვით   ნიღაბი    გვეხმარება    და    გვაძლევს    მზა    ხასიათს.             
                               კიდევ    ერთი,    რასაც     გვთავაზობს     ნიღაბი    თავისი     ისტორიული    წარმოშობის     საფუძველზე     დაყრდნობით,    არის    მისი    ნეიტრალური   საწყისი   და   რამდენიმე    სახეობა    კონკრეტული    ნიღბებისა     –    საწყისი    დამახასიათებელი     ნიღაბი,     კონტრ    –    ნიღაბი,       ცხოვრებისეული,   ტოტემი,   ობიექტისა  (   აბსურდული   ),      კომპლექსური      დამახასიათებელი,     მასხარას    ნიღაბი.
                              გ.   გადამერი   აღნიშნავს,   რომ :   ,,   თამაში   სხვა   არა   არის   რა,    თუ   არა   თამაშისეული   მოქმედების    თვითრეპრეზენტაცია   ’’.   აქ   კარგი   იქნება   მაგალითად   მოვიყვანოთ   ბავშვების   მოქმედება   და   შეგრძნებები   ნიღბებით   თამაშის   დროს   და   ზოგადად   თამაშის   სტილი.   ასეთი   თამაშის   დროს   ბავშვი   წარმოიდგენს   საკუთარ   თავს    სხვა   სამყაროში,   აქ   არ   უნდა   დაგვავიწყდეს,   რომ   იგი    სსაკმაოდ    კარგად    განასხვავებს   რეალობასა   და   მის   მიერ   შექმნილ   სამყაროს,   ირგებს   ნიღაბს,   რომელიც   მას   სჭირდება   და   ფანტაზიით   და   თავისი   სურვილების   კარნახით   მოქმედებს.   მას   ეს   ძალიან    მოსწონს   და   ართობს.   იგი   დაცულად   გრძნობს   თავს   და   არავის   აძლევს   უფლებას   შეეხოს   მის   ,,  სამყაროს  ’’.      
                              უპირველესად    საჭიროა   გავეცნოთ    თვით   ნიღაბს   მასში   მუშაობის   დაწყების   წინ,   რომლითაც   ვაპირებთ   ტრენაჟის   ჩატარებას.   პედაგოგების   გარკვეული   ნაწილი,  მაგალითად,   კ.   ჯონსტონი,   ნიღბის   გაცნობისთვის   ასახელებენ   ურთიერთობას   სარკესთან.   აქ   იგულისხმება   სარკეში   დანახული   პარტნიორი   ნიღბის   გარეშე.   ნიღბის   მოძრაობასა   და    მოქმედებაზე   დაკვირვების   ერთ  –  ერთი   ხერხი.
                                  ჩემი       აზრით,     მნიშვნელოვანია        ავღნიშნოთ     ტრენინგებისთვის   განკუთვნილი   ნიღბები,     რომლებითაც   ვაპირებთ   სავარჯიშოების     გაკეთებას    სტუდენტებთან    ან     მსახიობებთან :
                         1.  უსახური   ნიღბები  (  ნეიტრალური   ნიღაბი  ) ;
                                    2.  ნიღბები    ცხოველების    და    საგნების    გამოსახულებით ;
                                    3.  სახასიათო    ნიღბები ;
                                    4.  ფერადი    ნიღბები ;
                                    5.  ნახევარ  –  ნიღბებე ;
                               6.  ნიღაბი   სახეზე   –   გრიმი ;
                        თვითეულ   ნიღბის   სახეობას   აქვს     თავისი   ბუნება,   წარსული   და   გააჩნია   ვნებები.   ეს   პირობა   აუცილებლად   არის    გასათვალისწინებელი   ამა   თუ    იმ   ნიღბის   გამოყენებისას.
                        ნიღაბი   აძლევს    საშუალებას    მსახიობს     იმოქმედოს   როგორც   მოცემული   ტექსტის   მიხედვით,   ასევე   ამ   ტექსტის   საწინააღმდეგოდაც.
                                     საინტერესოა   განვიხილოთ   თვით   ტრენინგის   პროცესი.   ნიღაბი    სახეს    მალავს   და   ამავდროულად   სტიმულირებს   მთლიან   ფსიქო   –    ფიზიკურ   აპარატს.  
                         შეიძლება    გამოვიყენოთ    სავარჯიშოების    დროს    ნიღბით   თერაპიის    ელემენტები.   ეს   არის     ფსიქოლოგიური   მეთოდი,   ცნობილი   ოდიდგან,     დამყარებული      სიღრმისეული      კომპლექსების      და   პრობლემების        გადატანისათვის     ნიღბის      მკვდარ      მატერიაში.
                          ნიღბების     ზემოქმედების     ძალა    და    სიღრმე   დამოკიდებულია      უნარზე      გამოვხატოთ      მოვლენები    და   განცდები   მკვეთრად,    ზუსტად,     რაც     მოგვცემს    საშუალებას    გავიხსენოთ    და   კიდევ      ერთხელ     განვიცადოთ     სხვაგვარად    აღქმული   ცხოვრებისეული   მოვლენები,    შევხედოთ     მათ     სხვა     თვალით.      
                        ნიღაბი   გვაძლევს   საშუალებას   განვიცადოთ   შეგრძნებები,   რომლებსაც      სხვა     ნებისმიერი    ხერხით    ვერც     კი     შევძლებთ   გამოვხატოთ,   გარდა    ნიღბისა.   
                        თვით     ნიღბის    დამზადების    პროცესი   (  თანდათანობითი   ფორმის   მიცემა     ნიღბისთვის  )  –    ესეც    შეიძლება    ჩაითალოს    და   ვფიქრობ,   რომ   აუცილებელიც   არის,    ტრენინგის   ერთ  –  ერთ   პროცესად   და   დაეხმაროს   მსახიობს   და   სტუდენტს   გარდასახვაში.
                      ტრენინგის   დროს   მსახიობი   იხსნის   საკუთარ   ფსიქოლოგიურ    ნიღაბს,   ირგებს   დრამატულს,   რომელიც   მიმართულია   და   გამოყენებადია   გარკვეულ    მოცემულ    შემთხვევაში,   მიისწრაფვის   გახსნას   გრძნობები   და   არა   დამალოს   ისინი.   ნიღაბი    ბადებს    მამაცობის    და     გულადობის   შეგრძნებას   და    ეხმარება   მსახიობს   განუდგეს   საკუთარ   ცხოვრებისეულ   როლს.
                       ნიღბის   მოხმარების   და   გამოყენების   აზრი   ტრენინგების   დროს     მდგომარეობს     იმაში,    რომ    ეს   პროცესი   იძლევა    საშუალებას   ჩვენი   ,,  მე  ’’ –  ს   ბოლომდე   შეცნობაში.   ბოლომდე   ,,   გავაცნობიეროთ  ’’    საკუთარი   შეგრძნებები   და    მათი   გამოყენების   შესაძლებობა   გარკვეული   ხარისხით    და    გარკვეულ   სიტუაციებში,   მოცემული   ვითარების   შესაბამისად.    ეს    ხერხი    მისცემს    საშუალებას   სტუდენტებს   და   მსახიობებს      ჩაიხედოთ   საკუთარი     სულის   საკრალურ   კუთხეებში,   განთავისუფლდნენ    სირცხვილის   და    შიშის    შეგრძნებისგან,   რათა   შექმნილი    პერსონაჟის   სახე    სრულყოფილად   იქნეს   წარმოდგენილი.     
                      თეატრალურ    პედაგოგიკაში,    ჩემი    აზრით,    ყველაზე    პროდუქტიული    იქნება    სავარჯიშოები    ნეიტრალურ    ნიღბებში,    რომელიც      შექმნის     ფუნდამენტს     თეატრში   ნიღბის      პრაქტიკული    გამოყენებისათვის.    ეს     გარკვეულწილად    საკუთარი   ,,  მე ’’ –  ს     დეკონსტრუქციის    ინსტრუმენტია   და    ამავდროულად    უძლიერესი    შემოქმედებითი     საწყისების     გამაღვივებელია,    რომელიც     პროვოცირებს    მზადყოფნას   შემოქმედებისათვის.   ამგვარი   შედარებანი   მიზანშეწონილია    გამოყენებულ   იქნას   სახასიათო    ნიღბებისათვისაც.   თუ   კი   ნეიტრალური    ნიღაბი    ეს    არის     საერთო   მაჩვენებელი    ან    და    ნიშანი,    რომელიც     ანეიტრალებს    ინდივიდუალურ    გამოხატულებებს,     მაშინ    მასხარას    ნიღაბი   (   შუასაკუნეების     მასხარას    ნიღაბი )   პროვოცირებს    ინდივიდუალურობის     გამოვლენებს    მის   განუმეორებელ     თავისებურებებში.    
                          მასხარას     ნიღაბი    –    უძლიერესი     საშუალებაა     იუმორის      გრძნობის      განვითარებისათვის,        ინტელექტისათვის,    ასოცირებული      აზროვნებისთვის,      გემოვნებისთვის      და        შემოქმედებითი თავისუფლებისათვის.
                          სხეულის   მოძრაობა   და   ნიღაბი   განუყოფლად   არის   შერწყმული   და   ერთმანეთთან   დაკავშირებულია.     შეიძლება   დავაკვირდეთ     ორმაგ    ეფექტს   ნიღაბში    თამაშის   დროს :   ნიღაბი   ფარავს   სახე ,     ამავდროულად      ანთავისუფლებს     ფსიქიკას,   მსახიობი   ბოლომდე     იხსნება,     იძლევა   არაჩვეულებრივ   თავისუფლებას   ფანტაზიისთვის.
                          ნიღაბში     თამაშის   სარიტუალო   ფესვები     გვაძლევს   უფლებას      ვისაუბროთ     მსახიობის      განსაკუთრებულ   სცენიურ   შეგრძნებებზე,     რომელსაც     შეიძლება     დავარქვათ     ტრანსი.   ნიღაბში   თამაშისას      მძაფრდება     აღქმის     ინტენსივობა,     და     მიუხედავად   გარდაქმნისა   (  ტრანსფორმაციისა  ),    ადამიანი     ხედავს    და   გრძნობს   უფრო   ღრმად,   ვიდრე   საერთოდ.   შეიძლება  ეს  შევადაროთ   თანამედროვე     ფსიქო   –   დრამას   ან   და   ჯგუფურ   თერაპიას,   თუნდაც   ჰიპნოზს.
                           სხვა    და   სხვა   რიტუალების   ნაციონალური   ნიღბების   პრაქტიკას     მივყავართ     მსახიობის     განსაკუთრებულ   მდგომარეობამდე,    რომელიც   გადაეცემა   მაყურებელს.     მინდა     ავღნიშნო,   რომ   ნიღაბში   მოქმედება   –   ეს    არის   აზროვნების   გადასხვაფერების   საშუალებაც,   ეს   მუდმივი   იმპროვიზაციაა,   სადაც   მსახიობი   „   მამაცურად   ’’   იცვლის   გარეგნობას,   ერთდროულად   წონის   ,,   შინაგანი   სასწორით   ’’   პერსონაჟს,   რომელსაც     განასახიერებს    და   რომელიც   აღბეჭდილია    ნიღაბზე,   აანალიზებს   საკუთრ   დამოკიდებულებებს   მის    მიერ   შექმნილ   სახესთნ,   გრძნობს   საკუთარ   მოძრაობებს   და    მისწრაფებებს    პერსონაჟთან    მიმართებაში,   აგრეთვე     პასუხობს    და    გრძნობს   თავისი   საკუთარი   სხეულის     პლასტიურ     გამოძახილს    და   ამავდროულად   იჭერს   დისტანციასაც  (  თვითკონტროლის    ხერხი  კ.   ს.   სტანისლავსკის   მიხედვით  ),    რომელიც    აძლევს    საშუალებას    მას   სწორად   მიმართოს   ესთეტიკური     ზემოქმედება    მაყურებელზე.
                           ადამიანი      რეაგირებს     გარემოს    მოვლენებზე    როგორც   ნიღაბი,   იღებს   იმ     მოქცევის    ფორმას,   რომელსაც   მას   თავს   ახვევს    საზოგადოება.   ეს   ერთ    –   ერთი    მაგალითია   იმისა,    თუ     როგორ   გამოყოფს    კოლექტიური    თვითშეგნება     ინდივიდუალურს.     ამ   შემთხვევაში     ინდივიდუალური     ნიღაბი   –   ეს   არა   მარტო   ის   არის,   რასაც     ადამიანი     გვიჩვენებს,    არამედ     ისიც,   რის   იქითაც   იგი   მალავს   საკუთარ   თავს.
                            მსახიობის   პლასტიურობა   ნიღბის   გამოყენების   დროს   ამ   სიტყვის    ფართო    გაგებით  (  ფსიქიური,    ფიზიკური,     არტისტული  ),   დამოკიდებულია   იმ     შემადგენელისაგან,     რომელიცაა     ემპათია,   თითკონტროლი  (  მე  –  კონცეფცია  ),   წარმოსახვა  (  მე  –  პერსონაჟი  ),   რეალობა,   ასოცირებულობის    უნარი   ფიზიკურად   აღვიქვათ   და  შევინარჩუნოთ   მხედველობით   მოცემული   სახება,   ანუ   მუსიკალურობისა   და   იუმორის   გრძნობის   შესაძლებლობების   ფლობა.
                            ნიღაბში   მუშაობა   ჯობია   შავ   სამოსში,   თავის   დაფარვით.   თმები   უნდა   დავიმალოთ   შავი   ნაჭრის   ქვეშ,   იმიტომ   რომ   თავსაბურავი   აცლის   ადამიანს   ყოველდღიურობის   შეგრძნებებს,   ,,  ანეიტრალებს  ’’   თავს.   ამით   ამძაფრებს   ნიღბის   ემოციურ   აღქმას   და  ყველა   სხვა   დამხმარე     გადრასახვის   აქსესუარებს :    კოსტუმს,   საგნებს   და   ა.  შ.   სასურველია   ვიყოთ   მოწესრიგებულნი   და   ფრთხილნი   თავის   შენიღბვისას.
                           სასურველია   პატივი   ვცეთ   ნიღაბს.   არ   გავყოთ   თითები   თვალების   ჭრილში,   არ   დავდოთ   ნიღაბი   სახით   ქვემოთ,   ვეთამაშოთ   მას    ისე,    როგორც   ცოცხალ   არსებას.
                           თუ    სტუდენტს   ან   მსახიობს   ესაჭიროება   კითხვის   დასმა   პედაგოგისთის   (  რეჟისორისთვის  ),   საჭიროა   მოიხსნას   ნიღაბი   და   საუბრის   დასრულების   შემდეგ   კვლავ   გაიკეთოს   და   განაგრძოს   თამაში.
                          ნიღაბი   მოითხოვს   კონკრეტულ   და   მჭიდრო   ურთიერთობას    პარტნიორთან   (  ამ   შემთხვევაში   ნაგულისხმევია   მსახიობი,   რომელიც    იკეთებს   ნიღაბს  ).   ეს   არა   მარტო   ურთიერთობაა,   ეს     არის    პარტნიორის   ბოლომდე   ,,   შეგრძნება  ’’,   რისთვისაც   საჭიროა   გამოვიმუშაოთ   ძლიერი   მოტივაცია,   ძლიერი   ურთიერთობისათვის.
                         სახასიათო   ნიღბებში   მუშაობისას   აუცილებელია   დავიცვათ   დისტანცია     პერსონაჟსა     და     საკუთარ   თავს   შორის.   მსახიობის     ხმა    ნიღაბში,   როგორც   აგრეთვე   პლასტიკაც,     უნდა     მკვეთრად   განსხვავდებოდეს      საკუთარისგან.
                         ატმოსფერო   ლექციებზე,   ნიღაბში   მუშაობისას   უნდა   იყოს   სადღესასწაულო,     მსუბუქი,     ამაღლებული.   ამის   გარეშე   ამ   საქმით       დაკავება   შეუძლებელი   იქნება.
                          ნიღაბში    თამაშისას    ერთიანდებიან    ზუსტად   მიმართული   ჟესტი,    გააზრებული,    მეტყველი    სხეულის    მოძრაობები   მოცემულ   სივრცეში    და    არტისტიზმი,    გადამდები    შეგრძნებები,    როგორც    ნიჭიერების    გარკვეული    კატეგორია.
                            ნიღაბში   მუშაობა    მოთხოვს    სტუდენტებისგან   და   მსახიობებისგან     ტრანსფორმაციის    შესაძლებლობათა    ფლობას.    ყველა   ადამიან   არ   ძალუძს   ერთნაირად   ფლობდეს   ამ   უნარს.   ნიღაბი   ეხმარება   განავითაროს   ეს   თვისებები.
                                        უსახურ   ნიღაბს  (  ნეიტრალურ   ნიღაბს  )  უნდა   დავუთმოთ   განსაკუთრებული    ყურადღება.   ეს     ნიღაბში    მუშაობის   დასაწყისია.    შტამპებისგან   და   ჩვევებისგან    განთავისუფლებულ    ნეიტრალურ   სხეულს      შეუძლია   მიიღოს    ნებისმიერი    ფორმები.   ნეიტრალურობა   შეიძლება    განვიხილოთ    როგორც   განსაკუთრებული   მზადყოფნის   მდგომარეობა   შემოქმედებისათვის.
                        ტრენინგის   დასაწყისში,   უსახურ   ნიღაბში,   აუცილებელია   სიჩუმეში   მუშაობა.     ამგვარ   ნიღაბში   მუშაობისას   ზემოქმედების   ძალა      მსახიობზე   –   არის    სიჩუმეში    და    საკუთარი   სურვილების   შეკავებაში.
                       ნიღაბში    მუშაობის    დასაწყისში    სასურველია   გამოვიყენოთ    ნახევარტონები    და    არა    მთელი    ექსპრესიის   ძალა.
                      ტრენინგის  მოცემული   სახეობა   ხელს   უწყობს   კრეატიულობის    განვითარებას,   კონკრეტულად   კი :   ზედმეტი   ფიზიკური   დაძაბულობის   მოხსნას,   საკუთარი    სხეულის   მართვის   შესაძლებლობების   განვითარებას    და    ფლობას,   ჰარმონიული    მოძრაობების   შეგრძნების   გამომუშავებას,    მისი    კოორდინაციის,   მეტყველი   ჟესტის,    პლასტიური   მეხსიერების     გამოყენების,    წარმოსახვის    სტიმულირების,    შტამპებისგან   განთავისუფლების,   კომუნიკაციური   თვისებების   გაძლიერების,   კონტაქტისა    და    პარტნიორის    გაგებას.  
                            
                                                         სავარჯიშოები     
          

              სავარჯიშო N 1.

              I ეტაპი   –   გახურება.

               მიზანი   –   დავეხმაროთ   ყველა    მონაწილეს   მოამზადოს     საკუთარი
                                   სხეული    მუშაობისთვის.  (   პანტომიმის ელემენტები   ).   აქ 
                                   დაგვეხმარება    მუსიკალური    გაფორმებაც.  

              ტრენაჟი    –    სტუდენტები     ნაწილდებიან   ოთახში    ერთმანეთისგან
                                        გარკვეული   მანძილის    დაცვით.   მათ   რეჟისორი
                                        სთავაზობს  თვალების  დახუჭვას.       
                                        სთხოვს,   წარმოიდგინონ,   რომ   არიან   წყლის   უფორმო
                                        წვეთები.    რეჟისორი   –    პედაგოგის    ნიშანზე   სტუდენტები 
                                        იწყებენ     ქაოტიურად    ოთახში     მოძრაობას    დახუჭული 
                                        თვალებით.   რამდენიმე    წუთის   მერე,   ისევ    ნიშანზე,
                                        ჩერდებიან,     ერთიანდებიან   ,,   ერთ   მთლიანობაში  ’’   ორ  –
                                        ორ,    ან    სამ    –    სამ     კაციან    ჯგუფში.   სტუდენტებმა
                                        უნდა    თვალი    გაახილონ   და     აღმოჩნდნენ    თავის
 შემთხვევით     არჩეულ    პარტნიორთან.    სტუდენტებმა                                                                                                                                                                                                                                     უნდა     შეძლონ      აირჩიონ    ის    პარტნიორები,    ვისთანაც    სურთ,    რომ     საბოლოოდ     აღმოჩნდნენ,    შეგრძნებების    და
 წარმოსახვის     დახმარებით.

              II ეტაპი

                 ეტიუდი   –  ,,   ცხოველთა   და    მცენარეთა   ნიღბები   ’’   ან   და  ,,  მე ’’  –
                                             სხვა     ადამიანის     სახეში.

                 მიზანი   –          თვით    ინტერესის   განვითარება,   საკუთარი  ,,  მე  ’’  –  ს
                                             მრავალმხრივი   გაცნობიერება     გარშემომყოფთა
                                             დამოკიდებულების     მიმართ,   საკუთარი  ,,  მე ’’ – ს  მიღება
                                             სხვა  და   სხვა   სახით   და    სიტუაციებში,   რეფლექსის
     
                                             განვითარება,     თვითშეფასების    ამაღლება.

                ტრენინგი    –    ნიღაბი    ოდიდგან    იქმნებოდა   იმისათვის,   რომ  შეექმნათ
                                            ვიღაცის   სახე.    თქვენი   ნიღაბი   უნდა  გამოხატავდეს იმას,
                                            თუ   ვის    ხედავთ   თქვენ   თქვენივე   თავში   წარმოსახვით,
                                            დადებით    თუ      უარყოფით    გმირს.
                                            ეს    არის    არქეტიპი   ,,   პიროვნების  ’’ განსახიერება. 
                                            ადამიანს,     მცხოვრებს    სოციუმში,    აქვს    დაგროვებული 
                                           ნიღაბთა    გარკვეული   კრებული   (   ცხოვრებისეული  ) ,
                                           რომლებიც,   გარკვეულწილად,   შეიძლება   მოვკრიბოთ
                                           ერთ– ერთი   კოპირების    მექანიზმში   ტრენინგში
                                           გამოსაყენებლად .    ნიღაბი   ეს    არის,   ის,   რაც
                                           გვაძლევს   საშუალებას    დამალვისა,   ,,  შენიღბვისა  ’’,
                                           საკუთარი   თავის   სხვა    ადამიანად    წარმოჩინებისა.

                  სავარჯიშო N 2.
                   ეტიუდი   –    ,,   ნიღაბთა    დიალოგი   ’’.

                   მიზანი   –   თვითშეფასება   და    პარტნიორის   შეფასება,   საკუთარი
                                       თავის   გაცნობიერება,   უნარი   დავინახო   სხვაში   და
                                       საკუთარ    თავში   დადებითი    თვისებები.

                   ტრენაჟი    –   ისმის   მუსიკა,   სტუდენტები   მოძრაობენ   მუსიკის
                                            ჰანგების    ფონზე.
                                            მუსიკალური   ფრაზის    დამთავრების   შემდეგ    ყველა
                                            სტუდენტი    გაყოფილია   ორ   –   ორ   კაცად.   მათ 
                                            რეჟისორი   სთავაზობს   ნიღბების   გაცვლას.   პარტნიორის
                                            ნიღბის    მორგების    შემდეგ,    მეორე   მონაწილეს
                                            სთავაზობენ    დაწვრილებით    დახასიათებას   საკუთარ
                                            ნიღაბზე   (   ჩვევები,    დამახასიათებელი   თვისებები,  რა
                                            არის   ამ   ნიღბისთვის    მნიშვნელოვანი,   რითი
                                            განსხვავდება    სხვა    ნიღბებისგან    და   ა.   შ.  )   ნიღბის ,,
                                            პატრონი  ’’   და    მისი    ახალი   ,,   მფლობელი   ’’
                                            ცდილობენ    დააფიქსირონ     გრძნობები    და   აზრები   და
                                            გამოხატონ    ასოცირებული    მოქმედებების   საშუალებით.
                                            ამის   შემდეგ   იგივე     მოქმედებები     სრულდება    სხვა
                                            ნიღაბთან    ერთადაც.

                  სავარჯიშო N 3.

                    ეტიუდი   –   ,,    ნიღბის    გარეშე   ’’.

                    მიზანი     –    ემოციური   და   მოქცევის   შებოჭილობის   მოხსნა ;
                                            უნარების   ფორმირება    წრფელი    აღიარებისათვის,
                                             საკუთარი    ,,   მე  ’’  –    ანალიზის    გაგებისათვის.


                   საჭირო   ნივთები    –    ბარათები   შეკითხვებით,   რომელსაც   დაბოლოება
                                                              არ    აქვს.

                    ბარათების   დაახლოებითი    შინაარსი  :

                                     1.  ,,  განსაკუთრებით  მე  მომწონს,   როცა   ადამიანები,
                                              რომლებიც    ჩემს    ირგვლივაა...  ’’

                                     2.  ,,   რაც   ყველაზე   მეტად   მართლა   მინდა,   ეს   არის... ’’

                                     3.  ,,   ზოგჯერ   ადამიანებს   ჩემი   არ   ესმით,   იმიტომ   რომ
                                                მე...  ’’

                                     4.   ,,   მჯერ,    რომ   მე...  ’’

                                     5.  ,,     მე    ზოგჯერ    მცხვენია,    როცა...  ’’

                                     6.   ,,     განსაკუთრებით   მე   მაღიზიანებს,  როცა   მე... ’’   და  ა. შ. 

                     ტრენინგი   –  ყველა    სტუდენტს     ეძლევა   თითო    ბარათი
                                              დაუმთავრებელი    ფრაზით.    წინასწარი    მომზადების
                                              და    მოფიქრების   გარეშე     სტუდენტმა    უნდა
                                              დაასრულოს     წინადადება.    ნათქვამი    უნდა
                                              იყოს   გულწრფელი.   თუ    დანარჩენი    სტუდენტები
                                              შეამჩნევენ    ტყუილს,    უკანასკნელს    ევალება   ხელახლა 
                                               აიღოს    ბარათი.

                                               ფსიქოლოგიური ტრენინგი 

                                                   ,,   ნიღაბი   ’’ 

                          თამაში  ,,  ნიღაბი  ’’   ეხმარება    სტუდენტებს      თვითგაცნობაში,   მათ   ეძლევა    საშუალება    შეხედონ    საკუთარ   თავს    გვერდიდან.    მისი შედეგია    ადამიანის     ადეკვატური    აღქმა    საკუთარი    თავისა    და გარშემომყოფთა    აღქმა    სხვა    და    სხვა     სოციალურ     სიტუაციებში.

                      ხანგრძლივობა   –   1   საათი  (   დრო   დამოკიდებულია    სტუდენტთა
                                                         რაოდენობაზე    და    ადამიანის   ,,    გახსნის   ’’
                                                         სიღრმეებზე     და   აუცილებელია   გამოყვანილ
                                                          იქნეს   იგი    ნათქვამის    გააზრებისკენ   ).

                                                          სტუდენტთა რაოდენობა 15 კაცამდე.  

                      გამოსაყენები    მასალები    –    ნიღბები    ყველა     მონაწილისთვის
                                                         (  სტუდენტთათვის ).   ნიღაბი    მზადდება    სახლში ( 
                                                          სასურველია  ),   როგორც   საშინაო    დავალება. 

                              საშინაო   დავალებისთვის    განკუთვნილი    ინსტრუქცია

                                  ბევრი ჩვენთაგანი ალბათ, ამჩნევს, რომ სხვა და სხვა სიტუაციებში  ჩვენ ვიქცევით  სხვა  და სხვაგვარად.  მხოლოდ  თქვენ  იცით  ( ან გგონიათ,  რომ  იცით ),   როგორები  ხართ   სინამდვილეში. მაგრამ  სხვა ადამიანები  გვხედავენ ისეთებად, როგორებსაც ჩვენ შევთავაზებთ, ან და ისეთებად,  როგორებსაც  გვაიძულებენ  ვიყოთ  ჩვენ   გარშემომყოფნი.  ალბად, არც თუ  ხშირად  ჩვენ  არ  მოგვწონს  ის,  თავს  მოხვეული ,, ცხოვრებისეული ’’ როლები, მაგრამ   ჩვენ   მივეჩვიეთ   და   ხშირად   ასეც   ვთამაშობთ.
                       დავალება   –   გამონახეთ   დრო   და    დაფიქრდით   თქვენ  
                                                          ცხოვრებაზე.  როგორი  ხართ   თქვენ  სინამდვილეში?
                                                          როგორი გინდათ  რომ იყოთ ან და
                                                          გამოიყურებით   გარკვეულ    საზოგადოებაში   ან  და
                                                          გარემოში ? როგორი   როლის   შესრულებს
                                                          გაიძულებენ   თქვენ   სხვა   ადამიანები  (   მშობლები,
                                                           პედაგოგები,    ამხანაგები  )  ? 
                                                          შემდეგ    დახატეთ   ნიღაბი,   ისეთი,    როგორსაც
                                                          ხშირად    ირგებთ   ხოლმე   სხვა    ადამიანების
                                                          გარემოცვაში   ან   და   ისეთ,    როგორსაც
                                                           გაიძულებენ,   რომ   ატაროთ,   ან   და   კიდევ  ისეთს, 

                                                           როგორიც    არავინ    იცის   –   ამორჩევა   თქვენზეა.
                                                           მოიფიქრეთ  ფორმა,   ფერი,    მნიშვნელობა,
                                                           მხატვრული    გაფორმება   და   ა.  შ. 
                                                           ეს   ნიღაბი   უნდა   იყოს   ნამდვილი,   რომელიც
                                                           შეიძლება   რომ   გაიკეთო    სახეზე.   ეს    სავარჯიშო
                                                           მოითხოვს   დიდ    ემოციურ   დატვირთვას   და
                                                           საკუთარი    პიროვნული    რესურსების   გამოწვევას. 

                                                                  I  წრე

               ინსტრუქცია    –    მოგვიყევით  ( ,,   ნიღბებო  ’’  ) ,  თუ   შეიძლება ,   ვინ   ხართ ?  რას   ნიშნავს  თქვენი ნიღაბი ? ყველა  სათითაოდ  წარმოადგენს  თავის  თავს და   ბოლოში  იხსნის   ნიღაბს.   აქ    გამოყენებული   იქნება   შემდეგნაირი კითხვები :

                                        1.   რა   არის    გამოსახული   ნიღაბზე ?

                                        2.  რატომ   არის   არჩეული   ასეთი   ფერი,   ასეთი   ფორმა ?
                                        3.  როგორ   სიტუაციებში   იწყებს   მოქმედებას   ეს  ნიღაბი ?

                                        4.  ძნელი   იყო   თუ  არა  ამ   ნიღბის  მოფიქრება ?

                                        5.  თვითონ   მოიფიქრეთ   ამგვარი   ნიღაბი,  თუ   ვინმემ
                                            მოგაწოდათ   ეს   აზრი ?
                                        6.   თქვენ    მოგწონთ    ასეთ   როლში   ყოფნა,   თამაში   ასეთ
                                               ნიღაბში ?

                                        7.   თქვენ   ვინმე    გაძალებთ   მის   გაკეთებას,   თუ   ამგვარ
                                               მოქცევას   თქვენვე   ირჩევთ ?

                                         8.   რა    შეიძლება    დაერქვას   იმ   როლს,   რომელსაც    თქვენ
                                               თამაშობთ   ამ   ნიღბით ?

                                          9.   რანაირი   ნიღბები   არსებობენ   კიდევ   თქვენს
                                                არსენალში ?

                                         10.   როგორი   და   რანაირი   ნიღბების   გაკეთება   გინდათ,
                                                 როცა   გსურთ    დაიმალოთ   ან   თავი   დაიცვათ
                                                 გარკვეულ   სიტუაციებში ?

                                          11.   რა    გაიგეთ   ახალი   ამ   ტრენინგის    დროს    საკუთარ
                                                  თავზე  ? 

                                                                   II   წრე

                          მეორე   ტრენინგის    დროს    განმარტებულია   ყველა    მონაწილის ნიღაბი.    თვითეული    მონაწილე  რიგ  –   რიგობით   სვამს  შეკითხვებს.


                                                            შეკითხვები: 

                    1.  არის   თუ   არა   ისეთი    ნიღბები,    რომლებიც    გეჩვენებათ   თქვენ
                         უფრო  ახლობელად    თქვენ    საკუთარ   ნიღაბთან ?
                    2.  არის   თუ   არა   ისეთი   ნიღბები,   რომლების   იწვევენ   თქვენში
                         უარყოფით    ემოციებს,   უნდობლობას ?
                    3.  თქვენი   აზრით,   ვისი     ნიღბები      უფრო   შეეხამება    პიროვნების
                         გარეგნობას   და   სულიერ   სამყაროს ?

                    4.   რომელი   ნიღაბი   არ   გამოხატავს   ადამიანის   გარეგნულ   და
                          სულიერ    სამყაროს ?

                    5.   რომელი   ნიღაბი   გინდათ,   რომ   მოირგოთ   თქვენ ?
                    6.   ვის   გინდათ,    რომ    მოარგოთ   თქვენი   ნიღაბი ?

                    7.   რამდენად   არის    საჭირო   ნიღაბი    ცხოვრებაში ?   უშლიან   თუ  არა
                          ნიღბები   ხელს     სრულყოფილი     ურიერთობების     დამყარებას ?

                    8.    რა    გაიგეთ    ახალი   თქვენს    მეგობრებზე    ტრენინგის   დროს ?

                                     ნიღაბი   არ   არის   მარტო    უბრალოდ   შეღებილი    ქაღალდი,  არამედ    გარკვეული   მოდელია,  მოქცევის ტიპი,   რომელიც  არ  შეიძლება  დარჩეს ნეიტრალური   საკუთარი ,, მე ’’ –  ს   მიმართ. ნიღაბი   კომპენსირებს   იმას, რაც გვაკლია.  ადამიანებისგან   განდგომა   ნიშნავს   საკუთარი   თავის   დაკარგვას, ის, ვისთვისაც   სხვები  წარმოადგენენ  მხოლოდ ,, სარკეს ’’, მკვდარ  ნივთს, აქვს  თავი განწირული   იმისათვის, რომ   ერთ   მშვენიერ   დღეს  ვეღარ  დაინახოს  საკუთარი თავიც    კი    სარკეში.



       
                                                 უსახო ნიღაბი

                                        ( ნეიტრალური ნიღაბი )

               როგორც   ვიცით,   კ.   ს.    სტანისლავსკი    ხშირად   ამბობდა,    რომ მსახიობისთვის     აუცილებელია    ჰქონდეს    ,,   ნეირტალური   ’’ სახე,   ანუ თავისუფალი,   დაუჭიმავი,    რომელიც    ვარაუდობს    სახის   კუნთების  ბუნებრივ მდგომარეობას,   რომელსაც   შეუძლია   გამოხატოს   გრძნობის   და   აზრის   ყველა მოძრაობანი.
               უსახო    ნიღბისათვის    დამახასიათებელია    განსაკუთრებული    ნიშნები. სახეს,   რომელსაც   ჩვენ    ვეძახით   ნეიტრალურს,   არის    სრულყოფილი   და ჰარმონიულად    დაკომპლექტებული   ნიღაბი,    რომელიც   იძლევა   ფიზიკურად სიმშვიდის    შეგრძნებას.  ასეთი   ნიღაბი   მსახიობის   სახეზე   იძლევა  საშუალებას     ვარჯიშების    შედეგად    მივაღწიოთ   ნეიტრალური   სხეულის შეგრძნებას   და   განვიცადოთ    განსაკუთრებული    ნეიტრალურობის  მდგომარეობა.    ეს     ფსიქოლოგიური   მდგომარეობაა   გარშემო   სამყაროს    თავისუფალი,    უკონფლიქტო   აღქმისა.   
                ნეიტრალური   ნიღაბი   –   ეს   არის   ზერელე   ნიღაბი,   ის   ჩნდება   ,,  მე  ’’ –   ს   სიღრმეებიდან. 
                 ექსპრესიული   ნიღაბი   (   სახასიათო,   ნახევარ   –   ნიღაბი,   ნიღაბი  სახეზე –   გრიმი  )  როგორც  ტალღები,  ისეთი   ენერგიის  მატარებელია.   ამაშია პრინციპული    განსხვავება   უსახო   და    სხვა   დანარჩენ   ნიღაბთა   შორის. ექსპრესიულ    ნიღბებს   აქვთ   კონფლიქტი,  მათ   აქვთ   საკუთარი   ისტორია, წარსული,   ვნებები.   თავის   მხრივ   უსახურ   ნიღაბს   არ   გააჩნია   ხასიათი,   მარტო    უფერული   საერთო   ყოფადობა.   ყოველ    სხვა   ნიღაბში   იმყოფება გარკვეულწილად   ნეიტრალური   ნიღაბი.   რა   თქმა   უნდა   სამყაროში   არ არსებობს    ბოლომდე    ნეიტრალური    საწყისი.    ნეიტრალურობის  მდგომარეობა არის   გარკვეულ   შემთხვევაში   ინტელექტუალური    და    წარმოსახვითი მდგომარეობა.   მაგრამ   ის   გვაძლევს    საშუალებას   დავინახოთ   ნივთები  ისეთად, როგორებსაც   მათ   ჩვენ   ვერ   ვხედავთ  ხოლმე.  მისი   გაკეთების   შემდეგ, ადამიანს   ეცვლება   ჩვეულებრივი   ზემოქმედების   ინსტრუმენტები   ცხოვრებაში:   მეტყველი    მიმიკა   და    მეტყველება   (   ნიღაბს   არ   აქვს   პირი  ).   დაფარული სახე    გვანთავისუფლებს    გამოვხატოდ   ან   და   დავმალოთ   საკუთარი  ემოციური დამოკიდებულებების    აუცილებლობისგან,   ხოლო    სამეტყველო   აპარატის   არ ქონა    აფერხებს    შესაძლებლობებს    ზემოქმედება    მოვახდინოთ    ვერბალურად და    როგორც   გამოძიება,   ისე   აძლიერებს   გამოვნახოთ   სხვა    ზემოქმედებისა  და გამოხატულების    ინსტრუმენტები.    ინსტრუმენტად    გვევლინება   სხეული.   იგი იწყებს   არსებობას   როგორც   გონების    ფორმა   და  ხდება  მთავარ   და ერთადერთ    აღმქმნელ    და    გამომჟღავნებელ    ორგანოდ   სამყაროში. ვაკეთებთ   აქცენტს    სამყაროს    ფიზიკურ    აღქმაზე    და    შეცნობაზე,   და    შესაბამისად ვიყენებთ   ამ    მდგომარეობაში     წარმოქმნილ  რეაქციებს.  სტუდენტები მიდიან იმ მოქმედებამდე,   რათა    იპოვონ   ახალი    შემოქმედებითი    საშუალებები   და    ფორმები .   სამყარო    საგნობრივ   და    სივრცისებრ    გამხატულებაში   აღიბეჭდება ჩვენ    სხეულში,    აღაგზნებს    მიძინებულ    იმპულსებს   და    შეიძლება   გახდეს შთასგონების   წყაროდ.   შთაბეჭდილებები    გვიბიძგებენ   ჟესტისკენ,   ხოლო   ჟესტი    თანმიმდევრულად    შთაბერავს   გრძნობას.   ასეთი   სახის   მოძრაობა  – არის    ინსტიქტური    შემოქმედების   ფუძე.   უნდა   შევეცადოთ    ჩავაყენოთ სტუდენტი   გაუგებრობაში,    გახსნილობის   მდგომარეობაში   და   უნდა   მივცეთ ელემენტარულის    გამოკვლევის     შესაძლებლობები.   მოძრაობა    ბადებს   აზრს. ჟესტი    უსწრებს   აზრს.    გავიხსენოთ   პანტომიმის   თეატრის   სვლები,   სადაც მთავარი   ,,   სიტყვა   ’’    ამ    შემთხვევაში  არის   ,,   ჟესტი  ’’ ,   ,,  მოძრაობა  ’’  და მოძრაობაში    გამოხატული   ადამიანის    სულიერი   მდგომარეობა.
                 სამყაროს   ფიზიკური   შეცნობა   იწყება    საკუთარი    სხეულის შეცნობით უსახო   ნიღბის    საშუალებით.   ამ    მდგომარეობაში   ჩნდება შეგრძნება   საკუთარი   სხეულის    ნეიტრალურობისა.   ნეიტრალური   სხეული   სიმეტრიულია : მისი   ნაწილები    დაბალანსირებულია,   ის   მოკრებილია   და    ჩამოყალიბებულია  –   მას   აქვს    მოძრაობის   ინდივიდუალური  ცენტრი,  იგი   შეიცავს   პოტენციურ ენერგიას   მომავალი   მიძრაობისა,   თავისუფალი,   მოდუნებული,   რომელიც   მოდის    ყოფიერების    პროცესში    და    არა    მოქმედებებში.   ყველაფერი   ის,  რაც არ   არის    ნეიტრალური    პლასტიკურ    გამოხატულებაში,   მთელი   კომპლექსი    ფიზიკური     დახასიეთებებისა    შეიძლება  იყოს    საკუთარი ,,  მე  ’’  –  ს   ან    და  ,, არა   –   მე  ’’  –  ს   გამოხატულება.    მუშაობა   უსახურ   ნიღბებში   მიდის    ამ სისტემის    გაგებათა    ზღვარზე.
                   ადამიანის   ცხოვრებისეული    იმიჯი   –    მისი    სხეული,   ხმა,   მანერები, საკუთარი   თავის    წარმოჩინების  ხერხები   და   ა.  შ.  –  ხდება   ექსპერიმენტალური გამოკვლევის    მასალად    უსახურ    ნიღბებში     მოქმედებისას.
                    ნეიტრალური    სხეული   და   შექმნილი   ფსიქოლოგიური   მდგომარეობა ეხმარება   სტუდენტებს    ჩამოიხსნან    სოციალური,   ხელოვნურად    შექმნილი ნიღაბი    და     პლასტიკური   მოქცევები.   ამ   პროცესს   შეიძლება    დავარქვათ საკუთარი   თავის   დეკონსტრუქცია ,   იმისათვის  რომ   გავაღვიძოთ კრეატიულობა.   აღქმის   ფორმები   და   სამყაროს    გამოვლინებები,    ფიზიკური, ფსიქოლოგიური   და    მიმიკური   შეგუებანი    საერთოდ   არიან   ძალიან   მყარნი. უსახო    ნიღბის   უნიკალურობა    მდგომარეობს   იმაში,   რომ   იგი    გვაძლევს საშუალებას    სხეულის     იმპულსების      გააზრებით    გავთავისუფლდეთ  შექმნილი    კლიშეებიდან.   ეს,   ჩემი   აზრით,   ერთ   –  ერთი   ხერხია    საკუთარი თავის   შეცნობისა.   უსახო   ნიღაბი   ერთდროულად   ხელს   უშლის   მის მატარებელს    ინდივიდუალურობის    გამოვლენას   და   აგრეთვე   ავლენს   მის ინდივიდუალურ    საწყისს.   იმ   ადამიანებს,    რომლებიც    განიცდიან კომფლიქტებს    საკუთარ    თავთან,   რომლებიც    ვერ    ფლობენ    საკუთარ   სხეულს,    უსახო     ნიღაბს    შეუძლია    დაეხმაროს   საკუთარი    სულიერი   და ფიზიკური    ბალანსის    და    ჰარმონიის    აღდგენას.
                    მთავარი   პრინციპი  უსახო   ნიღაბში   მუშაობისა,  ჩემი   აზრით,   არის სხეულის   მოძრაობის   ჩართვა    თვითშეცნობის   პროცესში   და რეალობის  აღქმაში.
                   უსახო   ნიღაბი   შეიძლება    გამოყენებულ   იქნას    როგორც მრავალფუნქციური    საშუალება    სწავლების   დროს   და   როგორც   ადამიანის   ფიზიკური  და ფსიქოლოგიური  გახსნილობის საშუალება,   და,   რა   თქმა   უნდა, როგორც   ერთ  – ერთი  ხერხი    შემოქმედებითი  შესაძლებლობების განვითარებისათვისაც.
                    
  
                                      სავარჯიშოები უსახურ ნიღბებში

                                                     ,, სარკე ’’ 
                                                               I ეტაპი 

                   თავიდან   ვაკეთებთ   სავარჯიშოს   ნიღბის   გარეშე  (  მოსამზადებელი პერიოდი  ).  მონაწილე   ორია,   ერთი   –   ადამიანი,  მეორე   –   სარკე.   იქმნება ილუზია   ადამიანის    მოძრაობებისა   და   მისი    გამოსახულებისა.
                  თავდაპირველად    სასურველია    სავარჯიშო   ნელი   ტემპით   შევასრულოთ. პედაგოგის   ნიშანზე    იცვლება   როლები   –  სარკე   ხდება   ადამიანი   და  პირიქით. აუცილებელია   როლების   შეცვლა   რამდენჯერმე,    გაუჩერებლად,   ისე   რომ   არ იქნეს    დაკარგული    მოძრაობოთა   სურათი   –   ყოველ   ახალ   ჯერზე   მათი გაგრძელება. 
                  ,,  სარკე  ’’    გადმოსცემს   არა   მხოლოდ   ფორმის,   არამედ   პარტნიორის მოძრაობათა    ენერგეტიკასაც. 
                                                                II ეტაპი

                  მეორე   ეტაპი   სავარჯიშოსი    –   პარტნიორები   იცვლებიან   საკუთარი ინიციატივით,   პედაგოგის   დაუხმარებლად,   ისე   რომ   ძნელი  გახდეს გავარკვიოთ   ვინ   არის   ადამიანი   და   ვინ   სარკე. უნდა   იქნეს   მიღწეული სრული   მოძრაობათა   სინქრონი,   პარტნიორის   სრული   უსიტყვო   გაგება.  
                     აუცილებელია   განვასხვაოთ   პარტნიორზე   საკუთარი   სურვილების   თავს   მოხვევის   და   მისი   დამორჩილების   ჩვევა.   (  შევეცადოთ  დავიმორჩილოთ   პარტნიორი   სულიერად   და   ვაიძულოთ   იმოქმედოს   ჩემთვის   და  ჩემი   მიზნებისთვის  ).
                                                                III ეტაპი

                    მესამე   ეტაპია  ამ   სავარჯიშოს    გაკეთებისა  უკვე  უსახურ   ნიღაბში. ამ   დროს   დაბლოკილია   ურთიერთობის   ჩვეულებრივი  ხერხები,   რომელიც დამოკიდებულია    პარტნიორის   სახის   გამომეტყველებაზე,   მის   სოციალურ მახასიათებლებზე.
                        ყურადღების   კონცენტრაციის   უმაღლესი   ხარისხი   განაპირობებს მოძრაობათა   შერწყმას,   პარტნიორის   პლასტიკური   გამოვლინებების   კონტროლს (  სულ  მცირედსაც  კი ),   პარტნიორის   ინტუიციური    მოქმედებების წინათგრძნობისა,    ურთიერთობისა   –  ,,  თვალი  –  თვალში ’’.
                      სავარჯიშო  ,,  სარკე  ’’   უსახურ   ნიღაბში   შეიძლება   ჩავატაროთ   12 კაციან   ჯგუფშიც   ერთდროულად.   ასევე   შეიძლება   შევასრულოთ   ამგვარი სავარჯიშო   ნახევარ   –   ნიღბებით  და   ფერადი   ნიღბებითაც,   სადაც   ემატება ემოციური    შეგრძნებები,   რომლებიც    გვკარნახობენ    გარკვეულწილად შესასრულებელი   პერსონაჟს   ხასიათს.

                                                         ,, წრე ’’
                     სავარჯიშოს    მონაწილეები    დგანან   უსახურ   ნიღბებში   წრეში, სახით   ერთმანეთისკენ.   ერთ   –   ერთი   მათგანი,   პედაგოგის   ნიშანზე   ხრის თავს.  ის    იწყებს   სავარჯიშოს.   ამორჩუელი   სტუდენტი   სწევს   თავს  და უყურებს    რომელიმე   სხვა   მონაწილეს,   წრეში   მდგომს.   მისი   ამოცანაა   – შეხედოს    თვალებში   პარტნიორს    და   დააფიქსიროს   კონტაქტი.
                     პარტნიორის  ამოცანაა   –   ზუსტად  მიიღოს  მზერა  და   მკვეთრი  თავის მოძრაობით    გადაიყვანოს   ის   ნებისმიერ   სხვაზე.   იგი,   თავის   მხრივ,   სხვაზე და   ა  . შ.
                     მსახიობის    მზერა   ნიღაბში   უნდა   იყოს    ზუსტი,   ენერგიით   სავსე. პედაგოგს   შეუძლია  მოუმატოს   ტემპს   სავარჯიშოს   დროს.   სტუდენტები თავდაპირველად   იყენებენ   მკვეთრ,   შემდეგ   კი,   ძლივს   შესამჩნევ   თავისა  და თვალების   მოძრაობებს. 
                     ეს   სავარჯიშო   ანვითარებს   უნარს   მიიღო   და   გადასცე   ენერგია პარტნიორის   მზერისა,   ანვითარებს   ურთიერთობის   სიმკვეთრეს,   გადაცემის იმპულსურობას,   ანვითარებს   უნარს   თავს   მოახვიო   სხვას   საკუთარი   ნება. ( გავიხსენოთ   იმპროვიზაციის   შესრულების   ერთ   –   ერთი   ხერხი,   სადაც ნაგულისხმევია   თავს   მოვახვიოთ    პარტნიორს   ჩვენი   ნება ).
  
                                        ,, ობიექტის დათვალიერება ’’

                  ვიმზადებთ   მუშაობისთვის   ნებისმიერ   საგნებს  ( კალათა,   ჩანთა, მაისური,   ყვავილი,   ფეხსაცმელი   და   ა.  შ.  ),    სტუდენტი   იკეთებს    უსახურ ნიღაბს   და   ჯდება   იატაკზე.   თავს   ხრის   და   ხუჭავს   თვალებს.   პედაგოგი  დებს    წინ   რომელიმე   საგანს   და   თხოვს   სტუდენტს   ასწიოს   თავი  და გაახილოს   თვალები.   შემდეგ   სტუდენტი   იქცევა   ისე,   თითქოს   პირველად ხედავს   ამ   საგანს.
                    ამ   სავარჯიშოთი   ვქმნით   ფსიქოლოგიურ   ეფექტს   საგანზე   სრული   არ    ცოდნისა.   უარვყოფთ    ცნობილ    ინფორმაციას.    შექმნილი    ფსიქოლოგიური მდგომარეობა    ასოცირდება   უმწეო    მიმდობლობასთან,     უშუალობასთან, ინტერესთან   ,,   ახალი    საგნის   ’’   დანახვისას.    ეს    ის   თვისებებია,    რომლისგანაც   იწყება   შემოქმედება.   ცდის    ლოგიკა   ხშირად   კლავს  უშუალობას, ამიტომაც   ამ   სავარჯიშოში   ,,   არ    ცოდნის   ’’    მდგომარეობას   და    მის ხანგრძლივ    დაკავებას   აქვს   დიდი   მნიშვნელობა.   ეს    მდგომარეობა განაპირობებს   რეაქციას   და    მოქმედებას    საგნისადმი.
                  საგანი   შეიძლება   მსახიობს   პირდაპირ   ხელში   ჩავუდოთ,   მაშინ   აღქმა მძაფრდება.   საყურადღებოა    შევიგრძნოთ    საგნის   ფიზიკური    ხარისხის უპირატესობა   –   ხმა,   ფერი,   სუნი,   მოცულობა   და   ა.  შ.    მოქმედების   ლოგიკა შენდება   ამა   თუ   იმ   ხარისხზე,    რომელიც    უპირატესად    ეკუთნის    რომელიმე განსაკუთრებულ    საგნის   ნიშან   –    თვისებას    მოცემულ   შემთხვევაში.   ანუ, რომელიც   უფრო    თვალში    საცემია   პირველი    დანახვისთანავე   და   ასევე მნიშვნელოვანია,   რა    შეგრძნებას   ბადებს   ეს   საგანი   ჩვენში.    რელიეფური შეგრძნებები,   რომლებიც    დაიბადება    აღქმისას    შეიძლება    დაგვეხმაროს   საშენ მასალად     ფანტაზიისა    და    წარმოსახვისთვის.   ამ    სავარჯიშოს    გაკეთების ხარისხი    შეიძლება   ბევრზე     მეტყველებდეს,    მაგალითად,    სტუდენტის შემოქმედებით     შესაძლებლობებზე.
               ეს    სავარჯიშო     ანვითარებს   აღქმის    სიახლეს,    გვაძლევს   საშუალებას გავარღვივოთ    შაბლონური   და    ბანალური   შეხედულებები,    გვაძლევს    ბიძგს, ვიპოვოთ   ახალი   ინფორმაცია  ჩვენთვის   კარგად   ნაცნობ  საგანზე,    გარდავქმნათ    საკუთარი    მიდგომა   ნაცნობი   თემის   შესახებ.   ამ    სავარჯიშოში ერთდროულად    იწრთობა    ასოცირებული    და    კომპოზიციური    აზროვნება, შესაძლებლობა    იმისა,    რომ    ავაშენოთ     წარმოსახვითი    რეალობა.
                 სტუდენტის   მოქმედებას   ამ   სავარჯიშოს   გაკეთების   დროს   შეიძლება   ხელი   შეუშალოს ზედმეტმა    თვითკონტროლმა,   შეიძლება   საგანმა   სათანადოთ   ვერ   გაიტაცოს    საგნის     გამოკვლევისას,   –  ეს   სავარჯიშო   უნდა   სრულდებოდეს  ბავშ ვური     გატაცებით.

                                                 ,,   ფერთან    გაიგივება   ’’

                              (   სავარჯიშოები   ფერადი    ნიღბებით  )
 
                1.   სტუდენტები    იკეთებენ    ფერად    ნიღბებს.    ამ სავარჯიშოში   ყურადღება   უნდა   მიექცეს   შეგრძნებებს.   სტუდენტები   უნდა   შეეცადონ   ფერის   მიხედვით   პლასტიურად   გამოხატონ   ნიღბის   ფერი.  ამ სავარჯიშოს   მიზანია   ემოციის   გამოხატვა   სხეულით.   საჭიროა    ვეცადოთ    ვიპოვოთ    პლასტიკური ეკვივალენტი     ჩვენი    წარმოსახვისა    მოცემული   ფერის  შესახებ,  თანდათანობით უნდა    მივაღწიოთ    მაქსიმალურ    გამომხატველობას.
                   2.   ფერადი   ნიღბების    ცვალებადობა.   –   (   სტუდენტები   იცვლიან   ნიღბებს   პედაგოგის   ნიშანზე  ), აუცილებელია   მივაქციოთ   ყურადღება   ერთი ფერიდან   მეორეზე   გადასვლას.   გადასვლები   შეიძლება   იყოს   თანდათანობითი და      ნელი,   და    აგრეთვე,   შეიძლება   იყოს   მომენტალურიც. 
                  3.   შეერთება   ორი   ფერისა,   რომლითაც   ვმუშაობდით,  ერთში.  (   სტუდენტები   იკეთებენ   ორი   განსხვავებული    ფერის   ნიღბებს,   ეს   ნიღბები   მზადდება   საგანგებოთ,   მათთი   ნახევარი   არის   სხვა   ფერისა   და   ნახევარი   კი  სხვაგვარი   ფერის  ).
                  4.   ორი    სტუდენტი,    რომლებმაც   ამოირჩიეს   სხვა   და   სხვა   ფერი შედიან   ურთიერთობაში    ერთმანეთთან   და   ერთად   ქმნიან   ერთ   ფერს.   (   აქ გავიხსენოთ   გრიმის   ფერადების    შეხამება,    რომლის   შედეგადაც   ორი განსხვავებული   ფერისგან,   შუქ  –  ჩრდილებით,   ვღებულობთ   ერთ განსხვავებულ   ფერს. )   აქ   ხდება    გადალახვა   აღქმის   სირთულისა   დ ა ფორმების   გადაჯაჭვა    ერთმანეთში   პლასტიკურ  არსებობაში,  წარმოქმნა   ახალი,  ერთიანი   პლასტიკური   სურათისა.
                 სავარჯიშო   იძლევა    საშუალებას    განვავითაროთ    წარმოსახვა, პლასტიკა   და   ემოციური    ექსპრესიულობა,   სხვა   და   სხვა   ფერადების   ფლობა და   ემოციური   ცხოვრების    ხარისხის   ცოდნა :  ემპათია,    ერთობლივი შემოქმედებითი    ფორმების    შესაძლებლობები   და    პარტნიორის   გაგება არავერბალურ   დონეზე.

                          ,,   ემოციურ   მდგომარეობასთან    გათანაბრება   ’’
 
                 სტუდენტები   იკეთებენ   ნახევარ   –   ნიღბებს.   პედაგოგი    ასახელებს ემოციურ   მდგომარეობათა    გარკვეულ   ნიშნებს :   აღშფოთება,   აღტაცება, იმედგაცრუება,   სინაზე,   წყენა,   სიყვარული,   შიში,   გულღიაობა,   ეჭვი,   შური, სიმორცხვე,   საშინელება,   გამოშტერება,   გარინდვა,   გატაცება,    სიმამაცე, თავისუფლება,    დამოკიდებულება   (   ვინმეზე   ),   სირცხვილი,    დანაშაული, დღესასწაული,    ზიზღი,   სიჯიუტე   და   ა.   შ.
                  საჭიროა   მოვძებნოთ    ასოცირებული   პლასტიკა,   რომელიც დამახასიათებელია   მოცემულ    მდგომარეობაში.   სტოპ   –   კადრის   მეთოდით მონაწილეებმა    უნდა   შეარჩიონ   და   შექმნან   შესაფერისი   სკულპტურული  პოზა. ნეგატიურ   ემოციას   ენაცვლება    პოზიტიური.   აუცილებელია    თვალყური ვადევნოთ,   რომ   სავარჯიშოს    შესრულებისას   იღებდეს   მონაწილეობას   მთელი სხეული. 
                                                      
                      
                                   სავარჯიშოები   სახასიათო   ნიღბებში

                      ,,   წრეში    გადაცემული   სახის   გამომეტყველება  ’’
 
                ყველა      სტუდენტი   დგას   სახით   ერთმანეთისკენ.   პირველი   იღებს რაიმე   სახის    გამომეტყველებას,   აფიქსირებს   მას   კუნთებით   და   შემდეგ   ,, იხსნის   ’’   ხელით   და   ,,   უგდებს ’’   პარტნიორს.   პარტნიორი   თავის   მხრივ ვალდებულია   ,,  დაიჭიროს  ’’   ეს   გამომეტყველება   და   იგივე  სახე  დაიფიქსიროს   საკუთარ   სახეზე.   შემდეგ   ცვლის   მას   ახალზე   და    გადასცემს სხვას.
                ეტიუდი   უნდა   დავიწყოთ   მკვეთრი,   გროტესკული   მიმიკით,   შემდეგ გადავიდეთ   ნაკლებ    გამომხატველ   მიმიკაზე    და   ეტიუდი    დავამთავროთ მინიმალური    გამომხატველი   მიმიკით.   უნდა   ვეცადოთ    დავიჭიროთ   არა მხოლოდ   სახის   პლასტიკა,  არამედ    ქვე –  ტექსტიც,  გამოხატულების   მოტივაცია,   პარტნიორის   ტემპო   –   რითმი,   მისი   პლასტიკა,   უნდა   შევეცადოთ ჩავრთოთ   მთელი   სხეული   დავალებაში.   საჭიროა    დავაფიქსიროთ   სახის გამომეტყველება   როგორც   ნიღაბი.   ჩავიხედოთ   სარკეში  და  შემდეგ   შევურჩიოთ   მას   შესაფერისი   ხმა,   შევურჩიოთ   შესაფერისი   სიტყვა   ან   და ფრაზა.

                                                 ,,   მძერწავი   და   თიხა   ’’
  
                მუშაობა  მიდის   წყვილებში.  პარტნიორი,  რომელიც   თამაშობს  ,,  თიხას   ’’ ,  ჯდება   სკამზე,   თვალებს   ხუჭავს   და  მძერწავი  იწყებს  ,,  ძერწვას  ’’ მისი   სახისგან   და   სხეულისგან   ყველაფერს,   რაც   საჭიროა    დავალების მიხედვით.
                1.  ,,  თიხა  ’’  ვალდებულია   შეეცადოს   დაიჭიროს  კუნთებით  სახის გამომეტყველება,  შეეცადოს   ამოიცნოს,   რისი   მიღწევა   უნდა   მისგან   მძერწავს. ეტიუდის   დასრულებისას    მძერწავი   ,,  უხელს    თვალებს  ’’   ,, თიხას  ’’,   არქმევს მას   გარკვეულ   სახელს.
              2.    მძერწავი   ძერწავს   მხოლოდ   სხეულს.  ,,  თიხამ  ’’  შემდეგ   უნდა გაამართლოს   პოზა   სახის   გამომეტყველებასთან    ერთად.
                  ეტიუდი    ანვითარებს   კავშირის   შეგრძნებას    სახესა   და   სხეულს შორის,    კოორდინირებს   მიმიკას   და    პლასტიკას,   ანვითარებს    წარმოსახვას   და შესაძლებლობას    გავიგოთ    პარტნიორის   ჩანაფიქრი.
                  ამ   და   სხვა   ეტიუდებში   სხეულის   გამომხატველობა  დაკავშირებულია    სხეულის   ყველა   ნაწილის  ცალ  –  ცალკე   გამომხატველობაზე.  ამგვარი   მონაცემების    განვითარება   და    ჩართვა   სხეულის   ყველა   ნაწილებისა მოძრაობაში   და   პარტნიორთან   ურთიერთობა   აუცილებელია    სახასიათო ნიღბების    გამოყენების   დროს.    
                 შეიძლება    გავაკეთოთ   ამგვარი   ეტიუდები   მუსიკალური   გაფორმებით. სტუდენტი   აკეთებს    პლასტიკურ    იმპროვიზაციას,   რომელსაც    უმორჩილებს მუსიკალურ   სახეს,    მუსიკალური   თემის   ხასიათს   იმის    გათვალისწინებით, რომ   არ    დაიკარგოს   მასში   შემავალი    დრამატურგიული     განვითარების ხასიათი.    იმპროვიზაციის    შესრულება    განპირობებულია   დავალებით : დასაწყისი,    განვითარება    და    დასასრული.

                                          ,,   ძერწვა   ხელშეუხებლად   ’’

                     ეტიუდი   სრულდება   ორ   კაცში,   მუსიკის   თანხლებით. ,,   მძერწავი  ’’,    როგორც   ხელოსანი,   ხელშეუხებლად    ,,  ძერწავს   ’’    პარტნიორის   სხეულს,   ის კი    იმეორებს   მის   მიერ    ნაკარნახევ    მოძრაობას.  პარტნიორი  უსიტყვოთ   ჰყვება   ,,   მძერწავის  ’’  ხელის   მოძრაობას. ხელის   მოძრაობით  იცვლება სხეულის   პოზები   (   ნაწილები  ).
                     სასურველია   ოთახში,   სადაც   ტარდება   ამგვარი   სავარჯიშოები,  იყოს სიცარიელე.   სამოსი   შავი   ფერის   უნდა   იყოს,   ოთახში   უნდა   იყოს   მხოლოდ მაგიდა   და   სარკე.   მაგიდაზე   დევს   ნიღბები.   სტუდენტი   ირჩევს   მისთვის სასურველ   ნიღაბს   და    იხედებიან    სარკეში.  (  იმახსოვრებს   მას  ).

                                             ,,    ვსწავლობთ    ნიღაბს   ’’
 
                   ეტიუდისთვის   საჭირო    ატრიბუტია   სარკე.   სარკე   ამ    შემტხვევაში საჭიროა  იმისათვის,   რომ   მსახიობს   თუ   დაავისწყდა   და   დაიბნა   ეტიუდის შესრულებისას,    შეუძლია   ნიღბის   გამოსახულება   დაინახოს   და   გაიხსენოს   ზედ    აღბეჭდილი    განსახორციელებელი    პერსონაჟი,   ხოლო  თუ    ეტიუდი მიმდინარეობს    ნახევა   –    ნიღბების   გამოყენებით,   პედაგოგი   სთხოვს  მსახიობს პირს   (   ბაგეს   )    მისცეს    შესაბამისი    გამოსახულება,    რომელიც   იქნება შესაფერისი    ნიღაბზე    აღბეჭდილი    პერსონაჟისთვის   და   ისე   განაგრძოს მოქმედება.   იმის   მერე,   რაც   გავიხსენებთ   სარკეში   დანახულ   გმირს,   უნდა შევეცადოთ   გავხდეთ   ეს   პერსონაჟი.   უნდა  შევეცადოთ    დავიკავოთ   პერსონაჟის   სახისა   და   სხეულის   შეგრძნებები.   სხეული   ხდება   ერთი   მთლიანი   სხეული    ნიღაბთან   ერთად.   უნდა   ვეცადოთ    გამოვიკვლიოთ, როგორ დადის,   ჯდება,   გარბის,   სუნთქავს   ეს   არსება.
                   ნიღბოსანი   პერსონა  თავიდან   იქცევა   ისე,   როგორც   ბავშვი, რომელმაც   არ  იცის  არაფერი   სამყაროს   შესახებ.  ხშირად  არა  მარტო  სიარულსა   და   ჯდომას    სწავლობს   თავიდან,   არამედ    ლაპარაკსაც   კი.
              
             ამრიგად,   თეატრალური   სამსახიობო   ხელოვნების   შესწავლის   პროცესში, იმპროვიზაცია   ნიღბებით   და   მათში   ტრენინგი   არის   უძლიერესი   მეთოდი წარმოსახვის    განვითარებისათვის,    ასოცირებული   და    კომპოზიციური აზროვნებისათვის,   არის   პირდაპირი   სვლა   მსახიობის   ფსიქო   –   ტექნიკის  ქვეცნობიერი    პროცესების    გამოყენებისათვის   და   ასეთი   სახის   პრაქტიკული ტრენინგების    გამოყენება    თანამედროვე    ქართული    სამსახიობო    ხელოვნების სწავლების     პროგრამაში    მიაღწევდა,   ჩემი   აზრით,    სრულყოფილ    და პროდუქტიულ    შედეგებს   სწავლის    პერიოდშიც   და   შემდგომშიც.





                                                  გამოყენებული ლიტერატურა:


             1.  Толшин  А.  В. - ,,  Импровизация и маска  ’’. интернет – сайт, 
                                               ,,  Сними фильм  ’’,  статья  для  публикации.
             2.  ი.  გრიშაშვილი,  ,,  ძველი  ტფილისის  ლიტერატურული
                                                      ბოჰემა  ’’. 1927  წ.  – სახელგამი,  24  გვ.
             3.  Н.  Горчаков  –  ,,  Режиссерские   уроки   Вахтангова   ’’,
                                                  государственное    издательство   ,, Искусство ’’
                                                  Москва , 1957  г.
             4.  П.   Марков  –  ,,   Встречи   с   Мейерхольдом   ’’,  сборник
                                                  воспоминаний,  Всероссийское   театральное
                                                  общество,   Москва ,  1967  г.
             5.  В.  Э.  Мейерхолд   -  ,,  Статьи,  письма,  речи,  беседы  ’’  (  1917
                                                           -  1939  г. г. ).  Издательство  ,, Искусство ’’
                                                            Москва,  1968  г. 
             6.  ლ.  ცერცვაძე  –  ,,   ფანტაზიის   მნიშვნელობა ფსიქოანალიზურ 
                                                     თეორიებში  ’’
             7.  Н. Х.  Бритаева   –  ,,   Эмоции   и   чувства   в   сценическом
                                                         творчестве  ’’.
              8.  ჯაბა  იოსელიანი  –  ,,  კომიზმი  და  ქართული  კომედიის
                                                            ნიღბები  ’’
              9.  დ.  ჯანელიძე  –  ,,  ქართული   თეატრის   ისტორია  ’ ’–
                                                    განათლება,   თბილისი,  1983  წ.
              10.  Толшин   А.  В.  –  ,,   Маска   в   западно   –   европейской
                                                         театральной  педагогике ’’,  интернет –
                                                         сайт.
              11.  Авдеев  -   ,,   Происхождение   театра  ’’ –  стр.  171 - 8.
              12.   Выгодский   –  ,,   Психология   искусства   ’’. 
              13.   Алан   Пис   –   ,,   Язык    телодвижений   ’’. 
              14.   ბერტოლდ   ბრეხტი   – ,,  პატარა ორგანონი  თეატრისთვის ’’.
                                                                თარგმნა  ვ. ზარიძემ,   ,,  ხელოვნება ’’,
                                                                1982  წ. 
              15.  გ. სარჩიმელიძე   –  ,, გრიმი ’’, გამომცემლობა   ,, ხელოვნება ’’,
                                                            თბილისი, 1954  წ. 
              16.  Пантомима,   как   техника   проявления   - интернет  – сайт, 
                                                                                          gnozis.  info
              17.   Миклашевский  К.   -  ,,  La  commedia  dell’arte,  или  Театр
                                                           итальянских   комедиантов   XVI,   XVII  и
                                                           XVIII   столетий  ’’.  1914  - 1917  г. г.
              18.  ,,  Маски,  куклы  и  марионетки  в  театре  и  среди  людей  ’’-
                                                             Maskball.ru/Teatr/index.html  
              19.  Ф.  Ницше  –  ,, Теория  искусства  ’’,  реферат,  Выполнила-
                                             Коваленко  О.  В.  Факультет   русской 
                                             филологии и  социально  –  гуманитарных  наук,
                                             кафедра   зарубежной   литературы.
                                             coolreferat.com –   интернет  –  сайт .
              20.  Фрейд  – ,,   Художник  и   фонтозирование  ’’.
              21.  ლალი   ცერცვაძე  –  ,,  ფროიდის   ხელოვნების   თეორიის
                                                              კრიტიკა ’’
              22.   უზნაძე  –  ,,  განწყობის   ფსიქოლოგია   ’’
              23.  Стив   Митчел  –  ,,   Драма  –  Терапия .’’
              24.   К.   Юнг  –   ,,  Теория  Личности , Классический  Психоанализ
                                                и его  Модификация .’’ –  rudn.ru –  интернет  –
                                                сайт .
              25.  ,,  Шаманы  древние  и  современные ’’ –  интернет  – сайт –
                                                                                          scorcher.ru
              26.   Древнегреческий   Театр  –  100velikih.com/view112 8.html
              27.  Греческий  Театр –  waking-up.org/iskusstvo/hrecheskyj – teatr /
              28.  Японский  Театр  –  nihon.ru/culture/theaters.asp
              29.  Русский  Театр  –  ,,  История  возникновения   русского  
                                                         театра ''- Teatr.ru/history2.html
              30.   Тип   Скомороха   –  russianplanet.ru/filolog/ruslit/druzhina3.htm
              31.   Театральный   Грим   –  ,,  История  возникновения  искусства
                                                                  грима’’- ru.wikipedia.org/wiki/Грим
              32.  ა.  ფაღავა   –  ,,  დასავლეთ  –  ევროპის  თეატრის  ისტორია ’’ 
                                                    დასკვნა


            თემა    თავისთავად    ძალიან    საინტერესოა    ზოგადი    თვალსაზრისითაც,   ვინაიდან    ნიღაბი   და    მისი    არსი    მოიცავს    მრავალ    ინფორმაციას    თავისი    ისტორიული    წარმოშობის    საფუძველზე.     
               ნიღბებით   ტრენინგი   ერთ  –  ერთი   ხერხია   შემოქმედებითი   შესაძლებლობების    ამომწურავი   გამოხატვისათვის,   ვინაიდან   ნიღბის   სარიტუალო   ფესვები   გვაძლევს    საშუალებას    ფსიქო  –   ფიზიკური    მდგომარეობის    დაბალანსებაში.   მას   გარკვეულწილად   შეიძლება   ,,  ტრანსი ’’ – ც   ვუწოდოთ.
             ამ   მხრივ   ძალიან    საინტერესო   და   მრავლისმომცველი   აღმოჩნდა    ამ   თემაზე    მუშაობა.   
             შევეცადე    შემომეთავაზებინა   ერთ  –  ერთი   ხერხი   ტრენინგებისა,   რისი    დახმარებითაც,   ჩემი   აზრით,    შეიძლება   მსახიობის   მიერ   შექმნილი   სახის    შეძლებისდაგვარად   ბოლომდე   გახსნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი