ნიღაბი და მისი მნიშვნელობა სამსახიობო ტრენინგების დროს ..


ნიღაბი და მისი მნიშვნელობა
                                   სამსახიობო ტრენინგების დროს
                                                                           
                                                                   ,,ყველა თავგადასავლებისგან, რომელსაც
                                                                                გვიმზადებს ჩვენ ცხოვრება, ყველაზე 
                                                                                მთავარი და საინტერესოა– გავემგხავ–
                                                                                როთ ჩვენი საკუთარი ,,მე’’– ს შიგნით,
                                                                                გამოვიკვლიოთ უჩინარი და უხილავი 
                                                                                ნაწილი საკუთარი თავისა. ’’
                                                                                                                         ფ. ფელინი


                ცნობილი ფრანგი რეჟისორი და პედაგოგი ჟაკ კოპო თლიდა, რომ: ,,იმპრო–
ვიზაცია ნიღბებით ეს არის არა მიმის ტრენინგი, არა მოძრაობის ტრენინგი, არამედ ეს არის მსახიობის მომზადების მეთოდი, რომელიც ანთავისუფლებს მის წარმოსახვას და შეგრძნებებს. ’’
                    სიტყვა ,, ნიღბი’’ ლათინურად ,,persona’’ – ს ნიშნავს, მიეკუთნება პირველ რიგში თვით ნიღაბს, რმელსაც იყენებს მსახიობი, მეორე, თვით მსახიობს, და მესამე, შესაქმნელ ხასიათს. ანუ, როდესაც საუბარია თეატრალურ თამაშზე ნიღბებით, შეიძ–
ლება ვისაუბროთ ნიღაბზეც, მსახიობზეც და პერსონაჟზეც, როგორც შემოქმედებით სამეულზე.
                    ნიღაბი– არის უბრალო ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი. ასეთი თამაშის დროს ,,მე’’ – უკვე აღამ არის  ,,მე’’– შესაბამისად ,,სხვამ’’ შეიძლება მისცეს თავს უფ–
ლება აკეთოს წარმოუდგენელი და ზოგჯერ მიუღებელიც კი.
                    აქედან გამომდინარე, მინდა შემოგთავაზოთ ერთგვარი ტრენინგი ნიღბე–
ბით, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს კომპლექსების მოხსნაში, ვინაიდან I კურს–
ზე გარემოს შეცვლით და ახალ, მათთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩენით, ბევრ
მათგანს უჩნდება დაჭიმულობის, კომპლექსების, ჩაკეტილობის, სირცხვილის შეგრძ–
ნებებს. ნიღაბი და მათში სავარჯიშოები შესრულება დაეხმარება სტუდენტებს შეებრ–
ძოლონ ამ მანკიერებებს, რათა მათი თამაშის ტექნიკა დაიხვეწოს, გაჩნდეს გულწრ–
ფელი და მიზანმიმართული გრძნობების გამოხატვის ხერხები და საშუალებები. სა–
ბოლოოდ განთავისუფლდნენ გარკვეულ მოქმედებებში შეზღუდვისგან და შეეცადონ
დაიჯერონ და აითვისონ მათთვის თავდაპირველად უცხო და ზოგჯერ მიუღებელი
გარემო, რასაც გულისხმობს სამსახიობო ხელოვნების თამაშის ტექნიკა. ჩემი აზრით, 
ეს ერთ– ერთი ხერხი დაეხმარება ახალბედებს საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზა–
ციაში.
                    სასურველი იქნება შევთავაზოთ სტუდენტებს I კურსზე ნიღბებით ტრენი–
ნგი. ნიღაბი აბსოლუტურ თავისუფლებას მისცემს სტუდენტს მოქმედებისთვის. ის განთავისუფლებული იქნება ყოველგვარი დაძაბულობისგან და ექნება საშუალება შექმნას ესა თ ის სახე და იმოქმედოს მისი საკუთარი ბუნებისგან განსხვავებულად. შეიძლება აკეთოს ისეთი რამ, რისი გაკეთების საშუალებასაც ვერ აძლევდა ადამიანი საკუთარ  თავს ცხოვრებაში. ამ ხერხით სტუდენტი ცდილობს თავი დაიმკვიდროს სცენაზე, მონახოს თავისი სამყარო და მოცემულ სიტუაციაში, თავისი გმირის ხასიათი გაატაროს ბოლომდე.
                        ჩემი აზრით, აქ ძალზედ პროდუქტიული იქნება გამოვიყენოთ ტრენინგების დროს შესაფერისი ნიღბები ეტაპობრივი გამოყენება– ათვისების მიხედვით, რათა მივიღოთ ზუსტი ხასიათების კომპლექსი.
                        ტრენინგი ნიღბებით დამყარებულია იმპროვიზაციაზე და პლასტიკაზე, და არ არსებობს არცერთი სხვა გამომხატველი ხერხი გარდა ამისა, ვინაიდან სახის გამომეტყველება მკვდარია და მას აცოცხლებს მხოლოდ მსახიობის სხეული.
                         სტუდენტი ასრულებს ისეთ მოქმედებებს, რაც ზოგ შემთხვევასი მის ბუნებას არ შეესაბამება. აქ შეიძლება გამოვლინდეს სტუდენტის საკრალური აზრები, შეგრძნებები, იმისათვის, რომ საბოლოოდ მიაცვიოს საკუთარი პიროვნება თავისუ–
ფალ აზროვნებას დაჭიმულობის გარეშე.
                           ტრენინგი ნიღბებით აძლევს საშუალებას მსახიობს ებრძოლოს მის პირადულ, შინაგან გრძნობებსაც კი. აქედან ემოციურად გააერთიანოს მისთვის მისაღები და მიუღებელი მოქმედებები.
                            ნიღბებით ტრენინგი ეს არის ერთგვარი საკუთარი თავის დეკონსტრუქცია, საკუთარი ,,ნიღბის’’ მოხსნა, საკუთარი აზროვნების და მისწრაფებების გარკვეულწილად გარდაქმნა.
                             ნიღბების უმთავრესი საიმპროვიზაციო მახასიათებელია მრავალფეროვანი მხატვრული შესაძლებლობები და ასეთი შემოქმედების პროდუქტიულობაც, რა თქმა უნდა.
                            იმპროვიზაცია ნიღბების საშუალებით სტუდენტს ასწავლის არა მარტო პერსონაჟის გაცოცხლებას, არამედ მათშევსებასაც ახალი ხასიათებითაც.
                            აქედან გამომდინარე ხასიატის ძიება, მისი ფორმის აღმოჩენა და შესაბამისად მისი რეალიზაციაც ეხმარება შემდგომში მსახიობს, რომ სრულად და ზუსტად, მისი გმირის ხასიათიდან გამომდინარე, იმპროვიზაციულად და პლასტიკით გადმოგვცეს ,ისი გმირისთვის დამახასიათებელინიშანთვისებები.
                           იმპროვიზაცია და პლასტიკა ავსებს და ამდიდრებს მსახიობის მიერ
შექმნილი მხატვრული სახის იმ უმნიშვნელოვანეს ნიუანსებს, რაც ზედმიწევნით ზუსტად არის მოცემული დრამატურგიული ნაწარმოებების ყოველი გმირის ხასიათში და მოქმედებებში.
                        ძალზედ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ შეგრძნებებს ნიღბებით ტრენინგის დროს. რა შინაგანი ემოციის მატარებებლია ნიღაბი? რას გვაძლევს ის, როდესაც მას სახეზე მივიფარებთ?
                        ის გვაძლევს სიმყუდროვეს, დაცულ სამყაროს, სხვისი სახელით მოქმედების უფლებას, დახვეწილ პლასტიკურ მოქმედებებს, ზუსტ შეგრძნებებს და მრავალ  სხვას. 
                        ნიღაბი გვეხმარება წინა პლანზე წამოვწიოთ ჩვენში დამალული შინაგანი ნისწრაფებანი და მათ მივცეთ რაღაც დოზით მაინც ცხოვრებაში რეალიზაციის საშუალება.
                        ტრენინგისთვის საჭირო ნიღბების სახეობანი:
                   1. უსახური ნიღბები– ( ნეიტრალური );
                   2. ნიღბები ცხოველების და საგნების გამოსახულებით;
                   3. სახასიათო ნიღბები;
                   4. ფერადი ნიღბები;
                   5. ნახევა– ნიღბები;
                   6. ნიღაბი სახეზე – გრიმი.
                   ნიღაბი სტუდენტს დაეხმარება მისი შინაგანი დაჭიმულობის მოხსნაშიც, ემოციურ თავისუფლებას მისცემს მას და ამის საფუძველზე შევსებულ და სრულუოფილ სახეს შექმნის.
                                                   სავარჯიშო– ,,სარკე’’
                                   
                 სავარჯიშოს გარკვეული წინა პირობა გააჩნია, გარკვეული თანმიმდევ–
რული ეტაპები. თავდაპირველად ვაკეთებთ სავარჯიშოს ნიღბის გარეშე. მონაწილე ორია, ერთი – ადამიანი, მეორე – სარკე. იქმნება ილუზია ადამიანის მოძრაობებისა და მისი გამოსახულებისა. თავდაპირველად სასურველია სავარჯიშო ნელი ტემპით შევასრულოთ. პედაგოგის ნიშანზე იცვლება როლები – სარკე ხდება ადამიანი და პირიქით. აუცილებელია როლების შეცვლა რამდენჯერმე, გაუჩერებლად, ისე რომ არ იქნეს დაკარგული მოძრაობათა სურათი – ყოველ ახალ ჯერზე მათი გაგრძელება.
               ,, სარკე’’ გარმოსცემს არა მხოლოდ ფორმას, არამედ პარტნიორის მოძრაობა–
თა ენერგეტიკასაც.

                                                                II ეტაპი

                 მეორე ეტაპია სავარჯიშოსი – პარტნიორები იცვლებიან საკუთარი ინიცი–
ატივით, პედაგოგის დაუხმარებლად, ისე რომ ძნელი გახდეს გავარკვიოთ ვინ არის
ადამიანი და ვინ სარკე. უნდა იქნეს მიღწეული სრული მოძრაობათა სინქრონი, სრუ–
ლი გაგება პარტნიორისა უსიტყვოდ.
                აუცილებელია განვასხვაოთ ჩვევა თავს მოვახვისა საკუთარი სურვილის პარტიორზე და მისი მორჩილება.
                                                                III  ეტაპი 
                მესამეეტაპია ამ სავარჯიშოს გაკეთებისა უკვე უსახურ ნიღბებში. ამ დროს დაბლოკილია ურთიერთობის ჩვეულებრივი ხერხები, რომელიც დამოკიდებულია
პარტნიორის სახის გამომეტყველებაზე, მის სოციალურ მახასიათებლებზე.
              ყურადღების კონცენტრაციის უმაღლესი ხარისხი განაპირობებს მოძრაობათა
შერწყმას, პარტნიორის პლასტიკური გამოვლინებების კონტროლს ( სულ მცირედსაც
კი ), პარტნიორის ინტუიციური მოქმედებების წინათგრძნობისა, ურთიერთობისა ,, თვალი – თვალში .’’
              სავარჯიშო ,, სარკე ’’ უსახურ ნიღაბში შეიძლება ჩავატაროთ 12 კაციან ჯგუფ–
ში ერთდროულად. ასევე შეიძლება შევასრულოდ ამგვარი სავარჯიშო ნახევა – ნიღ–
ბებით და ფერადი ნიღბებითაც, სადაც ემატება ემოციური შეგრძნებები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი