კავკასიური ტრაგედია


ეკატერინე  კვირკელია
  
  კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი
     ტ რ ა გ ე დ ი ა

        ყურბან საიდის რომანის, ,,ალი და ნინო’’-ს მიხედვით.
                    პიესის ავტორი ეკატერინე კვირკელია
              




მოქმედი პირნი:

ალი ხან შირვანშირი
ნინო ყიფიანი
ილიას ბეგი-ალის კლასელი და მეგობარი
მეჰმედ ჰაიდარი-ალის კლასელი და მეგობარი
ასად ას-სალთანი-ალის ბიძა
საფარ ხანი-ალის მამა
სეიედ მუსტაფა-ალის მეგობარი და ღვთის მსახური
ზეინალ აღა- ილიას ბეგის მამა
სულეიმან აღა- ალის მამის მეგობარი
ალი ასადულაჰი-დიდგვაროვანი ბეგი
მირზა ასადულაჰი- დიდგვაროვანი ბეგი, ალი ასადულაჰის ძმა
აღა მუზა ნაგი-დიდგვაროვანი ბეგი
ფათჰ ალი ხანი-დიდგვაროვანი ბეგი
პოლიციელი-აზერბაიჯანელი
მუსულმანი
მუსტაფა-ალის მსახური
ქალი მუსულმანი
თავადის ქალი,დადიანი-ნინოს დედა
თავადი ყუფიანი-ნინოს მამა
ქართველი თავადი,დადიანი-ნინოს ნათესავი
თავადი ჭავჭავაძე-ნინოს მამის ნათესავი
თავადი ორბელიანი-ნინოს მამის ნათესავი
ქართველი თავადის ქალი
სანდრო-ნინოს ბიძაშვილი
დოდიკო-ნინოს ბიძაშვილი
ვამეხი- ნინოს ბიძაშვილი
სოსო-ნინოს ბიძაშვილი
ქალაქის თავი -რუსი მოხელე
ვასილ გრიგორიევიჩ ხრაპკო-სკოლის დირექტორი
ქალაქის თავის  ქალიშვილი
მელიქ ნახარარიანი-სომეხი თავადი
მოცეკვავეები და მომღერლები.





                               მ ო ქ მ ე დ ე ბ ა   I

                              სურათი პირველი




 მოჩანს სილუეტები. ახალგაზრდა ვაჟი მკვდარ(საქორწინო კაბაში) გამოწყობილ გოგოზეა ჩაფრენილი და დასტირის. სტოპ- კადრი. მიდის ჩანაწერი…



 ---  ...უცნაური სიჩუმეა ირგვლივ... ძალიან ბევრი ყვავილები.... ტიტები, გვირილები, კალები და ვარდები... თითქოს ყვავილების ზღვაშია ჩაფლული ირგვლივ ყოველივე... და სიჩუმე... გულისგამგმირავი სიჩუმე...
              შენი უსიცოცხლო სახე ყველაფერზე მეტყველებს! ცივი, უაზრო მზერა... თვალები გაყინული, ოკეანის ზედაპირს მაგონებს.... მე ამას ვხედავ, მაგრამ ვერაფერს გაგებინებ... არავის ესმის ჩემი სუსტი ხმა, მე კი ბოლო ხმაზე ვყვირი, ვყვირი, ვყვირი, მაგრამ ამაოდ.... აღარაფერი შემიძლია და ეს უძლურება მკლავს. გონება ვერ შეგუებია, სხეული აღარ არსებობს, გული მხოლოდ პირობითია.. რა საშინელებაა, ღმერთო?!!!...
              ყვავილები... ბევრი ვარდები... მე ხომ ვარდები მიყვარს... მიყვარს უაზროდ და იცი რატომ? იმიტომ, რომ ისინი შენც გიყვარს, იმიტომ, რომ ვარდი სიყვარულია, და ჩემი სიყვარული ხომ შენ ხარ…
…შენ გხედავ, შენს სევდიან თვალებს, გაყინულს, გათოშილ ხელებს და მე ვერ გათბობ....
              სიჩუმეა ირგვლივ... ჩემ გულში კი გრიგალია დამანგრეველი... დაღამდა უცებ... სხეულს მითბობ...მე ვგრძნობ ამას, ნუ გეშინია, მე ვგრძნობ და ვხედავ, კიდეც გეუბნები, მაგრამ ვერ გაგებინებ, გიყვირი, მაგრამ შენ არ გესმის, მგონია გეხები და სულ ამაოდ... 
             თვალები... ცრემლები... შეგიძლია კიდევ ცრემლებით გადმოღვარო შენი მწუხარება? არა, მხოლოდ ორი წვეთი. ორად –ორი წვეთი და ისიც სისხლისფერია...
         ... მიწას ეფერები...  შენი გაქვავებული  სხეული უკვე სიცივესაც ვეღარ გრძნობს ალბათ...
            ყვირილის ხმა ჩამესმის ყურში, გულისწამსვლელი, გამგმირავი ყვირილი... შენი გულის ყვირილი... მე ის მესმის, მესმის და მიყვარს, შენი ხმა მომნატრებია ალბათ...
            უცნაური სიჩუმეა ირგვლივ... უსასრულობა...  ისვე სიმარტოვე... გაყინული მიწა და შენი უაზრო თვალები.. . გაყინული ხელები...
           უსასრულობა... ღამე.... .და სიცივე.....
           გულისგამაწვრილებელი სიჩუმეა ირგვლივ... მხოლოდ შენი სუსტი სუნთქვის ხმა ისმის ბობოქარი ხრიალივით.... უცებ სადღაც ქრება და ......
         ღამეა.... უკუნია ირგვლილ.... ვერაფერს ვხედავ... ვეღარ გხედავ.. .რა მეშველება უფალო, რატომ ვეღარ ვხედავ?.... რატომ?.... ვეღარც სუნთქვა მესმის, გული გაშეშდა, სხეული გაიყინა... ის ჩემია, ღმერთო... დაიფარე უფლაო ჩემი სიყვარული.... გევედრები უფალო....
          უცნაური სიჩუმეა ირგვლივ... .ღამე.... საშინელი უკუნი ღამე... ვეღარ გხედავ...მიყვარხარ...მშვიდობით....
         
 ( ეკლესიის მხარე,  ახალგაზრდა გოგონა დგას და სანთელს ანთებს...მას ენაცვლება მაჰმადიანური ლოცვის ხმა. იქ ვაჟი მუხლებზე დგას და ლოცულობს.  ქართველი გოგონა და მუსლიმი ვაჟის მოულოდნელი შეხვედრა.)
                                           
                                   (შეეჯახებიან შემთხვევით)
ალი- უკაცრავად! (დაბნეული)
ნინო- მაპატიეთ! (შერცხვება,წასვლას აპირებს)
ალი- ჩემი ბრალია, მეტად დაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი.
ნინო- მეც.(იღიმება).
ალი- თქვენ?...
ნინო- რკლრსიაში ვიყავი....თქვენ?..
ალი- მეც, მხოლოდ...
ნინო-- აჰა, გასაგებია...(ეღიმება)
ალი-  შეიძლება თქვენი სახელი გავიგო?თუმცა...
ნინო- (აწყვეტინებს)--იცით არა?...(ეღიმება)-ნინო,ნინო ყიფიანი...თქვენ 
              ხომ ....
ალი- (აწყვეტინებს)...დიახ,მე ალი მქვია...ალი ხან შირვანშირი...
ნინო--(შეცბება)--დიახ,ალი...მშვიდობით, ალი...
ალი- მშვიდობით არა, ნახვამდის, ნინო....
 
                                            ( გოგონა გადის)

                                    სურათი მეორე 

                                    ( ალი, ალის ბიძა )
ალის ბიძა- ალი! მოგესალმები, ალი ხან.
ალი- ბიძია. დღე მშიდობისა.( ერთმანთს გადაეხვევიან.ალი 
                          მარცხენა მხარზე ეამბორება, წესის თანახმად)
ალის ბიძა- ახლა ჩამოვედი.აბა როგორ ხარ? ახალი რა არის 
                     ქალაქში?
ალი- განსაკუთრებული არაფერი,ბიძია.გეტყვი, მაინც გაიგებ.
          არეულობაა. აი,გასულ კვირას დადაშ ბეგმა ახუნდ ზადე
          ქალაქში დაბრუნებისთანავე მოკლა. არადა, უკვე რვა
          წელია, რაც ახუნდ ზადემ დადაშ ბეგს ცოლი
          წაართვა.ახლა მას პოლიცია ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.
ალის ბიძა- გასაგებია. კიდევ რა იცი ახალი?
ალი- რუსები გააქტიურდნენ.პროგრესული ევროპა თუ 
          ჩამორჩენილი აზია! ყველა ამაზე საუბრობს.
ალის ბიძა- ეგ დღეს ყველას პირზე აკერია და თან ყველაგან.
ალი- არ მინდა ევროპა. რისი მომცემია?! ჩვენ ხომ სისხლით- 
          ხორცამდე ვართ აზიელები?! სისხლს ხომ ვერ
          გამოგვიცვლიან?!
ალის ბიძა- (თავი უკმაყოფილოდ გადააქნია)- ალაჰ,ალაჰ! 
                      დაგვიფარე!სახლში როგორ ხართ?მამა?
ალი--ალაჰის წყალობით, შინ ყველაფერი წესრიგშია. მომავალ 
           კვირას სკოლას ვამთავრებ.
ალის ბიძა- კარგია, კარგი.ყოჩაღ.( პაუზა)- ეს გოგონა ვინ იყო, 
                     რომ ესაუბრებოდი?
ალი- ეს....(ენა დაება.დაიბნა.)
ალის ბიძა- ხომ, ეს გოგონა, ვინ არის?
ალი- ნინო...ნინო ყიფიანი...
ალის ბიძა- ქართველია? ქრისტიანი?.....
ალი- კი, ქართველია...(ცდილობს არ შეიმჩნიოს.)
ალის ბიძა- კარგი, წავედით. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
                 
                                           ( გადიან )

                                       სურათი მესამე

                         ( სკოლის დამთავრების სცენა)

 საზეიმო მუსიკა. სკოლადამთავრებულები აქეთ- იქიდან ჩნდებიან. ბიჭები თეთრ პერანგებში, გოგონები კი თეთრ ზედებში გამოწყობილები. სიცილით და მხიარულებით სავსე ხმებია. ალი და ნინოც აქ არიან.
ილიას ბეგი- იმის სახეს შეხედე, ისტორიას რომ იბარებდა.
მეჰმედ ჰაიდარი- კი, მაგრამ უფრო მათემატიკის კომისია
                                დამამახსოვრდა.( იცინის).
ილიას ბეგი-- Я тоже помню, как он на меня смотрел.( იცინის).
                          С моим окцентом....ხო ვიცი, რომ იციო, მაგრამ ეს
                          არეული სიტყვები...
ალი--(აჩერებს ბიჭებს)- ნინო...
მეჰმედ ჰაიდარი- ლამაზია, მაგრამ ქრისტიანია, ალი...
ალი- ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს...
ნინო--ალი...შენ?...
( მოდიან წინ.სცენის უკანა მხარე ბნელდება.ხალხი ნელ- ნელა გადის.)
ნინო- გამარჯობა, ალი!
ალი-(უყურებს გაღიმებული, ხმას ვერ იღებს)
ნინო-(გაეღიმება)- ჩააბარე, ალი?
ალი-...კი...( ენა ებმის)
ნინო-- გილოცავ, ალი.
ალი- შენ?
ნინო- მეც.
                        ( ისმის ალის მამის ხმა. ეძახის.)
ალის მამა-( კულისებიდან)-ალი! ალი, სად ხარ?
ალი- სად და როდის შევძლებ, რომ გნახო ნინო?
ნინო- ხუთზე, ბაღთან.
ალი-( გაიღიმებს გახარებული)
                                           (ნინო გადის)
ალის მამა-(შემოდის)-აი, სად ყოფილხარ.( ალის ხელს 
                    გადახვევს)- მოდი, დავჯდეთ, რაღაც მინდა გითხრა,
                    შვილო.(ეტყობა, რომ ნერვიულობს)- მე ვალდებული 
                    ვარ...დაგინახე...ვინ იყო სი გოგონა?
ალი-(დუმს)
ალის მამა-მე ვიცი ვინც არის. გავიგე. (პაუზა)- ქრისტიანია...
ალი-(შეცბება.აპირებს წასვლას)
ალის მამა-(აჩერებს)-დაწყნარდი და მომისმინე. ვალდებული 
                   ვარ მუსლიმის ყველა მოვალეობა კიდევ ერთხელ 
                   შეგახსენო. ჩვენ ურწმუნოთა ქვეყანაში ვცხოვრობთ
                   და ,რადაც უნდა დაგვიჯდეს, მტკიცედ უნდა
                   დავიცვათ ძველი ადათ- წესები.გამუდმებით ილოცე, 
                   მზად იყავი ხმლის ამოსაღებად და რწმენის 
                   დასაცავად. შენი უღირსი საქციელით გულს ნუ 
                   მომიკლავ. ჩვენ ქრისტიანები არ ვართ...არ 
                   შეიძლება...
ალი-( აწყვეტინებს)- მამა!
ალის მამა- უნდა გაიგო და დაიმახსოვრო, არ შეიძლება. არც 
                    ჩვენთვის და არც მათთვის. არ გამოგატანენ და ვერც
                  ჩვენ მივიღებთ.( პაუზა)- პოლიტიკური 
                  შეხედულებებითაც არ შეიძლება.
ალი-(პაუზა)- მგონი მიყვარს...(თავს ჩაღუნავს.)
ალის მამა- ალი, შვილო, ნუ დამღუპავ... ალაჰ, დაგვიფარე...
ალი მიყვარს მამა, მიყვარს...( გარბის.)

                                    (სცენა ბნელდება)


                                     სურათი მეოთხე

                     ( ნინოს და ალის პირველი შეხვედრა)

შემოდის ალი. ნერვიულად ბოლთას სცემს, მერე იქვე ბაღის სკამზე ჩამოჯდება. თვალებს დახუჭავს. შემოდის ნინო, მიდის მასთან ჩუმად, თითქმის ფეხაკრებით.
ნინო- წმინდაო გიორგი, ვხედავ, რომეოს ჯულიეტას
            მოლოდინში ჩასძინებია.
ალი- (უცებ წამოხტება)- მე...( დაბნეული)-- მე დიდი ხანია 
           გიცნობ.
ნინო- მეც.(იღიმება)
ალი- იქ, ტაძარში...
ნინო- ვიცი, მეც...
ალი-(აწყვეტინებს)-...მინდოდა დაგლაპარაკებოდი და...
ნინო--(აწყვეტინებს)-- მიზეზს ეძებდი?( გაეღიმება)
           ( ალი ანერვიულდება,დაბნეულია.)
ნინო- ჩააბარე? ძალიან მეშინოდა.
ალი- ცოტა ვიღელვე, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველაფერი
          კარგად დასრულდა.
ნინო- როგორ არის ბიძაშენი თავისი ჰარამჰანით?
ალი-(სერიოზულად, თითქმის ნაწყენია ამ სიტყვებით)- 
           ბიძაჩემის ჰარამჰანა სამშობლოში გასამგზავრებლად
           ემზადება.
ნინო-(სერიოზულად)- რა საშინელებაა, ეს ხომ სირცხვილია. 
           მამაჩემი და დედაჩემი ჰარამჰანის წინააღმდეგია.
ალი-(უცებ ძალიან ახლოს მივა ნინოსთან. ყურთან 
          ჩასჩურჩულებს)- მე არ მეყოლება ჰარამჰანა, დამიჯერე,
          ნინო.
ნინო- ჰო, მაგრამ შენ, ალბათ, ჩადრს ჩამოაფარებ შენს ცოლს.
ალი- ალბათ. ჩადრი ნამდვილად საჭიროა მზისაგან, მტვრისაგა, 
          უცხო თვალისაგან დასაფარავად.
ნინო- შენ მაინც აზიატად დარჩები, ალი. რას გიშლის უცხოების 
            მზერა? ქალი იმისთვისაა, რომ მოეწონოთ.
ალი- ჰო, მაგრამ მხოლოდ თავის ქმარს.მშვენიერი სახე, 
          მოშიშვლებული ზურგი და მკერდი, გამჭირვალე წინდები
          ფეხებზე. ამ ყველაფერს დამალვა სჭირდება, თორემ კაცი
          რაც მეტს ხედავ ქალში, მით მეტის დანახვა სურს.
                         ( ნინო გაოცებული შეხედავს)
ნინო- შენ ფიქრობ, ევროპაში ჩვიდმეტ- თვრამეტი წლის გოგო- 
            ბიჭები ასეთ თემებზე საუბრობენ?
ალი-( ნაწყენივით)- ალბათ, არა.
ნინო- (მკაცრად)- მაშინ ჩვენც ნუ ვილაპარაკებთ.
    ( ალი უცებ მიტრიალდება და ნინოს აკოცებს. უცებ ხმაური ისმის, ბაღში ჯგროდ ჯარისკაცები გამოჩნდებიან. გვერდს ჩაუვლიან ნინოს და ალის. ალი ხელს მოჰკიდებს ნინოს და ააყენებს.)
ალი- წავიდეთ აწედან.
(ჯარისკაცეი გადიან. ბაღის გასასვლელთან ნინო ალის გააჩერებს.)
ნინო- მე სახლში უნდა წავიდე.( მიდის. უცებ შემოტრიალდება 
           და ალისკენ გაიქცევა. ჩაეხუტება.)
ნინო-- რატომ მიყვარხარ ასე, ნეტა?! ( მოსცილდება)- არ 
             გამაცილო...
ალი- მიყვარხარ....
                                          (ნინო გადის)
ვინმე მუსულმანი- შეუდარებელი სილამაზისანი არიან 
                         ქართველი ქალები, ხან. მაგრამ არ შეიძლება ასე 
                         აშკარად, სხვების დასანახად, ბაღში ხვევნა- კოცნა.
              ( უცნობი გვერდს ჩაუვლის ალის და გადის)
                                    ( სცენა ბნელდება)

                                      სურათი მეხუთე
სკოლის ბანკეტი.საზეიმოდ გამოწყობილი ხალხი. ჟრიამული. ყველა აქ არის. ქალაქის თავი, დირექტორი, ალის მეგობრები.
 მოგვიანებით შემოდის ალი.
ალი- სალამ ალეიქუმ, ილიას ბეგ!
ილიას ბეგი- ალეიქუმ ასალამ, ალი ხან.
                       ( მიუახლოვდებათ დირექტორი.)
ალი- საღამო მშვიდობის, ბატონო დირექტორო.
დირექტორი- საღამო მშვიდობის, შირვანშირ. გადაგიარა უკვე
                         გამოცდების ციებ- ცხელებამ?
ალი- დიახ, ბატონო დირექტორო, მაგრამ ამჯერად სხვა რამ
          მაწუხებს.
დირექტორი- მაინც რა?
ალი- არაფერი გაგიგიათ, ბატონო დირექტორო? დიდ 
          არეულობას ელოდებიან.
დირექტორი- ხომ, ხომ. ეგ სერიოზული ამბავია, მაგრამ, უფლის 
                         წყალობით, ყველაფერი რიგზე იქნება.
ალი- გუშინ შეიარაღებული ჯარისკაცები დავინახე. 
          აჩქარებული ნაბიჯით მოდიოდნენ. მორბოდნენ.
დირექტორი- სად ნახე?
ალი- ბაღში, ბატონო.
დირექტორი- მ-და...მ-და...
          ( დირექტორს შუბლზე ოფლა დაასხა. იწმენდს.)
ალი- იმედია, ცუდი არაფერი მოხდება.
დირექტორი- რა საშინელებაა. კარგით, ბავშვებო, ცოტა გულს 
                         გადავაყოლებ.
          ( შემოდის ქალაქის თავი ქალიშვილთან ერთად. ყველა მათკენ ბრუნდება. ესალმებიან.)
ქალაქის თვი- ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. 
                          მაპატიეთ.
                                     ( უცვლება მუსიკა)
დირექტორი- არაუშავს ბატონო, ვიცით, ძალიან ბევრი საქმე 
                         გაქვთ.( ქალიშვილს)- მოგესალმებით, გეთაყვა.
ქალაქის თავის ქალიშვილი- საღამო მშვიდობის, ბატონო 
                          დირექტორო.
დირექტორი-( ქალაქის თავს)- ქალიშვილს ცოტა ხნით 
                           მოგტაცებთ. მშვენიერი მუსიკაა.( ქალს)
                           წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ვიცეკვოთ?
                                 ( გოგონა მამას გადახედავს)
ქალაქის თვი-- იცეკვე, ჩემო ანგელოზო.
      ( დირექტორის და ქალაქის თავის ქალიშვილის ცეკვა)
( ცეკვა მთავრდება. ტაშია. შემოდის ნინო. ალი მისკენ მიდის. ილიას ბეგიც თან მიჰყვება)
ნინო- არ გამიწყრე, ალი ხან, ცოტა დამაგვიანდა.
ლიას ბეგი- გამარჯობა ნინო.
ნინო- გამარჯობა ილიას.
                               ( ილიასი ყვირის)
ილიასი ბეგი- ნინო, ნინო მოვიდა.( ყველა მათკენ გაიხედავს)
                        - შამილის ლოცვა! პირველი ცეკვა ჩემთან!
( ისმის ნაციონალური ცეკვის მელოდია. ყველა უყურებს. ცეკვავენ ილიას ბეგი და ნინო.ილიასი ცეკვის ბოლოს ხანჯალს არჭობს. ნინო მანდილს აგდებს)
                                     ( სცენა ბნელდება)

                                      სურათი  მეექვსე
(სცენა ნათდება. შემოდიან ალი და მისი მოსამსახურე, მუსტაფა, ჩემოდნებით)
მუსტაფა- ,, ყარა ბაღ! - შავი ბაღი!’’ და მას მერე ჰქვია ამ ქვეყანას 
                   ყარაბაღი. უწინ სიუნიქი ერქვა, სულ ადრე კი აგვარი. 
                   შენ უნდა იცოდე, ხან, ჩვენ უძველესი და ცნობილი 
                   ქვეყანა გვაქვს.( ჩამოჯდება, იწმენდს ოფლს.)- ჩვენ 
                  მთებში ყარანლიყები, ბნელი სულები ცხოვრპბდნენ 
                  და უზარმაზარ განძს დარაჯობენ. ტყეში წმინდა ქვები 
                  იყო აღმართული, წმინდა ნაკადულები 
                  მოედინებოდა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს. წადი, ქალაქში 
                  გაიარე და ნახე, ვინმე თუ მუშაობს, ან ვინმე თუა 
                  მოწყენილი.- თოთქმის არავინ! არის ვინმე მშიერი?- 
                  არავინ! გაგიკვირდება, ბატონო.
ალი- გასაგებია, აღა.
მუსტაფა- ო, ხან, შენი წინაპრები იბრძოდნენ, შენ ცოდნის
                   სახლი დაამთავრე და ნასწავლი კაცი ხარ, უამრავი
                   რამე იცი. სპარსელები საადით, ჰაფეზით და 
                   ფირდოუსით ამაყობენ, რუსები- პუშკინით,
                   ლერმონტოვით, დოსტოევსკით, ჩეხოვით...შორს, 
                   დასავლეთში კი ვიღაც პოეტი, გოეთე ყოფილა, 
                   ეშმაკზე დაუწერია პოემა.
ალი-( ბრაზით)- შენ გინდა თქვა, რომ ისინც ყარაბაღიდან 
                              არიან?
მუსტაფა- არა, ხან, ეგ არა, მაგრამ ჩვენი წინაპარი პოეტები მაინც 
                   ხომ ყველა სჯობია?! ისინი მკვდარ ასოებსაც კი 
                   აჟღერებენ და თანაც კი არ წერენ, ზეპირად, 
                   პაექრობისას გამოთქვამენ.
ალი- რომელ პოეტებს გულისხმობ, აშუღებს?
მუსტაფა- დიახ, აშუღებს. ისინი შუშის ახლო- მახლო 
                   სოფლებში ცხოვრობენ. რამადანის თვეში- ერთი
                  იდუმალებით მოცული ღამეა, ალ- კადრის ღამე. იმ 
                  ღამით ერთი საათით ბუნებაც იძინებს. ბოროტი 
                  სულებიც აღარ უდარაჯებენ განძს. ამ დროს ბალახის 
                  ამოსვლის ხმა, ხეების ლაპარაკიც კი შეიძლება 
                  გაიგონო. მდინარეებიდან  ალები ამოდიან. იმ ღამით
                  ბრძენები და პოეტები იბადებიან. ალ- კადრის ღამეს
                  აშუღმა ყველა პოეტის მფარველი ელია 
                  წინასწარმეტყველი უნდა მოიხმოს;  როდესაც
                  წინასწარმეტყველი გამოჩნდება, პოეტს თასს 
                  მიართმევს და ეტყვის ხოლმე: ,, ამ წამიდან შენ 
                  ჭეშმარიტი აშუღი ხარ და ყველაფერს ჩემი თვალით
                  დაინახავო“. ამგვარად მადლცხებული ყველაფერის
                  მფლობელია, მის ხმას ემორჩილება ყველა- ცხოველი,
                  ადამიანი, ქარი თუ ზღვა. მისი სიტყვა 
                  ყოვლისშემძლეა.
ალი- მუსტაფა აღა, არ დაიღალე?( ეღიმება)
მუსტაფა-( იცინის)- თავი შეგაწყინეთ, ხან?
ალი-( იცინის)
მუსტაფა-( ნაღვლიანად)- იცი ყველაზე დიდი უბედურება რა 
                   არის?
ალი- რა?
მუსტაფა-ის, რომ არავინ იცის, როდისაა ალ- კადრის ღმე და რა
                    დროსაა მიძინების საათი, ჭეშმარიტი აშუღიც
                    ამიტომ არ არსებობს.
ალი- გასაგებია.
მუსტაფა- კარგი, წავიდეთ, უკვე გვიანაა. მოვეწყოთ, 
                  დავბინავდეთ. რა კარგი ჰაერია აქ.
                         ( ალი და მუსტაფა გადიან)

                                   სურათი  მეშვიდე

ალი სცენაზეა,ზის ბაღის სკამზე. შემოდიან ნინო, ნინოს მშობლები, თავადი დადიანი და მისი ამალა.( მომღერლები).მათ დანახვაზე ალი ფეხზე წამოდგება და მათ უახლოვდება. ნინოს დედას ხელზე ეამბორება.

თავადი დადიანი- მეგესალმებით, ალი ხან.
ალი- მოგესალმებით, ბატონებო.
თავადი დადიანი- მშვენიერი საღამოა, ჰაერიც თითქოს
                                   გამჭვირვალეა, მაგრამ ზუგდიდი...( ალის და 
                                   ნინოს)- ერთხელ ჩემთან უნდა ჩამოხვიდეთ 
                                   ზუგდიდში, ალი ხან, იქ ნახავთ სამეგრელოს 
                                   ტროპიკულ, უღრან ტყეებს ათასწლოვანი 
                                   ხეებით.
ალი- სიამოვნებით ჩამოვალ, მაგრამ ხეების სანახავად კი არა, 
          თქვენ პატივსაცემად.
თავადი დადიანი- მაინც რა გაქვთ ხეების საწინააღმდეგო? 
                                  ჩემთვის ხეები სრულქმნილი სიცოცხლის 
                                  განსახიერებაა.
ნინო- ალის ისე ეშინია ხეების, როგორც ბავშვს - მოჩვენებების.
ალი- ეგ არაფერია. მაგ საქმეს ეშველება, მაგრამ ერთი კია, იმ 
          შეგრძნებას, რასაც თქვენი ხეები განიჭებთ, მე უდაბნო 
          მგვრის. ხეების სამყარო გონებას მირევს, შიშსა და 
          იდუმალებას აღმიძრავს, ტყე დემონებითა და 
          მოჩვენებებით არის სავსე. ტყის ჩრდილი, მზის სხივებს 
          რომ შთანთქავს, სევდას მგვრის. ხეების შრიალის ხმაც კი 
          მთრგუნავს. ისევ ჩემი უდაბნო მირჩევნია მთელი თავისი 
          უბრალოები: ქვიშით თუ მზით. უდაბნო ისეთივე იოლი 
          რამაა, როგორც ხანჯლის დარტყმა. ტყე კი გორდიას 
          კვანძივით რთულია. იგი თავგზას მიბნევს.
თავადი დადიანი-( ჩაფიქრებული)-თქვენ უდაბნოს  სული 
                                 გაქვთ. იქნებ მართალიცაა ადამიანების 
                                 ამგვარი დაყოფა: ტყის და უდაბნოს
                                 ადამიანები. აღმოსავლელს მშრალი თრობა, 
                                 ალბათ, უდაბნოდან მოსდგამს. იქ ცხელი 
                                 ქვიშაც, ცხელი ნიავიც კი ათრობს. უდაბნოს 
                                 სამყარო უბრალოა და დაბრკოლებებს არ 
                                 გიქმნის. ტყე კი კითხვებითა და 
                                 იდუმალებითაა სავსე. უდაბნო არც არაფერს
                                 გეკითხება, არც არაფერს გაძლევს, არც 
                                 არაფერს გპირდება.
თავადი ყიფიანი-( უსმენს მათ ყურადღებით)- ჩემი აზრით, 
                                   უდაბნოს შვილები ერთი გრძნობით არიან 
                                   აღვსილნი, ერთ ჭეშმარიტება გააჩნიათ. ტყის 
                                   შვილებს კი უამრავი სახე აქვთ. სულის 
                                   ცეცხლოვანება ტყიდან მომდინარეობს. 
                                   უდაბნოში ფანატიკოსები იბადებიან, ტყეში 
                                   კი- შემოქმედნი. ალბათ, ესაა ძირითადი 
                                   განსხვავება აღმოსავლელსა და დასავლელს 
                                   შორის.
მელიქ ნახარარიანი-( აქვეა)- ამიტომაც გვიყვარს ჩვენ, სომხებს
                                     და ქართველებს, ტყე. ალი ხან, მთებში 
                                     არწივებია, ჯუნგლებში- ვეფხვები, მაშ
                                     უდაბნოში რაღაა?( იცინის)
ალი-( გაბრაზებული)- ლომები და მებრძოლები...
ნინო-( გახარებული)- მართალია, ალი, ლომები და
           მებრძოლები.
( ალი ხელს ჩაკიდებს ნინოს და იქაურობას არიდებს. ჯდებიან.)

ალი- თავადის ასულო! ( ნაზი ამბორი შუბლზე)- თავადის 
           ასულო!-( სახეს, ყელს უკოცნის,  ალი ცდილობს კაბის
           ღილები შეუხსნას ნინოს.)
ნინო- ( უეცრად შეაჩერებს)- მგონი, მიყვარხარ, ალი ხან, მერე რა
            მოხდა, რომ თავადის ასული ვარ?
ალი- შეიძლება დიდხანს ვეღაც დარჩე თავადის ასულად.
ნინო- რას გულისხმობ? ვინმე წოდებას ჩამომართმევს, თუ 
            წინაპრებს?( იცინის)
ალი- არა, შენ მაგ წოდებას თავისთავად დაკარგავ, როცა 
          გათხოვდები და ხანის წოდებას მიიღებ. ისე არც ხანის
          წოდებაა ნაკლები.
ნინო- ( გადაიკისკისებს)- ხანი, თუ როგორ იტყვიან თქვენთან 
           ქალზე?, არვიცი.... თუ მაგის შესატყვისი არ არსებობს? 
           ისე, ხელის სათხოვნელად კარგი დრო და ადგილი 
           შეგირჩევია. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, სადმე ხომ 
           უნდა გეთქვა...
ალი- დიახ, სადმე უნდა მეთქვა.
ნინო- და თუ მე თანხმობას გეტყვი, შუშაზე კარგი მოგონება 
            დაგრჩება და ხეებიც შეგიყვარდება, არა?
ალი- მგონი უკვე მიყვარს კიდეც.
ნინო- მაგრამ, იცოდე, საქორწინო მოგზაურობაში ბიძაშენთან, 
           თეირანში წავალთ და მეც ვნახავ მისი აღმატებულების
           ჰარამხანას. მაინტერესებს, ერთხელ მაინც შევავლო 
           თვალი სქელ- სქელ ქალებს, ჩაის რომ მიირთმევენ და 
           საუბრობენ.
ალი- მერე?
ნინო- და მერე უდაბნოში წამიყვან, რადგან იქ არავინაა, მე რომ 
            მიმზიროს.
ალი- არა, უდაბნო შენ არ გჭირდება, არ მოგეწონება.
ნინო-( დაფიქრებული, თვალებში უყურებს)-იქნებ მართლაც
           გამოგყვე ცოლად, ალი ხან?! მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია, 
           რამდენი ეამის გადალახვა მოგვიწევს კიდევ უდაბნოსა და
           ტყის გარდა?
ალი- მაინც, რის?
ნინო- ჯერ ერთი, დედაჩემი და მამაჩემი დაიხოცებიან, მე რომ 
           ცოლად მაჰმადიანს გავყვე. მამაშენი კი ჩემგან 
           სარწმუნოების შეცვლას მოითხოვს. ამას, ალბათ, ვერ 
           შევძლებ. არ შეიძლება...ღმერთო, რა ვქნა?....
ალი- არა, ნინო, მთლად ასე ძალიან ნუ განიცდი. შენ არ 
          მოგიწევს ისლამის მიღება, არც შენი მშობლები 
          დაიხოცებიან დარდისგან. ჩვენ საქორწინო მოგზაურობით
          პარიზსა და ბერლინში წავალთ. იქ შენ ბულონის ტყეში 
          ხეებს, ნაკრძალებში კი ცხოველებს ნახავ. აბა, რას იტყვი?
ნინო- შენ ისეთი კეთილი ხარ, უარს ვერ გეტყვი, თუმცა ცოტა 
            ხანს მოვიცადოთ. იცოდე, მოტაცების ნებას არ მოგცემ, ეგ 
            არა. კარგად ვიცი, როგორც აკეთებთ ხოლმე.( იცინის, 
            უცებ გაჩერდება)- წავიდეთ.( აპირებს წასვლას)- ჰო, 
            მართლა, ჩვენი შვილები რა რჯულისა იქნებიან?
ალი- რაღა თქმა უნდა, ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი 
          სარწმუნოებისა.
ნინო-( ჩაფიქრებული)- ძალიან დიდი ხომ არ ვარ შენთვის? მე 
           18 წლისა ვხდები, შენი მომავალი ცოლი ხომ 12 წლის
           უნდა იყოს?
ალი- ნუ გეშინია, დიდი არ ხარ, მაგრამ აი, ჭკუას რაც შეეხება, 
          მგონი, საჭიროზე მეტად ჭკვიანიც ხარ. თუმცა ჭკუა 
          ყოველთვის მისასალმებელი არაა. ვინ იცის, იქნებ ჩვენში, 
          აღმოსავლეთში, ნაადრევად ვიზრდებით და ვბერდებით.
                                    
                                              ( გადიან)


                                        სურათი    მერვე 

ნათდება მეჩეთის მხარე. იქ ალია. შემორბის ხალხი.

კაცი 1- ომი, ომი დაიწყო.
            ( მათ მოყვებიან ჯარისკაცები. სადღაც გარბიან.)
ალი-( გამოდის მეჩეთიდან, ცდილობს გაიგოს რა ხდება)- რა 
          ომი? ამიხსენით, რა ხდება?
კაცი 2- ომია. მალე აქაც მოვლენ.
კაცი 3- სომხები...
              ( ხალხი ბოღჩებით აქეთ- იქით გარბიან)
კაცი1- აღსდექით სალოცავად, ილოცეთ, ხალხო...ალაჰი 
             მოწყალეა...
ალი- ნინო, ნიო უნდა ცნახო.( უნდა გასვლა, მაგრამ მსახური 
          აჩერებს)
მსახური- ალი ხან, თავადის ასულმა, ნინომ თქვენთვის წერილი დატოვა. წავიდნენ, ხან. 3 საათია, რაც წავიდნენ.
ალი-( კითხულობს ხმამაღლა)-,, ძვირფასო ალი, ომი უეცრად 
          დაიწყო. უკან ვბრუნდებით. დრო არ მქონდა, შენთვის 
          შემეტყობინებინა. არ გეწყინოს. სამწუხაროდ, ზაფხული 
          მალე დაგვიმთავრდა. მალე ჩამოდი. გელოდები და 
          მენატრები. მამა თვლის, რომ ომი მალე დამთავრდება.
          გკოცნი, შენი ნინო.’’-( იქვე ჩამოჯდება)
კაცი 1- სისხლი დაიღვრება! ყარაბაღ, შორს გავარდება შენი 
              სახელი. ჩვენს მიწას გვედავებიან...
მუსტაფა-( შემორბის)- ალი ხან, აქ ხართ? ძლისვ გიპოვეთ. უნდა 
                  წავიდეთ, სახლში წავიდეთ.
ალი- ჩაალაგე ბარგი, მივემგზავრებით!

                                                ( გადიან )

                                    სურათი    მეცხრე

ისმის გოდების ხმა. შემოდის მოხუცი ქალი.
ქალი- ალაჰ, რა გვეშველება? ქვეყანა  
            გაჩანაგდება...გაგვიუპატიურებენ ქალიშვილებს და 
            მონებად გაიხდიან, ვაჟებს კი ,, გასართობ ბიჭებად’’ 
            აქცევენ. რა გვეშველება?
( ხალხი ირევა, გადი- გამოდიან, ბოღჩებით, თუ ჩემოდნებით. ისმის მატარებლის გასვლის ხმა, ყველა შედგება, შემდეგ გრუხუნის ხმა, თითქოს რაღაც აფეთქდა. ხმა ძლიერდება, ყველა გაშეშებულია ადგილზე. ყველა წყვდიადში უჩინარდება.)

                                        სურათი მეათე

 ალის მამა სკამზე ზის. შემოდიან ალი და მუსტაფა ჩემოდნებით.
ალის მამა- კარგია, რომ ჩამოხვედი, ალი ხან. უკვე
                    ვნერვიულობდი.
ალი-  გამარჯობა, მამა.
ალის მამა-ომი ახლა უდროოდ დაიწყო. არ მოველოდით 
                    სომხების ასეთ გააქტიურებას. ყველას ვალია, ამ
                    წმინდა ომში წავიდეს.
ალი- მე არ მინდა, მამა.
ალის მამა- რატომ? შენ ვალდებული ხარ შენი მიწა დაიცვა.
ალი-( დუმს)-
ალის მამა- მართლა არ გინდა ომში წასვლა, ალი ხან შირვანშირ?
ალი- არა, მამა, არ მინდა
ალის მამა- ჩვენი წინაპრების უმრავლესობა ბრძოლის ველზე 
                    დაეცა, ესაა ნამდვილი სიკვდილი ჩვენ ოჯახში.
ალი-ვიცი,  მამა, მეც ბრძოლის ველზე დავეცემი, მაგრამ ახლა, არა.
ალის მამა- ღირსების შელახვას ღირსეული სიკვდილი სჯობია.
ალი- მე ღირსებას არ დავკარგავ. შევიდეთ სახლში, ძალიან  
          დავიღალე.
ალის მამა- ალაჰ, რა ახალგაზრდობა წამოვიდა, მაგრამ ამის 
                    მიზეზიც ვიცი.

                                         ( შედიან )

                                 სურათი  მეთერთმეტე 
                  
                      ალი, ილიას ბეგი, ჰაიდარ მუსტაფა

ილიას ბეგი- მალე გამოცდები მეწყება.
ალი- აა, შენ ხომ მომავალი მხედართმთავარი უნდა გახდე.( იცინის).
ჰაიდარ მუსტაფა- ცუდ დროს დაიწყო ეს არეულობა.
ილიას ბეგი- არ გაჩერდნენ, მიწას გვედავებიან. ნეტა უკვე სამხედრო ვიყო.
ალი-( გაიცინებს)- ვიდრე შენ ოფიცერი გახდები, ომიც დამთავრდება.
( გამოჩნდებიან თავადი ყიფიანი, მისი მეუღლე და ნინო)
თავადი ყიფიანი- მოგესალმებით, ყმაწვილებო.
ბიჭები ერთად- დღე მშვიდობის, თავადო.
თავადი ყიფიანი- ომზე საუბრობთ, ალბათ?
ილიას ბეგი- დიახ, თავადო.
თავადი ყიფიანი- ალი ხან, გავიგე, ამჟამად, ომში მონაწილეობა 
                                 არ გსურს?
ალი- დიახ, თავადო.
თავადი ყიფიანი- ეს ხომ შენი მიწაა და შენი ხალხი?
თავადის მეუღლე- მე თქვენ ადგილზე, დაზარალებულთა 
                                   კომიტეტში შევიდოდი, ფორმა მაინც 
                                   გექნებათ.
ალი- შეიძლება, ქალბატონო, კარგი აზრია.
თავადი ყიფიანი- კარგი აზრია, მეც ასე უნდა მოვიქცე.
ჰაიდარ მუსტაფა- მადლობელი ვარ, თავადო, რომ ქართველები 
                                 ჩვენ ჰვერდში ხართ.
თავადი ყიფიანი- დიახ, რა თქმა უნდა.( თავზე ხელს 
                                 გადაუსვამს)- ნახვამდის ახალგაზრდებო.
( თავადი და მისი მეუღლე დაიძრებიან. ნინო ჩამორჩება)
ნინო- მიხარია, რომ ამ ომში არ მიდიხარ, მაგრამ, ალი,  
            გულწრფელად მითხარი, ომის გეშინია? ვაჟკაცებს ომი 
            უნდა უყვარდეთ. მე შენი ჭრილობებიც მეყვარება.
ალი- შიში რა შუაშია. ოდესმე ჩემი ჭრილობების მოვლაც 
          მოგიწევს, თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს, მანამდე რაც 
          გინდა, ის იფიქრე, თუ გინდა ლაჩრად ჩამთვალე.
ნინო- ლაჩარი რა შუაშია, ალი?! იქ ხომ შენი ხალხი იღუპება?!
                                               ( მიდის)
( ალი გაბრაზებული აქეთ- იქით დადის. მერე გადის. ბიჭებიც მიყვებიან) 


                                    სურათი   მეთორმეტე

 ნათდება ეკლესია. ნინო სანთელს ანთებს. შემოდის ალი. ჯდება, მოყვება მელიქ ნახარარიანი.
ალი- არაფრის გაგონებაც კი არ მინდა. თქვენ რაღა გინდათ?
მელიქ ნახარარიანი- სამწუხაროა, რომ ასე მოხდა.
ალი- ამას თქვენ ამბობთ?
მელიქ ნახარარიანი- დიახ, მე. ვწუხვარ.
ალი- იმას, ხომ არა, უკაცრავად, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ
          მიწას გვედავებით, გვებრძვით?
მელიქ ნახარარიანი- არა. ომი და ბრძოლა არა, ეგ ჩემი საქმე არ
                                      არის.
ნინო- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კავკასიელთათვის 
           ძირითადი ელემენი ბრძოლაა. ახლა მე ორ კავკასიელს 
           ვუყურებ, რომელთაგანაც არც ერთს არ უნდა ომი, ომში 
           წასვლა.
მელიქ ნახარარიანი- ორივეს უნდა, მაგრამ ერთიმეორის 
                                      წინააღმდეგ არა, თავადის ასულო!
ალი- საინტერესო მოსაზრებაა...
მელიქ ნახარარიანი-(აწყვეტინებს)- იცით რა, თავადის ასულო, 
                                     პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანს 
                                     ობიექტური განსჯის უნარიც უნდა 
                                     ჰქონდეს.თქვენ თქვენი სიმართლე გაქვთ 
                                     და, ალბათ, ეგ მოსაზრება სწორია, მაგრამ 
                                     ჩვენ ჩვენი გვაქვს. რუსები თვლიან, რომ 
                                     მათ ჩვენი ერთიმეორისაგან უნდა 
                                     დაგვიცვან. ამიტომაც შემოიღეს რუსული 
                                     რეჟიმი, ამიტომაც გვისხედან აქ რუსი 
                                     სახელმწიფო მოხელეები. ჩვენ საქმე თავად 
                                     უნდა გადავწყვიტოდ, ჩვენ კი ბავშვებად
                                     მივაჩნივართ. მაგრამ კარგა ხანია, ბავშვები 
                                     აღარ ვართ.
ნინო- ამიტომაც არ მიდიხართ ომში?
მელიქ ნახარარიანი- არა, მარტო მაგიტომ არა. ზარმაცი ვარ და 
                                      კომფორტის მიჩვეული. ეგეც არ იყოს, 
                                      გულმოსული ვარ რუსებზე. და რაც 
                                      მთავარია, მე ტკბობა მიყვარს.
ალი- მე სხვა აზრისა ვარ, ტკბობა არ მიყვარს. ომი მიზიდავს, 
           მაგრამ ეს არა.
მელიქ ნახარარიანი- ქვენ ჯერ  ძალიან ახალგაზრდა ხარტ, ალი 
                             ხან.
ნინო- მე უნდა წავიდე. უკვე გვიანაა. ღამე მშვიდობის.
ალი- გაგაცილებ?
ნინო- არ არის საჭირო, ჯერ არ დაღამებულა ისე.

                                             ( გადის)
მელიქ ნახარარიანი-ნინოზე იქორწინებთ?
ალი- თუ ალაჰი ინებებს.
მელიქ ნახარარიანი- თქვენ უამრავი წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწევთ,ჩემო მეგობარო. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩემი იმედი გქონდეთ. მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენი ხალხი ერთად , ერთ დიდ მეგობრულ ოჯახად ცხოვრობდეს.
ალი- მეც.
მელიქ ნახარარიანი- ნახვამდის.( გადის)
ალი- ნახვამდის.(  ალი სკამზე ჩამოჯდება)


                                    სურათი  მეცამეტე  

 მეჩეთი.  სეიედ მუსტაფა ზის და ლოცულობს. ალი მიდის და იქვე ჩამოჯდება მიწაზე.
სეიედ მუსტაფა- ( არ უყურებს)- ვიცი, ალი ხან, აქ რისთვის  
                      მოხვედი.( პაუზა)- შენ ცოლის შერთვა გინდა.
ალი- საიდან იცი, რომ დაქორწინება მინდა, ან რა შენი საქმეა? 
სეიედ მუსტაფა- ამას შენს თვალებში ვხედავ და ჩემი საქმეც 
                      არის, რადგან შენი მეგობარი ვარ. ვიცი, ნინო 
                      გინდა ცოლად შეირთო. ნინო ქრისტიანია, მე 
                      ვერ მიტანს.
ალი- კი, ეგრეა. მერე, რას მეტყვი?
სეიედ მუსტაფა- მე ,,ჰოს’’ გეტყვი, ალი. კაცი უნდა დაქორწინდეს, კარგი ცოლი მოიყვანოს, რომელიც უყვარს და მოსწონს. ჭკვიანი კაცი ქალს კეთილგანწყობის გამო კი არ ირთავს?! ქალი ყანაა, რომელიც კაცმა უნდა გაანაყოფიეროს. სულ არ არის საჭირო, ყანასაც უყვარდეს თავისი მხვნელი. შეირთე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ქალი ყანაა.
ალი- შენი აზრით, ქალს არც სული აქვს და არც გონება?
სეიედ მუსტაფა-მაგას როგორ ამბობ, ალი ხან? ქალს სულიცა აქვს და გონიც, მხოლოდ იმდენი, რაც შვილების გაჩენისთვის კმარა. ამბობენ ერთ კაცის ნათქვამი სჯობს სამი ქალის ნათქვამსო. ეს არ დაივიწყო ალი.
ალი- შენ არ გაწუხებს, რომ ქრისტიანია? თუ ისლამზე უნდა 
  გადმოვიდეს?
სეიედ მუსტაფა- რისთვის? გონებისა და სულის უქონელ 
                      არსებას რწმენა რაში სჭირდება?
ალი- შენ არ თქვი, რომ სულიც აქვს და გონიცო?
სეიედ მუსტაფა- მე ის ვთქვი, რომ იმდენი აქვს, რამდენიც 
                      შვილების გაჩენისთვისაა საჭიროთქო. ქალს 
                      სიკვდილის მერე არც ჯოჯხეთი ელის და არც 
                      სამოთხე. ქალი სიკვდილის შემდეგ არარად 
                      იქცევა. ვაჟები კი ნამდვილი შიიტები უნდა 
                      იყვნენ.
                                ( წიგნს გადაშლის)  
                     - აი, 207- ე გვერდი. დაახლოებით 637 წელს 
                     კაბადიის სასახლეში სულთნ ალა ედ- დინ 
                     ქეიყობადი მიიცვალა. სელჩუკების ტახტზე 
                     ღიას ედ- დინ ქაიხოსრო ავიდა. მან ცოლად 
                     ქართველი თავადის  ასული შეირთო. ისე 
                     ძლიერ უყვარდა ქრისტიანი ქართველი, რომ
                     ბრძანა, ფულზე მის გვერძე ამ ქალის სახეც 
                     ამოეტვიფრად. მასთან ბრძენკაცები მივიდნენ 
                     და უთხრეს, განზრახვა შენი ცოდვაა და ნუ 
                     დაარღვევ ღვთის კანონსო. მან კი ბრძებბი უკან 
                        გააბრუნა. მეორე დღეს უფალმა გონს მოაგო
                         მეფე. მან დაიბარა ბრძენკაცები და 
                         განუცხადა: ,,არ მინდა, დავარღვიო ღვთის 
                         წმინდა კანონები, რომელთა აღსრულებაც 
                         უფალმა მე მომანდოო, ლომი გრძელი 
                         ფაფრით და მარჯვენა თათში მახვილით მე
                         ვიქნები, ხოლო ჩემს თავზე ამოსული მზე კი 
                         ჩემი საყვარელი ქალი’’. მას მერე დაკანონდა 
                         სპარსეთის სიმბოლოდ ლომი და მზე. 
                         ბრძენკაცებმა აღიარეს, ქართველ ქალზე 
                         მშვენიერი არსად მოიძებნებაო.

                          ( წიგნი დახურა)   
-	ხედავ, რაც გააკეთა ქაიხოსრომ? შენც ასე მოიქეცი. არც ერთი კანონი არ კრძალავს იმას, რაც შენ გსურს. ქართველი ქალები- ესეც იმ ნადავლის ნაწილია, წინასწარმეტყველმა რო აღუთქვა ღვთისმოსავებს.მიდი და დაეუფლე მას. ასე წერია წმინდა წიგნში.
ალი- მადლობელი ვარ.( გადაეხვევა, გადის.)
            (სეიედ მუსტაფა ისევ მეჩეთში შედის. ბნელდება.)


                                       
                                     სურათი  მეთოთხმეტე

                            სკამზე ზის ალის მამა, საფარ ხანი. 

ალი-საფარ ხან, საფარ ხან. მამა!
ალის მამა- რატომ ყვირი? მოდი და მითხარი რა გინდა.
ალი- მამა!-( ნერვიულობს)
ალის მამა- დაწყნარდი, დაჯექი და ილაპარაკე.
ალი-( დაბნეული, არ იცის, როგორ დაიწყოს)
ალის მამა- ალი ხან, ასეთი დაბნეული არასოდეს მინახიხარ, 
                     დამშვიდდი.
ალი-( პაუზა)-ცოლის შერთვა მინდა.
                                             ( პაუზა)
ალის მამა-(სიგარეტს გააბოლებს)- სანაპიროზე ვილას 
                    აგიშიენებთ. ერთი მშვენიერი ადგილი მეგულება. 
                    პირველ ვაჟს იბრაჰიმი უნდა დაარქვა, ჩვენი 
                    წინაპრების პატივსაცემად.-(პაუზა)- მე მოგიძებნო
                    კარგი ქალი, თუ უკვე არჩეული გყავს? დღეს   
                    ახალგაზრდები თვითონ ირჩევენ ქალებს.
ალი- ნინო ყიფიანი უნდა შევირთო.
                        ( ალის მამა ჩუმად ზის)
ალის მამა- ნინო ყიფიანი. ვიწრო თეძოები აქვს, თუმცა, ჩემი 
                      აზრით, ყველა ქართველ ქალს ასეთი აქვს. ისე, 
                      ჯანმრთელი ბავშვები გეყოლებათ.
ალი-(გაიგნებული)- მამა,მამააა!
ალის მამა- რა, ,,მამა’’?! ( გაეღიმება)- ჯერ ახალგაზრდა ხარ, 
                     შვილო, არ იცი, რომ ქალისთვის თეძოები უფრო
                     მნიშვნელოვანია, ვიდრე ენების ცოდნა?(პაუზა)
                  - როდის გინდა იქორწინო?
ალი- შემოდგომაზე.
ალის მამა- ძალიან კარგი, ესე იგი ბავშვი მომავალ მაისში 
                    დაიბადება. მაისი ბედნიერების თვეა.
ალი- კი,მაგრამ, მამა?
ალის მამა- რა მოსაწყენი დღეა.-(პაუზა)- სამჯერ მოვიყვანე
                     ცოლი, მაგრამ შემოდგომის ბუზებივით 
                     დამეხოცნენ. ახლა შენ იცი, ცოლი აღარა მყავს. შენი 
                     ნინო ქრსტიანია. ნუ შემოატანინებ სახლში სხვა
                     სარწმუნოებას. კვირაობით ეკლესიაში გაუშვი 
                     ხოლმე, მაგრამ სახლში მღვდელს ნუ მოაყვანინებ. 
                     ნუ სცემ, როცა ფეხმძიმედ იქნება, ნუ დაგავიწყდება, 
                     რომ შენ ბატონი ხარ და ის კი შენს ჩრდილში 
                     ცხოვრობს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნინოს 
                     შვილები არ ეყოლოს. ნუ მოატყუებ შენ ცოლს,
                     მომთმენი იყავი მის მიმართ. თუ რჩევა დაგჭირდება
                     და მანაც გირჩია რამე,მნურასოდეს დაენდობი 
                     ცოლის რჩევას.
ალი- მამა, მესმის, მაგრამ შენ არ იცი, როგორ მიყვარს.
ალის მამა-(გაეღიმება)- საყოველთაოდ ასეა მიღებული, მამაკაცს
                    ომი და სამშობლო უნდა უყვარდეს ქალზე მეტად.
                    დაიმახსოვრე, კაცი ქალს უნდა მფარველობდეს, 
                    სიყვარული კი ქალის საქმეა. მას უნდა უყვარდეს
                    თავისი ქმარი. ასე ინება უფალმა
                                           ( პაუზა )
ალის მამა- კარგი, ხვალ წავალ ყიფიანებთან და საქმეს 
                    მოვაგვარებ. თუ დღეს ახალგაზრდა კაცები თავად 
                    აგვარებენ თავიანთ საქმეებს?!
ალი- მამა, ჰერ მე დაველაპარაკები ყიფიანების ოჯახს.
                               ( ისმის სროლების ხმა)
ალი- ისვრიან. ვინმე დახვრიტეს?
ალის მამა- ალაჰ, დაგვიფარე, შენი მეგობრები სად არიან? 
                    ილიასი და ჰაიდარი?
ალი- არ ვიცი.
                          ( შემორბიან ილიასი და ჰაიდარი)
ილიას ბეგი- სიტუაცია ძალიან დაიძაბა.
ჰაიდარი- ალაჰ, რა გვეშველება?
                                          ( ისმის ნინოს ხმა)
ნინო-( კულისებიდან)- ილიას!!! ჰაიდარ!!!!!. ალი არ გინახავთ?
                                              ( შემორბის)
ნინო- ალი, ალი! –( მიირბენს ალისთან)- ძლივს გიპოვეთ.
ალი- რა მოგივიდა, ნინო?
ნინო- სროლის ხმა იყო. ბაღში ვიყავი, გელოდებოდი. ხალხი 
           აირია უცებ. მერე ილიასი და ჰაიდარი დავინახე, სადღაც
           მირბოდნენ. ვუძახდი, ვერ გავაგონე. გამოვეკიდე...
ალი- ნუ გეშინია, აქ ვარ. მაპატიე, რომ დროულად ვერ მოვედი. 
          საქმე მქონდა მნიშვნელოვანი
ნინო- ალი, მეშინია, იცი, როგორ მეშინია?
ალი- ყველაფერი კარგად იქნება.
                                   ( ბიჭები გადიან)
ალის მამა- აქ ნუ გავჩერდებით. წავიდეთ, სახლში წავიდეთ.
                                         ( გადის).
ალი- ნინო, უკვე ველაპარაკე მამაჩემს. თანახმაა. ამიტომ 
          დამაგვიანდა.
ნინო- მართლა? ღმერთო...წავიდეთ, ალი.

                                            ( გადიან)


                                  სურათი   მეთხუთმეტე

არეულობა, ბევრი ხალხი, ყვირილი, ღრიანცელი. ალიც აქ არის. სომეხი ნახარარიანიც.
მელიქ ნახარარიანი-( დაინახავს ალის)- ალი ხან, ალი ხან.
ალი-( დაღლილი, ანერვიულებული)- ფუი ეშმაკს!
მელიქ ნახარარიანი- ყმაწვილო, რა გემართება, კავკასიური 
                                      სიშმაგეა, თუ ამ ქაოსმა შეგიხუთა სული,
                                      ასე რომ მორბიხარ? გავერიდოთ ამათ.
                                     ( მოყავს წინ. ჯდებიან. ხალხი ნელ- ნელა 
                                       გადის.)
მელიქ ნახარარიანი- კავკასიური სიბრაზე....რაიმე
                                      განსაკუთრებული მიზეზი გაქვთ, ამ 
                                      მდგომარეობაში რომ ხართ?
ალი- უარი მითხრეს.
მელიქ ნახარარიანი- ვინ? რა უარი?
ალი- თავადმა ყიფიანმა.
მელიქ ნახარარიანი- მერე?
ალი-მერეე? მერე ასე მითხრა:,, ჩემო საყვარელო შვილო, 
         პატივცემულო ხან, დამიჯერეთ, ჩემი შვილისათვის 
         უკეთესს ვერც ვისურვებდი, მაგრამ აბა დაფიქრდით, რა
         იცის ბავშვმა სიყვარულისა? და თანაც, განსხვავება
         რელიგიის, აღზრდის, წარმომავლობის მიხედვით? ამას
        თქვენს სასიკეთოდაც გეუბნებით. ალბათ, მამათქვენიც 
          იმავე აზრისა იქნება. ვიცი, ჩემს შვილს ჰგონია,
          უყვარხართ. არ მინდა, თქვენს ბედნიერებას გზა 
          გადავუღობო, მაგრამ ერთს კი გეტყვი: დავიცადოთ, 
          ვიდრე ომი დამთავრდება. იმ დროისათვის უკვე ორივე 
          დიდები იქნებით და, თუ ისევ გეყვარებათ ერთმანეთი, 
          მერე ვილაპარაკოთ.’’
მელიქ ნახარარიანი- რას აპირებთ, ხან?
ალი- მოვიტაცებ და სპარსეთში წავიყვან. ასე ხომ არ 
          ვიჯდები...მე, შირვაშირს, უარი მითხრეს. მაგას რა ჰგონია, 
          შრვანშირები უფრო ძველი წარმომავლობისანი არიან, თუ 
          ყიფიანები? აღა მაჰმადის დროს მთელი საქართველო 
          ხელთ გვეპყრა. ყველა ყიფიანი მოხარული იქნება თავისი 
          ქალიშვილი შირვანშირებისათვის მიეთხოვებინა. რას 
          გულისხმობს რელიგიის განსხვავებულობაში? როგორ, 
          ისლამი ქრისტიანობაზე ნაკლებია? საკუთარი მამა 
          დამცინებს. ქრისტიანი უარს მეუბნება და ქალიშვილს არ 
          მაძლევს. ჩვენ, მაჰმადიანები, მგლები ვართ, ალესილი 
          კბილებით. ასი წლის წინ...(ენა დაება, ხმა ვეღარ ამოიღო.)
მელიქ ნახარარიანი- მესმის შენი, მაგრამ იმას უარი ხომ არ 
                                      უთქვამს?-(პაუზა)- ომის დამთავრებამდე
                                      დაცდა მართლაც სასაცილოა. უბრალოდ 
                                       ვერ წარმოუდგენია, რომ მისი ქალიშვილი 
                                       უკვე ზრდასრულია.-(პაუზა)- ვინმემ 
                                       უნდა აუხსნას თავადს ამ ქორწინების 
                                       პოლიტიკური და კულტურული 
                                       მნიშვნელობა. ალბათ, მერე მიხვდება და
                                       დათანხმდება.
ალი- მერე ამას ვინ იზამს?
მელიქ ნახარარიანი- მე, მე...ეგ საქმე მე მომანდეთ, ხან.
ალი- თქვენ?
მელიქ ნახარარიანი- დიახ, მე.
ალი- რა გინდათ თქვენ? უკვე მეორედ მეღობებით წინ. რა 
          გინდათ ჩემ ცხოვრებაშ? რატომ იჭრებითი იქ? თქვენ არ 
          ხართ აზერბაიჯანელი. ჩვენ შორის ომია. რა გაქვთ
          ჩაფიქრებული? რა განზრახვა გამოძრავებთ?
მელიქ ნახარარიანი- მომისმინეთ, ალი ხან, დაწყნარდით.
                                      დაჯექით. მომისმინეთ, მე არ 
                                      მაინტერესებს ომი, მე ეს უკვე გითხარით
                                      ადრე. არ ვარ მომხრე ასეთი ძალადობების. 
                                      არაფერი მიზანი და განზრახვა არ მაქვს, 
                                      გარდა იმისა, რომ დაგეხმაროთ. ჩვენ, 
                                      კავკასიელი ერი, ერთად უნდა ვიყოთ. კი, 
                                      გეთანხმებით, რჯულით სხვა და სხვანი 
                                      ვართ, მაგრამ ეს ჩვენ ტერიტორიულ და 
                                      ეკონომიურ მდგომარეობას არ ცვლის. ჩვენ 
                                      მეზობლები ვართ, ჭირსა და ლხინში 
                                      ერთად უნდა ვიყოთ. მე, პირადად, ასე 
                                      ვფიქრობ. სამწუხაროდ, ყველა ასე არ 
                                      ფიქრობს. ყველას მაგივრად მე ხომ არ 
                                        დავისჯები?! მე არც ტერორისტი ვარ და 
                                        არც ომის წამომწყები. მე, ისევე, როგორც 
                                        თქვენ, ალი ხან, დარწმუნებული ვარ, 
                                        სიმშვიდე და იდილია გინდათ. მეც ასე 
                                        ვფიქრობ.- (პაუზა)- მე შევეცდები 
                                        დაგეხმაროთ.
ალი-(გაოგნებული შესცქერის სომეხს)- მაკვირვებთ...ლამაზად 
          საუბრობთ, დამაჯერებლად...მაგრამ, რატომღაც თქვენი არ 
          მჯერა...
მელიქ ნახარარიანი- მომისმინეთ, ალი ხან, მე უკვე გითხარით, 
                                      მეტს ვერაფერს დავამატებ. თქვენი ნებაა 
                                      დამიჯერებთ თუ არა.
ალი-უნდა დავფიქრდე.
მელიქ ნახარარიანი- გაქვთ კი ამის დრო?
ალი- რას გულისხმობთ?
მელიქ ნახარაარიანი- რომ წაიყვანონ აქედან? გაათხოვონ?
ალი- არა, მხოლოდ ეგ არა.
მელიქ ნახარარიანი- მეც მაგას ვამბობ.
ალი- მოვიტაცებ.
მელიქ ნახარარიანი- ეგ ყველაზე ბავშვური საქციელი იქნება.
ალი- აბა?
მელიქ ნახარარიანი- სიტყვა მომეცით, რომ ჯერ არაფერს 
                                      მოიმოქმედებთ. საქმის ვითარებას 
                                      შეგატყობინებთ. არავითარი მოტაცება. ეს 
                                      მხოლოდ მაშინ, თუ არაფერი გამოვა.
ალი- კარგი, მოვსინჯოთ. რაღაც არ მჯერა მე ამის.
მელიქ ნახარარიანი- ვცადოთ.

(სომეხი ხელს გაუწვდის ალის. ისიც ჩამოართმევს. გადაეხვევიან. ამას შეესწრება სულეიმან აღა, ალის მამის მეგობარი. სომეხი გადის.)
სულეიმან აღა- ფუი, შირვანშირი სომეხს ეხვევა. და თან ახლა, 
                            ასეთ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დანგრევის 
                            პირასაა. ეგ გველები მიწას გვართმევენ, ხალხს
                            გვიხოცავენ.რა საზიზღრობაა. ომია გაჩაღებული 
                            და ეს კი....სირცხვილია, ხან, სირცხვილი.
                                                  (გადის)

                                     ( შემოდის ნინო)
ალი- ნინო!
ნინო -ალი!-( ჩაეხუტება)- ალი, მეშინია. დედაჩემმა თქვა, 
           მაჰმადიანს ჩემს ქალს ვერ ვანდობო. მამაჩემმამითხრა, 
           ჰარამჰანაში რომ გიკრავს თავს, მაშინ მიხვდებიო. ომი 
           იქნებ 10 წელს გაგრძელდეს? საშინელებას ითხოვენ 
           მშობლები ჩვენგან. მშობლები ცხოვრებას გვირთულებენ. 
           მე შენ მართლა მიყვარხარ. მაგრამ გულს მატკენ, თუ 
           მომიტაცებ.
ალი- ნუ გეშინია. რაც შენ არ გინდა, იმას არ გავაკეთებ.
ნინო- მართლა?
ალი- მართლა. მე მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. 
          ნახარარიანმა დახმარება შემომთავაზა. შენებთან მივა.
          დაელაპარაკება.
ნინო- იქნებ ნახარარიანს გამოუვიდეს რამე. დავინახე, ჩემ 
            სახლში რომ მოვიდა. იქ დავტოვე.
ალი- იქნებ გამოუვიდეს კიდეც.
                                          ( სცენა ბნელდება)


                                 სურათი  მეთექვსმეტე
 სკამზე ზის ნახარარიანი, საათზე იყურება. შემოდის ალი. სომეხი ფეხზე წამოდგება.
მელიქ ნახარარიანი- ძლივს, როგორც იქნა მოხვედით, ალი ხან.
ალი- როგორ არის საქმე? ცუდად ხომ? თავადი უარზეა?
მელიქ ნახარარიანი- დაწყნარდით და მომისმინეთ. თავადმა 
                                      ბრძანა: ,, ჩემი შვილის სიყვარული 
                                      შევამოწმე. მისი გრძნობა გულწრფელი და 
                                      წმინდაა. მართლაც ცოდვა იქნება მათ 
                                      ბედნიერებას თუ გადავეღობებითო.’’
ალი-(სიხარულისგან ვერ პოულობს ადგილს)- ნახარარიან, 
         ცხენების ჯოგი გაჩუქო, თუ სოფელი დაღესტანში? იქნებ 
         სპარსული ორდენები გირჩევნია ან ფორთოხლის ბაღი
         ენზელში?
მელიქ ნახარარიანი- არაფერი მინდა, ჩემთვის ისიც კმარა, რომ  
                                      ბედის შეწორება შევძელი.
ალი- არ მეგონა, თუ სომეხ თავადს მადლობას ოდესმე 
           გადაუხდიდი.
მელიქ ნახარარიანი- მადლობა არ მინდა, უბრალოდ სიტუაცია 
                                      დაიძაბა.
ალი- ააა, ნუ გეშინია, თუ საქმე ძალიან გართულდება და აქამდე 
          მოვლენ, ჩემს სახლში გადაგმალავ.
მელიქ ნახარარიანი-( ჩაფიქრებული)- მადლობელი ვარ.
                   ( ხელს ჩამოართმევს ალის და გადის.)








                               მოქმედება  II

                               სურათი  პირველი

ბევრი ჯარისკაცი. ხალხი ბოღჩებით. სომეხ ჯარიცკაცებს მიჰყავთ მძევლები. სომხური ლაპარაკი. დაჭრილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.
სომეხი ჯარისკაცი 1- გაანძრიეთ ფეხი. ამის დედაც...აქეთ 
                                    მორეკეთ ეგენი.
ქალი 1- ხომ ხედავ, მეტი აღარ შეგვიძლია, ცოტა ხანს გვაცალე.
სომეხი ჯარისკაცი 2- ვის ვაცალო? ურჯულოებო. ადექით, ფეხი
                                       გამოადგით.
ქალი 2- აღარ შეგვიძლია.
სომეხი ჯარისკაცი 3- ვის უბედავ. (არტყამს ხელს).
( აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მისკენ გაიწევს დასაცავათ. სომეხი კი ესვრის და მოკლავს.)
ქალი- ვაიმე, შვილო.-( მივარდება, დასტირის.)
ქალი- უბედურო შვილო, გაუხარელო...
სომეხი ჯარისკაცი 1-- ადექი ქალო. ძაღლი ძაღლივით 
                                         ჩაძაღლდა.
ქალი- რა გვეშველება? ახალგაზრდებს გვიხოცავენ, მომავალს 
            გვისპობენ. ალაჰ, მიიბარე სული მონისა შენისა.
სომეხი ჯარისკაცი 2- ძარლი იყოს შენი ალაჰის მოციქული, 
                                    კახპავ. ( მიარტყამს ფეხს).
( ხალხი გაყავთ, ქალი და მკვდარი ჯარისკაცი რჩება მხოლოდ.  ბნელდება)

                                       სურათი   მეორე

                              ილიასი, ჰაიდარი, ნინო, ალი

ილიას ბეგი- საქმე ცუდად არის.
მეჰმედ ჰაიდარი- მართლაც ასეა. უკვე უბრალო ხალხზეც 
                                გაიწიეს. მძევლები აიყვანეს განაპირა 
                                სოფლებიდან. შენ კი იმ ძაღლს, ნახარარიანს
                                ეხვევი.
ალი- დაწყნარდი. ის არაფერ შუაშია. არც იმას უნდა ეს უაზრო
         ომი.
მეჰმედ ჰაიდარი- უაზრო? ეგ უაზროა, შენ სისხლს და ხორცს 
                                რომ გიკლავენ და ვერაფერს შველი?!
ალი- მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ კარგი და ცუდი ყველგან არის.
ილიას ბეგი- ეგ მართალია, მაგრამ რაღაც არ მომწონს მე ეგ 
                       მელიქ ნახარარიანი.
მეჰმედ ჰაიდარი- ვერ ვიტან სომხებს და რა ვქნა?
ილიას ბეგი- ცბიერი სახე აქვს, თვალებიც. აბა, კარგად
                        დააკვირდი, როგორ იყურება ხოლმე. მაგი კარგს 
                        არაფერს ჩაიდენს. ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
ალი- ( ჩაფიქრებული)- არ ვიცი, არ ვიცი, ვნახოთ...
მეჰმედ ჰაიდარი- ცოტა ხანში აქ სომხები საერთოდ შეიძლება 
                                აღარ დარჩნენ.
ალი- არ მომწონს ეს სიტუაცია.
ნინო- ჩვენ ხვალ თბილისში მივემგზავრებით. ალი მამაჩემმა 
           ჩემ ნათესავებს უნდა წარუდგინოს.
ალი- კი, ასეა.
მეჰმედ ჰაიდარი- მერე ამ დროს, როდესაც აქ ომია, შენ 
                                მიდიხარ?
ალი- აბა რა ვქნა, თავადს ვუთხრა, მეჰმედ ჰაიდარს არ უნდა და 
          ვერ წამოვალთქო?!
ილიას ბეგი-- კარგი, დაწყნარდით. (ჰაიდარს)- ალი უნდა 
                         წავიდეს. ასე აჯობებ ახლა.
ნინო- მადლობელი ვარ ილიას.
ილიას ბეგი- არაფრის, თავადის ასულო. კარგი, წავიდეთ 
                        აქედან, უკვე გვიანია.
                                       (გადიან)

                                
                                     სურათი   მესამე

 შემოდიან ქართველი თავადები. ნინო, ალი, თავადი ყიფიანი, მისი მეუღლე, ნინოს ნათესავები და ბიძაშვილები.  შემდეგ ქართული ცეკვა იწყება. მოდიან ყანწებით, დოქებით.
თავადი ჭავჭავაძე- (ალის)- თქვენ, ალბათ, იცით, რომ ჩვენ,
                                  ჭავჭავაძეები, უძველესი წარმომავლობისანი 
                                  ვართ და სულაც არ ჩამოუვარდებით
                                  ბაგრატოვანთა საგვარეულოს.
თავადი ორბელიანი- პირველი ორბელიანი! სამი აღასი წლის
                                       წინ წამოვიდა ჩინეთიდან. ზოგიერთ
                                       ორბელიანს დღემდე გამოჰყვა ვიწრო 
                                       თვალები.
ნინო- ნუ წუხარ, ალი, ჩემი ბიძები მართლაც დიდებული 
           გვარიშვილები არიან.
თავადის ქალი- საწყენია, რომ თქვენ, ალი ხან, ღვინოს არ 
                             მიირთმევთ. ღვინოში თავად ღმერთია, ცოტამ
                             თუ იცის ეს. დალიეთ, არ ინანებთ. სანდრო, 
                            მიართვი ალი ხანს სასმისი.
სანდრო- დიახ, ქალბატონო.- ( აწვდის)- წუხელ ორბელიანების
                 სტუმარი იყავით, ახლა ჩვენი სტუმარი იქნებით. 
                დღეს, უფრო სწორად, უკვე დღეს, ჯაყელების სტუმარი
                ბრძანდებით.
ალი- ძალიან დავიღალე, ვკვდები.დღეს ჩემთვის, საცოდავი 
          წამებულისთვის, სამოთხის ჭიშკარი გაიხსნება და 
          მთავარანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით შემიძღვება, 
          როგორც ზნეობრიობის ბილიკზე მოკვდინებულს.
დოდიკო- გასაგებია, მაშინ გოგირდი.
ალი- გოგირდი? მეგონა, სამოთხეში მოვედი, გოგირდი კი 
          ჯოჯოხეთშია. ხომ არაფერი მეშლება?
ვამეხი- არა, გოგირდი, სწორად გაიგე.
ალი- ხომ, მაწამეთ. მუსლიმმა არ უნდა დალიოს.
სოსო- ნინოს შევატყობინოთ-(უძახის ნინოს)- ნინო!
ნინო- გისმენ, სოსო.
 ვამეხი- ალი ხანი უცბად შეუძლოდ გახდა, ახლა უნდა
               გამოვაკეთოდ.
ნინო-(იცინის)- გოგირდი, ხომ?
სოსო- კი, ასეა. უცებ მოვა გონს.
ნინო- მთლად არ მომიკლათ.
ვამეხი- არაფერი მოუვა, ნუ გეშინია.
თავადი ორბელიანი- მადლობა ღმერთს, კიდევ გვყავს ასეთ
                                       ახალგაზრდები.
ვამეხი-(ალის)- არ დაგავიწყდეს, ალი ხან, შენ დღეს 
             ორბელიანების, ჭავჭავაძეების და ჯაყელების სტუმარი 
             ხარ.
            ( ისმის ქართული ცეკვის ხმა. შემდეგ ბნელდება.)

                                   სურათი  მეოთხე

ნათდება ეკლესია. ნინო სანთელს ანთებს. ალი გარეთ ელოდება. უყურებს.
ნინო-...წმინდაო ღმერთო, მომიტევე! მაპატიე, უფალო...
          ( გამოდის)- ეს მამა დავითია... აქ ჩემი წინაპრებია
          დასაფლავებული. ნინო ჭავჭავაძე..-(უცებ გაჩერდება)
        - ჩვენ შეიძლება მოსისხლე მტრები ვყოფილიყავით.
ალი-მეც დამადგამ ასეთ ლამაზ ქვას?
ნინო- ალბათ, გააჩნია, როგორ მოიქცევი.
ალი- ნინო, რა უნდა გაპატიოს ღმერთმა?
ნინო-( დუმილის შემდეგ)- შენი თავი, ალი ხან, შენი თავი.
ალი- რატომ შემი თვი?
ნინო- შენი თვი და ყველაფერი.
ალი- მაინც, რა?
                                              ( პაუზა)
ნინო- შენი თავი და ყველაფერი... გაიარე თბილისის ქუჩებში, 
            ხედავ აქ ჩადრჩამოფარებულ ქალებს?- არა! აზიის ქარის
            დაბერვას გრძნობ?-არა!. ეს სხვა სამყაროა- ფართო 
           ქუჩები, პირდაპირი ხალხი. ჭკვიანური იქნებოდა, მე რომ 
           თბილისში დავბრუნებულიყავი. აქ არ არიან ისეთი 
           ველურები, როგორც სეიედ მუსტაფაა. არც ისეთი 
           ბნელები, როგორიც მეჰმედ ჰაიდარია. აქ ცხოვრება
           იოლია. ეს ქვეყანა მაკრატლის ორ ბასრ პირს შორისაა 
           მოქცეული. გაიხსენე 1989 წელი.
ნინო- სწორედ მაგიტომ, სწორედ მაგიტომ, ალი. შვიდჯერ
           დაანგრია თემურ ლენგმა თბილისი. თურქებმა, 
           სპარსელებმა, არაბებმა, მონღოლებმა გადაიარეს ჩვენს 
           ქვეყანაზე. დაგვანგრიეს, აგვაოხრეს, დაგვხოცეს, მაგრამ 
           ვერ დაგვიმონეს. დასავლეთიდან წამოვიდა წმინდა ნინო 
           წმინდა ვაზის ჯვრით. ჩვენ დასავლეთს ვეკუთვნით და 
          არა აზიას. ჩვენ ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა ვართ. შენ 
          თავად ვერ გრძნობ?
ალი- ვიცი, ვიცი, მერე რა?
ნინო-(თითქოს არ უსმენს)- რადგან თემურ ლენგის, ჩინგიზ
           ხანის, შაჰ აბასის, შაჰ ისმაილის წინააღმდეგ ბრძოლაში
           თავი შევინარჩუნეთ, ალბათ, ამიტომაც არსებობს დღეს 
           შენი ნინო. და ახლა უმახვილოთ, უომრად მოდიხარ, 
           მაგრამ მაინც სისხლიანი შაჰის მემკვიდრე ხარ. ჩემი 
           შვილები ჩადრს ჩამოიფარებენ, და თუ სპარსეთი ისევ
           აღმართავს მახვილს ჩვენ წინააღმდეგ, ჩემი ვაჟები 
           თბილისის დასაპყრობად იბრძოლებენ. ალი ხან, ჩვენ 
           დასავლეთის სამყაროში უნდა წავიდეთ.
ალი- ნინო!-( უცებ ხელს მოჰკიდებს და შემოატრიალებს)- ნინო, 
          რას მოითხოვ ჩემგან, როგორ მოვიქცე?
ნინო- რა სულელი ვარ, ალი. მხოლოდ ის მინდა, რომ ფართო 
           ქუჩები, მწვანე ტყეები გიყვარდეს, რომ გიყვარდე და ამ 
           სიყვარულისა გესმოდეს, და შენი ქალაქის აზიური 
           კედლის იქითა მხარეს არ მიეჯაჭვო. მეშინია, ათ 
           წელიწადში ღრმად მორწმუნე და ცბიერი არ გახდე.
           მეშინია, ერთ დღეს არ გაიღვიძო და არ მითხრა, ყანა 
           ხარო. მითხარი, ალი, ჩემი რა გიყვარს?
ალი- შენი რა მიყვარს?
ნინო- ხო, რა?
ალი- შენ, შენი თვალები, შენი ხმა, შენი სურნელი, შენი
          სარული! კიდევ რაც შეიძლება, ყველაფერი მიყვარს შენი.
          სიყვარული საქართველოშიც და სპარსეთშიც განა 
          ერთნაირი არ არის? აქ, ამ ადგილას იდგა ათასი წლის წინ 
         რუსთაველი, თქვენი დიდი პოეტი. ის თამარ მეფის 
         სიყვარულს უმღეროდა. მისი სიმღერა სპარსულ რობაის 
         ჰგავს. რუსთაველის გარეშე არ იქნებოდა არანაირი 
         საქართველო, სპარსეთის გარეშე- არანაირი რუსთაველი.
ნინო- (თავს დაღუნავს)- ამ ადგილას, შეიძლება საიათნოვაც 
            იდგა, დიდი სიყვარულის პოეტი, შაჰმა თავი რომ 
            მოჰკვეთა, როგორ ქართული სიყვარულის მეხოტბეს.

                                        ( პაუზა)
ნინო- თვალები, ცხვირი, შუბლი, ყველაფერი გიყვარს ჩემი, ალი 
           ხან?... ჩემი ყველაფერი გიყვარს, მაგრამ ერთი რამ
           დაგავიწყდა, ალი- სული, სულიც გიყვარს?
ალი- შენი სულიც მიყვარს.
ნინო- ( გაეღიმება)- სეიედ მუსტაფა თვლის, რომ ქალებს სული
             არ აქვთო.
ალი- ნუ უსმენ სეიედ მუსტაფას, ის სხვაგვარად ფიქრობს. შენ,
          შენ რა გიყვარს ჩემი, ნინო?

                             ( უცებ ნინო ატირდება)
ნინო- მაპატიე, ალი, მე მიყვარხარ შენ, უბრალოდ შე, მაგრამ იმ 
            სამყაროსი მეშინია, რომელშიც შენ ცხოვრობ. შეშლილი 
            ვარ. შენი წინაპრების დაღვრილ სისხლს შენ რად 
            გთხოვ?!... მაპატიე, ასე აღარასოდეს მოვიქცევი. მაგრამ 
            შეხედე, მე, შენ ნინო, ევროპის ნაწილი ვარ, იმ ევროპისა,
            რომელიც შენ გძულს. აქ, თბილისში, უფრო ვგრძნობ 
            ამას. მე ტყეები და მდელოები მიყვარს. შენ კი- მთები, 
            ქვები და ქვიშა, რადგან შენ უდაბნოს შვილი ხარ. 
            ამიტომაც მეშინია შენი სიყვარულისა.
ალი- მერე?
ნინო- მერე და...( პაუზა )- სამ თვეში დავქორწინდებით, მეტი რა 
            გინდა?
                                                   ( პაუზა )
ალი- ნინო, თუ ჩვენი ქვეყანა აღარ მოგწონს, თუ გინდა, 
          თბილისში ვიცხოვროთ.
ნინო- გმადლობთ, ალი, რა კეთილი ხარ. არა, ჩვენ სახლში 
           დავბრუნდებით.
ალი- ნინო, მე მგონი, ჩემქვეყანას არაფერი შეედრება!
ნინო- ბევრი ქალაქი გაქვს ნანახი?
ალი- არა, მაგრამ შენთნ ერთად მზად ვარ, მთელი მსოფლიო
          შემოვიარო.
ნინო- შენ შენს ქალაქში ცხოვრობ, შენი აზიური კედლის მიღმა. 
            სეიედ მუსტაფასთან ლაპარაკს ეტრფი. მაგრამ არაფერია, 
            მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ.
ალი- იცი, ნინო, მე ჩემი ქალაქის ყოველ ქვაზე, ყოველი ქვიშის 
          მარცვალზე ვარ შეყვარებული.
ნინო- მეც. ეგ გრძნობა უცხოა სხვებისთვის, ვისთვისაც ჩვენი 
           ქალაქი მხოლოდ ცხელი,ქვიშიანი და ნავთობის სუნით 
           გაჟღენთილი ქალაქია.
ალი- ჰო, იმიტომ, რომ ისინი უცხონი არიან.
                           ( ნინო ლოყაზე კოცნის ალის)
ნინო- მაგრამ ჩვენ უცხონი არა ვართ, არც არასოდეს ვიქნებით. 
            ხომ ყოველთვის გვეყვარება ეს ქალაქი, ალი ხან?
ალი- რა თქმა უნდა, ნინო.
                                      სურათი  მეხუთე

ისმის მოლას ხმა, ლოცვა. მოჩანს მეჩეთი. მეჩეთის წინ დაბალი მაგიდა და სკამებია. მაგიდასთან ალის მამა ზის. მოდიან სტუმრები.
ალის მამა-(ფეხზე წამოდგება)-მოგესალმებით აღებო, ბეგებო.
                                    ( საერთო სალამი)
ალის მამა- დაბრძანდით. აქ გარკვეული მისიით ხართ ყველანი. 
                     მივცემ თავს უფლებას და ჩვენ თავშეყრას პირდაპირ 
                     საქმის დავიწყებ. გადადება უკვე აღარ შეიძლება. 
                     ძალიან ცუდი ამბები მოდის.
მირზა- მართალია საფარ ხანი.
ალის მამა- მირზა ასადულაჰს სხვადასხვა მოსაზრებები აქვს 
                     ჩვენი ხალხის ბედზე. მოდი, მოვუსმინოთ.
მირზა- ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ძალზედ დაიძაბა. 
              საზღვარზე სერიოზულად რთული ვითარებაა. და ახლა 
              უკვე არა მხოლოდ საზღვარზე. ყველამ ვიცით, სომხები 
              გვედავებიან ყარაბახს. ეს საშინელებაა. როგორც ვიცი, 
              გაჩაღებულია პარტიზანული ომები. ხალხი 
              დარაზმულია და როგორც შეუძლია, იცავს თავის მიწას. 
              უქონლობა, პირველი მათი მწუხარების მიზეზია, 
              ვინაიდან ფულით იყიდება მხოლოდ იარაღი. ჩვენ 
              ფული გვაქვს, მაგრამ არ ვიცით როგორ შეიძლება 
              დავეხმაროთ ჩვენ ხალხს. როგორ მოვიქცეთ? იქნებ 
                 ჩვენი ქონება ამ მიმართულებით გამოვიყენოთ? ჩემი 
                 აზრი მოგახსენეთ, მე დავეხმარები მათ, მაგრამ თქვენ 
                 მაგივრად პასუხს ვერავის გავცემ, ამიტომ უნდა 
                 მეკითხა.
ალი ასადულაჰი- საინტერესო წინადადებაა...ძმაო, რატომ არ 
                                მითხარი ეს აქამდე?
მირზა- მინდოდა ყველას ერთად გადაგვეწყვიტა. აქ რუსეთიც 
              არის გარეული, იცით თქვენ.
ალი ასადულაჰი- თუ დაგვეხმარება, კარგი იქნება.
მირზა- დაგვეხმარება, კი?!
ალი ასადულაჰი- მაშინ უნდა რადიკალურ ზომებს მივმართოდ.
მირზა- ყველას ვერ გაწყვეტ, ძმაო.
ალი ასადულაჰი- რატომ? ყველას მოკვლა შეიძლება, მირზა.
ზეინელ აღა- არავინ იცის, რა წერია ბედის წიგნში. არიან 
                        ადამიანები, რომლებიც მშვიდობას ელიან, რომ
                        ამბოხება, არეულობა, მკვლელობა მოაწყონ. ომის
                        შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
ფათჰ ალი ხანი-დიახ, ომის მერე ყველაფერი სხვაგვარად 
                             იქნება. მერე ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ 
                             არავისთვის ქედის მოხრა არ გვჭირდება. ჩვენ
                             დამოუკიდებლობა გვინდა. გვინდა, რომ ჩვენი 
                             შიდა სახელწიფოებრივი საქმეები საკუთრი 
                             ძალებით ვმართოდ. შემდეგ ჩვენ ხომ ძალზედ 
                             მდიდრები ვართ? გაძლიერებას თვითონაც 
                             შევძლებთ, ჩვენი ფულით, ჩვენი ნავთობით. 
                             ნურც იმას დაივიწყებთ, მსოფლიოს ჩვენ უფრო 
                             ვჭირდებით, ვიდრე მსოფლიო- ჩვენ.
ალი ასადულაჰი- (ალის)- თქვენ რა აზრის ხართ, ალი ხან?
ალი- არც მე მომწონს ეს სიყუაცია, მაგრამ ჩვენი მიწის 
          დასაცავად მართლაც რამე უნდა ვიღონოთ.
ალი ასადულაჰი- კარგი იქნება ყველა ამოიჟლიტოს ჩვენს 
                                ქვეყანაში. ყველა, ვინც სხვა ენაზე საუბრობს, 
                                სხვაგვარად ფიქტრობს. გულში, ალბათ, ყველა 
                                ჩემნაირად ფიქრობს, მაგრამ ხმა მაღლა მარტო
                                მე ვაღიარებ.
აღა მუზა ნაგი-მოხუსი კაცი ვარ და გული მტკივა, რასაც 
                           ვხედავ, რაც მესმის. სომხები ამოგვხოცავენ ჩვენ, 
                           ჩვენ კი-სომხებს. არ ვიცი, განა ეს კარგია? მესმის 
                           რაზეც ფიქრობთ თქვენ, აღებო. ვიცი, თქვენ 
                           ხალხის ბედი გაფიქრებთ, გეშინიათ ჩვენი 
                           სკოლების და მშობლიური ენის, სამშოლო მიწის 
                           დაკარგვის. ბოლოს და ბოლოს თვისუფლების 
                           დაკარგვის გეშინიათ. მაგრამ რაში გვჭირდება 
                           სკოლა, თუ იქ მხოლოდ უაზრობას ასწავლიან. ან 
                           ისეთი საავადმყოფო რად გვინდა, სადაც სხეულს 
                           გამოაჯანმრთელებენ, მაგრამ სულს არად 
                           დაგვიდებენ?! ჩვენი სულები ღმერთს ეკუთვნის.
                           თუმცა ყველა ხალხი ფიქრობს, რომ სხვა ღმერთი
                            ჰყავთ. მე კი ვთვლი, რომ ყველა ჭეშმარიტად
                            ბრძენის ენით ღმერთი ქადაგებს. ამიტომაც ვცემ 
                            პატივს ქრისტეს, კონფუცის, ბუდას, მუჰამადს. 
                            გვავიწყდება, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. ჩვენ
                            ყველანი ღმერთისგან მოვდივართ და ისევ 
                            მასთან ვბრუნდებით. ეს უნდა შეიგნოს ხალხმა. 
                            ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ნურაფერს
                            გავაკეთებთ ისეთს, რაც დედამიწაზე ვინმეს
                            ზიანს მიაყენებს, რადგან ჩვენ თითოეულში 
                            ვართ და თითოეული ჩვენშია.
ალი ასადულაჰი-პატივცემულო აღა მუზა ნაგი, როგორი 
                                სიმართლეა თქვენს სიტყვებში. ბედნიერებაა 
                                თქვენი მოსმენა! ყოვლად ძლიერო!-(ზემოთ 
                                ასწევს ხელებს, თითქოს სალოცავად.)- ნეტავ 
                                ყველა ადამიანს ჰქონდეს ასეთი ღრამშეგნება,
                              - ეჭვგარეშეა, ღრმად პატივცემულო, 
                                ყველაფერში ღვთის ხელი ურევია, მაგრამ, 
                                სამწუხაროდ, ადამიანი ვერ დაუცდის 
                                მხოლოდ ყოვლადძლიერის ზეშთაგონებასა 
                                და კეთილშობილებას. ჩვენ უბრალოდ 
                                ადამიანები ვართ და, თუ შთაგონება გვაკლია, 
                                თავად უნდა გამოვძებნოთ გზები, რომ 
                                 სიძნელეები გადავლახოთ.
ალის მამა- მართალია, ალაჰმა გვიშველოს.
მირზა- მშვიდობა ჩვენდა, სიხარული და ღიმილი არ
              მოგვშლოდეს, მეგობრებო.
ალის მამა- ესე იგი ვღებულობთ მირზას წინადადებას
                    პატივცემულებო?
ზეინალ აღა- ვიღებთ, ხომ ასეა?
ყველა ერთად- დიახ, ვუერთდებით.
ალის მამა- ხელი მოგვიმართოს ალაჰმა ჩვენ საქმეში.
ალი ასადულაჰი- ამინ, ამინ! 
აღა მუზა ნაგი- დროა წავიდეთ აღებო. კარგად იყავი, საფარ
                             ხან.ღმერთმა დაგლოცოთ შენ და შენი ოჯახი.
ალის მამა- ამინ, თქვენც პატივცემულო.
     ( გადიან. მოდიან ილიას ბეგი და მეჰმედ ჰაიდარი.)
ილიას ბეგი- რაო, რა მოხდა კრებაზე? ასადულაჰი კიდევ 
                       იმუქრება ყველას ამოხოცვით?
ალი- ჰო, დაახლოებით. რა ისმის სხვა ომზე კიდევ?
ილიას ბეგი- ომი? ეს საზიზღრობაა და არა ომი. ხალხის ხოცვა,
                       მიწის გულისთვის. ვის რა წაუღია ამ ქვეყნიდან? რა 
                       ვიცი, ძალიან მოსაბეზრებელია ამ დედამიწის 
                       ზურგზე.
მეჰმედ ჰაიდარი- სულაც არ არის მოსაბეზრებელი. ჩვენ 
                                ყველაფერი გვაქვს, ვიცით იარაღის ხმარება. 
                              მეტი რა სჭირდება ადამიანს? ზოგჯერ მინდა, 
                              მთებზე გადავიდე, სანგრებში ვიწვე და ჩემ წინ 
                              მტერს ვხედავდე.
ალი- მერე, რატომ არ მიდიხარ?
მეჰმედ ჰაიდარი- წავალ, ალბათ, მაგრამ აქაც ხომ უნდა იყოს
                                ვინმე? ეჰ, ჩვენ ცხოვრებაში სხვაგვარად რომ 
                                იყოს ყველაფერი!
                                         (პაუზა)
-	თან მინდა, თან არც მინდა ყარაბაღში წასვლა
ილიას ბეგი- რატომ? ხომ არ გეშინია ძმაო?( იცინის)
მეჰმედ ჰაიდარი- არა.(იტყუება)- არა, მაგრამ არც უმაგისობაა...
ალი- მეტავ რა ელის ჩვენ ქვეყანას?
მეჰმედ ჰაიდარი- ჩვენ ქვეყანას? უნდა მეჩეთები ვაშენოთ, მიწას 
                                წყალი ვასვათ, ჩვენი მიწა მართლაც ძალზე 
                                მოწყურებულია. არც ის ვარგა, ყველა უცხო 
                                რომ მოდის და გვეუბნება, რა სულელები 
                                ხართო. თუნდაც სულელები ვიყოთ, ეს 
                                მხოლოდ ჩვენი საქმეა. მერე რა, ჩემი აზრით, 
                                კარგი იქნება, თუ ერთ დიდ კოცონს 
                                გავაჩაღებთ და ნავთობის ყველა ჭაბურღლს, 
                                ასე უხვად რომაა ჩვენ ქვეყანაში, დავწვავთ.
                                მშვენიერი სანახაობა იქნება. მერე ისევ 
                                გავღარიბდებით, აღარავის დავჭირდებით და 
                                ყველა მოგვასვენებს. მათ მაგივრად ლამაზ, 
                                ცისფერ მეჩეთებს ავაგებთ, კამეჩებს 
                                მოვაშენებთ და ნავთობის ქვეყანაში პურსი 
                                მოსავალს მოვიყვანთ.
ილიას ბეგი-(სიცილით)-მერე წერა- კითხვის სწავლას 
                       ავკრძალავთ, სანთლის შუქს შემოვითანთ და ერთ 
                       სულელს დავსვამთ ქვეყანაში მეფედ, არა?
მეჰმედ ჰაიდარი-(გაბრაზებული)- ცუდი არ იქნებოდა. გასულ 
                                საუკუნეებში უფრო სულელების ყოფილან, 
                                განა იმათ არ ამოთხარეს წყლის 
                                ჭაბურღილები ნავთობის საბადოების 
                                მაგივრად? მარგამ მაშინ ადამიანები  ბევრად 
                                ბედნიერები იყვნენ.
                     ( შემორბის მუსტაფა, ალის მსახური)
მუსტაფა- ნახევარი საათის წინ ნახარარიანმა ნინო მოიტაცა. 
                   უკვე მარდაკიანის გზაზე იქნებიან.
ალი- რააა?
მეჰმედ ჰაიდარი- იმიტომ ვიძახდი, არ მიყვარს ეგ სომხებიიიიი
ილიას ბეგი- დამშვიდდი, ალი ხან, თავს ნუ დაკარგავ, სწორედ 
                       ახლა გმართებს ძალების მოკრება, მანამდე მაინც, 
                       ვიდრე დაეწევი. გამომართი, გამოგადგება.
                                            ( აწვდის იააღს.)
მუსტაფა- ბრძენი მოლა ჰაჯი მასყუდის სანახავად ვიყავი. მისი 
                  სიბძნის კარავი ოპერის ახლოსაა. თერთმეტ საათზე 
                  გამოვედი და დავინახე, როგორ გამოვიდნენ 
                  ოპერიდან, როგორ ჩაჯდა ნინო ნახარარიანის
                  მანქანაში. მანქანა არ დაძრულა. რაღაცას 
                  ლაპარაკობდნენ. იმ სომეხის სახე არ მომეწონა. 
                  უკნიდან მივიპარე და ყური დავიგდე: ,,არა’’, 
                  იმეორებდა ნინო, ,, მე ის მიყვარს’’. ,, მე უფრო 
                  მიყვარხართ’’. ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე არ დარჩება. 
                  წაგიყვანთ, მოგაშორებთ ამ საშინელ აზიას’’.- უთხრა
                  სომეხმა. ,,არა, სახლში წამიყვანეთ’’.- ეუბნებოდა 
                  ნინო. მანქანა დაქოქა. მოვასწარი და საბარგულს უკან 
                  მოვახტი. ყიფიანების სახლისკენ წავიდა. რაღაცას
                  ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას, არ მესმოდა. მანქანა 
                  ყიფიანების სახლთან გაჩერდა. ნინო ტიროდა. 
                  უეცრად ეგ სომეხი ნინოს მოეხვია და კოცნა დაუწყო. 
                  თქვენ ველურების ხელში არ უნდა ჩავარდეთ, 
                 გაიძახოდა, კიდევ რაღაცეებს ეჩურჩულებოდა, მე 
                 მხოლოდ ამას მოვკარი ყური, ,,წავიდეთ ჯერ ჩემთან, 
                 მარდაკიანში, ჯვარი მოსკოვში დავიწეროთ, იქიდან კი 
                 შვედეთში გავემგზავრებით’’. დავინახე, როგორ ჰკრა 
                 ნინომ ხელი. უცბად მანქანაც მოსწყდა ადგილს. მე კი 
                 გამოვიქეცი, რაც ძალა და ღონე მქონდა, რათა...
          (ალი წამოხტა და გავარდა. მას დანარჩენებიც მიყვნენ.)
მუსტაფა- ალი ხან, მეც მოვდივარ, მოიცადეთ...


                                         სურათი   მეექვსე

სიბნელე. ნახარარიანს მოყავს ნინო. ცდილობს დამალოს.

მელიქ ნახარარიანი- ნუ გეშინია, თავადის ასულო.მე 
                                      მიყვარხართ.ყველაფერი კარგად იქნება.იმ 
                                      ველურებს მოგაცილეთ, რაც მთავარია.
ნინო-( არ ეწინააღმდეგება,თავისთვის  იმეორებს)- მე ის 
           მიყვარს. ყოველთვის მეყვარება.ამით არაფერი შეიცვლება.

( მეორე მხრიდან გამოჩნდება მამაკაცის სილუეტი.ხელში იარაღი უჭირავს.)
ალი-ნახარარიან, ქალს ხელი გაუშვი.
მელიქ ნახარარიან-ააა, ძველო მეგობარო. ესე იგი უკვე მოხვედი.
ალი-ქალს ხელი გაუშვი და თუ კიდევ შეგრჩენია ვაჟკაცობა, ეხლა 
          გამოჩნდება.
მელიქ ნახარარიანი- შენ პატარა, პრიყვი ხარ.ყოველთვის ასეთი 
                                      იყავი.შენნაირებს ნინოს მსგავსი ქალები არ 
                                      გჭირდება. ვერ უპატრონებ.შენ ველური ხარ, 
                                      უგვანო, ურჯულო და უხეში. მე მას იმას 
                                      მივცემ,რისი მიცემაც შენ არ შეგიძლია, რადგან 
                                      სხვადასხვა მრწამსი გაქვთ.ვერასოდეს შეძლებ 
                                      ისეთი ქალის გაბედნიერებას, როგორიც ნინოა. 
                                      წადი შენ გზაზე და მაცალე ვიყო ბედნიერი.
ალი- მე შენ გენდე.ყველაზე საუკეთესო,რაც გამაჩნდა, ნინო განდე, და
           შენ ზურგში ხანჯალი ჩამარტყი, ნამუსი და სინდისი შემილახე.
           მართალი მითხრეს, სომეხს არ ენდოო, მე კი არ დავიჯერე.
           ქალს მოსცილდი. მე გაგაფრთხილე.
მელიქ ნახარარიანი- შენ ისედაც არ გქონდა ნამუსი და რა შეგილახე?!
                                      მოშორდი აქედან.
ალი- მე გაგაფრთხილე.( ესვრის)

(ნახარარიანი მუხლზე დაეცემა, შემდეგ ალის ესვრის. ააცდენს. ალი გაშმაგებული მივარდება. იბრძვიან. სომეხი ხანჯალს მიწვდება და ალის გვერდში გაურჭობს. ხანჯალს გამოიძრობს და სომეხს გულში დაარტყამს. ნახარარიანი კვდება.)

სეიედ მუსტაფა- ალი.( მივარდება, ცდილობს ააყენოს.)-ალი, დაჭრილი
                               ხარ?
ილიას ბეგი- ალაჰ, ალი გადარჩი? დაჭრილია, ბევრი სისხლი
                        დაუკარგავს.
მეჰმედ ჰაიდარი- ილიას წავიყვანოთ, სანამ სულ არ დაცლილა 
                                 სისხლისგან.
სეიედ მუსტაფა- (ალის)- ქალს რა ვუყოთ? შენ მოკლავ, თუ მე მოვკლა?
მეჰმედ ჰაიდარი- მოკალი, ალი ხან.შერცხვენილი  რად გინდა?
ილიას ბეგი- მართალია, დასაცინი ნუ გახდები, მოკალი და მერე ზღვაში 
                        გადავაგდოთ.
  ( ნინო გაოგნებული იყურება, ხმას არ იღებს. ალის უყურებს.ალის
        ხელში ხანჯალი უჭირავს.)

                                                    
                                                       ( პაუზა )
ალი- ილიას, ცუდად ვარ. წაიყვანე თავადის ასული ნინო, სახლში. ცივი 
          ღამეა, რამე მოახურე. იცოდე, ილიას ბეგ, მოგკლავ, თუ თავადის 
          ასულს უვნებელს არ მიიყვან შინ. დაიმახსოვრე, ეს ჩემი ურყევი 
          სურვილია. დამეხმარეთ შინ წასვლაში. თავბრუ მეხვევა, 
          სისხლისგან ვიცლები.

                                         
                                             ( ილიასს ნინო გაყავს)

მეჰმედ ჰაიდარი- გმირი ხარ, ალი ხან, ლამაზად იბრძოლე. მშვენივრად 
                                აღასრულე შენი მოვალეობა.
სეიედ მუსტაფა- მისი სიცოცხლე შენ გეკუთვნის, შეგიძლია მოკლა, 
                               შეგიძლია აპატიო, კანონით ორივე დასაშვებია.

                                   
                                              ( სცენა ბნელდება)


                                               სურათი    მეშვიდე

 ალის მამა, სკამზე ზის, შემოდის პოლიციის თანამშრომელი.
პოლიციელი- გამარჯობათ. თქვენ ბრძანდებით საფარ ხან 
                          შირვანშირი?
ალის მამა- დიახ, მე გახლავართ.
პოლიციელი- თქვენი ვაჟი, ალი ხან შირვანშირი, სად არის?
ალის მამა- ვწუხვარ, ბატონო პოლიციელო, მე თავად არ ვიცი,
                     სად არის ჩემი ვაჟი. ვფიქრობ, თავის ბიძასთან, 
                     სპარსეთში, ხომ არ გაიქცა.
პოლიციელი- თქვენი ვაჟის მიერ ჩადენილი კლვლელობის გამო
                          დაჭერის ბრძანებაა გაცემული. ჩვენ მას 
                          სპარსეთშიც მოვძებნით.
ალის მამა- ამდენი ხალხი იღუპება, ომია გაჩაღებული, თქვენ კი 
                    მხოლოდ ჩემ ვაჟს ეძებთ?
პოლიციელი- კი, მაგრამ მელიქ ნახარარიანის ოჯახმა იჩივლა, 
                          აქ ძალიან ბევრი სხვა ხალხიც არის ჩარეული,
                          უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენ 
                          წარმოგიდგენიათ. გარდა ამისა, ეს მსოლოდ 
                         ,,ვიღაც სომეხი’’ არ არის. რა ვქნა, ხან, მე რა 
                          შემიძლია? მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებ. 
                          ჩვენ თუ არა, მისი ნათესავები არ გაჩერდებიან.
ალის მამა- ყოველი მართლმსაჯულება გაამართლებს ჩემს ვაჟს,
                    რადგან მან ეს აფექტის მომენტში ჩაიდინა, მეტსაც 
                    გეტყვით, უფრო შემთხვევით, ვიდრე სამართლის 
                    აღსადგენად, თუმცა ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, 
                    ამაზე ვერავინ დასჯის. სომხები ჩვენ ხალხს რასაც 
                    უშვებიან, ყველამ იცის.
                        ( ფულს უტენის პოლიციელს ჯიბეში)
პოლიციელი-(უხერხულად, მაგრამ ფულს იღებს)- ხო,ხო, ეს 
                         ახალგაზრდები, როგორ გაუფრთხილებლად 
                         ეპყრობიან ხანჯალს. მე მხოლოდ უბრალო 
                         სახელმწიფო მოხელე ვარ, გულწრფელად 
                         თანავუგრძნობ. ბიჭი ქალაქიში არ უნდა 
                         გამოჩნდეს. მაგრამ დაპატიმრების ბრძანებას 
                         სპარსეთშიც გაგზავნიან.
ალის მამა- გასაგებია. ნახვამდის.
პოლიციელი- ნახვამდის.
                                    (პოლიციელი გადის)

შემოდის ალი. ძლივს მოძრაობს.ჯდება. შემოდიან ილიას ბეგი და მეჰმედ ჰაიდარი.
ილიას ბეგი- სალამ ალეი კუმ, საფარ ხან.
ალის მამა- ალეიკუმ ა სალამ, ყმაწვილებო.
ილიას ბეგი- მოვედით. უნდა გამოგემშვიდობოთ. ყარაბაღში 
                       მივდივართ, იქ ფურო საჭირონი ვართ, ალი ხან. 
                       ცუდი ამბებია.
ალი- როგორ?
ილიას ბეგი- კი, ასეა. და კიდევ, მინდა გითხრა, ნინო სახლში 
                        მივიყვანე. მთელი გზა ჩუმად იყო. მერე ისევ
                        ნაწილში დავბრუნდით. რამდენიმე წუთში 
                        ყველაფერი გაუგიათ. ჩვენ კი ყარაბაღში გაგვიშვეს.
ალი- მაპატიეთ, ყველაფერი ჩემს სინდისზეა.
მეჰმედ ჰაიდარი- არა, შენ გმირი ხარ, კაცურად მოიქეცი. ჩვენ 
                                შენით ვამაყობთ.
ალი- ნინო ნახეთ?
მეჰმედ ჰაიდარი-(ცივად)- არა, არ გვინახავს.
                                   ( გადაეხვევიან ალის)
ილიას ბეგი- ჩბენზე ნუ წუხხართ, ჩვენ კარგად ვიქნებით.

( ბიჭები გადიან. ისმის კაკუნის ხმა. ალის მამა ალის გასვლას ურჩევს. შემოდის ნინოს მამა)

თავადი ყიფიანი- მოგესალმებით, ხან. პატივცემულო ხან, ეს რა 
                                 უბედურება დაგვემართა! იმის სათქმელად 
                                 მოვედი, რომ ჩემი გოგო თქვენმა ვაჟმა უნდა 
                                 შეირთოს. მალე უნდა დაქორწინდნენ.
ალის მამა- არა, თავადო, ალი ხანს არ შეუძლია იქორწინოს. მას 
                     ნახარარიანის სისხლისთვის შურის საძიებლად 
                     დასდევენ. სპარსეთში გავგზავნე. მისი სიცოცხლე
                     ყოველ წუთს საფრთხეშია. თქვენ ქალიშვილს არ 
                     შეეფერება!
თავადი ყიფიანი- საფარ ხან, გემუდარებით, ჩვენ შვილები უნდა
                                 დავიცვათ. გავგზავნოთ ინდოეთში, 
                                 ესპანეთში...სადმე. ჩემს გოგონას სახელი
                                 გაუტეხეს, ახლა ქორწინება თუ გადაარჩენს.
 
ალის მამა- ეს ალი ხანის ბრალი არ არის, ჩემო თავადო. 
                    მოძებნეთ ვინმე რუსი, თუნდაც სომეხი.
თავადი ყიფიანი-რას ბრძანებთ!? ფარული გაქცევა ღამით?!.. ეს 
                                გასაგებიცაა ჩვენს დროში....თქვენი ვაჟი 
                                ნაჩქარევად მოიქცა, სრულიად მცდარი ეჭვის 
                                გამო. თვითონვე უნდა გამოასწოროს.
ალის მამა- არა, თავადო, ალი ხანს არ შეუძლია
თავადი ყიფიანი- მეც მამა ვარ, საფარ ხარნ!
ალის მამა- ნახვამდის, თავადო!
                               ( თავადი ყიფიანი გადის)
                                       ( შემოდის ალი)
ალის მამა- პოლიცია ყოველდღე მოდის. ნახარარიანის
                     სისხლისა ყველა შენ გეძებს. ხუთი მათგანი
                     სპარსეთში გასამგზავრებლადაც კი მზადაა. ოცი 
                    კაცი დავაყენე სახლთან სადარაჯოდ.
                          ( ალი იატაკს დაშტერებია)
-	ვამაყობ შენით, ალი, ძალიან ვამაყობ. მეც ასე მოვიქცეოდი.

ალი- კმაყოფილი ხარ, მამა?
ალის მამა- ჰო, ძალიან, მაგრამ ერთი რამე მითხარი, ქალი რად
                    არ მოკალი?
ალი- არ ვიცი, მამა, ძალიან დაღლილი ვიყავი.
ალის მამა- უკეთესი იქნებოდა, შვილო, თუმცა ახლა ძალზე 
                    გვიანია. მაგრამ არ გსაყვედურობ. მთელი ოჯახი 
                    ვამაყობთ შენით.
ალი- ახლა რა მოხდება, მამა?
ალის მამა- შენი აქ დარჩენა შეუძლებელია. სპარსეთშიც  არ 
                     შეიძლება წასვლა. ყველა შენ დაგეძებს. უმჯობესი 
                     იქნება, თუ დაღესტანში წახვალ, ერთ- ერთ აულში.
                     ვერავინ გიპოვის, ვერც სომეხი და ვერც პოლიცია.
ალი-რამდენი ხნით?
ალის მამა-ძალიან დიდი ხნით, ვიდრე პოლიციასაც და
                   მოსისხლეებსაც მომხდარი არ დაავიწყდებათ. 
                   ხშირად მოგინახულებ ხოლმე.

                                          სურათი   მერვე

ოდნავი რიჟრაჟია. ძლივს მოჩანს მამაკაცის სილუეტი. თავი ხელებში აქვს ჩარგული. მეორე მხარეს ჩნდება ქალის სილუეტი. თეთრ კაბაში. თხელი თეთრი სამოსი ქალის სხეულის სილამაზეს ხაზს უსვამს. მამაკაცი უნებლიეთ იქით იყურება. გაშტერებული შესცქერის ქალს. ქალი ნელ- ნელა უახლოვდება.
ალი- ნინო!
ნინო- ალი!
                           (ერთმანეთს ჩაეხუტებიან)
ალი- (მოიცილებს)- როგორ გაბედე აქ ჩამოსვლა?
ნინო- შეიედ მუსტაფამ ჩამომიყვანა. მითხრეს, ჩემი მოკვლა
            გდომია.
ალი- მინდოდა, მინდოდა, მინდა....
        ( ერთმანეთს ეხვევიან.....ჩაბნელდა. ისმის სეიედ მუსტაფას საქორწინო ლოცვა. სეიედი იატაკზე ზის. სამელნეს იღებს ქამრიდან. ქაღალდის გრაგნილს აკეთებს, მარცხენა ხელის გულზე იდებს, მერე კალამს მელანში აწობს და წერას იწყებს)
სეიედ მუსტაფა- უფლის ნებით, მაღალი ღმერთის სახელით. 
                               თქვენი სახელი, ბატონო?
ალი-ალი ხან, საფარ ხანის ძე შირვანშირი
სეიედ მუსტაფა- სარწმუნოება?
ალი- მაჰმადიანი, შიიზმის მიმდევარი- იმამ ჯაფარის 
          მოძღვრებისა.
სეიედ მუსტაფა- თქვენი სურვილი?
ალი- მე მსურს ეს ქალი ცოლად შევირთო.
სეიედ მუსტაფა-თქვენი სახელი, ქალბატონო?
ნინო- თავადის ასული ნინო ყიფიანი.
სეიედ მუსტაფა- რწმენა?
ნინო- ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი.
სეიედ მუსტაფა- თქვენი სურვილი?
ნინო- ამ კაცის ცოლობა.
სეიედ მუსტაფა- თქვენს რწმენას დაიტოვებთ, თუ ქმრისას
                               მიიღებთ?
ნინო- ჩემსას დავიტოვებ.
სეიედ მუსტაფა-(აწვდის ფურცელს)- ხელი მოაწერეთ.
              ( ალი აწერს, შემდეგ ნინოს აწვდის)
ნინო- ახლა როგორ უნდა მოვაწერო ხელი?
სეიედ მუსტაფა- თქვენი ახალი გვარი.
(სეიედ მუსტაფა ფურცელს დაახვევს და ალის გაუწვდის)
-	მშვიდობით.
( გადის)

ალი- ახლა უკვე ჩემი ცოლი ხარ.
ნინო- ვიცი.-(პაუზა)- როდესაც ქალაქში ჩავალთ ქართული 
           ქორწილი გადავიხადოთ.
ალი- თანახმა ვარ.-(პაუზა)- ბედნიერი ხარ?
ნინო-ძალიან, შენ?
ალი-(აკოცებს).

                                      სურათი  მეცხრე

ალი წინ დგას, რაგაც უყურებს. შემოდის მსახური და მოაქვს წერილი.
მსახური- ალი ხან, თქვენთვის წერილია.
ალი- (ხსმის წერილს. კითხულობს ხმამაღლა)_ ,, ღვთის
           სახელით, მოგესალმებით, ალი ხან. როგორა ხართ? 
           როგორ არიან ცხენები, ცხვრები და ადამიანები, 
           რომლებთანაც შენ ცხოვრობ? მე კარგად ვარ. იცი, ჩვენს 
           ქალაქში დიდი ამბები მოხდა. პატიმრები, ციხეში რომ 
           ისხდნენ, ახლა გარეთ დასეირნობენ. იკითხავ, პოლიცია 
           სადღაააო? ახლა პოლიცია ზის ციხეში. ფიქრობ, ალბათ, 
           ჯარისკაცები სადღა არიანო? აღარც ჯარისკაცები არიან აქ. 
           აქ საშინელი არეულობაა. პოლიტიკური ვითარება ძალზე
           დაიძაბა. პარტიზანებს დაემსგავსა ყველა. ჩუმ- ჩუმად 
           თავს ესხმიან სომხებს. ისინიც ასევე იქცევიან. ფიქრობ, 
           გატყუებ, გაგიკვირდება და - არ გატყუებ. საერთოდ 
           აღარაფერი აღარ არის. არ ვიცი, ჯერ ამას რა დავარქვა. შენ 
           წარმოგიდგენია, გუშინ ჩვენი სკოლის დირექტორი 
           ვცემეთ, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. მე შენი 
           მეგობარი ვარ, ალი ხან, და მინდა, ჯერ ჩემგან გაგეგო. 
           ვიცი დღეს ქალაქიდან ბევრი მოგწერს, რომ ყველა 
            ნახარარიანი სახლში გაემგზავრა. პოლიციაც აღარ გეძებს. 
            მაგის დრო დღეს უკვე არავის აქვს. სხვა უფრო 
            მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულები. 
            თავისუფალი ხარ, ალი ხან! შენი მეგობარი და მსახური, 
            არსლან აღა.’’
                                 ( ნინო აქვეა, უსმენდა)
ნინო-(გაფითრებული, გაოგნებული)- ალი ხან, გზა ხსნილია,
           წასვლა შეგვიძლია! წასვლა შეგვიძლია! წასვლა
           შეგვიძლია!-( იმეორებს შებყრობილივით)
ალი-(დაფიქრებული)- ჰო, ნინო, რა თქმა უნდა, 
          გავემგზავრებით.
ნინო- ღმერთო დიდებულო!
ალი- აქ რაღაც არ მომწონს!
ნინო-(თითქოს ალის ხმა არც კი ესმის)_ წასვლა შეგვიძლია! 
           წასვლა შეგვიძლია!
ალი- ნინო, დაწყნარდი.
ნინო- ისეთ ქვეყანაში მინდა წავიდეთ, სადაც მშვიდობაა. იქ 
           ჩასვლა საშიშია. არ მჯერა, არ მინდა...
ალი-(აწყვეტინებს)-ნინო, დაწყნარდიიიი!!!...
ნინო-( დაბნეული)- ხო, ხო, კი, კი...
ალი- იქნებ მოსკოვი ან პეტერბურგი?-(დამცინავად)
ნინო- (თითქოს არ უსმენს)- ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც 
            მშვიდობაა, მაგრამ როგორ მივალთ იქამდე?
ალი- ეს მეც მაინტერესებს.
ნინო- მართალი ხარ, იქამდე ვერ მივალთ-(პაუზა)- ამერიკა?
ალი-(იცინის)- წყალქვეშა ნავით ხომ არ აპირებ გადაცურვას?
ნინო-(არ უსმენს)- იქნებ ინდოეთი, ესპანეთი, ჩინეთი ან 
           იაპონია?
ალი- მუდმივად ხომ არ ვიქნებით სადმე?
ნიო-(პაუზა)- სათაგურში ვართ, ალი ხან.
ალი- ნინო, ხომ ხვდები გაქცევის ცდა უაზრობაა. რამე უნდა 
          მოვიფიქროთ. სომხები ძალიან გავიდნენ თავს. სადაც 
          ერთი მოვკალი, დანარჩენებსაც მივხედავ.
(ალი გადის. ნინო რჩება, გაშტერებული ერთ ადგილს მიშტერებია.ბნელდება)


                                     სურათი  მეათე

ნათდება. ნინო ზის გაოგნებული სახით. მარტოა.
ნინო- ღმერთო ჩემო! რა საშინელებაა! რა დღეში ჩავარდა ყველა!
        ( შემოდის სეიედ მუსტაფა. ჩუმად დგას და უსმენს)
-	ქუჩემი სასაკლაოებს დაემსგავსა, თეატრები შტაბებად იქცა. მალე, ალბათ, ჩინეთში გამგზავრება უფრო იოლი იქნება, ვიდრე გვერძე ქუჩაზე გასვლა. ადამიანებს მსოფლმხედველობის შეცვლა, ან და მთელი ჯარის მოგერიება მოუწევთ, ალბათ. რამდენი დაიჭრება! უკვე წარმომიდგენია, როგორ მოხოხავენ შეიარაღებულები. მთავრობის ბაღში, აუზთან, სადაც ადრე ალის ვხვდებოდი, ახლა ტყვიამფრქვევი დგას. ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! რა უცნაურ ქალაქში ვცხოვრობთ! რამ გააგიჟა ეს ხალხი?! ყველა შეიცვალა. შეშლილი სახეების მეტს ვერაფერს დაინახავ. ტკივილისაგან დაკვანჩხულ, ნახევრად დამპალ სხეულებს თუ შეხვდები ქუჩებში! ბავშვები, ამას ბავშვებიც ხედავენ!
სეიედ მუსტაფა- ეხლა ყველა ასეთ დღეშია. ბავშვიც და დიდიც. 
                               ომმა მსხვერპლი იცის, სამწუხაროდ.
ნინო- ჰო, მაგრამ სისხლის ღვრის გარდა გონიერებაც ხომ 
            არსებობს?!
სეიედ მუსტაფა- წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებიან 
                               სომხები, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ.
ნინო- არ ვიცი, არ ვიცი...
სეიედ მუსტაფა- სომეხთა საკითხი ადვილად გადაწყდება. 
                               ბატალიონები, რომლებიც მათ შეკრიბეს, 
                               საბოლოოდ სომხეთში წავლენ. ჯარისკაცებთან
                               ერთად მათი ოჯახებიც გადავლენ. ერთ 
                               წელიწადში არც ყარაბაღში და არც სადმე 
                               სხვაგან ერთი სომეხიც აღარ დარჩება. იმათ
                               თავიცი ქვეყანა ექნებათ, ჩვენ- ჩვენი. ჩვენ 
                               ჩვენი მიწა გვინდა.
ნინო- ვინ ხართ თქვენ, სეიედ მუსტაფა და ყველა თქვენი 
           მეგობარი?! ილიასი, მეჰმედ ჰაიდარი და კიდევ ბევრი 
           სხვა?.... ვინ ხართ? პოლიტიკოსები, თუ, უბრალოდ, 
           ადამიანები?!-(პაუზა)- თუმცა, ვინც არ უნდა იყოთ, თუ 
           ქალაქშიც ბრძოლა იქნება, მინდა ყველა ცოცხალები 
           გადარჩეთ.
                                       (შემოდის ალი)
ნინო- ალი!-( ჩაეხუტება)- შენც უნდა იბრძოლო?
ალი- რა მოგივიდა, ნინო? კარგად ხარ?
ნინო- მიპასუხე, ალი, შენც უნდა იბრძოლო?
ალი- რა თქმა უნდა, ნინო. რა მოხდა?
ნინო- შვილს ალის დავარქმევ....
( ისმის ქართული ეკლესიის ხმა.ნინო ალის ისევ ჩაეხუტება.)
ილიას ბეგი-(შემოდის)- სომხები მალე აქ იქნებიან. ისინი ხვალ
                       სამ საათამდე მოითხოვენ მაჰმადიანთა 
                       განიარაღებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წინადადებას 
                       არ მივიღებთ. შენ ციციანაშვილის ჭიშკართან,
                       მარცხენა მხარეს დადგები, ტყვიამფრქვევთან, მე 
                       კიდევ ოცდაათ კაცს გამოგიგზავნი. ყველაფერი 
                       მოამზადე კარიბჭის დასაცავად.
ალი- გასაგებია.
ილიას ბეგი- რვა საათზე სპარსეთში უკანასკნელი გემი გადის. 
                        ნინო უნდა გაემგზავროს. აქ დარჩენა არ შეიძლება. 
                        თუ ქალაქში შემოვლენ, ყველა ქალს ნამუსს 
                        ახდიან.
ნინო- არა, მე აქ დავრჩები.
ალი- ნინო, არ შეიძლება.
ნინო- არ ქავალ. დამანებეთ თავი. აქ ვრჩები. მორჩა და გათავდა.
ალი- წადი სპარსეთში, ნინო, სანამ დროა.
ნინო- გეყოფა, ალი, ძალიან მეშინია მტრის, ბრძოლის, 
           ყველაფრის, რაც ამ ქვეყნად საშიშია, მაგრამ ყველაზე 
           მეტად იმის მეშინია, რაც ჩვენ დაგვაშორებს. შენი 
           დახმარება არ შემიძლია, მაგრამ მე შენი ვარ და შენთან 
           დავრჩები. და ამით დავამთავროდ საუბარი.
                                        (ბნელდება)


                                სურათი  მეთერთმეტე
ბევრი ხალხი. გარბიან. ქაოსია. ეკლესიის ზარების ხმა ისმის. უეცრად სიჩუმე ჩამოვარდება. შემდეგ პირველი გასროლის ხმა გაისმის. ისევ ხმაური, ყვილირი, სროლა გახშირდა. ჩამობნელდა. ხალხი ნელ- ნელა იფანტება. აქვე გდია მეჰმედ ჰაიდარის ცხედარი, აქა- იქ ქალების, ბევრი დახოცილი. გამოჩნდა ალი, მას სეიედ მუსტაფა მოყვება. მოკლულებში ეძებს ნაცნობ სახეებს. მეჰმედ ჰაიდარს დაინახავს. მუხლებზე დაეცემა. მოიზიდავს, მიიკრავს გულში.
ალი- ალაჰ, რატომ, ალაჰ?-(პაუზა)- სული მტკივა...ამ უკუნეთიდან გამოსასვლელ გზას ვეძებ. მეშინია, მეშინია არა ტყვიისა, არამედ იმ ყველაფრის დაკარგვის, რაც გამაჩნია...-(პაუზა)- ნინოს დაკარგვის მეშინია...
სეიედ მუსტაფა- ყველაფერი ალაჰის ნებაა. წინ ვერავინ 
                               აღუდგება. შენ მიწიერს დამორჩილდი, და 
                               დაგავიწყდა, რომ არაამქვეყნიურიც არსებობს,
                               რომელიც მიწიერს მართავს. გლოვაა ხვედრი 
                               შიიტისა! გლოვა ჰუსაინის სისხლისათვის, 
                              ქარბალასთან, უდაბნოს ქვიშაში რომ 
                              დაიღვარა! წელიწადის ერთი თვე, გლოვაა
                              გამოცხადებული. ეს მოჰარამის თვეა. ტანჯვა 
                              რომელიც ყმაწვილმა ჰუსაინმა იტვირთა, 
                              მორწმუნებ მხრებით უნდა ზიდოს. ვინც ამ 
                              ტანჯვის ნაწილს იტვირთავს, მის წყალობასაც 
                              ეზიარება.
ალი- ამით როგორ ვიცხოვო, სეიედ? ამ ტვირთის ზიდვა
          ძნელია.
სეიედ მუსტაფა- კი, ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჯერ 
                              არაფერი დასრულებულა. ყველაფერი ახლა 
                              იწყება. რაც ალაჰის ნებაა, იმას ვერავინ 
                              შეცვლის და არც უნდა ეცადოს. ცოდვილები 
                               ვართ, ალი ხან, ცოდვებს სისხლით უნდა 
                               გამოსყიდვა. ყველაფერი წინასწარ ცხადია.
                               ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი. ზოგის
                               გზა გრძელია, ზოგისაც მოკლე. მთავარია 
                               ღირსეულად განვლო შენი გზა.
ალი-(თავჩაქინდრულია)
( სეიედ მუსტაფა გადის. ალი ხელში იყვანს მეჰმედ ჰაიდარს და გაყავს. ბნელდება).


                                      სურათი   მეთორმეტე
 მეჩეთი. სეიედ მუსტაფა ზის და ლოცულობს. მოდის ალი. მას მეორე მხრიდან ილიას ბეგი ეგებება. გადაეხვევიან.
ილიას ბეგი- მადლობა ალაჰს, ცოცხალი ხარ და ეს 
                       უბედურებაც, მგონი დასრულდა.
ალი- მეჰმედ ჰაიდარი აღარ გვყავს. თითქოს ბავშვობის წლები 
          მას გავატანე. რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს. თითქოს
          კიდევ რაღაც უნდა მოხდეს. აფორიაქებული ვარ. არ ვიცი, 
          ეს რა არის. თავს ვერ ვერევი.
ილიას ბეგი-ეს ამ კოშმარის ნაწილია გამოყოლილი, ალი ხან. 
                       გაივლის დროთა განმავლობაში, იმედი მაქვს.
ალი- იმედია, იმედია...
სეიედ მუსტაფა- ალაჰმა გაანათლოს მეჰმედ ჰაიდარის სული. 
                               ყველაფერი წარმავალია, მაგრამ გარკვეულ 
                               ნალექს ტოვებს სულსა და გონებაში.
                               როგორებიც ადრე, რამდენიმე წლის წინ 
                               ვიყავით, ახლა კვალიც აღარ დარჩა. სხვანაირი 
                               მზერა, მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება. 
                               ერთია ურყევი მხოლოდ. რწმენა. რწმენა არ 
                               უნდა დაკარგოთ.
ილიას ბეგი-მართალი ხარ, სეიედ.
ალი- ნინოს ქორწილის გადახდა უნდა. ნამდვილი ქორწილის, 
          ქეიფით და თეთრი კაბით.რა ვქნა, გულს ვერ ვატკენ. 
          დავთანხმდი. ამით ხომ არაფერი დაშავდება?!
სეიედ მუსტაფა- რას იზამ, ის ხომ მაინც სხვა კუთხეს ეკუთვნის, 
                              სხვა ტომს.
ილიას ბეგი- ტომი რა შუაშია. კარგი ქორწილი, კარგი იქნება.
                      -(იცინის).
                               ( შემოდის ნინო. უსმენს)
ალი- რაღაც არ მომწონს ეს წამოწყება. ამდენი ხალხი. ალბათ, 
          ნახარარიანის ნათესავებიც სადღაც აქვე არიან და 
          ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რომ სამაგიერო 
          გადამიხადონ.
ილიას ბეგი-შენ დარდი ნუ გაქვს. ახლა ვერ გაბედავენ.
სეიედ მუსტაფა- მთლად დარწმუნებით ნუ ილაპარაკებთ. 
                               არავინ იცის, იქ, ზევით,-(ხელს ზეცისკენ 
                                აიშვერს) ,- როგორ არის გადაწყვეტილი 
                              ყველას ბედი. მშვიდობით მენახეთ, ბიჭებო. 

                                               (გადის)
ალი- სეიედის სიტყვები ყურადსაღებია, ილიას ბეგ.
ილიას ბეგი- ალბათ, ალბათ. მაგის ნათქვამი უიმედობას მგვრის
                        ხოლმე. კარგი, აღარ გვინდა ამაზე. იმედი მაქვს, 
                        ყველაფერი კარგად იქნება.
ალი- იმედია.
ნინო- აპატიე შენს ნინოს, ალი ხან.
ალი- ნინო, მძიმეა ჩემი ცოლობა?
ნინო- არა, ალი, ჭკვიანი ადამიანისთვის, სულაც არა.
ალი- საქორწინო მოგზაურობაშიც წავიდეთ, სადაც შენ გინდა 
          იქ. ტირანი არა ვარ. უბრალოდ, შენი დაკარგვის მეშინია.
ნინო- ნუ გეშინია, ალი, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ბევრი 
           რამ გადავლახეთ.-(პაუზა)- რაღაც მინდა გითხრა.
ალი- მოხდა რამე?
ნინო-მოხდა. ჩვენ ბავშვი გვეყოლება. ალის და ნინოს პატარა. 
                        უბრალოდ ჩვენი შვილი, რომელიც არც ამ 
                        უდაბნოსი და არც ამ ქვიშისა არ 
                        იქნება....უბრალოდ ეს იქნება ალის და ნინოს 
                        შვილი.
ალი-( ხელში აიტაცებს ნინოს)- ჩვენი შვილი, ნინო... ჩვენი
          პატარაააააააა....-(ყვირის)
( ხელში აყვანილი გაყავს, ეკლესიისა და მეჩეთის შუაში გადიან. ბნელდება.)


                                  სურათი   მეცამეტე
ეკლესიის გუმბათი მოჩანს განათებული. ნინო დაჩოქილი ლოცულობს.
ნინო- ,,მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...წმინდა იყავ, 
             სახელი შენი, მოვიდენ სუფევა შენი. იყავ ნება შენი, 
             ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი 
             არსობისა, მომეც ჩვენ დღეს, და მოგვიტევე თანანადებნი 
              ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ, თანამდებთა მათ 
             ჩვენთა. და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ 
             გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენია სუფევა ძალი 
             და დიდება მამისა და ძისა, და სულისა წმინდისა, აწ და 
             მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’


                                      სურათი   მეთოთხმეტე

საზეიმო მსვლელობა. ქორწილი, შეძახილები. ალი და ნინო წინ მოდიან. ისმის სიმღერის ხმა. ყველა პერსონაჟი აქ არის. მეორე მხრიდან შემოდის კაცი შავებში. ისმის გასროლის ხმა. ნინო იკეცება. ბნელდება. სიჩუმეა. მოჩანს მხოლოდ ალის და ნინო სილუეტები.
ალი- ნინო! ნინოოოოოოოოო! ნინოოოოოოო!..... ჩვენი პატარა, 
          ნინო... ჩვენი პატარა მხოლოდ ჩვენ ორს გვეკუთვნის. 
          ნინო, გესმის ჩემი? ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, 
          გესმის?! ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, 
          ნინო....ჩემო პატარა, ჩემო ლამაზთვალება....ნინოოოოო.....



                      
                        ფ ი ნ ა ლ ი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი