დემონი
დ ე მ ო ნ ი ლერმონტოვის პოემის მიხედვით ( პიესა ერთ მოქმედებად, პიესის ავტორი ეკატერინე კვირკელია) მოქმედი პირნი: 1. მთხრობელი 2. დემონი 3. ხმა–იესო ქრისტე 4. თამარი 5. თამარის მამა 6. თამარის დედა 7. თამარის საქმრო 8. ეშმაკები 9. სეფე ქალები–3 10. თამარის საქმროს მხლებელნი 11. მაცნე ( სცენა იწყება ეშმაკების ღრეობით და ცეკვით, ნათდება სცენა და შემდეგ მთხრობელი ) მთხრობელი –– ცოდვილი მიწის სივრცეთა ზედა ჰქროდა დემონი– სული დევნილი. დაუდგრომელი მისი არსდება ეძებდა ბოროტებას და თესდა სიძსულვილს. დედამიწის ბოროტი ძალების მფლობელი იყო! უკუნეთის მბრძანებელი! მხოლოდ მორჩილებს ხვდებოდა ქვეყნად და გზას აცდენდა. შემდეგ ბოროტებაც მობეზრდა. მიადგა ერთ ადგილს. ბუნება იყო ღმერთისგან შექმნილი, ულამაზესი ედემის ბაღი. კავკასიონის თეთრი მწვერვალები ლამაზად იდგნენ და იცავდნენ ამ ედემს. დარიალის ულამაზეს ქედებს ამშვენებდა მძვუნვარე თერგი! ერთობ ველური და ტურფა იერით ჩანდა ქვეყანა! მაგრამ დემონმა ზიზღით შეხედა ამ მშვენებას, რადგან ეს ყოველივე მისი არ იყო, ეს იყო ღმერთის შექმნილი ქვეყანა! მარიამის წილხვედრი საქართველო! სიყვარულის, ერთგულების და რაინდობის ქვეყანა! ქვეყანა კი არა ედემი იყო თვალხილული! ამ სილამაზემ მტრობა და შური აღუძრა მხოლოდ! სხვა გრძნობა არც შეიძლებოდა ჰქონოდა სამარადისოდ დაწყევლილს და განდევნილს. იქვე ჩამოჯდა და თავის მზაკვრულ გეგმებზე ფიქრი დაიწყო ისევ. ( ისმის ქართული მუსიკის ჰანგები,ჩნდება თამარი სეფე ქალებთან ერთად. თამარის ცეკვა. თამარის ნიშნობა, სასიძოს მოსვლა, მშობლების შეგებება, დალოცვა...რიტუალი...თამარისა და მისი საქმროს ცეკვა ) ( ცეკვა მთავრდება, გადიან ). დემონი –––მიიღე ჩემგან გული საჩუქრად! ჩემი დამცველი და გამმართლებელი შენდამი სიყვარულია მხოლოდ. არ შემიძლია შენ თვალებს არ დავუჯერო, საოცარ თვალებს, რომელსაც არ ძალუძთ მლიქვნელობა და ტყუილი. მე მერგო წილად ვთესო ადამიანებში ცრემლი და მწუხარება. ბედნიერებას ვერც ვინატრებდი, მაგრამ განგებამ მე გამოსაცდელად ეს დიდი სიყვარული მარგუნა. მე დემონი ვარ, ცივი და მრისხანე, ქვესკნელის მბრძანებელი! ბოროტება მიხაროდა, ტყუილი და მლიქვნელობა არ იყო ჩემთვის უცხო, შხამი იყო ჩემ გულში მუდამ! მე დემონი ვარ, ხო, დემონი, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა, გადასხვაფერდა ჩემთვის სამყარო და მე უკვე ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი, შენ გეკუთვნის, ანგელოზს, რომელიც ჩემი არასდროს იქნება, ვიცი. შენ, ერთადერთმა შეძელი ის, რაც საუკუნეების მანძილზე ვერავინ შეძლო! გამანადგურე! და ეხლა მე აღარც ქვესკნელში და აღარც ზეცაში აღარავის უნდივარ. მე შენ მიყვარხარ, ჩემო მშვენიერო ხატო, ანგელოზო, ჩემო დამღუპველო დიადო ძალავ. ნეტავ სიზმარში კიდევ ერთხელ გიხილო, თამარ! მიყვარხარ! ( ცეკვა თამარის დაირით ). მთხრობელი –––იგი უმზერდა თამარს! ნეტარმა ხმებმა აუვსეს წამით გული და გაუფანტეს სიძულვილი კაცთა. მას გაუელვა სულში და გონებაში მოგონებად რა იყო სიკეთე, ტრფობა, სიმშვენიერე. ისევ ისევ სხივლოსილი ფერებით დაუდგა გარდასულ დღეთა ბედნიერება. განუცდსელი სევდით აღვსილი დაემონა ის ძალას უხილავს! სითბო, სიყვარული ჩაუდგა გულში და გაუღიმა ქვეყანას. ახალ ცხოვრებას ხომ არ იწყებდა? ვინ დაევიწყა? ღმერთს არა სწადდა და ვეღარც თვითონ დაივიწყებდა ვინ იყო სინამდვლიეში. ( თამარის სახლი.თამარი ზის საქარგავთან. ისმის ცხენის ჭენების ხმები.შემორბის მაცნე. საქმროს სიკვდილის ამბავი )(სცენა ბნელდება ). ( დემონის და უფლის სცენა ) დემონი –– ( თავს ადგას გულწასულ თამარს ) ღმერთო რატომ? რა დაგიშავა ამ უბიწო ქმნილებამ, რომ ასე გაამწარე?! რატომ?! ხმა –– ღმერთს ვინ ახსენებს? დემონი –– მე და ვიცი რას ვამბობ! ხმა –– ო, ეს ცრემლები! რა დიდი ზღვები დაიქცევა, მაგ ცრემლებისა ამ ქვეყანაზე?! და ეს შენი ბრალი იქნება! დემონი––რისთვის ვარსებობ?! ხმა ––უნდა იცოცხლო და იცოცხლებ კიდეც შენ სამუდამოდ. ნუ წარმოიდგენ, ყოფნა იყოს, მხოლოდ ის მცირე ხანი, რომელშიც შენ აქ დროებით განსახიერდი. იგი გაივლის და დარჩები არა ნაკლები იმაზე რაც ხარ შენ ამჟამად. იცოცხლე მარად, რომ იწვალო! დემონი –– მე ვარ უკვდავი, ხომ, ვარ უკვდავი! და კიდევ მეტი, უკვდავება ჩემი საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ არ ექმნეს არასდროს ბოლო წამებას ჩემსას! აგრე იყოს! შენ გაიმარჯვე! ხმა ––სიკვდილისგან ვინ განკურნავს? რაც მოხდა– მოხდა. წადი –– დღეები მიიყვანე ბოლომდე შენი, დაე, შენი მოქმედება ამიერიდან არ ჰგვანდეს ამას, მტვერო! დემონი –– მერმე ისინი შენ იმისთვის დასტოვე, რომ აქ მტვერ შეხვედროდი? ხმა –––მე ვიცი, თუ რას ფიქრობს მტვერი! მაქვს თანაგრძნობა მტვერისადმი. დემონი –––როგორ?! ო, ნუთუ შენ ჩემს აზრებში ჩაიხედე?! ხმა–––ჰო, ჩავიხედე, ეს აზრებია ყველასი, ვინც ღირსია რომ მას ჰქონდეს აზრები! ეს ხმა არის, შენი არსების ხმა, უკვდავი არსების, ბოროტი არსების! დემონი–––საბრალო უკვდავი სულის! ხმა––––იცოცხლე, რომ იწვალო! დემონი–––მე დავიღალე! ხმა–––საბრალო მტვერო! ნუთუ შენაც, შენც შეგიძლია, რომ შენი თავი უბედურად დასახო! შენაც?! დემონი–––რატომაც არა?! კი, მაგრამ ვინ ხარ? ხმა–––ვარ იგი, ვინც...შენ ამნაირსა მე არ შეგქმნიდი... დემონი–––ო, შენ თითქმის ღმერთს ჰგავხარ, მაგრამ... ხმა–––გაჩუმდი!...საკმარისად თესე ბოროტება ქვეყნად, გეყოფა. გასცილდი ამ ხალხს, ამ ქვეყანას სამარადისოდ. შენი არ არის და ვერც იქნება სულები მათი. დემონი–––მე ყველგან ვარ. ან სად ძალმიძს მე რომ ვიცხოვრო? სადაც შენა ხარ, მეც იქ ვბინადრობ. მე შუაზე ვყოფ ყველა ნივთსა. მარადისობა, ჟამი, სივრცე, სიკვდილ– სიცოცხლე, ზეცა და მიწა და აგრეთვე ის, რაც არ არის არც ცა, არც მიწა. აი ეს არის ჩემი სამეფო. ხმა–––––– დაწყევლილი ხარ! წადი, გასწი აქედან! დემონი–––არ არის ძალა, რომ შეეძლოს დაძლევა სულის! ხმა––––გასწი! დემონი–––გამანადგურა ამ პატარ გოგომ,გამანად– გურა!ო,ღმერთო ! ხმა––––ღმერთს ვინ ახსენებს?! დემონი–––მე ღმერთი არ ვარ! ხოლო რადგან ვერ გავხდი იგი, ამის შემდეგ აღარ ვნატრულობ, ვიყო სხვა რამე, და არა ის რაცა ვარ ახლა. შენ გაიმარჯვე! ხმა–––მე გაგაფრთხილე! გასწი აქედან!! (ქრება შუქი.ნათდება უკანა მხარე,სადაც ზის მწუხარე თამარი.თამარი ტირის.)(თამარის მშობლები შემოდიან). თამარის მამა––(შემოდის)––ნუ სტირი, შვილო, ამაოდ თავს იკლავ. უსულო ცხედარს ეგ ცრემლი ხშირი მაინც არ გააცოცხლებს. თამარის დედა–––ვერას გაგიგებს მიჯნური შენი,შენი წუხილი მას ვეგარ გააღვიძებს.იმას, ვისაც დავიწყებული აქვს ამა სოფლის სიხარული და მწუხარებაც. დამიჯერე შვილო,მარად ვიქნები შენთნ და შენი მხმობელი. თამარის მამა–– არ ღირს ინაღვლო თუნდ წამიერად საწყალობელი ხვედრი მოკვდავთა. თამარი –––დამეხსენით,გთხოვთ. ნუ გამიბრაზდებით. შეიბრალეთ თქვენი თამარი.მწუხარე ჟამმა დარეკა ჩემთვის. აღარავინ მინდა, მე ჩემი თავი შევწირე ჩემ ერთადერთ სიყვარულს, სხვას ვერ შევძლებ. დედა–––მასე ნუ ამბობ,შვილო, მათი ყოფა მოიგონე, ვინც შენზე ადრე დარჩა ასე და კიდევ მრავალი განიცდის სამწუხაროდ ამ ყოფას. ამ ქვეყანაზე არავინაა ამისგან დაზღვეული. მამა––– სხვამ ხომ განაგრძო ცხოვრება? მიბაძე მათ, იყავ მათებრ უდარდელი, დამიჯერე შვილი! თამარი––ნუ შემრიცხავ, მამა. ხომ ხედავ, შვილი დაგიჭკნა და მოგეშხამა?! ჩემი სული გრძნეული, ჩემი მხმობელი, მწველი ოცნებით მტანჯავს. შემიწყალეთ დედავ, მამავ....გემუდარებით...მე განწირული ვყოფილვარ და მონაზვნის ბედი მერგო წილად. ცოდვილი ვარ და ღმერთი იქ შეივრდომებს ჩემს წუხილს და ჩემ სულს მაინც გადაარჩენს. ამ ქვეყნად აღარაფერი აღარ დასმრჩა სალხინო. მშვიდი სიკვდილის შეყრად ადრევე, ცოცხლად სენაკში დავიმარხები!!! მაპატიეთ!!... (გარბის ოთხიდან) ხმა–––მე რა გითხარი!!გასწი აქედან!!!...იგი ჩემია! დაეხსენ! მისი განკითხვა არ არის შენი საქმე და მისი სულიც არ დაგრჩენია. მე ეს ასული ჩემი ბედის მხლებელი გავხადე, აქ აღარაა სიწმინდე შენი, აქ მე ვარ სატრფოც და მბრძანებელიც! გასწი აქედან!... (ქრება შუქი.ისმის მუსიკა.ნათდება თამარის ოთხი სცენის სიღრმეში.ბინდია.) დემონი–––თამარ! თამარი–––ვინ ხარ, შენი ხმა მაშინებს! ცით ხარ მოვლენილი თუ ჯოჯოხეთიდან მოხვედი? რა გინდა ჩემგან? დემონი––შენ უმშვენიერესი ხარ, თამარ! თამარი––მაგრამ მითხარი––ვინა ხარ, ვინ? დემონი––ის ვარ, ვისი ხმებიც გსმენია ოდესმე. ის ვარ, ვისი დარდიც შენ მოგწვდენია, ის ვარ, ვინც სიზმარში გევლინებოდა. ის ვარ, ვინც იმედებს ღუპავს უმოწყალოდ! ვარ ის, ვისთვისაც სიყვარულს არავინ იმეტებს. მტერი ვარ ზეცის, ბოროტემა ვარ და აჰა, ჩემთა მონათა რისხვა! შენ დაგემონე მხოლოდ თამარ! შენ შემიყვარდი, მე უგვანოს, პირველად ვიგრძენ ტანჯვა მიწიერი, პირველად თვალთაგან ცრემლები მომწყდა. შემიბრალე და მომისმინე! შეგიძლია კი მადლი ჰქმნა ჩემთვის?! ილოცე ჩემთვის, რომ უფალმა თქვენმა ისევ მიმიღოს და მაპატიოს? მომისმინე და ცოტახანს შენი ძვირფასი დრო დამითმე! შენი მონა ვარ! როცა გნახე, შემზიზღდა ჩემი უკვდავებაც და ჩემი ძალაც. შევნატრი, ვიყო შენსავით მოკვდავი და შენს ახლოს დავიდვა ბინა. უშენოდ არაფრად მიღირს მე ჩემი უკვდავებაც და არსებობაც.!! თამარი––განვედი ჩემგან ცბიერო სულო! ჩემი შეცდენა ამაოდ გიცდია! უფალო! ძლიერო ღმერთო, მიშველე!...ლოცვაც არ შემიძლია! შენმა სიტყვებმა ძლიერ იმოქმედა. დამღუპველი შხამით რომ ელამუნება ჩემ ყურს. რატომ მოხვედი და შემიყვარე? რისთვის მომიწამლე გონება სუსტი?! რა დაგიშავე?! დემონი––რისთვის?! მეც არ ვიცი და ვერ ამიხსნია. მე სხვა ცხოვრებისთვის იყავი განწირული.დავთმე წარსულის ყოველი წამი! თუ შენგან სხნა მე ოდესმე მეღირსება, მხოლოდ შენ გემონები, მხოლოდ შენ ხატებას ვეთაყვანები ახლა. მხოლოდ შენი სახელია ჩემ ფიქრებში, სხვას ვერას ვხედავ. ძნელია მარტოსულად დაიარებოდე ამ ქვეყნად, სადაც არც ბოროტება ჩაგიგდონ რამეთ და არც სიკეთე დაგიფასოს ვინმემ. ყველაფერი მქონდა, იქ, ზეცაში და ვერ ვხედავდი. მხოლოდ შენ მაკლდი ალბათ მაშინაც......და ეხლა რაღა დროს?! მოვინდომე აუსრულებელი და შეუძლებელი....უფალმა განმდევნა....მან კი არა,წყევლამ განმდევნა და იმ დღიდან გაჰქრა ჩემთვის ყოველი, ჩემმა არსებამ აღარ იწამა ბუნების ცხოველმყოფელი ძალა....ვუხმობდი ყველას ჩემებრ განდევნილთ, ბოროტი სული რამდენი არის, მაგრამ ვერავინ ვეღარ ვიცანი. გადელებული ვაწყდებოდი ყველად და ყველაფერს! აღარც მიზანი მქონდა და აღარც იმედი. ყველამ დამტოვა! მარტო დავრჩი ამ უკიდეგანო სამყაროში და გამაბოროტა ამან და ღმერთის მიერ შექმნილებზე, თქვენზე, ადამიანებზე, შურისძიება გადავწყვიტე. რწმენა დავიკარგე ღმერთის მათ და მე მაღიარეს...უგუნურნი და ფარისეველნი! უფალმა თქვენმა კი თავის ხატად შექმნა ისინი.....ვერ დაუფასეს.........მე კი დავცინოდი და ვერ ხვდებოდნენ რა უსუსურნი იყვნენ ჩემ ხელში...გამათამამა ამან...ბოროტების მწვერვალზე ვიყავი და მეამაყებოდა...მეგონა გავიმარჯვე და ამით გადაუხადე სამაგიერო,მაგრამ , ვაი, რომ ვცდებოდი...განგება უარესს მიმზადებდა მხოლოდ...და აი შედეგიც...შემდეგ...ყველაფერმა დაკარგა ფასი და მთებს შევაფარე თავი. მხოლოდ ღამით ვეხეტებოდი და ღამეულ მგზავრების ცდუნებად ვიქეც. ჩემი ცეცხლი მათ შესაფარი ეგონად და სალი კლდიდან უფსკრულში მიექანებოდნენ. მათი სხეულებიდან გადმონადენი სისხლი მახალისებდა და შვებას მგვრიდა,თითქოს ამით ღმერთს ვებრძოდი, რადგან მის მიერ შექმნილ ადამიანებს სასტიკად ვუსწორდებოდი. მაგრამ სამწუხაროდ, მალე მომბეზრდა ესე ცხოვრება. ბევრჯერ ქარიშხალს ვაძლევდი ჩემ თავს, რომ დამევიწყებინა ის დაუვიწყარი, რაც ყველაზე მეტად მტანჯავდა. ეს იყო ტანჯვა, ვედრება, გლოვა, რომელიც უცნობია ყველასათვის. რა არის ხალხი? ან მათი ცხოვრება რა არის? მოვლენ და ისევ გაქრებიან. სამუდამოდ წაიშლება მათი არსებობა ამ ქვეყანაზე! მაგრამ ჩემი ნაღველი სხვა არის! მე მომისაჯეს სამარადისოდ ტანჯვა! და ყველაზე მეტად ფიქრი იმისა, რაც გონებას და გრძნობას ვერ ავიწყდება! ჩემი გული ხომ მარად სატანჯველად არის განწირული!!!!.......მიშველე თამარ....... ( მონოლოგის დროს ჯდება ეშმაკების როკვა) თამარი––( შეშინებული)–კმარა, ნუ მომიყვები შენ ნაღველს. აგარ მინდა შენი ჩივილის მოსმენა. შენ ცოდვილი ხარ!!!! აღარაფერი გიშველის,ხალხთ აცდუნებდი და კლავდი მუდამჟამს........განვედი, გემუდარები... დემონი––მაგრამ შენთვის ხომ არა?არაფერი დამიშავებია? თამარი––არ ვიცი, არა...(დაბნეული) არ გაგვიგონონ!!! დემონი–– ნუ გეშინია, ჩვენ ხომ მარტო ვართ?! თამარი–– და მერე ღმერთი? დაგავიწყდა? დემონი––ღმერთი?! ჩვენი ხმა მას არ ესმის. მან ზეცაში ისურვა ყოფნა.(იცინის) თამარი––ჯოჯოხეთში მოვხვდები, არ მინდა. დემონი––მეც იქ ვიქნები, შენ გვერდით, შენთან!.. თამარი–– ვინც უნდა იყო, მაგრამ მე შენი მწუხარე სიტყვები ნუგეშად ჩამესმის. იქნებ მაცდუნებს მე განგება? იქნებ მაცდუნებს? (უნდობლად) ჩემგან რას ელი სამაგიეროდ? მონაზვნის სული რად გინდა? სხვებს რად არ ეძებ? მათ ხომ მშვენება არ მოჰკლებიათ? რატომ ამომირჩიე მე? რატომ? არა! შემომფიცე ბედითი ფიცით.. ხომ ხედავ, გულზე დარდი მედება...მაგრამ მაინც რატომღაც ოცნება მეიმედება...ღმერთო! რას ვამბობ!? მაგრამ შენ ხომ ყველაფერი იცი და არ ისურვებ ჩემ გამეტებას.?!. შემომფიცე, რომ ამ ქვეყნად ბოროტებას აღარ ჩაიდენ! ნუთუ შენი სიტყვების მერე ვერ ვპოვებ მე ფიცს გაუტეხელს! შემომფიცე!.. დემონი––ვფიცავ იმ შექმნილ პირველ დღეს, როცა ამ ქვეყნად ჩვენ დავიბადეთ და იმ დღეს კიდევ, ზეცად რომ ავმაღლდი და თავს უბედნიერესად ვგრძნობდი მაშინ! ვფიცავ იმ ჩემთვის საბედისწერო დღეს და იმ წამს, როცა შენ შეგხვდი ამ ცოდვილ მიწაზე. და ჩვენს განშორებას ვფიცავ. ვფიცავ იმ თქვენ ღმერთს, რომელიც შენ გიცავს, შენ სულს. ვფიცავ ზეცას და ჯოჯოხეთს, კიდევ სიკეთეს, შენს ცრემლებს უმანკოს ვფიცავ! წამება არის ეს ჩემთვის ვიცი და შენც იცი, რომ მე მართალი ვარ! და კიდევ ვფიცავ ამ სიყვარულს, რომელიც შენ მასწავლე! მე განვეშორე ძველ შურისგებას, აღარასოდეს აღარავინ გაიგონებს სიტყვას–ბოროტება–და სიცრუე! მე მინდა ზეცასთან დავდო ზავი! კეთილის რწმენით გულის ანთება მინდა. სიყვარული და ლოცვა მინდა, მონანიება მინდა ცოდვების! ეღირსოს სოფელს დასვენება ჩემგან! მინდა გაქრეს ჩემი ხსენება! მე შენ შემოგწირე ჩემი სულიც და გონებაც! შენ ხარ ერთადერთი ჩემი ხატება! და თუ შენც გაქვს რამე გრძნობა ჩემ მიმართ , მე შენ დედოფლად დსაგსვამ ამ ქვეყანაზე! თამარი––ღმერთო, გაჩუმდი! ნუ სცოდავ ისევ! დემონი––დასანანი არ იქნება შენთვის არაფერი, გესმის თამარ! იქ მშვენიერების ბატონი შენ იქნება, შენი ხატება! თამარი––მე გთხოვ, გაჩუმდი! მე გულს მითბობს შენი სიტყვები, მაგრამ, ღმერთო?! დემონი––შენ ხარ ღმერთი ამ ქვეყანაზე, ჩემი ღმერთი!!! თამარი––ღმერთო!!!... დემონი––სად არის ღმერთი?!შენ არ იცი, რომ კაცთა ტრფიალი მხოლოდ ერთი წამით ენთება? და მერე კვდება! მათი სიტყვები კარგავენ ძალას და ყოფიერი მათი ცხოვრება ისევ ბოროტებას ემსგავსება! ეს არის მიწიერი სიყვარული მხოლოდ. თამარი––არა, მე მას ვუყვარდი, მართლა ვუყვარდი!(ტირის) დემონი––არა, არ უნდა შენს ბედს, იცოდე, უხმოდ ჭკნებოდეს ამ სენაკში, შენი სიცოცხლე. ხალხი სულმოკლეა, მათ არ შეუძლიათ შენი იმედების გაცრუება. ვერ გაიგებენ შენ მწუხარებას და სხვაგვარ სიბილწეს ტალახივით ზურგში გესვრიან....შენ ჩემი ხატი ხარ, გესმის?! თამარი––მე უნდა ვილოცო, გამშორდი, წადი... დემონი––ხო, შენ ილოცე, მაგრამ იცოდე, როგორც კაცთაგან, ისევე ღვთისაგან ხარ განშორებული. შენ სხვა გზა გაქვს გასავლელი. თამარ! დაგმე ქვწყანა თავისი წყლულებით, მე გაჩვენებ უკეთეს სამყაროს, ისეთ სამყაროს, სადაცშენი შვენება მარადი იქნება! თამარი––კი მაგრამ სად არის ასეთი ქვეყანა? დემონი––ჩემთან! ჩემი მსახური მრავალი სულია, მორჩილად გეყოლება და შენ ერთს შემოგევლება! შენ იქნები ამ სამყაროს ერთადერთი მბრძანებელი! ოქროს გვირგვინით შეგამკობ და მთელი ქვეყანა შენ დაგემონება! თამარი––ამდენ რაღაცას შეძლებ? არ ვიცი რა ვთქვა?! ღმერთო მიშველე!!! დემონი––დაივიწყე ყველა და ყველაფერი! ამას შენთვის ვაკეთებ, შენ მასწავლე, მე უღირსს, სიყვრული! ეს ქვეყანა შენი იქნება, მხოლოდ გიყვარდე! (ქრება შუქი, ნათდება მხოლოდ ავანსცენა,საითაც ნელი ნაბიჯით მოემართება თამარი) თამარი––( მარტო)–როგორც იალქანი ზღვის სივრცეში, როგორც ვარსკვლავი ცაში, შენ გამომეცხადე, როგორც წმინდა ანგელოზი სიყვარულის ძალით გაბრწყინებული...ჩემთან მოდიოდი თუ სხვასთან? ვცდილობ გავერკვე, მაგრამ ამაოდ. იქნებ სიზმარში გნახე?! აარ მახსოვს!.. მე ღმერთი შემაყვარეს ბავშვობიდან მხოლოდ, მაგრამ ბედმა მწარედ დამცინა, სხვას მიმზადებდა განგება თურმე!...მიყვარხარ....(ტირის) მიყვარხარ, მაგრამ ვიცი ,აკრძალულს შევეხე და ამით განუდექი სულით უფალსაც....შევცოდე ფიქრით და ეს უკვე საკმარისია საშინელ ცოდვად დააწვეს ჩემ სულს....ვიცი და ვერ ვერევი ამ საოცარ გრძნობას, სუფთას, ვით ცაში ვარსკვლავი! ჩემი ფიქრები ხომ მას ეკუთვნის მხოლოდ მას და მეტს არავის! მხოლოდ ერთხელ ვიხილე იგი! სამუდამოდ გაქრა მისი ხატება , მისი მისი საოცარი გამოხედვა! სიცოცხლეს დავთმობ, რომ ეს წუთი განმეორდეს მხოლოდ ერთხელ და მე სამარადისოდ დავხუჭავ თვალებს, რომ შენი ხატება ჩემში დარჩეს სამარადისოდ! მიყვარხარ, გესმის?! მაპატიე უფალო! მაპატიე! (თამარი გონებას კარგავს,ხელს შეაშველებს დემონი და მის ხელებში მიიცვლება, იცვლება განათება) დემონი––თამარ!!(ღმერთს გამწარებით)–ჩემია იგი! ხმა––განვედ იჭვის და ბნელეთის სულო! ხანგრძლივი იყო უფლება შენი, მაგრამ განკითხვის ჟამი მოსულა და ის განაჩენი კეთილია დემონი––ის აღარ არის, გესმის?!(ტირის) ხმა––დიდხანს ველოდით ჩვენ ამ გოგონას, იგი განწმენდილია! ბოროტება აღარ არსებობს მის სულში უკვე და არც სიყვარული შენს მიმართ. მან გაიმარჯვა შენზე ! დემონი––..(დაბნეული)–და მე ახლა? რა მომელის? ხმა––იარე მარად, შენი სული ხომ დაწყევლილია?! იტანჯე მარად... დემონი––მე ისედაც ვიტანჯები, გაიხარე ამით.. ხმა––დაიმსახურე...გასწი აქედან.. დემონი––იგი?მას რა მოელის? ხმა––სასტიკი ტანჯვა მისი სულისა, მისი ეჭვების სანაცვლოდ არის. და ეხლა უკვე მისთვის გაიხსნა სამოთხის კარი... შენ კი იტანჯე...გაქრი...წადი...ეს გოგონა შექმნილი იყო იმისთვის,რომ შენ დამარცხებულიყავი, განადგურებულიყავი და აი, სედეგიც.....ბოროტება მოისპო სამარადისოდ.... (ქრება შუქი და აჩრდილი ღმერთის) დემონი––( ავანსცენაზე მოდის) ---რა მომივიდა?!საშინელი გრძნობა ყოფილა?!გულში ვინ ჩაჯდა?!მხოლოდ ის და სხვა არავინ!! მხოლოდ მისი ხატება!ერთხელ ვიხილე მისი სილამაზე და მისი ცხოვრება გაქრა ჩემ იმედებთან ერთად! ერთხელ ვიწამე გულით და სიყვარულის ძალა ვიგრძენი და შენ ის წამართვი! რატომ? ამას მიმზადებდა განგება?!!! ამისთანა ბოლოს ხომ ვერც წარმოვიდგენდი?! გამანადგურე თამარ, და ჩემს არსებობას დედამიწაზე ხაზი გაუსვი!დამავიწყე რისთვის განმდევნეს ზეციდან და ახლა ჩემს უაზრო არსებობას ვერავინ იგრძნობს. მე ფიცი დავდე! ბოროტება სიყვარულით შეიცვალა და გადაბრუნდა ყველაფერი! ღმერთს ვახსენებ! ვნატრობ, რომ მაპატიოს, მხოლოდ იმიტომ რომ შენ მახლობლად დავიდო ბინა, მხოლოდ იმიტომ რომ შენ საოცარ თვალებს ვხედავდე და მერე სამარადისოდ დავხუჭო თვალები! როგორ უძლებთ ადამიანები ცრემლებს! ძალიან რთული ყოფილა! ჩემი გული,არ ვიცოდი მეც თუ გული მქონია. იგი შენ შექმენი და მერე გაქრი სამუდამოდ! ცრემლი შენ მასწავლე და ვეღარ ვაჩერებ მის დენას ჩემ თვალთაგან! რა ძნელი ყოფილა! სად გაქრა შენი ხატება?! ძნელი ყოფილა სიყვარული, რომელიც შენ მასწავლე! ჩემი დანუშნულება ამ ქვეყანად გაქრა! გამანადგურე! ბოროტება გაანადგურე და ეხლა... ჩემ ყოფას აზრი აღარ აქვს...მაინც ვერ შევძლებ! ილოცე ჩემთვის, გემუდარები, ილოცე, რომ თქვენმა ღმერთმა მაპატიოს და მიმიღოს ისევ! ამას ვერც კი ვინატრებდი და ეხლა რას ვამბობ?! მხოლოდ ერთხელ მინდა გიხილო და მეც მარადისობას მივცემ ჩემ ცოდვილ სულს, თუ კი შეიძლება ჩემ სულს სული ერქვას, ჩემ გულს, თუ კი გული შეიძლება ეწოდოს ამ რაღაცას, რომელიც ძალიან მტკივა და გონებას, რომელიც ასეთი ცივი და ბოროტებით სავსე იყო მარად! მე აღარ ვარსებობ!მე ვარ მხოლოდ შენთვის! მე შენ მიყვარხარ ციურო ანგელოზო და ჩემო გამანადგურებელო და მეყვარები მარად! ( ფარდა) მთხრობელი––მას შემდეგ დემონმა დასწყევლა თავისი ოცნება, ფარული ზრახვა და გაეცალა ამ ქვეყანას. არავინ დარჩა ნუგეშად, აღარც იმედი დარჩა, არც სიყვარული. ამ საზარელ ამბავს დღესაც ბავშვებს უყვებიან! მთის მწვერვალზე, ხევში შავად მდგარი რომ ჩანს, ახლაც დგას იგი მწუხარე ლანდად. მარად უჭკნობი სიცოცხლესავით, თვალს რომ ახარებს და ეალერსება ჩვენ არსებას, მზე, გაზაფხული და ცა ლაჟვარდოვანი, ისევ ლაღობს ბავშვივით ბუნება! არავინ დარდობს და სევდიანობს, ბოროტება ხომ გაქრა ამ ქვეყნიდან! მარადისობას ჩაბარდა სევდა და მწუხარება, მლიქვნელობა და ორპირობა. ქვეყნად სიყვარულმა დაიდო ბინა. პატარა ქალმა, ქართველმა ქალმა, გადაიყოლა ბოროტება მარადიულ სასუფეველში და ჰქმნა სიკეთე ქვეყანაზე. ––ყველაფერი ძველდება მზის ქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს––სიყვარულის და ბედნიერების გარდა. ––გავა ხანი,ერთი, ერო, სამი, ათი საუკუნე და სიყვარული მიდამ ფრთაგაშლილი იქნება. ბედნიერება ეწვევა ყველა სულდგმულს, ყველას ესტუმრება, თვალებში ჩახედავს, გულში ისრით გაუვლის, ვერაფერს დაანახვებს იმის მეტს ვინც უყვარს. და მაინც, რა არის სიყვარული!? ვინ იცის???.......
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი