ნერვები
ნ ე რ ვ ე ბ ი ანტონ ჩეხოვის, ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (პიესის ავტორი ეკატერინე კვირკელია) მოქმედი პირნი: დიმიტრი ოსიპიჩ ვაქსინი- 30 წლის, ირინა ვასილიევნა- ვაქსინის ცოლი- 27 წლის, როზალინა კარლოვნა- გუვერნანტი, გერმანელი ქალი- 45 წლის, გავრილა- ვაქსინის მოსამსახურე- 45 წლის, მარია ივანოვნა- (ქალი 1)- ვაქსინის ნაცნობი- 25 წლის, ნიკოლაი სერგეევიჩი-(კაცი 1)- ვაქსინის მეგობარი- 30 წლის, მარფა გავრილოვნა- (ქალი 2)- ვაქსინის ნაცნობი- 26 წლის, ვარვარა ლარიონოვნა- (ქალი 3)- ვაქსინის ნაცნობი-28 წლის, გლაფირა კანდრატიევნა- (ქალი 4)- ვაქსინის ნაცნობი- 30 წლის, ივან გრიგორიევიჩი- (კაცი 2)- ვაქსინის მეგობარი- 29 წლის, პეტრე იემილიანოვიჩი- (კაცი 3)- ვაქსინის მეგობარი- 34 წლის. ს ც ე ნ ა 1 ნათდება სცენა. შუაგულში დგას მაგიდა. გარშემო სხედან ხალხი. გაშლილი აქვთ ფორმატი. ანთია სანთელი. დევს პატარა ლამბაქი, გადატრიალებული და ზედ ისარია მიხატული. ( სპირიტული სეანსი ტარდება). მარია ივანოვნა- სულების უფროსო! გთხოთ გამოიძახოთ მარგარიტა მარტინოვას სული! გამოიძახებთ, თუ არა? (ატრიალებს თეფშს) ნიკოლაი სერგეევიჩი- შეხედე, შეხედე, სად მიჰყავს! ღმერთო, არა! მგონი არ უნდა გამოძახება. ნეტავ სწორად ვაკეთებთ ყველაფერს? მარფა გავრილოვნა- კი, კი, სწორად გავაკეთეთ. მოიცადეთ, ბატონო. მარია ივანოვნა, აბა კიდევ გაიმეორეთ? მარია ივანოვნა- სულების უფროსო, გთხოვთ, გამოიძახოთ მარგარტა მარტინოვას სული! გამოიძახებთ, თუ არა? –(პაუზა). ვაქსინი-(შეშინებული)- შეხედე, ამოძრავდა. ეს ქალი, ხომ კუბოში გადატრიალდაო, ამბობდნენ? მარფა გავრილოვნა- კი, ამბობდნენ. ამაზე საშინელი ამბები დადიოდა. ვითომ, სიძემ თავისი ქალიშვილი მოატყუა, ქონება გადაიფორმა და ცოლი მშრალზე დატოვაო. ამ ქალს კიდევ განძი ქონია დადღაც დამარხული კიდევ. ვარვარა ლარიონოვნა- მერე, იმასაც ამბობდნენ, რომ მარგარიტა მარტინოვას სული გამოეცხადა სიძეს. ნაჯახი ჰქონდა ხელში, თურმე და თავის მოჭრით ემუქრებოდაო. ივან გრიგორიევიჩი- კი, კი, მეც გავიგე. თვეების განმავლობაში ესიზმრებოდა, თუ ელანდებოდა ეს ქალი. მერე სიძე გაგიჟებულა, საცოდავი, და საგიჟეში დაუწვენიათ. პეტრე იემილიანოვიჩი- ეხლაც იქ არის და კიდევ ელანდებაო თავისი სიდედრიო. გლაფირა კანდრატიევნა- მოიცადეთ, ნახეთ, კი- სთან მივიდა თეფში. მგონი, გამოვიდა. ვაქსინი- კი, მაგრამ, ეხლა რა ვკითხოთ, მერე? მარია ივანოვნა- ვკითხავთ, როგორ დაამთავრებს სიცოცხლეს საკუთრი სიძე.-( იცინის) ვაქსინი- ეგ არ არის სასაცილო, მარია ივანოვნა.-(შეშინებული). მარფა გავრილოვნა- ვნახოთ, ვკითხოთ, საინტერესოა. მარია ივანოვნა- მოგესალმებით, მარგარიტა მარტინოვა. გვაინტერესებს, როგორ დაამთავრეს სიცოცხლეს თქვენი სიძე? ვარვარა ლარიონოვნა- შეხედეთ, წერს! გლაფირა კანდრატიევნა-( ნელ- ნელა ასახელებს ასოებს)- მ-ო-კ-ვ-დ-ე-ბ- ა!!!! ვაქსინი- მოკვდება, მოკვედა დაწერა!!!! გთხოვთ, იკან მიაბრძანეთ ეს ქალი. მარია ივანოვნა-მოითმინეთ, დიმიტრი ოსიპიჩ.-( მიბრუნდება მაგიდისკენ)_ დიდი მადლობა. ახლა კი გვიპასუხეთ, სად არის დამალული თქვენი ქონება? ვარვარა ლარიონოვნა- წერს.-(კითხულობს)- თ-ქ-ვ-ე-ნ ა-რ უ-ნ-დ-ა ი- ც-ო-დ-ე-თ ე-ს , მ-ო-კ-ვ-დ-ე-ბ-ი-თ!!!!! ნიკოლაი სერგეევიჩი- თვი დავანებოთ. ჩააბარეთ მისი სული, მარია ივანოვნა. მარია ივანოვნა- კარგი, კარგი. სულების უფროსო, გთხოვთ, ჩაიბაროთ მარგარიტა მარტინოვას სული. ჩაიბარებთ, თუ არა? მარფა გავრილოვნა- წერს. ვარვარა ლარიონოვნა- ჩაიბარა. ვააქსინი- კიდევ კარგი. მარია ივანოვნა- დიმიტრი ოსიპიჩ, მოდით, თქვენი სიდედრი გამოვიძახოთ? ვაქსინი- დიდი მადლობა, არ მინდა. მარფა გავრილოვნა- რატომ? თქვენც რამე დაუშავეთ მას?-(იცინის). ვაქსინი- ღმერთმა დამიფაროს. და საერთოდ, არ შეიძლება ჩემზე არ ვისაუბროთ? სხვა სასაუბრო თემა, განა არ არსებობს? ნიკოლაი სერგეევიჩი- როგორ არა, ბატონო ვაქსინ. მე მინდა მოგიყვეთ, ერთი უცნაური ამბავი, რომელიც გაგონილი მაქვს ჩემი ბაბუისაგან. ვარვარა ლარიონოვნა- ძალიან საინტერესოა. მოგვიყევით, ნიკოლაი სერგეევიჩ. ნიკოლაი სერგეევიჩი- ერთ ქალაქში, რომელში არ ვიტყვი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ, ერთ ქალაქში, ცხოვრობდა ერთი მასწავლებელი. მისი სახლი სამსახურიდან შორს იყო, ამიტომ გრძელი გზით უწევდა სიარული. ერთ დღესაც სკოლაში კრება ძალიან გვიან დამთავრდა. კაცს დაეზარა სახლში გრძელი გზით წასვლა. მოკლე გზა აირჩია, რომელიც სასაფლაოზე გადიოდა. მიდის საფლავებს შორის, მიდის და უცებ დაინახა რამდენიმე კაცი ნიცბებით. საფლავის ამოთხრას აპირებდნენ. იქ, თურმე ერთი ახალგაზრდა ქალი იყო ახალი დაკრძალული. მდიდარი ოჯახის შვილი, 17 წლის გოგონა. მასწავლებელი რომ შენიშნეს, დაიჭირეს და მას უბრძანეს მიწა ამოეთხარა. მერე კი კუბოს ახდა დააძალეს, მოკვლით ემუქრებოდნენ. რა ექნა კაცს, ახადა კუბოს. ვაქსინი- კარგით, კარგით, გვეყოფა. ამდენი კუბოში გადატრიალებული მკვდრები, ყმაწვილი ქალიშვილების ლანდები და დამხრჩვალი ხალხი აღარ გვინდა. უკვე ძალიან გვიანია.სახლებში უნდა დავბრუნდეთ. ჩემი სახლი კი, იცით, სადაც არის. მარფა გავრილოვნა- ვიცით, ვიცით. იქ ერთი ძველი სასაფლაოა და, იმედი მაქვს, დღეს ყველა მიცვალებული წყნარად იქნება და არ შეგაწუხებთ. (იცინის). ვაქსინი- ძალიან სასაცილოა, ღმერთმანი!!!!( გაბრაზებული). გლაფირა კანდრატიევნა- კარგი, დავასრულებინოთ ადამიანს. ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ. ნიკოლაი სერგეებიჩ, გთხოვთ, დაასრულეთ, თუ შეიძლება. მარია ივანოვნა- კუბოს რომ ახადეს და უბრძანეს, იქ გავჩერდით. ნიკოლაი სერგეევიჩი- დიახ, დიახ. ხოდა, უბრძანეს, კუბოს სახურავი აეხადა. მასწავლებელსაც რა ექნა, ააძრო სახურავი. ოქროს ნივთები ამოაღებინეს. მხოლოდ ერთი ბეჭედი არ ძვრებოდა მიცვალებულს ხელიდან. მასწავლებელს დანა ჩაუგდეს და დააძალეს თითი მოეჭრა. მასწავლებელი ყოყმანობდა. შეეცოდა ახალგაზრდა მიცვალებული, ცდილობდა ისე მოეძრო. ბევრი ეჭიდავა ბეჭედს. უეცრად ქალი კუბოში წამოდგა და თვალი გაახილა. ვაქსინი-(წამოიყვირებს)- კარგით, კარგით....გასაგებია ფინალი. კაცი გაგიჟდა, მკვდარი კი ეხლაც საფლავშია. მე წავედი. ჩემგან კმარა. მარფა გავრილოვნა-- რა გაშინებთ, დიმიტრი ოსიპიჩ, ყველა იქ ვიქნებით, როცა დრო მოვა. ვაქსინი-ზუსტადაც რომ როცა დრო მოვა, მე კი სულაც არ მინდა ეს დრო ამა ღამ დადგეს. შიშით სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედის. კარგად მენახეთ, ბატონებო და ქალბატონებო. ( ვაქსინი გადის ) გლაფირა კანდრაწიევნა-( ხარხარებს)- აბა, შეხედეთ?! ხომ მოგწონთ? როგორ გაიქცა?!! ვარვარა ლარიონოვნა- ეტყობა შეეშინდა. ივან გრიგორიევიჩი- არც არის გასაკვირი. ღამე, სიბნელე, კუბოში გადატრიალებული მკვდარი, ერთი ჩვენი საერთო ამხანაგი, თავი რომ ჩამოიხრჩო, ახალგაზრდა ქალი, კუბოში უეცრად რომ გაცოცხლდა... პეტრე იემილიანოვიჩი- და კიდევ, მისი გარდაცვლილი სიდედრი... მარია ივანოვნა, ეს თქვენ არ შესთავაზედ მისი სულის გამოძახება?-( იცინის) მარია ივანოვნა- კი, მე ვუთხარი. ვარვარა ლარიონოვნა- კარგით, ბატონებო და ქალბატონებო. აჯობებს დღევანდელი დღე ექსცესების გარეშე დავამთავროთ. არ ვამტყუნებ ბატონ ვაქსინს. დღეს გადავამეტეთ. ნიკოლაი სერგეევიჩი- მართალია. დავიშალოთ. კარგად მენახეთ. მარია ივანოვნა, გაგაცილებთ. მარია ივანოვნა- დიდი მადლობა, კარგად იყავით.წავედით. ( გადიან. სხვებიც გადიან ) II ნაწილი სცენა ბნელდება. ისმის გავრილას ხმა. გავრილა-- ( ისმის ხმა კულისებიდან)--ქალბატონო, ქალბატონო! ირინა ვასილიევნა-- რა გინდა გავრილა? გავრილა-- სად ბრძანდებით, ირინა ვასილიევნა? ( შემოდის ირინა ვასილიევნა, ეტყობა, რომ სადღაც მიდის.) ირინა ვასილიევნა- აქ ვარ, გავრილა, მისაღებში. ( შემოდის გავრილა, ხელში ქოლგა უჭირავს.) გავრილა- ირინა ვასილიევნა, ქოლგა არ დაგრჩეთ, მგონი წვიმას აპირებს. ირინა ვასილიევნა-- მადლობა, გავრილა. რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე, თორემ ჩემი ქმარი სად იკარგება ეს ორი თვეა, კაცმა არ იცის.-( გასვლას აპირებს)-- ხო, მართლა, სად არის დიმიტრი ოსიპიჩი, ჯერ არ მოსულა ხომ? გავრილა- არა, ქალბატონო, ჯერ არა. ირინა ვასილიევნა-- როზალინა კარლოვნა? გავრილა-- როზალინა კარლოვნა თავის ოთახში იქნება, ქალბატონო. ირინა ვასილიევნა-- კარგი. დიმიტრი ოსიპიჩს უთხარი, რომ მე სამების ტაძარში წავედი. დილით დავბრუნდები. ღამე სიარულს თავს ავარიდებ. ჩემი მოძღვარი უნდა ვნახო. აღსარება უნდა ვთქვა. მე მაინც, აბა სხვას- ( ქმარს გულისხმობს)-- ეგ აღარ აინტერესებს. დედაოებთნ გავატარებ ღამეს, კელიაში. აბა, მე წავედი.—( გადის ). გავრილა-- გასაგებია, ქალბატონო. ღმერთმა დაგლოცოთ. III ნაწილი ისმის ვაქსინის ხმა. ვაქსინი--- აქ ხომ არაფრის დატოვება არ შეიძლება. ყველაფერს იმ წუთასვე კარგავენ. გავრილა! გავრილა! სად დაიკარგა ეს ხალხი? გლაფირა! როზალინა კარლოვნა!!! ( შემოდის ) --- გავრილა!!! სად ხარ? გავრილა-- აქ ვარ, ბატონო.-(შემოდის ). ვაქსინი-- იქ, კართან, დღისით, ქოთნით, ყვავილები დავტოვე, სად არის? უკვე დალეწეთ, ხომ? გავრილა--რას ბრძანებთ, ბატონო?! გლაფირამ ქალბატონის ოთში აიტანა. ვაქსინი-- კარგია. რომ არ დაამთვრიეთ. გავრილა-- რამეს ხომ არ ინებებთ, ბატონო? ვაქსინი-- არა, არაფერი მინდა. უკვე გვიანია. წადი თუ გინდა, დაისვენე დღეს. გავრილა--მადლობელი ვარ, ბატონო. ჩემი ცოლი შეუძლოთ იყო და მივხედავ მაშინ. ხვალ დილით დავბრუნდები. ვაქსინი-- ქალბატონი სად არის? გავრილა-- სამების ტაძარში წაბრძანდა, ბატონო. დილით დაბრუნდება. ვაქსინი-- გასაგებია.-( პაუზა )-- გლაფირა? გავრილა-- გლაფირა თქვენ თვითონ ხომ გაუშვით. დილით გთხოვათ.ისიც ხვალ მოვა. ვაქსინი--- ხო, ხო, კი, კი, გადამავიწყდა რაღაც.-( პაუზა )- ხომ, მართლა, როზალინა კარლოვნაც სადღაც გაუშვი? გავრილა-- არა, ბატონო, ის თვის ოთახშია. ვაქსინი-- ბავშვები? გავრილა-- თქვენ ხომ დედათქვენთნ წაიყვანეთ დილით? ვაქსინი--- ღმერთო ჩემო, როგორ გადამეღალა ტვინი ამდენი სეანსებით. მალე სულ გავაფრენ, მგონი. გავრილა-- რითი, ბატონო? ვაქსინი-- სპირიტული სეანსებით. გავრილა-- ერ რაღაა, ბატონო? რას არ მოიფიქრებთ?! –( იღიმება). ვაქსინი-- შენი საქმე არ არის. წადი ახლა, თუ მიდიხარ, ტორემ გადავიფიქრებ, იცოდე. გავრილა-- უი, არა, ბატონო, უკვე მივდივა. ნახვამდის. ( გადის) ვაქსინი--( ბოლთს სცემს)-- ღმერთო ჩემო, ლამის გული გამისკდა ამ სიბნელეში, რომ მოვდიოდი. მგონი, მოლანდებები დამეწყო. ( შემთხვევით ბიძამისის სურათს შეხედავს)-- ფუი ეშმაკს,- ( პირჯვარს გადაიწერს)-- აღარ დავესწრები ამ სულელურ სეანსებს, მორჩა და გათავდა. ( იხდის. ლოგინს ასწორებს) ვაქსინი--- კუბოში გაცოცხლებული მკვდარი, ჩემი სიდედრიც მიხსენეს.- ( წვება)-- ეგღა მაკლდა. ( ბნელდება. განათებულია ბიძამისის სურათი და ვაქსინის საწოლი) ვაქსინი--( ფიქრობს ხმამაღლა)-- ...ბუნებაში ბევრი საიდუმლო და... ბევრი საშინელი ხდება... მკვდრები იმდენად არ შეგაშინებს, რამდენადაც გაურკვევლობა მოქმედებს ცუდად.-( დაინახავს ბიძამისის სურათს).--ერთიც ვნახოთ, ამ სიბნელეში, უცებ, ბიძაჩემის აჩრდილი გამომეცხადოს?-( პაუზა)- არა, არა, შეუძლებელია!!!!-( საბანს წაიფარებს თავზე. პაუზა.-- თავს გამოყოფს.)--- ეს რა უბედურებაა... ისე მეშინია, თითქოს პატარა ბიჭი ვიყო... რა სისულელეა?!! ( ისმის საათის წიკ- წიკის ხმა. სოფლის ტაძრის სასაფლაოზე ზარს ჩამორეკენ.) ვაქსინი წამოხტება. საწოლზე დაჯდება. აქეთ- იქით იყურება. ეშინია ფეხის ჩამოდგმა საწოლიდან. გაისმება ხოჭოს ბზუილის ხმა. ვაქსინი ვეღარ მოითმენს და ზარს ჩამოკრავს. როზალინა კარლოვნა--was wollen sie, დიმიტრი ოსიპიჩ? ვაქსინი--( სიხარულით)-- ოჰ, თქვენ ბრძანდებიტ, როზალინა კარლოვნა? რატომ შეწუხდით, გავრილა ვერ მოვიდა?!... როზალინა კარლოვნა--- გავრილა ტქვენ ტვიტონ გაუშვიტ ქალაკში, გლაფირა კი სადგაც წავიდა... არ ვიცი სად... შინ არავინაა...wav wollen sie doch? ვაქსინი--( დაბნეული)-- ის მინდოდა, გეთაყვა,... რომ... ჰო, ჰოო, ნუ გრცხვენიათ, შემოდით! ჩემთან ბნელა... ( შემოდის როზალინა კარლოვნა. დადგება კართან.) ვაქსინი-- დაბრძანდით, გეთაყვა...-( არ იცის, რა თქვას, დაბნეულია, ენა ებმის)-... იცით, რაშია საქმე...-( თავისთვის)--,, ნეტა რა ჯანდაბა ვკითხო, ამ გერმანელს?!’—( როზალინა კარლოვნას)-- ჰო, ის მინდოდა მეთქვა... ხვალ ქალაქში თუ ვინმე წავა, არ დაგავიწყდეთ უთხრათ, რომ...—( ცდილობს რაღაც მოიფიქროს)--... რომ... ჰილზები იყიდოს...-( ცდილობს დრო გაიყვანოს, როგორმე ოთახში დიდხანს დატოვოს)-....- რატომ არ ჯდებით?, დაჯექით! როზალინა კარლოვნა--( გაკვირვებული)-- ჰილზები?! კარგი!— ( მიბრუნდება, წასვლას აპირებს. პაუზა. უცებ მოტრიალდება. ირონიულად)—was wollen sie doch?! ვაქსინი--( დაიბნევა ისევ)—ich will… არაფერიც არ will, ოღონდაც… ჰო, დაჯექით! უნდა მოვიფიქრო... როზალინა კარლოვნა-- გაუტხოვარი კალი ულამაზოა მამაკაცის ოტაკში იკოს... გატყობტ ტკვენ, დემეტრე ოსიპიჩ, ცუგლუტი კოფილხარტ... მასხარა... ჰილზების გამო არავი არ აგვიძებენ... მე გავიგე...-( გადის). ვაქსინი--ღმერთო ჩემო, ისევ მარტო ვარ. იქნებ დამეძინოს. ცოტა არამიშავს, მგონი.-( გადატრიალდება საწოლში. მერე უცებ ისევ წამოხტება. საბანს ჩაიხუტებს. პირჯვარს იწერს.)-- ღმერთო ჩემო, ეს რა ლანდებია?!—( ცდილობს დააკვირდეს)-- ვინ ხარ მანდ?! ხო, ხო, კუთხეში ?ვინ ხარ?—( მზერას სურათზე გადაიტანს)-- შენ რაღა გინდა, ბიძაჩემო? თვალს მიპაჭუნებ არა?! –( თვალებს იფშვნეტს)-- არა, არა, შეუძლებელია. ისევ დავრეკავ ზარს, ჯანდაბას მისი თვი... როზალინა კარლოვნას ვეტყვი, რომ ავად არ...წვეთებს ვთხოვ...—( ჩამოქკრავს ზარს. სასაფლაოზეც ზარს ჩამოკრავენ. ვაქსინი წამოხტება და გავარდება გუვერნანტის ოთახისაკენ)—( ისმის კულისებიდან ხმა)---როზალინა კარლოვნა! როზალინა კარლოვნა! ხომ არ... გძინავთ? მე... მე... ავად ვარ.... წვეთები, თ შეიძლება! გესმით? გემუდარებით! რა დროს მორიდებაა, როცა კაცი ....ავადაა?! თქვენ ასაკში.... ( სცენაზე როზალინა კარლოვნა შემოდის. ემზადება დასაწოლად) როზალინა კარლოვნა---მე ტკვენ ცოლს ვეტკვი. ნატონ ანციგტან რომ ვმსახურობდი, ჩემტან სპიშკის სატხოვნელად მოვიდა, მაშინვე მიხვდი, რა სპიშკაც უნდოდა... მე პატიოსანი კალი ხარ... ვაქსიი--(კულისებიდან)-- რა ოხრად მინდა თქვენი პატიოსნება? ავად ვარ კაცი...წვეთებს გთხოვთ, გესმით? როზალინა კარლოვნა--- ტკვენი ცოლი პატიოსანი, კაგრი კალია, უნდა გიყვარდეთ! ვაქსინი--(კულისიდან)- ჩერჩეტი ხართ და მეტი არაფერი! გესმით? ჩერჩეტი!!!! როზალინა კარლოვნა--- გაუგონარი დეგენერატი ხარტ ტკვენ, დემეტრე ოსიპიჩ!!! ტავხედი.... ყველაპერს ვიტკვი...მიბრძანდიტ ტკვენ ოტაკში ახლავე.... ვაქსინი--- როზალინა კარლოვნა! დალახვროს ეშმაკმა!! როზალინა კარლოვნა!!! ნამუსი იქონიეთ! როზალინა კარლოვნა!!!!- ( განწირული კივის). როზალინა კარლოვნა--( თავისთვის)-- ტავხედი, მასხარა და უზრდელი.—( დაწვება და კედლისკენ გადაბრუნდება.) ვაქსინი--( ფრთხილად აღებს კარს, შემოდის)-- ღმერთო ჩემო, კინაღამ მოვკვდი. გული მაქვს ცუდად! აღარ ვივლი ამ სეანსებზე. დალახვროს ეშმაკმა!—( მიუახლოვდება საწოლს, დახედავს ქალს).-- იძინოს ამ ოხერმა გერმანელმა. ამათთვის ხომ არაფერია სხვის მდგომარეობაში შევლა, თავის ცხვირის იქით ვერ იყურებიან…. was wollen sie doch!!!—( გააჯავრებს)--..რომ ინათებს მერე წავალ...----(ეძებს, სად დაწვეს. მერე სკამზე ძლივს მოიკუნტება და ცდილობს დაწვეს.)--- მაინც რას ნიშნავს ნერვები!!! განათლებული, ჭკვიანი კაცი მქვია და აბა უყურე... რა დამემართა!!! ვაი, სირცხვილო!!!!---( დაეძინება). ( სცენა ბნელდება ) ისმის ჩიტების ჭიკჭიკის ხმა. თენდება. ავანსცენაზე გამოჩნდება ირინა ვასილიევნა. ირინა ვასილიევნა--- გავრილა! გავრილა! გავრილა--უკვე მობრძანდით, ქალბატონო? ირინა ვასილიევნა-- სად ხარ აქამდე? გავრილა- ახლა ხანს მოვედი, ქალბატონო. დიმიტრი ოსიპიჩმა წუხელის სახლში გამიშვა. რამე ინებებთ? ირინა ვასილიევნა--- დიმიტრი ოსიპიჩი სად არის? თავის ოთახში ვერ ვნახე. გავრილა-- არ ვიცი, ქალბატონო. ირინა ვასილიევნა-- კარგი. საუზმე მოამზადეთ. გლაფირა სად არის? გავრილა-- აქ არის, ქალბატობო. ყველაფერი ცოტა ხანში მზად იქნება, არ ინერვიულოდ. მოისვენეთ თქვენ. ( გადის) ირინა ვასილიევნა--( ფიქრობს.)-- ამ დილა ადრიანად სად უნდა წასულიყო?! როზალინა კარლოვნას ვკითხავ. იქნებ მან მაინც იცოდეს.-( გადის). ნათდება ოთახი. ვაქსინს ისევ იქ სძინავს. როზალინა კარლოვნა კი საწოლშია. კულისიდან ისმის ხმა. ირინა ვასილიევნა-- როზალინა კარლოვნა! როზალინა კარლოვნა! როზალინა კარლოვნა--( იღვიძებს)-- გმერტო ჩემო! ასე ადრე?! აკ ვარ, ოტაკში, ბოლოს და ბოლოს ლოგინში, მობრძანდიტ!.-(დგება). ირინა ვასილიევნა--( შემოდის)-- ბოდიშს მოგიხდით, როზალინა კარლოვნა. ჩემი მეუგლე ხომ არ გინახავთ? სად წავიდა? რამე ხომ არ დაუბარებია? როზალინა კარლოვნა-- ვნახე, დილიტ, კი. არ ვიცი, მაგრამ გუშინ რაგაც უცნაურად იკცეოდა. საცვლებიტ დარბოდა...არ ვიცი... ( ვაქსინს უკვე ღვიძავს და ცდილობს არ გაინძრეს, რომ არ დაინახონ.) ირინა ვასილიევნა---(გაკვირვებული)- საცვლებით დარბოდა??? ( ვაქსინი უცებ სკამიდან გადმოვარდება. ცდილობს დაიმალოს მაგიდის ქვეშ.) ირინა ვასილიევნა--( ხმაურზე გაიხედავს)-- რა ბრაგუნია? ვინმე გყავთ აქ? როზალინა კარლოვნა-- ვინ უნდა მკავდეს აკ, კალბატონო? რა სირცკვილია!!!! ( ორივე მიდის მაგიდასთან. აღმოაჩენენ ვაქსინს.) ირინა ვასილიევნა-- დიმიტრი ოსიპიჩ? როზალინა კარლოვნა-- ტკვენ??? ვაქსინი-- მე... მე... ირინა ვასილიევნა-- რა სირცხვილია!!!! და თან შიშველი აქ, ამ ქალთან? როზალინა კარლოვნა-- რას კვია, ამ კალთან?! ის ჩემტან არ არის... ვაქსინი-- ძვირფასო, არასწორად გამიგე...როზალინა კარლოვნა... რა ჯანდაბად მინდა ეგ მსუქანი და უშნო ქალი... მომისმინე... როზალინა კარლოვნა--( ვაქსინს)- უშნო და მსუკანი ხომ?—( ირინა ვასილიევნას)-- კალბატონო, ეს უდიდესი ტავხედობაა... არ ვიცოდი, ტუ აქ შემომივარდა... ირინა ვასილიევნა--ძალიან სასაცილოა, უფრო მეტიც, ძალზედ დამაჯერებელია... ესეიგი მთელი ორი თვე აქ იყავი, ამ ოთახში, ამ ქალთან, ჩვენ ბუდეში, ჩვენ სახლში... და მე ამას ვერ ვამჩნევდი....-( ტირის. უცებ წამოდგება)-- მეტის მოთმენას აღარ მაპირებ... ეს უკვე მეტის მეტია... ( გადის) როზალინა კარლოვნა- ტავხედობა,უგვანობა...სირცხვილი....შეურაწკოფა. მაგრამ, კალბატონო, მე აკ რა შუაში ვარ....??? ( გაყვება. გადის) ვაქსინი-- ძვირფასო, ამ სქელ და წითელლოყება ქალზე როგორ გაგცვლიდი? მომისმინე, გთხოვ... ( ისისც მიყვება. გადის) მიდის მუსიკის ფონზე პანტომიმა. აწყნარებენ ვაქსინის ცოლს. ვაქსინი ქვედა საცვლით დარბს. მათ დაყვებიან გავრილა და როზალინა კარლოვნა. ირინა ვასილიევნა შემოდის ბოლოს ჩემოდნით. ირინა ვასილიევნა-- მორჩა!-(წყდება მუსიკა)-- მორჩა, დიმიტრი ოსიპიჩ ვაქსინ. აღარ ვაპირებ ამის ატანას. 2 თვეა ვითმენ თქვენ დაგვიანებას, და თქვენ თურმე სულაც არ იგვიანბეთ, აქ ხართ, გვერძე ოთახშ ამ ქალთან და მღალატობთ. როგორ ახარხებდით, რომ ვერავინ ხედავდა, აი ეს არ მესმის?! სიზმარშიც რაღაც ქალის სახელებს ახსენებდით...კი, კი, მახსოვს, ერთხელ ამის სახელიც თქვით.( ანიშნებს როზალინა კარლოვნაზე)-- ესეც არ იკმარეთ, და კიდევ ვიღაცის სახლში დადიოდით, ესეც მითხრეს. მაგას კიდევ არაუშავს, მაგრამ, აქ ჩვენ სახლში, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრობენ, გუვერნანტ ქალთან გააბით რომანი. აუტანელია... აუტანელია... მე მივდივარ. მარჩა. ბავშვებსაც კი ვეღარ ნახავ. დედაჩემის სახლში მივდივარ. ( გადის) გავრილა-- ეხ, დიმიტრი ოსიპიჩ! ასეთი ქალი, ასეთი ფრთებიანი ანგელოზის დაკარგვა იქნებოდა?! ( გადის) როზალინა კარლოვან-- უგვანო! უსირცხვილო!... მე აკ აგარ ვმუშაობ! Shvaine! Do bi shvaine!!-( გადის) სცენაზე რჩება ვაქსინი. საცოდავად გამოიყურება. ვაქსინი-- მე... მე... წვეთები თუ შეიძლება...არავის აქვს წვეთები? ცუდად ვარ კაცი....-( უცებ ბიძამისის სურათს შეავლებს თვალს.) --მიფახულე ახლა თვალები კიდევ.—( ჯდება ძირს). ( სცენა ბნელდება )
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი