უცნაური სიჩუმე ..


უცნაური სიჩუმეა ირგვლივ... ძალიან ბევრი ყვავილები.... ტიტები, გვირილები, კალები და ვარდები... თითქოს ყვავილების ზღვაშია ჩაფლული ირგვლივ ყოველივე... და სიჩუმე... გულსგამგმირავი სიჩუმე...

შენი უსიცოცხლო სახე ყველაფერზე მეტყველებს! ცივი, უაზრო მზერა... თვალები გაყინული, ოკეანის ზედაპირს მაგონებს.... მე ამას ვხედავ, მაგრამ ვერაფერს გაგებინებ... არავის ესმის ჩემი სუსტი ხმა, მე კი ბოლო ხმაზე ვყვირი, ვყვირი, ვყვირი, მაგრამ ამაოდ.... ძალაც კი არ მაქვს, რომ შეგეხო და ოდნავ მაინც გაგითბო სახე, თვალები, გული და დაღლილი სხეული... აღარაფერი შემიძლია და ეს უძლურება მკლავს. გონება ვერ შეგუებია, სხეული აღარ არსებობს, გული მხოლოდ პირობითია.. რა საშინელებაა, ღმერთო?!!!...

ყვავილები... ბევრი ვარდები... მე ხომ ვარდები მიყვარს... მიყვარს უაზროდ და იცი რატომ? იმიტომ, რომ ისინი შენც გიყვარს, იმიტომ, რომ ვარდი სიყვარულია, და ჩემი სიყვარული ხომ შენ ხარ, მაგრამ ვარდები ჭკნება სამწუხაროდ და მე ვერ უძლებ ამას....

თეთრი... ვარდისფერი... ყვითელი და წითელი ვარდები... რამდენია!!!... რა ლამაზია!!! და  ისინი ხომ შენ მაჩუქე, შენ მომიტანე, მე კი ვერ ვეხები მათ, ვერ ვგრძნობ, მხოლოდ ვხედავ.. შენ გხედავ, შენს სევდიან თვალებს, გაყინულს, გათოშილ ხელებს და მე ვერ გათბობ....

სიჩუმეა ირგვლივ... ჩემ გულში კი გრიგალია დამანგრეველი... ღამდება უკვე, შენ კი ისევ აქა ხარ, ჩემ გვერდით... მიწას ათბობ შენი სხეულით, შენი სითბოთი, თუ კი შეგრჩენია კიდევ სითბო. მე ვგრძნობ ამას, ნუ გეშინია, მე ვგრძნობ და ვხედავ, კიდეც გეუბნები, მაგრამ ვერ გაგებინებ, გიყვირი, მაგრამ შენ არ გესმის, მგონია გეხები და სულ ამაოდ... ეს ყველაფერი სატანჯველს ჰგავს...

თვალები... ცრემლები... ცრემლები კიდევ შეგრჩენია?.. შეგიძლია კიდევ ცრემლებით გადმოღვარო შენი მწუხარება? ო, არა, მხოლოდ ორი წვეთი. ორად –ორი წვეთი და ისიც სისხლისფერია, სისხლისფერია, როგორც ეს ვარდი...

მე მიყვარს შენი ვარდები, მათ ხომ შენი ხელები ეხება და ეფერება... მიწას ეფერები... და შენი გაქვავებული  სხეული უკვე სიცივესაც ვეღარ გრძნობს ალბათ...

ყვირილის ხმა ჩამესმის ყურში, გულისწამსვლელი, გამგმირავი ყვირილი... შენი გულის ყვირილი... მე ის მესმის, მესმის და მიყვარს, შენი ხმა მომნატრებია ალბათ...

უცნაური სიჩუმეა ირგვლივ... უსასრულო ყვავილების ზღვა... ვარდები.. ჩემი ვარდები... ისვე სიმარტოვე... გაყინული მიწა და შენი უაზრო თვალები.. . გაყინული ხელები...

უსასრულობა... ღამე.... .და სიცივე.....

გულისგამაწვრილებელი სიჩუმეა ირგვლივ... მხოლოდ შენი სუსტი სუნთქვის ხმა ისმის ბობოქარი ხრიალივით.... უცებ სადღაც ქრება და ......

ღამეა.... უკუნია ირგვლილ.... ვერაფერს ვხედავ... ვეღარ გხედავ.. .რა მეშველება უფალო, რატომ ვეღარ ვხედავ?.... რატომ?.... ვეღარც სუნთქვა მესმის, გული გაშეშდა, სხეული გაიყინა... ის ჩემია, ღმერთო... დაიფარე უფლაო ჩემი სიყვარული.... გევედრები უფალო....

უცნაური სიჩუმეა ირგვლივ... .ღამე.... ვარდები, რომელსაც ვეღარ ვხედავ...

მშვიდობით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი