მზის ჩასვლა ..


ოდესმე თუ გინახავთ მზის ჩასვლა ზღვის ნაპირას?..

ოდესმე თუ გიკითხავთ ზღვის ტალღებისთვისნ,რატომ ღელავენ ასე და ღრიალით ასკდებიან გადაღლილ ნაპირს? 

რას გპირდებიან? ან რას გიწინასწარმეტყველებენ?

საუკუნეების წინათ განვლილ დღეებზე მოგვითხრობენ, თუ თავად თქვენს მომავალს უსვამენ ხაზს?

იქნებ ენატრება ზღვას ვინმე? თუ შენ გენატრება? კარგად დაფიქრდი აბა?.. კი გენატრება და ეს ზღვამაც იცის, იმიტომ ღელავს ასე და ასკდება ასე ღრიალით, ასე უმოწყალოდ ნაპირს, როგორი სიძლიერითაც შენ გენატრება...

ზღვის აბობოქრებული ხმის ღრიალში შენი ხმა იკვეთება და იქ, სადღაც შორს, შენი ხატება ჩნდება, გარადსული დღეების ბრწყინვალება ჩნდება ,რომელიც მხოლოდ მოგონებად ქცეულა დღეს...
შეიძლება აღაც კი გახსოვარ, შეიძლება აღარც კი გახსოვს ჩემი ხმა, ჩემი სიცილი, ჩემი სიტყვები, ეს ოდენ სანატრელი და სასურველი შენთვის... ეხლა კი....

.....მე მარტო ვარ... აქ, ამ ნაპირას, და ვცდილობ გავიხსენპ ყველა წვრილმანი, რაც შენთან არის დაკავშირებული. ყურს ვ უგდებ წყლის ხმას და ვცდილობ გავარჩიო შენი სიტყვები... იქნებ გახსოვარ კიდეც, მაგრამ... მე ამას ვერ ვგრძნობ, ვერ გხედავ და მენატრები უსაშველოდ...
ნეტავ შეძლოს ზღვამ და ნაპირმა შენამდე ხმის მოწვდენა, რომ გაიგო, როგორ გეძახის ჩემი გული, ჩემი გონება, როგორ გეძებენ ჩემი თვალები, როგორ ეძებენ შენ თბილ გამოხედვას ,როგორ მონატრებია სმენას, გაიგოს ის, რაც აქამდე არ გითქვამს და ზღვის მორევში ჩაგვიტანოს ორივე ერთად სამუდამოდ, მაშინ ვეღარავინ დაგვაცილებდა...

...ღმერთო, რა ლამაზია ზღვა მზის ჩასვლისას და იქ, სადღაც შორს, ნაპირზე, შენი თბილი სხეულის აჩრდილს ვხედავ ,რომელსაც ჩემი ხელები ეხება, შენი თვალები, რომელშიც მხოლოდ სიყვარულს ვხედავ... ნეტავ კიდევ ერთხელ მაგრძნობინოს ეს ნეტარება განგებამ, და მერე სამუდამოდ დავხუჭავდი თვალებს, შენს მკლავებში დავლევდი სულს და იმ ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე თან წავიღებდი შენი სიტყვების სითბოს, შენი სხეული სურნელებას, შენ ხატებას, მაგრამ... ეს ოცნებაა მხოლოდ.......

.....მენატრები......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი