საოცარია იმაზე ფიქრი ..
საოცარია იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას ენატრები! რომ არსებობს ვიღაც, ვისაც შენთან ყოფნა უნდა, შენთან საუბარი უნდა, შენი დანახვა უნდა და რა ვიცი რა შეიძლება კიდევ მიუსადაგო ამ გრძნობას! გაგრძნობინოს სულის და სხეულის სითბო და შენი წილი ბედნიერება გაჩუქოს და გაგრძნობინოს. ალბათ, საოცრება იქნებოდა ნეც რომ ასე ვყოფილიყავი ოდესმე, მაგრამ..... ჩემთვისაც რომ, იმ ვიღაცას,ეს ბედნიერება გაემეტებინა! მაგრამ... ამაოა ეხლა უკვე ამაზე ფიქრი, ალბათ..... ცაში ვიხედები , სადღც ზევით, იქ, სადაც უსასრულობაა... რაღაცნაირი გრძნობა მებადება, ცოტა სევდანარევი, რა თქმა უნდა, და ტანში უჩვეულო ჟრჟოლა მივლის. თან მსიამოვნებს და თან, რაღაც სიცივე–ნარევი ხორკლები მაყრის ტანზე.... უსასრულობა ხომ უკიდეგანოა თვისთავად. ჩემი სულიც იქით მიდის თითქოს, ჩემგან დამოუკიდებლად და ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ფეხები უეცრად მიწას სცილდება და ზევით ავყავარ რაღაც ძალას, უხილავ ძალას და იმ უსასრულობაში გადავდივარ ხორცით და სულითაც. სულის შემხუთვი გრძნობა მეუფლება, თითქოს ვეღარ ვსუნთქავ და მერე ერთბაშად, ღვარცოფივით მოვარდნილი ქარივით, ჩავისუნთქავ ნანატრ ჰაერს, სულის შემანარჩუნებელს და გულზე მომეშვება უეცრად. მივქრივარ, მივყვები ამ უხილავ ქარბორბალას და ნეტავ საით? კიდევ როდემდე უნდა ვყავდე ჩახუტებული ასე? როდემდე უნდა მეფეროს და მეალერსოს? ნუთუ ეს არის ის, ვისაც ასე ვენატრებოდი? ნუთუ ქარს ვუყვარვარ და ვეღარ მალავს თავის გრძნობებს და განცდებს? მინდა ვკითხო, მაგრამ ვერაფერს ვაგებინებ! ვყვირი, მაგრამ ამაოდ!... არავის ესმის ეს და არავინ მპასუხობს..... და მივქრივარ.... მივქრივარ... მივქრივარ... ძალაგამოცლილი და ყელჩახლეჩილი. სიმაღლის მეშინია და ქვემოთაც ვერ ვიყურები. ასე გრძელდება რაღაც ხანი, ხან ძალიან მაღლა ვარ, ხან უცებ დაბლა. მერე ისევ მაღლა... და კიდევ დაბლა.... ცხოვრების კიბეს ჰგავს, ხან ცაში აგიყვანს, ხან კი ტალახში ამოგსვრის თავით–ფეხამდე. და მერე.... მათხოვრად ქცეული, არავის აღარ მოუნდები, აღარ მოენატრები!!!..... საშინელებაა ამაზე ფიქრი! ნეტავ რატომ ვიფიქრე ეს?.. ნეტავ რატომ?... კიდევ ვყვირი, ქარს ვუყვირი, ასე აღარ ქნას, დაბლა რა მინდა, მეც ხომ მენატრება და მიყვარს?!.. და უცებ ,ო, საოცრება, უეცრად ქარმა ისმინდა ჩემი, და მისი მძლავრი ხელები სხეულზე ვიგრძენი.. ვიგრძენი ამბორი, საოცარი ალერსი მისი და მერე ბრთხილად მიწაზე დამსვა... ,,მშვიდობით...’’– მითხრა და გამეცალა.... ხელებგაწვდილი დამტოვა დაბლა და ისევ ხეები ააშრიალა.. ვიგრძენი, როგორ ხარობდა იგი. ხან ფოთლებს შუა გაინავარდა, ხან კი ყვავილებს აჩუქა ალერსი და ჩემს გარშემო დაჰქროდა ერთ ხანს....... საოცარია იმაზე ფიქრი, როდესაც იცი, რომ არის ქვეყნად ის ერთდერთი, ვისაც ენატრები, რომ იგი არსებობს და შენზე ფიქრობს!... საოცარია ეს ყველაფერი! ლამაზი სიზმარი, ლამაზი ზღპარი.......
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი