გული


...გული...

გული გახევდა, ვგრძნობ, რომ რაღაც ჩაწყდა სულში. ის რაღაც, რის გამოც ვცოცხლობთ ამ ქვეყნად, ის რაღაც, რაც გვაძლებინებს...
ამას იმედი ჰქვია ალბათ...
ძნელია აღიარო, რომ ყველაფერი დამთავრდა....
ოცნება დაიმსხვრა....
გონებას ფანტაზია მოაკლდა...
იმედი გაქრა ფრთიანი ოცნებებით აღსავსე...

აბობოქრებული ზღვის ტალღასავით გადაუარა ჩემს ცხოვრებას, მილეწ–მოლეწა ყველაფერი და საბოლოოდ გაანადგურა ...
სიყვარული ლამაზიაო, იძახიან...
უსიყვარულოდ ძნელიაო ცხოვრებაო, იძახიან...
ცოდვა არის ის ადამიანიო, ვისაც ეს გრძნობა არ განუცდიაო...
მე აღარ მესმის რა არის უკვე მისაღები ამ სიტყვებში. მე ვეღარაფერს ვგრძნობ, ვეღარ ვარჩევ ამ სიტყვების მნიშვნელობას, ვეღარ ვგრძნობ ამ გრძნობის ბედნიერებას. თითქოს ყველაფერი შთანთქა ჩემში და ცარიელი, ხრიოკი არე დატოვა მხოლოდ.
გული ჩაქრა, მოიკუმშა და დაპატარავდა თითქოს. ბედნიერების შეგრძნება გაუქრა საცოდავ, უმწეო გულს, რომელსაც სულ მცირედიც კი უხაროდა...

... წვიმს...
... გარეთ ეხლა წვიმს...

...ამ სტრიქონებზეც წვიმს...

...გულშიაც წვიმს...და მგონია ბუნებაც განიცდის ჩემთან ერთად ამ დამანგრეველ გრიგალს სულისას, უყურებს პაწაწინა გულის ნაცარტუტად ქცეულ ნარჩენებს და ტირის...
ხმას ვერ იღებს, თითქოს სათქმელიც კი აღარ აქვს, რომ ანუგეშოს და იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი გაუღვივოს...
და ტირის გულთან ერთად. მას მეტი აღარ ძალუძს, მეტის ატანა არ შეუძლია და წვიმით გამოხატავს დაგროვილ ბოღმას და უსაზღვრო გრძნობებს, იმედგაცრუებას და ტყუილს. შემდეგ გადაიქცევა უკიდეგანო ზღვად და წალეკავს თავის გზაზე ყოველივე უგვანოს და უვარგისს...

საზრდოს მოუსპობს უმსგავსოებას და ტყუილს მოსპობს...მაგრამ ამით პატარა გულს ვეღარასოდეს უშველის, ის უკვე მკვდარია... 
ვეღრ გადაარჩენს...

...და ეს უმატებს სევდას ზღვას და უფრო მეტად ათამამებს, აძლიერებს...უმოქმედობა და უმწეობა აცოფეფს და ანადგურებს, გამძვინვარებულ ალქაჯად აქცევს...
ბოროტებას ადენინებს...
ერთი იმედი რჩება მხოლოდ...
იმედი იმისა, რომ სხვა გული არ გახდეს ამ ტყუილის მსხვერპლი, სხვაც არ მოექცეს ტყუილის კლანჭებში...
ტყუილი ხომ ჯოჯოხეთია... ჯოჯოხეთი სულისა და გონების... ყველაზე მეტად სულია საცოდავი. სიცრუე ბოლომდე ანადგურებს და ავხოცს ხდის სულს, შემდეგ გონებასაც დაეპარტონება და მორჩა ყოველივე...
რწმენა საბოლოოდ გაქრება ხსენებიდან...
გულს კი რა ეშველება?!..
ხმაც კი აღარ მემორჩილება...
ჩემს პაწაწინა გულს რა ეშველება?!...

რისთვის?.?.?.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი