გინახავთ თოვლი ..
გინახავთ თოვლი, ბევრი თოვლი, მთებივით აღმართული ბოცვები, თეთრი–თეთრი, ისეთი თეთრი, რომ თვალს ვერ გაუსწორებ, იმიტომ რომ ყველაფერი ბრწყინავს და თვალს გჭრის, იმიტომ რომ თეთრი ფერი ხომ სიმართლეა და თუ რამე დასამალი გაქვს, ვერც გაბედავ რომ შეხედო და უნებლიეთ თვალებს ხუჭავ.. ტყუილი... ეს საზიზღრი ტყუილი... ყველაფერი ტყუილით დაიწყო... თავიდანვე მატყვილებდი თურმე, მე კი მეგონა რომ შენთვის ტყუილი არ არსებობდა... რა სულელი ვიყავი... დაგიჯერე და... ტყუილი დამანგრეველი... გონების ამშლელი და სულის მომშხამველი... იმისთვის არსებობს რომ გული ჩაწყდეს და დაინგრეს ის, რაც ამდენი ხნის მერე ვიწამე და დავიჯერე... თავი ბედნიერი მეგონა, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა.... ყველაფერი დავკარგე.... ბევრი ისეთი რამ, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო და რის გარეშეც ვერ ვიცოცხლებდი... ნიადაგი გამომიცალე და წახვედი.... მიზეზი გინდოდა რომ წასულიყავი და .... განა ეს მიზეზია?.. არა და ეგ შენც იცი.... ...მიზეზი... რა უცნაურად ჟღერს.. მიზეზებს ხომ ჩვენ თვითონ ვქმნით, როცა რაღაც არ გვინდა?!... თუ არ გვინდა მაშინ რატომ ვიწყებთ? ეს თამაშს გავს... ცხოვრებაში თამაში კი ცუდია... გულწრფელი არ არის და ტყუილია ისევ... არ ვაჩვენებთ ადამიანებს ჩვენ ნამდვილ სახეს და ბოლომდე ვცდილობთ თავი დავმალოთ, ნამდვილი სახე შევნიღბოთ, და გარემო შევქმნათ ცრუ და უგვანო... მაგრამ დგება წამი როცა მარტო ვრჩებით, ჩვენ თავთან და მერე ხომ უფრო რთულია და საშინელია იმის აღიარება, რომ მატყუარა და ბოროტი ხარ, ამის გაცნობიერება მხოლოდ ავ სულს არ შეუძლია, იმიტომ რომ მისი გონება ასეა მოწყობილი და სხვას ვერ ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?! ჩვენ არ უნდა შეგვეძლოს ესე ცხოვრება, ადამიანები.... კი, შევცდი, კი დაგიჯერე... მეგონა ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი,შენ იყავი, მოგენდე ბოლომდე, შენი ვიწამე და შევცდი, ვერ ვხვდებოდი ვერაფერს, ყოველ სიტყვაში ტყუილი ყოფილა, ალბათ სულელი გეგონე, იმიტომ რომ შენი დავიჯერე.... ყველაზე მეტად ჩემში ვეძებ დანაშაულს, ჩემ თავს ვთვლი დამნაშავეთ, იმიტომ რომ არ უნდა შევმცდარიყავი, არ მქონდა უფლება... არაადამიანური საქციელი, სიცრუე და განადგურება.... სულ წავიშალე, უარესი გრძნობაა ვიდრე პირველად მოსდის ადამიანს... ჩემი სტრიქონები აღსარებას გავს, რომელიც არასოდეს მითქვამს, არასოდეს მითქვამს არავისთვის, მხოლოდ უფალთან,ეკლესიაში,სადაც მართლა დაცულად ვგძნობ თავს... ალბათ უფალმა დამიფარა შენგან, შენი სიცრუისგან დამიფარა, შენი ავხორცობისგან დამიფარა და გადამარჩინა, რადგან დამაცილა, რადგან უკან მოუხედავათ მეც წავედი და არც მომიძებნიხარ... ვერც გნახავდი, არ შემეძლო, ეს ჩემ ძალებს აღემატება... უფალი დიდია და გაიგებს ჩემ გულს, შენ ვერ გაუგე სამწუხაროდ... ...მიყვარდი... ...ძალიან მყვარდი და ვერავის შეყვარებას ვერ შევძლებ ასე ვეღარასოდეს... ...სიცარიელეს ვგრძნობ... ...მარტოობას.. ...არა, განა ფიზიკურად მარტო ვარ? ...არა... ...ესე რომ ყოფილიყო უფრო ადვილი იქნებოდა, შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ, დაინგრა ყველაფერი... ...თოვლი მოდის... ...ბარდნის გარეთ... ...სიცივეს კი ვერ ვგრძნობ... არა ეს სიცივე არ არის ხორცის, ეს სულიდან ამოძახილს გავს... ფანტელების სილამაზეს რომ ვერ დაინახავ და ვერ დააფასებ სათანადოდ, ეს ყველაზე მეტი სასჯელია ადამიანისთვის... ფასს კარგავს ირგვლივ ყველაფერი და სულერთი ხდება... ...მიყვარს თოვლი... ...ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ბავშვობას მახსენებს, უზრუნველს, სუფთას თოვლივით და სპეტაკს ბავშვის ღიმილივით... ბავშვი ხომ სარკეა სულიც და სუფთაა თოვლზე მეტადაც კი, სუფთა ფურცელივით არის... რასაც დააწერ, ისე წავა მისი სხოვრებაც... არ შეიძლება გული გატყდეს და ჭუჭყიანი ხელებით შეეხო ამ სიწმინდეს, რომ არ დამახინჯდეს... ...მიყვარდი... ...და ეხლა, ამდენი ხნის შემდეგ სინანულის მეტს ვეღარაფერს ვგრძნობ... მხოლოდ სიცარიელეს და სინანულს... არა, განა ვნანობ, რომ შენ გაგიცანი?! არა, მე იმას ვნანობ რომ ბოლომდე ვერ ვისწავლე ადამიანის სულში ჩახედვა, ვერ ვისწავლე სიცრუის გაგება, უნდობი გავხდი და ეგ მკლავს ზუსტად... უნდობლობა როცა ეპატრონება გონებას, სხვაგვარი ხდები, იცვლები, გულითაც და გონებითაც... ეჭვი ჩნედა და ყველა ერთნაირი გეჩვენება, სილამაზეს და სიმართლეს ვეღარ ამჩნევ და ნახევარი ადამიანი დადიხარ ქუჩებში, ეგ ყველაზე მეტი სასჯელია ადამიანისთვის... ალბათ ყველასთვის არა, მაგრამ ჩემთვის კი... ...ეხლა კი მეცოდები მხოლოდ, იმიტომ რომ გაწირე ყველაფერი, არა განა იმიტომ რომ ჩემთან არ ხარ, არა, უბრალოდ იმიტომ რომ ყველასთან ეგეთი ხარ, იმიტომ რომ სილამაზის აღქმა არ შეგიძლია, იმიტომ რომ სიყვარული არ იცი და ვერასოდეს იქნები ბედნიერი... ... კი, მე დღეს შენზე ბედნიერი ვარ რადგან ამ სტრიქონებს ვწერ, რადგან ყველაფერი გავაცნობიერე და მივხვდი... რადგან სიმართლის ფასი კიდევ ერთხელ გავიგე და დავაფასე, შენ კი ჩემზე უფრო ცუდ დღეში ხარ, იმიტომ რომ თოვლს ვერ დაინახავ ისეთად როგორიც სინამდვილეშია იგი,სუფთა, კაშკაშა და წმინდა........
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი