ერთხელ იყო ..


ერთხელ იყო და ერთხელ არის, სხვა დროს არ იქნება ასეთი კარგი და თვალწარმტაცი. საუკეთესო და საოცარი, იმ ერთ დროს დაწყებული და სამარადისოდ დასამახსოვრებელი. 
სიყვარული?.. 
ბედნიერება?.. 
მონატრება?.. 
სურვილი?.. 
ლტოლვა?..
ამბორი?.. 
სულის სიახლოვე?.. 
გონება?.. 
თუ გული?... 
გული, რომელიც ერთის მეტს ვერ იტევს.!
გული, რომელიც მხოლოდ მაშინ ძგერს და სიცოცხლისუნარიანია, როდესაც მას ეხება, ვინც უყვარს?
ვისი დანახვის სურვილიც აქვს?

ლტოლვა?.. 
სულის სიახლოვე?.. 
გონება ხომ გული არ არის? ის ერთს გკარნახობს და გული ხომ გრძნობს?
გრძნობს?!

ნეტავ რას გრძნობს გული? როგორია ის ჩვენს გულში? ისეთი ,როგორიც სინამდვილეშია? თუ გულსაც შეუძლია შეცდეს? 
შეუძლია კი?!! როგორ არა! შეცდომა საბედისწეროა! უფლება არ გვაქვს შეცდომის! მერე ხომ მტკივნეულია, ძალიან მტკივნეულია! გული ჩაქრება და მაგ სხივს ვერასოდეს მიაფრქვევს სხვას! განა შეიძლება სხვა იყოს? ერთხელ შეგნებულს ხომ ვერ ივიწყებ? ეგ ხომ სატანჯველია?!..
რატომ ხდება მუდამ ასე? შეიძლება კი სხვაგვარად იყოს? იყოს ისე, რომ გული არ მოკვდეს და თვალების ელვარება არ ჩაქრეს.....
თვალები უძიროა, და სწორედ ამ უძირო მორევშია საშიში გადაშვება.

თვალები ხომ სარკეა ჩვენი სულისა... თვალებს, რომლებსაც ცრემლიც აღარ აქვთ და შემდეგ....
ზღვა? ..
ზღვა რომ დაშრეს რა იქნება მერე? საშინელებაა ამაზე ფიქრი!!!.... 
თვალები!..

ზღვა!.. 
რა აქვთ საერთო ,ნეტა? !უსასრულო მორევი, რომელიც რომ დაშრეს, გულსაც მიაღწევს და...
გონება დაიღალა ფიქრით!
გონება!..

გონება!..

არ დაიღალე გონებავ?! მიუშვი გული თავის ნებაზე, თვალები მიუშვი იყოს წყლიანი და ოდნავ სევდიანი!..
ლამაზიაო, იძახიან! 
ვინ არის ლამაზი? 
გული,

სული თუ
გონება? 
ეს არის ცხოვრება!..
გული,

სული,
გონება! 
მარადიული ერთობლიობა!
მონატრება, 
სიყვარული ,

ბედნიერება!...

გული, 
გონება!.. 
სული მშფოთვარე!..
რა უნდა გულს?.. 
სიყვარული მოსწყურებია!!...

გონება? ის ღირსეული და ერთადერთია, ვინც ბედნიერებას გაჩუქებ! 
სულს კი სიმშვიდე და ის, რომ ვინც გიყვარს არ მოგენატროს, რომ მუდამ შენთან იყოს!..
ძალიან რთულია!..
ცხოვრება ხომ რთულია! ეს ხომ სრულყოფილებაა,რომელიც ცხოვრებაში ნაკლებადაა სამწუხაროდ! 
რატომ?.. ვერავინ უპასუხებს ამ ულმობელ კითხვას. რომელიც მთელი ცხოვრება, ალბათ ამოუხსნელი იქნება ჩემთვის!..
გული, 
სული, 
გონება!...
მონატრება, 
სიყვარული,

ბედნიერება!..
უსასრულობა და რა?........
სიცარიელეა ირგვლივ........ სიცივეა და უფსკრული... თვალები ვეღარაფერს ხედავს და გრძნობს......
....სიცარიელეააააააა...........((

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი