არ მინდა ფული და არც კაიფი
სამყაროს წამლად მოვევლინები, თავიდან ყველას მოუტან ტკივილს, მას ვუმკურნალებ ვისაც ვჭირდები, ვინც ვერ ამიტანს დაიწყბს კივილს ზოგი გაიგებს რისთვის გამოვჩნდი, ზოგიც ვერა და ნაგავში მისრვის, ზოგი გაიგებს ვისთან დავმონდი, ზოგიც ვერა და ჩემზე ხელს ისვრის მუხლზე დავდგები, ლოცვას დავიწყებ, უფალს შევსთხოვ და ჩემი მას ესმის, ამ დროს ეშმაკი ლანძღვას დამიწყებს და ის ჩუმი ხმით, ბევრ ფრაზას მესვრის ჩემთან წამოდი და გაგამდიდრებ, არვინ იქნება შენი ტოლ-ფასი, ის დათანხმდება და გამდიდრდება, ვინც ვერ გაიგო უფლისა ფასი ვინც ვერ გაიგო კარგი და ცუდი, ამ ქვეყად მხოლოდ იცოხვრა ბილწად, არ მოინდომა უფალთან ყოფნა, მიჰბარდა ეშმაკს, ეს რომ ვთქვა რბილად მათ აღარ ესმით საკუთარ თავის, ცდილობენ გახდნენ ნაწილი სხვისა, მხოლოდ და მხოლოდ სჯერათ ეშმაკის და აღარა სწამთ მაღალი ღვთისა პირჯვარს იწერენ, ფარისევლობენ და მათ ჰგონიათ ბევრი მოიგეს, ტაძარში შევლენ, ბილწსიტყვაობენ და მათ ჰგონიათ, რომ არ შეცდოეს გარეთ გამოვლენ, წამალს ნატრობენ მშიერი შვილი ფეზე ჰკიდიათ, იქვე მათხოვარს ხურდას აძრობენ, უკვე სინდისის არ აქვთ რიდია კაიფობენ და მერე ამბობენ, რატომ არა გვაქვს ჩვენ ბევრი ფული, ლოცულობენ და ვითომ ნანობენ, მათი ცხოვრება ყოფილა ნული პატარა ბიჭი მირბის მამასთან და ეუბნება მაგრად მომშივდა, მამის პასუხი კი შვილის მიმართ, ასე გაჟღერდა, წამალი გინდა?! ამ საუბარს კი შეესწრო დედა, დედა, რომელსაც ცრემლები მოსდის, შეშლილი სახით ქმრისკენ მიბრუნდა, მხოლოდ ესღა თქვა, ბიჭო რა მოგდის?! გინება უკვე ჰობად აქციეს, ხოლო კაიფის გახდნენ მონები, თავის ოჯახი სულ დააქციეს და წამლისათვის ყარეს ფულებე ასეთი ხალხი ჩემთვის არ ფასობს, რომ არ იციან რა არის წმინდა, მხოლოდ ეშმაკთან ყოფნით ნავარდობს, ასეთი კაცი გვერდით არ მინდა ! არ მინდა ფული და არც კაიფი, უბრალოების სინაზე მათბობს, მინდა რომ იყოს მშვიდი დაისი, უფლის რწმენამ კი მუდამ გამათბოს ! ფრანგი/არ მინდა ფული და არც კაიფი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი