ოჯახური იდილია
ჩემთან ახლოს მჯერა არვინ მოვა, ჩემგან შორას კი დაიწყება თოვა, სულ მალე რომ მზეც წამართმევს ნათელს, ყოველ ღამით მე დავანთებ სანთელს რათა ბნელი გამინათოს ღამე, მომაშოროს ეშმაკური სახე, ოთახში მე ვიყო მშვიდად მარტო, სულიერად მარტო, სახით სათნო ამ დროს ვიწყებ, საღად ფიქრს და კვლევას ჩემს თვალწინ კი, ხალხი იწყებს ლეწვას, ქმარი ცოლს კლავს სისულელეს გამო, ცოლი უბოზდება, ფულის გამო კაცი, ქალს რომ უშლის გარეთ გასვლას, თავად ქალთან კი კადრულობს გავლას და მითხარით რა დავარქვათ ამას?! ანდაც იმას რომ იკეთებს წამალს ანდაც იმას ალკოჰოლს რომ იღებს, ანდაც იმას მერე ხმას რომ იღებს, დავლიე და გავიკეთე წამში, მერე ცოლი მაგრად ვცემე სახლში შვილს კლავს მშიერს და აგინებს დედას ,გარეთ ტიპობს, ამბობს " ჩემი დედას" პატიებას ითხოვს მერე რაზე, გამართლებას ეძებს წამი წამზე მთვრალი ვიყავ მაპატიე შვილო, ხო იცი რომ მიყვარხარ და ვფიქრობ, თქვენს მეტი მე არავინ არ მინდა, გულში ფიქრობს, კაიფი რომ მინდა გავა დღე და ისევ დალევ მამა, გავა დღე და გაიკეთებ წამალს, გავა დღე და ისევე სცემ დედას, ცოლ-შვილთან კი ისევ ჩნდება სევდა მოვა დრო და მიგატოვებს ყველა, მერე ითხოვ უშედეგოდ შველას, მერე ამბობ პოლიტიკის დედაც, და კითხულობ რას ვაშავებ ნეტა?! უგუნური კაცი, არის ქმარიც ცოლ-შვილზე კი მას აღარ აქვს ჯავრიც ქუჩაშიც კი ვეღარ ქაჩავს კაცად, კაცი ჰქვია, არ ვარგია კაცად შევეხები ორი სიტყვით დედას, რომელიც არ დარდობს შვილის სევდას, ქმარს რომ უღალატებს ფულის გამო, შვილს რომ აგდებს სანაგვეზე სათნოს ოღონდ თვითონ იგულაოს მაგრად, ქმარს მიუგდოს ორი სიტყვა მძაფრად და ჩაიცვას მუდამ რაღაც ბრენდი, კაცი ყავდეს ფულიანი გვერდით შვილი დაიკიდოს მუდამ ფეხზე და იფიქროს გამუდმებით სექსზე, ისეირნოს აქეთ იქით ჯიპით, იბლატაოს ფულიანი ტიპით იჭორაოს დაქალებში ყველგან, მოსვას ყავა, ისაუბროს სვეწკად, გააბოლოს სიგარეტი მაშინ, მუცლად მყოფი შვილი ყავდეს შარში ორი სიტყვით შევეხები შვილებს, ძალიან რომ დაემსგავსნენ ვირებს, ერთმანეთი რომ კიდიათ ფეხზე აღზნებულნი, საუბრობენ სექსზე დედისა და მამის კვალზე დგანან, გოგო, ბიჭი, ერთ საწოლში წვანან, გოგომ, სხეული გაყიდა ფულში ბიჭმა, წამალია არჩია სულში განადგურდა დედა, შვილი, მამა, ჩემ ფიქრებში გაიელვა წამმა, რაა ჩემთვის ღირებული ვიტყვი, გადარჩენას შევეცდები სიტყვით ოჯახი რომ სასურველი იყოს, მის წევრებში რაღაც უნდა იდოს, ყველა წევრი უნდა იყოს კარგი, ფსიქიკა კი უნდა ჰქონდეთ საღი კაცი შეეშვას ალკოჰოლს, წამალს, ქალი შეეშვას წუწუნს და კამათს, ერთმანეთის დაფასება ქონდეთ, ოჯახში რომ ფული სულ არ ჰქინდეთ ქალი არსად არ გაიქცეს ქმრისგან, არ გაცვალოს მაყუთიან ტიპზე, კაცი მონობას დათანხმდეს სხვისგან, არ დალიოს, არ იფიქროს ღიპზე შვილი მაშინ გაეზრდებათ კარგი, როდესაც ის დაფასებს ამას, ბავშვის ტვინს არ მოედება ჟანგი, შეისწავლის ლუკმა პურის ფასსაც არ მოითხოვს ის ძვირიან კერძებს, ოცნება მას არ ექნება ბენცზე, არ მოითხოვს ის ძვირიან ბრენდებს, მშვიდათ ისეირნებს ვიწრო გზებზე შვილი ითხოვს ჩახუტებას მამის, შვილი ითხოვს ჩახუტებს დედის, გააზრებით გაკეთებულ საქმის, ოჯახს კვალი არ ეტყობა სევდის მადლობელი ვარ მე ჩემი დედის, მადლობელი ვარ მე ჩემი ერის, მადლობელი ვარ მე ჩემი მამის, მადლობელი ვარ მე ჩემი საქმის ! ფრანგი/ოჯახური იდილია 26/10/14
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი