გთხოვთ უფალი იწამეთ


იდუმალი მგოსნად წოდებული ლექსს ვწერ
იმედი მაქვს რითმის დალაგებას შევძლებ
ზედმიწევნით კარგად ავღწერ წითელ პარასკევს
კაცთა ცოდვების გამო იესო, რომ აწამეს

არ მაქვს იმის უფლება, სიმართლე რომ არა ვთქვა
და ამ ბინძურ სამყაროს უცოდველი დავარქვა
არ მაქვს იმის უფლება, რომ არ ვადიდო ღმერთი
მზად ვარ ყველას ცოდვისთვის, ჯვარზე გავეკრა ერთი

არც არავის ვედრები, მითუმეტეს არც ქრისტეს
მაგრამ მომაკვდავი ვარ და ცოდვებს გული ვერ იტევს
ჩვენ კი ისევ ვცოდავთ და ვცხოვრობთ მხოლოდ სხეულით
იმასაც კი ვერ ვხვდებით, სულს რომ ვტანჯავთ სნეულით

ყველა ბინძურ საქმეებს ეკიდება მარტივად
ხორცი მიწას ბარდება და სული არც ენაგვლებათ
ჩემი სიტყვის დაწყობა, ვერ ვიტყვი რომ ბევრს ხიბლავს
მაგრამ აზრს ვინც ჩაწვდება, სულს ადვილად მოხიბლავს

ალბათ სიტყვაც გავწელე, მაგრამ კარგად ავღწერე
რითმზე ბევრი ვიწვალე, გთხოვთ უფალი იწამეთ

ფრანგი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი