აღსარება
ჩემ სიტყვას არავინ იცნობს, მაგრამ მინდა რომ მაინც ვთქვა მე ის ტიპი ვარ სიძულვილს რომ გმობს, მაგრამ მინდა რომ რეალობა ვთქვა! მე თავადვე ვარ ის სიძულვილი, რომელიც ბევრის შინაგანში ჩანს მე თავადვე ვარ ცუდიც, ბინძურიც, რომელიც თითქოს ჩემში არ მოსჩანს თითქოს სიყვარულს ვეძებდი ყველგან, მაგრამ მე ვერსად ვერ ვჰპოვე იგი ხალხმა ხელი მკრა, წავიდა ჩემგან, ბრძოლის სურვილი გამიჩნდა დიდი! თითქოს ჭაობში ჩავარდნა ვცადე, მაგრამ ჭაობიც თავადვე ვიყავ მინდა სიცოცხლეს ამ წამსვე გავცდე, ამ დროს ხმა მესმის, მე აღარ მკითხავ?! მე კი დავიწყე ყურება ყველაგან, სადაც თვალებმა შეძლო გახედვა ბოდვა დამეწყო, ხელი მკრეს ბევრგან, უფალი დამრჩა მე ბინძურს, ხედავთ?! სიბინძურეში ვეძებდი ბინძურს, არა და თავად ბინძური ვიყავ მარტოობის დროს ვნატრობდი მე ხალხს, არა და მარტო ყოფნა მიზიდავს! სხვას განვკითხავდი, ვაძლევდი რჩევას, განსაკითხველი თავად ვარ ვიცი ვერ გაუფრთხილდი მე ჩემ თავს, ბეჩავს უფალო ძალა აღარ მაქვს იცი ? მე ღმერთის თვალებს ვეძებდი ხალხში, მაგრამ ის იყო ჩემ გულში მარად თვალებს როდესაც მივაპყრობ ცაში, მე მინდა ღმერთო შენი დანახვა მინდა რჩევები მე მხოლოდ შენგან, აქ აღარ დამრჩა არავის სითბო გთხოვ ეს სიტყვები მიიღო ჩემგან, მე არასოდეს ხალხში არ ვითხოვ დედამ გამზარდა, მუცლით მატარა და მან მასწავლა სიკეთის შექმნა დამიმორჩილა ალბათ სატანამ, უფალი განგვსჯის, რადგან მან შეგვქმნა! სატანამ შეძლო, გამანადგურა და მან წამართვა ბედნიერება დედამ კი მკითხა რა მოგდის ზურა? ცრემლები მოსდის, ღმერთს ევედრება გთხოვ დამიბრუნე უფალო შვილი, შენც ხომ იცი რომ ჩემზე მეტია? ვიცი ის არის ტანჯვა გავლილი, მაგრამ მას ერი არ ურცხვენია გთხოვ ღმერთო ჩემო, დედას გაუგე, მას ხომ დედობა არ ურცხვენია? ვიცი ძნელია მე რომ გამიგე, რადგან ამ ბინძურს შემირცხვენიხარ! ჩვენ ადამიანთ მოგვეცი ბინა, სადაც სულ ყველას გვაქვს დიდი სითბო მაგრამ ეს სითბო ვაქციედ ყინვად და ცოდვილებიც არა ვართ ვითომ მე ამ ცოდვილებს შორის ცოდვილი, ვარ მარტო მყოფი, სამყაროს იქით და მომაკვდავგან ეს დაგმობილი, უფალს მივმართავ თხოვნით და სიტყვით გთხოვ ერთხელ კიდევ ყველას შეუნდე, ღვთის უარყოფა, ცოდვების რიგი განსაკუთრებით კი მე შემინდე, რადგან ყოველ წამს გღალატობ ვიცი! ვიცი და მჯერა ღმერთო მე შენი, რომ ჩემ თხოვნას და სიტყვას შეისმენ და გამომიყვან ამ ჭაობიდან, სადაც სატანას ვეღარ მოუსმენ! მე აღარ მინდა იმ გარემოში, სადაც არავის ჩემი არ ესმის მინდა რომ მოვხდე შენ სამოთხეში, რადგან ვიცი რომ შენ ჩემი გესმის მინდა ერთია, მაგრამ მეკუთვნის? მზადა ვარ ღმერთო და გთხოვ განმსაჯე ცოდვილ არსებას განსჯა ეკუთვნის, ცოდვილი ვარ და მზად ვარ, დამსაჯე! "ფრანგი" 02/03/14 21:08
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი