შეუმჩნეველი
მკვდარი ვარ, ცოცხალი სხეულით შეუმჩნეველი, ეულად მყოფი სული დავტანჯე, უკვე სნეულით და უჯრედებზე გამიჩნდა ცოფი ცოფიანი ვარ, ყველამ გაიგო ხელი მკრა ხალხმა, მიმაგდო ასე და შინაგანი ვერვინ გამიგო, მხოლოდ მუზა მაქვს, გრძნობებით სავსე არავის უნდა სნეულთან ყოფნა, ყველა ისწრაფის, თავის მიზნისთვის არავის უნდა, რომ იყოს მონა ხმალი იშიშვლეს, დიდი ბრძოლისთვის უკვე ნაოჭი გამიჩნდა სულში, ომის მოგება, სისხლად არ მიღირს და ცივი ტყვია მომარტყეს გულში, ბაგე სიკვდილის წინ მაინც იტყვის შიშველი ხელით მე მინდა ომი, სადაც არავინ დაიწყებს სროლას თუნდ წინ დამიდგეს, მშიერი ლომი მაინც მოვიგებ, ამ ბინძურ ბრძოლას მთავარი არის მხოლოდ სიმართლე, სნეული სულის კარგად გაკვება და თუ მოვძებნით, ბნელში სინათლეს დაბადებიდან გვიწევს წამება რთული გზის გავლა არავის უნდა, წამებაზე ხო არაფერს ვამბობ დიდიხანია სიკვდილი მსურდა, დრო გაჩერდა და არაფერს ვნანობ ! ფრანგი 02:00 06.12.13
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი