წარსულის ცოდვები
ჩვენ ვიგინებით, თრიაქს ვეწევით, კაიფში ყოფნას ვეღარ ველევით ზოგი მოხუცი შვილის ფერებით, ბავშვად იქმნება, მოსდის ცრემლები ზოგი შვილი კი, მამას უარჰყობს საკუთარ დედას, აგინებს, ვერ სცნობს ჩვენ გვავიწყდება უკან წარსული, წინ ვისწრაფით და რისთვის არ ვიცით ჩვენ დავივიწყეთ დედის ამაგი და აღარ გვახსოვს ის დიდი ბარგი, როდესაც დედამ მუცლით გვატარა, მამა, რომელმაც კაცად გაგვზარდა წინაპარნი კი, იქ ღრმად მიწის ქვეშ, ვერ იპოვებენ ნანატრ სიმშვიდეს ჩვენთვის იბრძოდნენ, გადაგვარჩინეს, ჩვენ კი სანაცვლოდ, რა გავაკეთეთ?! შენარჩუნებაც კი ვერ შევძელით, დატოვებული განძი ვამსხვრიეთ დაფასების და მადლობის ნაცვლად, მათი ნაშრომი, ფერფლად ვაქციეთ ასე არის და ისე იქნება, რეალობა ხო ასე იქმნება! აღიარება უნდა შეგვეძლოს, საქვეყნოდ თქმის კი, არ მოგვერიდოს ამ შეცდომებზე თვალს ნუ დავხუჭავთ, მომავალში ნუ გავიმეორებთ მტკივნეულ გულში თუ ჩავიხედავთ, ჭეშმარიტ გზისკენ, ბილიკსაც ვპოვებთ! ცოდნა ყველაზე დიდი განძია, ბრძოლის წაგება, ჩვენი ბრალია წიგნიერება ჩვენი შანსია ომის მოგება, ნიჭის ვალია! 14/01/14 ფრანგი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი