საუბარს ვბედავ


მომაწვა მწარე სევდა,
გრძნობებში მუზას ვხედავ
ტკივილი სულ თან მდევდა,
ჩემზე საუბარს ვბედავ
 
რომ დავიბადე, ერთხმად
ყველამ ასე თქვა, ხედავთ?!
მუქ-ლურჯ თვალება ბავშვი,
ქათქათა ვიყავ მაშინ
 
დედამიწისთვის მეტი,
სათუთი საყვარელი,
ალბათ ვიყავ ზედმეტი
და სულ მთლად ცარიელი
 
დაბადებიდან ვგრძნობდი,
ტკივილს დედისა მიმართ,
ცუდს ბავშობიდან ვგმობდი,
მიზანი მქონდა მიზნად
 
თურმე ვტიროდი ხშირად,
ალბათ მტკიოდა რაღაც
ჩემ შინაგანში ჭირად,
იყო ნალექი სადღაც
 
ხმას არ ვიღებდი დიდხანს,
არ დავდიოდი ფეხით,
იქვე ვიჯექი მშვიდად,
გულში ჩაღვრილი სევდით
 
ბგერის წარმოთქმის თქმამდე,
კითხვა დავიწყე კითხვად
და პასუხების ცდამდე,
ბგერებს ვაქცევდი სიტყვად
 
და ეს სათუთი ბავშვი,
დარბის, ლაღობს და სტკივა,
მას აღაფრენენ ცაში,
არვინ არაფერს კითხავს
 
ის აკვირდება ყველას,
ვინც მის გარშემო დადის,
კითხვით დაიწყებს კვლევას,
სიმართლე, თუ სად არის?
 
კარგიც მინახავს ბევრი,
ვერ მოვიტყუებ ნაღდად,
მაგრამ ცუდისა მთქმელი,
კარგს ეფარება ფარდად
 
ჩვენი ვალია ვცადოთ,
ისინი ვიყოთ რაც ვართ,
ვიყოთ ხალხისთვის სანდო,
კარგი ვაკეთოთ ჭარბად
 
ცუდიც ვაკეთოთ ცოტა,
ნათლად ვანახოთ ჩვენ მეს,
რაღაცას როცა ვცოდავთ,
ვინანოთ, ჩვენ ეს შეგვწევს
 
თავს არ გამეტებთ არვის,
არც ვიჩაგრები თქვენთან,
შეწირვა მინდა კრავის,
სამყაროს შემქმნელ, ღმერთთან !
 
მე ვარ უბრალო კრავი,
მყავს დედ-მამა და სევდა,
ვამბობ უბრალოდ, რავი,
მიყვარს, ვაფასებ ჩემ დას!
 
მყავს მეგობარი ბევრი,
მაგრამ ავარჩევ ერთსაც
უღალატობის წევრი,
გამხდარა გუშინ, დღესაც !
 
ვარ თქვენთვის გარდაცვლილი,
მუხლ დაჩოქილი გადაღლილი,
სიკვდილი, სიცოცხლეში გადაცვლილი,
უფალთან წარმდგარი, ფერ წაშლილი !
 
ფრანგი/საუბარს ვბედავ/03/06/14

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი