ადამიანთა შორის ადამიანი
მე შეგარჩიე, ადამიანთა შორის ადამიანი და შენ თვალებში დავინახე, უბრალოება შენ შინაგანში ჩავიხედე, სევდიანია და შენ სულს კი, გააჩნია უმანკოება მე შეგადარე, ცრემლიან მთვარეს და მე ვიქეცი ეშმაკის მძევლად მაგრამ გავტეხავ ამ რკინის კარებს, გამოვიქცევი შენსკენ საშველად ვერაფერს ვამბობ და ნუ იფიქრებ, რომ მეშინია შენი, მოსვლას ვერ ვბედავ არა, არ მინდა ბანალურობა, ცოტა შორს ვხედავ გვერდით გამივლი, მაცილებ მზერას მე კი აქვე, ვიმარხავ ბგერას შენი სიცივე, დღითიდღე მხიბლავს შენი თვალები, მაცილებს სევდას არ გიცნობ, მაგრამ მე შემიყვარდი შენი სიჩუმით, შენი თვალებით არ გიცნობ, მაგრამ მე ჩამივარდი გულში, რომლითაც გეთაყვანები ამ ლექსის კითხვის, შემდეგ შენ იტყვი უბედური ხარ და მეცოდები, მაგრამ ვერაფერს, დამაკლებ სიტყვით, ჩემი მუზა ხარ, ნუ დამშორდები შორს წახვალ, მაგრამ ჩემთან იქნები სხეულით მტოვებ, სულით ჩემთან ხარ მე ასე ვფიქრობ, რომ ავტირდები ბედნიერი ვარ, ჩემი მუზა ხარ... ფრანგი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი