დაკარგული ოცნებების სასაფლაო... "დუმილი" "დაკარგული"


მინდა ვხედავდე, 
თუ როგორ დაატარებ თვალებით ჩემს სულს,
როგორ იღებავ შავ-თეთრი ფერებით სახეს.
დაიწყებ ტირილს, ხატვას და ბოლოს ჩემს გულს,
შენი თითები ნაზად ეხება უფერულ ტილოს,
შენი თვალები მწუხარე ცრემლებმა ნახეს.

მინდა ვხატავდე, ოცნებით რომ ჩემს სხეულს ძერწავ,
და რომ ფუნჯებით აფერადებ თვალებში ცრემლებს.
მინდა ვხედავდე, როგორ იგლეჯ მტვერიან ზეწარს,
სახეზე რომ თითებით ეძებ საკუთარ მზერას.
ჩემი ტკივილი შენს ცრემლებში წარმოქმნის ტალღებს.
ვეღარც კი იგრძნობ შენ წამიერ ჩემს გულისცემას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი