დაკარგული ოცნებების სასაფლაო... "დუმილი"


ფერფლად ქცეული ოცნებების სევდა მიმძიმდა,
დადუმდა როიალი და აღარ გახსოვს შენც ის მელოდია
და ჩემი სულიც, დუმილით რომ წუხელ დამძიმდა
ჩემს სხეულზეც კვლავ გაუნძრევლად ასვენია მელანქოლია.

შენზე ოცნებებმა, სიკვდილით რომ დასაჯეს ჩემი ფანტაზია,
დღეს ის სიბნელეში დუმილით კვდება და გაიყინება.
სულის ნამსხვრევებში მწუხარედ ილექება ჩუმი პოეზია
ჩემი მელოდიაც ჩემს შავ-თეთრ სონეტში ჩაიძირება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი