მელანით დასვრილს
მიყვარხარ, ასე ვპასუხობ შენს ყველა კითხვას... იცი? ყველაფერი ხარ შენ ჩემთვის... სიტყვას ვარდის ფურცლებზე დაგიწერ... გრძნობას ამ ალმოდებულ გულში ჩაგიბეჭდ... კალამს რვეულის ფურცელს მელანით დასვრილს, ხეების შრიალს ფოთლებით დაცლილს, ამ წმინდა ღამეს დუმილით დაღლილს და კიდევ მთვარეს სულ შენთვის აღვსილს... აბა, მითხარი თუ იცი რა სურთ? რა სურს სიყვარულს შენთვის დაწერილს და ყველა გრძნობას შენთვის წარმოქმნილს.. რა სურს ამ კალმით დაწერილ წერილს?! მე შენ მიყვარხარ!!! მხოლოდ ესაა პასუხი ერთი... სიტყვა , რომელიც ვარდებმა გითხრეს... გრძნობა ჩემს გულში არს ერთადერთი... მე შენ მიყვარხარ! - ეს გაგიმხილა ჩემმა კალამმაც რვეულის ფურცლის მელანით დასვრით... მე შენ მიყვარხარ! - ეს ჩაგჩურჩულეს ყურში ხეებმაც თავისი ფერადი ფოთლების დაცლით... ოჰ, როგორ არ მინდა თქვას ამ წმინდა ღამემ, რომ მენატრები და დაუსრულებელი ლოდინით გელოდები... როგორ არ მინდა შენთვის აღვსილმა მთვარემ კვლავ ჩამჩურჩულოს ყურში " მშვიდობით საყვარელო, დაგელოდები " ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი