ემილი დიკინსონი
შენს გულში ერთი ნაკადულია და ყვავილების მორცხვი ხალისი, ეწაფებიან წყაროს ჩიტები, იქვე ლანდები თრთიან თავისთვის. ამ ნაკადულზე არავინ უწყის, მზე ადგას თავზე თუ ჩრდილ-ბინდება, შენი ცხოვრების პატარა გეგმაც, ამ წყლით ყოველდღე გაიჟღინთება. რატომ დაეძებ მარტში ნაკადულს, როცა დიდდება ყველა მდინარე, ზათქით ეშვება მთებიდან თოვლი, ხიდებს ღვარცოფი აუჩინარებს. აგვისტოში კი, მზე რომ აცხუნებს, მინდვრად იღვრება ბურთის ოდენა, ფრთხილად იყავი! ეს ნაკადული ვაითუ, დაშრეს მოულოდნელად. ინგლისურიდან თარგმნეს ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი