საადი შირაზელი ფრაგმენტი "გოლესთანიდან"
ბევრი დიდკაცი წავიდა, დრომ ბევრი გადაიყოლა, მათი ნასახიც არ დარჩა, მათი სიცოცხლე იყო რა. მიწას რომ დაფლეს ცხედრები, დიდი მოთქმით და ვედრებით, მიწამ გამოხრა ძვლიანად, სულ ერთმანეთზე მიყორა. ანუშირვანის სახელი ცოცხლობს, სიკეთის მნახველი, ანუშირვანი, ბატონო? იყო და არა იყო არა. სიკეთე ჰქენი, მავანო! სიკვდილმაც რომ ვერ განანოს. აქ კაციშვილი არ რჩება, უწევთ ერთურთის მიყოლა. სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ بس نامور به زیر زمین دفن کردهاند کز هستیش به روی زمین بر نشان نماند وان پیر لاشه را که سپردند زیر گل خاکش چنان بخورد کزو استخوان نماند زنده است نام فرّخ نوشین روان به خیر گر چه بسی گذشت که نوشین روان نماند خیری کن ای فلان و غنیمت شمار عمر زان پیشتر که بانگ بر آید فلان نماند
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი