ჯორჯ გორდონ ბაირონი


ღამის შეხვედრებს, საყვარელო, ზღვარი დაედო
და ყოველივე შეღამების ნისლმა შებურა,
თუმცა ჩვენს გულებს სიყვარული შერჩათ საერთო
და მთვარის შუქიც კვლავ ციაგებს უწინდებურად.

ხმალსაც ქარქაში გასცვეთია, ეს უნდა მეთქვა
და დაღლილ მკერდსაც, ახლა, შვება უნდა ვაღირსოთ,
უკვე დრო არის, გულმაც უნდა შეწყვიტოს ფეთქვა
და სიყვარულმაც განისვენოს სამარადისოდ.

შენც კარგად უწყი, ღამემ გული ბევრჯერ გაგვანდო,
დილაც სულ მალე დაბრუნდება, ძალით განგების,
მორჩა, ვერ ვივლით მთვარიანში უმისამართოდ
და ერთმანეთით ვერასოდეს გავითანგებით.

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი