უილიამ შექსპირი სონეტი #90


თუ შემიძულებ, დღესვე წადი, არვინ დაგძრახავს,
როცა სამყარო წინ აღმიდგა, ჩემო იმედო,
შენც შეუერთდი ბედისწერის ბოროტ განზრახვას,
წადი და ცრემლი სინანულის არ გაიმეტო.
რა გითხრა, გული შევაჩვიე ტანჯვა-წვალებას
და ახლა დანას ნუღარ ჩამცემ, კმარა გოდება,
ქარიან ღამეს წვიმა ნუღარ შეენაცვლება,
რადგან ისედაც აშკარაა, რა მელოდება.
ბოლო წუთამდე ნუ გადადებ, ახლა მოცადე,
ამ სოფლის წვრილმან საქმეებში რომ არ ჩავება,
ახლავე წადი, რომ ვიგემო სულით ხორცამდე,
თუ რა სასტიკი შეიძლება იყოს განგება.

თუკი ჩემს გვერდით არ იქნება შენი მშვენება,
ყველა ტკივილი უმნიშვნელოდ მომეჩვენება.

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი