კიდევ სცადე 💪💪


არ დამიკლია ცდები არასდროს
მაგრამ ცდებიო მესმოდა 
ირგვლივ
მეთოდისტები შემომხვეოდნენ
მაკრიტიკებდნენ პირდაპირ
ირგვლივ
ირიბად ზოგჯერ მეფიქრებოდა 
იქნება ვცდები 
რაღაცეებში
მოწყენილი და
გზააბნეული
ვიჩეხებოდი
ამ ჩემს ფიქრებში
მაგრამ ვაბიჯებ 
ისევ ვაბიჯებ

არ გავახარებ 
ამ ცრუ ნაბიჭვრებს
მაცოდინა კი 
რაი ახარებთ
ცხოვრება 
რომე ყოველდღე 
მაბიჯებს
რომ მაკონტროლებს
მითვლის ნაბიჯებს
მაგრამ იცოდნენ 
ეს ერთი მუდამ
სულ შევეცდები
პირისპირ ვიდგე
ჩემი სიკვდილის სიამოვნებას
ამა სოფლისას არ მივანიჭებ .
3/08/2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი