03/09/2021


ჯიუტად მჯეროდა 
შენი დაბრუნების
მაგრამ შენ 
სულ არ აპირებ მოსვლას

(აღარ)გიყვარვარ
ესაა მიზეზი 
მე კი ვაგრძელებ 
შენზე ფიქრებით 
ყოფნას
ყოფნა კი არა
არაფერია!!!
იარა ღრმაა 
უშენობით დატოვებული
ცალად ყოფნისთვის რომ გამიმეტე რაზე ფიქრობდი ?
უშენობაზე გაჯიუტებულს
მფლეთდა და მჭრიდა 
ტკივილები
ასად ქცეული
ფერფლად რომ მექცა 
მე ყველაფერი 
სადღაც თურმე იქ
ისევ
არსებობს სული ჩამქრალი,გაქვავებული.
03/09/2021.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი