1 0 33
უსაქართველოდ
შებინდდებოდა
ყოველ საღამოს
უფერულად და უსიყვარულოდ
მესიზმრებოდა მე გადახვეწილს
ესე ლამაზი პატარა
ლელო
ამ სიყვარულის მცირე ნაპერწკლით
გავძელი უკვე 10წელია
ვერ მოვახერხე შინ დაბრუნება
უკვე იმედი გადამელია
თუმცა ყოველდღე იმედს ვაცოცხლებ
ჩემი პატარა საქართველოსი
ამ სიყვარულმა შემინარჩუნა
იმედი დღისა
ამ სამყაროში
ისევ ბინდდება
უსაქართველოდ
ისევ შორიდან ვეტრფი
;ისევ მას
კახურ ვენახს და
გურულ ლობიოს
ყველა იმ სიტყვას საქართველოსას
მასზე უფიქროდ ვერ გამიძლია
თუნდაც ჭა ვიყო
ფიქრის უძირო.
ყველაფერს ვგუობ
მხოლოდ ერთს ვერა
გული ვერ ცოცხლობს
უსიყვარულოდ.
25/11/2021