14/01/2022


ცოტახნით მაინც 
დარჩი 
აქ 
ჩემთან
ცოტახნით მაინც 
არ გამიფრინდე
როგორც ზამთარში
ქრება დღეები
ისეთნაირად 
არც შენ წახვიდე
ვერც დაგაკავე
ვერც ჩაგეჭიდე
ჩემს გულზე დარდად
გამოეკიდე
ბროლისთვალებავ 
ცოტახანს დარჩი
კვლავინდებურად
არ გამიფრინდე.
ამ ლოდინს ისევ არ უჩანს ბოლო
ცას მთვარესავით გამოვეკიდე
ასე უღონოდ 
ვმყოფობ 
მრავალ ჟამს
წამები გრძნობებს ჩამოეკიდნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი