სიმარტოვე(მარტივი და მწარე)


ხსნა ვერც კი ვპოვე
მე უბედურმა
ვითომ მდიდარმა 
მეგობრებითა

დრონი გავარდა
უცებ
უნდობლად
მოუთმენლად და 
გაუსაძლისად
 
ხსნა რომ ვერ ვპოვე
მე უბედურმა
ვითომ მდიდარმა
მეგობრებითა

ნუღარ იკითხავ
რად ვიმეორებ
სტრიქონებს ზოგჯერ
სიტყვა მწარისად

არ გამოსცადო
გირჩევ
ცალობა
და მარტოობა
ამა სოფლისა

სჯობს დაივიწყო 
პიროვნებები 
საქციელებიც 
მათი გონისა
  
ზედმეტს ნუ 
მოსთხოვ
თუ ვერ გაიგეს
სცნობდეთ ყოველთვის
მონებს ცოდვისას.

გვიან მიხვდები
რომ მეგობარი
ღმერთი არს
მუდამ 
მხოლოდ 
                   კაცისა.
5/05/2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი