შენამდე შორია.


შენამდე შორია
შენიდან არცისე
ყოველთვის ვკრეფდი 
შენთვის მე ნარცისებს

შენამდე შორია
შენიდან არცისე
მახარებს წამები
შენ რომ მაღვიძებ
 
შენამდე შორია 
შენიდან არცისე
გეტრფოდი შორიდან
გულზე ხელს დავიკრეფ

შენამდე შორია 
შენიდან არცისე
უშენოდ ამ სითბოს
მე ვეღარ დავიტევ

ბოლოს და ბოლოს შენ უკვე აქ ხარ
აღარ მომიწევს მე მონატრება
ჩაგეხუტები და ბევრჯერ გეტყვი
მე შენ მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი