დათოვლილი მთვარე


მე არასდროს არ მინახავს
ასე ნაზი ღამე
თოვლის ფიფქი
იმალება ნისლში მოელვარე

მე არასდროს არ მინახავს 
ასე ნაზი ღამე
გაათეთრა
თოვლის ფიფქმა
ჩემი კარგი მხარე

მე არასდროს არ მინახავს
ასე ნაზი ღამე
ავიხედე ცაში უცებ
მომესალმა მთვარე

მე არასდროს არ მინახავს
ასე ნაზი ღამე
ჩაიკარგა თოვლში უცებ
გოგორეთი 
მწვანე.

მე არასდროს არ მინახავს
თეთრი იყოს მწვანე
ერთხელ ვნახე
ისიც ღამით
დათოვლილი მთვარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი