ავტოპორტრეტი


მე ვარ პოეტი
უპოეტობით დაღლილი 
ვინ იცის რამდენი დღე მაქვს 
უმისოდ განვლილი 
ფურცლებზე იდო სიტყვები
მარტივი,უმიზნოდ დაყრილი
ზოგიც დაშლილი  
მუზის ლოდინში,
როგორც ზმანება ფიქრის ლოდინში 
აშლილი
კვანძის შეკვრა მუზის გარეშე უფრო გრძელდება
მოდის და მოდის გიახლოვდება
ვით გვირაბს იქეთ თეთრი ნათება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი