დავიღალე ..
დავიღალე.... აღარ მოვკვდი აღარც ვცოცხლობ ამ შრომას კი აღარ ვგლოვობ და აღარც ვცხოვრობ თუ ამცხოვრებას მოაქვს წადილი; ვეღარ შევძელი გადაღლილს; რომ გამეღვიძა ამ დილით; ზოგი ვერ მიგებს ზოგს კი ვგონივარ ნადირი მე კი ვატარებ ყოველდღე ამ ტკივილს; ზოგჯერ მინდა ვთქვა; გაჩერდეს!მორჩეს!; მაგრამ ვინ მისმენს; საერთოდ,ოდეს! თითქოს მტოვებენ აზრებიც და მე ვისვრი აქ სიტყვებს ვით ლოდებს ზოგი კი ჰმონებს ბევრი ბევრს სტოვებს როგორ ჰგვანან ზოგნი მსტოვრებს; ზოგიც უბრალოდ ; მიდის და გვტოვებს; შენ კი რჩები,და გრჩება ტკივილი მოგონებების მწარე სიკვდილი; ზოგჯერ დავჯდებით ვითომ ვიცინით გვინდა ტირილი მაგრამ ვიღიმით ოჰ!ეს ბედკრული აზრების ცეკვა; გულმა შეწყვიტა რამდენჯერ ფეთქვა; და ეს ტირილი სიცილის ნიღბად მოგეწებება კიბოდ თუ ტკიპად; ზოგჯერ ნებითაც ჩვენ ასე ვირგებთ ამ ყრუ ცხოვრების დასაწვავ ნიღაბს.... (ბოლოსიტყვა) და ამის იქეთ ამის შინაარსს თუ ვერ ჩაწვდებით მაშინ მომიწევს ისევ ვატარო ეს მუქი გრძნობები სველი ღაწვებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი