სული ობოლი


ელდარის ველზე;
მე ობლად ვიყავ;
ბრძოლის ნებაც კი არ შემრჩენოდა;
და ვით ლუხუმი;
მე გულ- ნატკენი;
გული ორადვე მეგლიჯებოდა;
არც სიძულვილი და არც სიხარბე,
მე იმ წამს აღარ მენიჭებოდა.
დარდი მათრობდა;
გული კი ბჭობდა;
მე კი მხოლოდ ის მესიზმრებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი