სიკეთის ფასი


ნუ დაინანებ
ნურასდროს იმას
თუკი
ოდესმე 
რამე გაბედე
ადამიანად სწორედ ეს გაქცევს
როცა ყვირიხარ:
არ ,არ დანებდე!!!!!!!!
თუკი გაბედე
ეს ერთხელ მაინც 
არ დაივიწყო
თუ რა გრძნობაა
გაიმეორე ათასჯერ;
მეტჯერ;
გებრალებოდეს სხვისი მარტოობა.
   და თუკი შეძლებ
რომ სძლიო ამას
აქაც,შენშიც , და სხვაშიც ბევრჯერ
ბუმერანგივით მოგიბრუნდება 
ეს სიყვარული 
უეცრად ერთ დღეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი