მწუხარე წამის ლექსი


დამწუხრებული დავდივარ ისევ
მოწყენილობას მიაქვს ფიქრები
სულის ტკივილებს ვერ ვუძლებ ისევ
წართმეული მაქვს მშვიდი სიზმრები.
განთიადისას ვიღვიძებ ისევ
ბრძოლას ვაახლებ ,მე არ ვნებდები
ვებღაუჭები ლოცვის სიმტკიცეს
დაფლეთილი მაქვს რწმენის სიმები.
ისევ და ისევ  გამიწევს  გული
მიდი-მიდიო აღარ მეშვება
და  მეც ამ ნებას მივყვები ჯიქურ
ძველ გრძნობებს ვმარხავ, ახლები მიცოცხლდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი