- უმისამართო -
დროისა და სივრცის ამ მონაკვეთში შენ მხოლოდ საკუთარი ატომებით უნდა შეივსო, სხვისი დაკავებულია . ეს ნუ შეგაკრთობს . მთავარია , სხვისი ჯვარი არ იტვირთო . განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას ? ესე იგი უნდა განიტვირთო . იგიშიც ხომ იგი დარჩა , რაც იგიში იგი იყო . წარმოვალობა წყვეტს წარმავალობას . მარადისობა დროს ამდინარებს , საიდანღაც სადღაც გამდინარეს . ეს ჩვენ არ ვიცით . . ადამიანი არ იცვლება, უფროსწორად იმ გრადუსით იცვლება , რა გრადუსითაც უახლოვდება საკუთარ თავს . ადამიანი რომ იწმინდება , მასში მზე ჩამოდის . მარადიული და განშლადი - eternal sunshine of the spotless mind . 05.01.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი