კათედრალური


აპოკალიფსური ჩამესმა ბგერები და დიდ ცხვრის ტყავებში გახვეულ მკვლელების მანახეს ოხვრა და სულ უხმოდ ბღორინი . 
სულს უხმეს შორივით,რა ახლოს ვყოფილვარ . პირები აკრული,ბინძური მავთულით . მეც ვდგევარ მართული,სულ თხემით ტერფამდე . 
ვაზროვნებ ? არ ვიცი . 
წინდაწინ განვიცდი,ო,უკვე განვიცდი - სულ სისხლის წვეთამდე,ჩაგყვებით საფლავში - შეჩერდით ! შეჩერდით !
ვხედავ შემორტყმულა მგლების ურდოებზე სულ უცხო ხალხი,მეც იქვე ვგლოვობ შემკულ კუბოებთან,დარდით . სადღაც კაციც ხომ ვარ,იქნებ არა კაციც . სულაც ანგელოზი,მაცნე - საგლიადატაი - მიწით ირიბი და ციდან პირდაპირი . ჰოპ და დავაი,ხვატაი ! გარეთ გამომტანი,შიგნით მესვეური,მხედავს ზეარსება,მუდამ მაფიქსირებს ხედვა . 
ნეტავ,არ გაბედოთ,ნეტავ სულ უბრალო ყოფით გეარსებათ. ნეტავ ! 
ცეკვავს ამბიონი,მეორედ მოსვლააა - გაჰკივიან ადვილად,მე კი გეკითხებით პირველად მოსვლა პირველია - ნამდვილად ? 
სოდომ-გომორები,იქვე ნინევია
ალბათ სულიწმიდა სულში მიგვლევია
ყველა ადამიანს,ვინაც ჯერ ვერ ვხვდებით,სიტყვებს :
- ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და "სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან" .
იქვე ბოცორია,მისკენ მიცურებულ კუბოს ამშვენებდა .
ო,ეს მოვლენები,ქარი ნავოსნური,ჩვენო ბოცორია .
ნეტავ ღვთისმშობლისგან ხმა რომ მომესმება,ტკბილად შემზარავი . მოდის ასპარეზი,ბილიკ უჩინარი . ალბათ უნდა ვიჯდე,ცრემლით დაველოდო ნიშანს ღვთისმშობელო ! გთხოვ რომ დაასრულო,დროზე დაასრულო ეს ცირკ-მასკარადი . ამოგვიცისკარე გულის გულებში და ზეცა გვინავარდე . რეკენ ზარები და მეტად,რუსთა - ველი აღარ გაგვიცოცხლდეს,ნიშნით ნინევიის - მოდი ღვთისმშობელო, დედავ - ივერიის .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი