bene ha' elohim , პრიომ !)


მზეს ხედავდე და სხივებს ვერა,მისგან რომ გვეფინება? . იმავ თვისების მატარებელნი რომ არიან; მაცოცხლებელი ენერგიის,სითბოსა და ხედვის წყაროები,ან ერთი წყაროს მრავალთვალი,მდინარება,პირველნაკადის . მოკლედ, მისგან აბსოლუტურად განუყოფელნი შეხებასა და მოქმედებაში .
ალბათ ვერ გაუძელი ასეთ სინათლეს (სიცხადეს,სიაშკარავეს),რადგან ნათელი მხოლოდ სითბო გეგონა,ის არის ცეცხლი მჭამელი და შურისმაძიებელი . (ღმერთი,ფსალმუნისამებრ)
შავის თეთრზე გამყოფი სახარების ენაზე (ძმა ძმისაგან,დედა შვილისაგან,ცოლი ქმრისაგან . არა მშვიდობის,არამედ მახვილის მოსატანად მოვედო და ცეცხლის მოსაფენად,შუა რომ კვეთს ორლესულიო მაცხოვარმა) .
იქნებ ვეღარ დაიტიე,იფიქრე - ვშთანთქავ (ვეზიარები),როგორც ენერგოვამპირიო - სინდისით აკრძალულ ნაყოფს სურვილით განღმრთობის - ჭამით მხოლოდ და არა მცნებიდან გამომდინარე . და ერთიანად გადასკდი,როგორც შავი ჭურჭელი,უშინაარსო და გამოუსადეგარი . ძველი იუდა . ძველი გველი . ძველი ტიკებისა არ იყოს სახარებიდან . ადამი/ევა, გახსოვს ? დიდი უკუპროცესი დროზე ადრე მიღების,გარემოწმისგან დამოწმებული და არა სინდისით,სიალალით . დაგუბებულ ტბას ემსგავსები,რომელიც ვერასოდეს მდინარებს და ბაყაყებიც,რათქმაუნდა შენთან მოიყრიან თავს . (სადაც ლეშია,იქვე ორბებიც) - ბრმა ბრმას წინაუძღვის (მოძღვრობს,ემეგობრება,ეპირფერება და ეტლანქება) და ორივენი ორმოში მიექანებიან .
შენთვის ნამდვილი აღარც მზე იქნება,აღარც ბუნება და ბუნებრივობა ხომ საერთოდ - უბრალოება . შენს გამოცდილებაში ვერ იარსებებს,ოღონდ აუცილებლად შინაგანი წყობიდან - პარამეტრებიდან გამომდინარე,თორემ თეთრები? განთიადის შვილები? ძენი აღდგომისა . ისინი ხომ განათდლდნენ დ არამხოლოდ? აირეკლეს და გადასცეს,განფინეს სითეთრისა და გამჭვირვალეობისაგან გამომდინარე - პირველწყაროსადმი . (დაუბრუნდნენ მამას,პირველნათელს,შეუქნელს) და სხვებსაც აბრუნებენ .
მარადიული მზის ჩაუვალ სხივებზე ვწერ,ციდან დედამიწაზე ჩამოსულ და მიწაში ჩასულ - გარდასახულ - თუგინდ ჩაქვესკნელებულ (დამდაბლებულ განგებისაგან,ესეც დროებით,ამაღლებამდე) მეგავულკანებზე,რომელთა თვისებაც ასეთია;ერთის ამოფრქვევას ელოდება მრავალი .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი