მე რომ ცოდვილი არ ვიყო,ცოდვილებს რა შემაყვარებდა ?


ამ სიტყვებით - სალოსობდა ბერი გაბრიელი , ცოდვილებს ახარებდა და წმიდანებს აკვირვებდა,დასძენდა კიდეც - წმიდა ანდრია სალოსსაც უკვირსო.
მათემატიკა გონების მუსიკააო და უკრავდა გონებრივად ბერი გაბრიელი,მრავალთა გონებაზე,როკავდა კიდეც მათ თვალწინ.
"მათემატიკა არის ანბანი,რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო" - ამბობდა ნოვალისი და ცალი ფეხით შევაბიჯოთ იმ სამყაროში,სადაც მათემატიკაა ანბანი,გასაღები იგივე. თუ + ხარ , არსით და შინაარსით - ცხოვრებისა და აზროვნების წესით,მაშინ ; წინასწარგანსაზღვრულობაში მინუსთან თავადაც გამინუსდები (ამას უსასრულობის ერთიანი სიმფონია მოითხოვს) , რათა ერთობლივი,გაერთიანებული + ამოვიდეს (ყოველგვარი შეტაკების გარეშე) - უსასრულო იმიტომ,რომ;რაც მეტი მინუს ხალხია ირგვლივ,მით მეტი მინუსის დაწერა მოგიწევს (საზოგადოებრივის), ეს მგონია თითოეული ქრისტიანის პირადი გოლგოთა,ვის რამდენი მიეცა და ვინ რამდენს შესძლებს. აქ მაყურებელი მხოლოდ სინდისი და ღმერთია . ჯვარცმასაც ვერავინ აფიქსირებს , ვერავინ სწვდება , რადგან მარტო ხარ ჯვარზე , როგორც ქრისტე , თანაჯვარცმული .ეს მგონია სახარებისეული დანიშნულება,რომელიც მათემატიკურ სიზუსტეს აგვირგვინებს - პავლე მოციქულის ეპისტოლედან - - -

19 . რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა. 
20 .იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. 
21 .ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი. 
22 უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი. - - -

- მთავარი დამავიწყდა,ეს რომ შესძლო კელვინის ნულია გასავლელი, გ ა ნ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ! სხვათაშორის + ფიგურას ორმაგი ტანჯვა უწევს (ფიგურა იმიტომ ვახსენე,რომ ფიტულა ამას ვერასდროს შესძლეს,ჩუჩელა) ჩამოსვლას უკან,ჩამოქვეითებას,დამიწებას,გათიშვას (დავუმატოთ,რომ მისი არავის არ ესმის,რადგან ჯვრის საიდუმლოა პიროვნული) - ეს მგონია ნამდვილი მათემატიკა , ცხოვრება სხვებისთვის , ბეჭედი ზემოდან (პირველჯვარცმულისაგან) .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი