უმისამართო წერილი
"ყველაფერი რომ მოვყვე,უძველესი ფრესკის მსგავსად გადავიფხიკები . ხანდახან მინდება ყველაფერი ვთქვა,რაც სათქმელად დამიგროვდა ამ მსხვრევად მიწიერ ჭურჭელში,სხეული რომ ჰქვია და პირამიდის წვეროზე განთავსებულ ბრილიანტივით იტევს ჩემს უკვდავ სულს,ზეცა რომ ძალიან მონატრებია და კანში ვეღარ ეტევა . მეშინია,ეს ჩემი არსება ვულკანივით არ ამოიფრქვას ერთ მშვენიერ დღეს და პირველკლასელის ცარცის ნახატივით არ მიმოიფანტოს ამ ცხოვრების დაფაზე,ისე რომ კაცის შვილმაც ვერ დალანდოს გენიალურობა სიმარტივეში . "სიცოცხლეშივე ახვალ ზეცადო" - დიდმა მამამ მითხრა და უფალთან დაბრუნების ბედნიერებისგან ჩემი სამშვინველის რაღაც ნაწილმა ხტუნვა დაიწყო ადგილზევე . მგონი ეხლაც დახტის,ამას რომ ვწერ . მდუმარების არაფერი გამეგებოდა და არც გამომდიოდა არასდროს,სამაგიეროდ ისეთი მდუმარე ვარ,არავის რომ არაფერი გაეგება შენი და მიგდებული რომ ხარ მთლიანად იმათგან,ვისკენაც მთლიანად ხარ . ასეთ მდუმარებაში კი უცნაური ზოლი იჭრება ჩემში,შუაზე მყოფს და ერთი ნაწილით საკუთარ ცოდვილობას ვაკვირდები,ხოლო მეორეთი ჩემში სიწმიდის ისეთ ცეცხლს,ვნებებით რომ აკავებს დრომდე საღმრთო განგებულება . ის მკარნახობს : "შენი ცოდვილობა პირობითია,გამყარდი" - სვეტი გახდი . რთულია საკუთარ ორგანიზმში სისხლის უჯრედების გარდა კიდევ გრძნობდე რაღაცას ; გენეტიკური კოდის ხიდით რომ ჩამოუშვეს წინაპრებმა შენში და ვერავის რომ ვერ აუხსნი . შეიძლება ამას სულიწმიდის მადლი ეწოდება,უკიდეგანო სიღრმეში რომ ჩამარხულა შენი პიროვნების და დიდი იოანე ოლარიც რომ მიემთხვია თურმე ყოვლადწმიდა სამების სახელით აუარება ხალხში . სტიქიაზე მდუმარე არაფერია და არც მასზე ხმაურიანი და საშიში . რთულია იყო სტიქიური ადამიანი . ბედნიერებაც . gracias . " 18.03.2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი