უსათაურო
მიცვალებულ ადამიანს სახელი და განდიდება არ სჭირდება . სამარე საკმაოდ დიდია და ზეცა მითუმეტეს . იქ უნდა მოხვდე ძმაო,ვერ შეძვრები . კუბო სხვა რამეა . ვიცი მე კუბოები,მხრებით დამქონდა ოდესღაც . იქ რომც არ გინდოდეს მაინც ჩაგასვენებენ აკვნის ტყუპისცალივით . ხმასაც ვერ ამოიღებ,არა იმიტომ რომ ლაპარაკი არ გისწავლია,არამედ იმიტომ რომ ლაპარაკი უნდა დაივიწყო,ისეთ განზომილებაში გადადიხარ . თუ არ დაივიწყებ,დაგავიწყებენ . no prob . ბებიაჩემის სულის გასვლის მომენტი მახსენდება,მისი წლების უსინათლო თვალები უსასრულოდ რომ გაფართოვდა ჩემს თვალწინ და მეტყველება სრულიად წაერთვა . ვეღარ გამოთქვა ენით გამოუთქმელი და მთლიანად იქ გადაეშვა . მაგარია "იქ" . ნახევრად მკვდარი ადამიანის შესახებ რომ წამოვჭრა სიტყვა,ცოტა ვინმე თუ დამიჯერებს . რა მოხდა მერე,არც მე ვუჯერებ ბოლომდე არავის ამ ცისქვეშეთში . არა იმიტომ,რომ ეჭვიანი ვარ (დედაჩემს ჰკითხეთ თუ გინდათ - ნეტარი დედა იქნებიო,რომ უწინასწარმეტყველა თანამედროვე ანდრია სალოსმა და დღემდე ვერ იჯერებს,ეღიმება . სამაგიეროდ,ის კი ჯერავს - სამ წლამდე მოვლენები რომ მახსოვს და 40 დღისამ უარი რომ განვუცხადე დედის რძეს) . მოკლედ,ეჭვიანი არა,უფრო ყურადღებიანი ვარ,ზემგრძნობიარე და ვაკვირდები სულ ყველაფერს და ყველას . მონიტორინგი დამარქვა ერთმა დიდმა ადამიანმა,ძველმა . ქრისტეს მეგობარმა , სწორედ იმან. ამინ! დედა ტყუილად არ მიხსენებია,მე სხვა დედაც მყავს. დიდი დედა,რომელსაც ჩემი ემოციებისა და შეცდომების ბუკეტი მივართვი საკათედროში და იმან ეს ემოციები (შეცდომებიდან გამომდინარეც) სრულიად აიღო ჩემგან,საჩუქარივით . უცებ დავწყნარდი და გამოვედი სრულიად სხვა . ეს არის დამკა . ნახევრად მკვდარი ადამიანი ყველაზე უფრო ცოცხალია,რადგან გარდაცვალება დიდი საიდუმლოა და გარდაცვალების შემდეგ თუ ცოცხალს გტოვებენ ეს კიდევ უფრო დიდი . ასეთ ხალხს ცნობა უნდა . ოღონდ ეჭვიც უნდა დაიტოვო - "ყოველი კაცი ცრუ არს" ! ეს ცრუ კაცი კი შენ აღმოჩნდები თუკი განღმრთობილს გადაეყარე,ნუ შეშინდები . ეჭვიანობაზეც გამახსენდა და გულუბრყვილოდ მინდობაზეც - "დავერაი ი პრავერაიო" - დიდმა მეუფე ილარიონმა გვასწავლა და დაგვიტოვა ანდერძად,უდიდესმა სალოსმა. ბოლოს და ბოლოს იმან დამადო ხელები სასულიეროში ჩაბარების წინ . იმან მაკურთხა . არაერთხელ მოსულა ჩემთან სიზმარ - ცხადში და თან ეს ნახევრად მკვდარი ადამიანიც,რომელსაც მალე მთელი საქართველო გაიცნობს და მთელი მსოფლიოც - ილარიონს მეძახდა ყოველთვის და ამ 3 კვირის წინ მეუფე ილარიონიც თავად შემოაბრძანა სიზმარ - ცხადში ჩემს ოჯახში . მეუფე აქიდან ზრდიდა ხალხს,ჩემი სახლიდან ეხმარებოდა . სახელის ცვლილება ადამიანის ცვლილებას უნდა ნიშნავდეს ძირფესვიანად და მეორედ დაბადებას იმის,თორემ ისე თუ გინდა დალაი ლამა დაგარქვან,შენთვის სულერთი იქნება ჩემს მდგომარეობაში . მეორედ რომ დაიბადო,ცა და მიწა ერთი უნდა გახდეს . ცა - მყარი . ვიღაცამ ისიც მითხრა,ადამიანი აქ რომ იბადება,იქ რჩებაო . ვეთანხმები სრულიად,თუ ზეციდან არის ჩამოსული . ხომ შეიძლება ადამიანი სრულიად იქ იყო და ნაწილობრივ აქ - სამოსელი პირველის მოლოდინში,რომლითაც არც არასდროს განშორებიხარ მამის წიაღს . სასუფეველს si .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი